ლანჩის დროა


დღეს მინდა ჩემს ლანჩ-თაიმებზე მოგიყვეთ, უფრო კონკრეტულად იმ ადგილებზე, სადაც ყველაზე ხშირად მივირთმევ ლანჩს მეგობრებთან და თანამშრომლებთან ერთად, დაძაბულობისგან ვიტვირთები, ვისვენებ და ვატარებ  სამუშაო საათების შუაგულში გამოყოფილ ერთ (ზოგჯერ გაორებულ) სასიამოვნო საათს. Continue reading

Advertisements
Posted in a little of me.., ჩვენ - ქართველები | Tagged , , , , , | 24 Comments

როკის გენიალური მოციქულები


Janis+Joplinჯენის ჯოპლინს – ტექსასში (1943 წ.) დაბადებულ  როკის ჩხავანა ანგელოზს – თავიდანვე ეტყობოდა, რომ არ იყო ჩვეულებრივი ბავშვი, რომელიც ზომიერ სითბოს და სტანდარტულ მოპყრობას სჯერდება. ყველასგან გამორჩეული უხასიათო და უკმაყოფილო გოგო ყოველთვის გაცილებით მეტ ყურადღებას ითხოვდა მშობლებისგან, ვიდრე მისი და-ძმა. სკოლის პერიოდში ჯენისი საკმაოდ შეუხედავი იყო, მსუქანა და სახეზე უხვი გამონაყარისგან დატოვებული შრამებისგან დაფოთლილი, რის გამოც კლასელები გამუდმებით დასცინოდნენ და აუტანელ ზედმეტ სახელებს არქმევდნენ (აქ არ დავწერ პრინციპულად, ჯანდაბა მაგათ თავს), თუმცა თვითონ დიდად არ ნაღვლობდა ამ ამბავს, სულ სხვა სტიქიაში იყო და ასეთი მიწიერი სისულელეები ნაკლებად აღელვებდა.   Continue reading

Posted in მუსიკა | Tagged , , , , | 6 Comments

ვენა – კლიმტი, შოფინგი, სიყვარული


როგორც ჩემს წინა პოსტში გითხარით, ვენაში ჩემი წასვლის ერთ-ერთი ძლიერი მოტივატორი, სასწავლო კურსთან ერთად, გუსტავ კლიმტის ნახატების  ნახვა იყო. დიდ ხანს ვფიქრობდი წინასწარ, რა ემოცია შეიძლებოდა გამოეწვია ჩემში მსოფლიოში ყველაზე ლამაზი კოცნის ორიგინალში დათვალიერებას. მე – რომელსაც დიდად არასდროს მიყვარდა  მხატვრობა, თუ კლოდ მონეს არ ჩავთვლით, ამ თმაგაბურძგნულმა კაცმა რაღაცა არაჩვეულებრივი ფოკუსი ჩამიტარა და თავის ნახატებზე მიმაჯაჭვა. მოკლედ, მაზოხისტური სიამოვნებით ვიზოგავდი თითოეულ დღეს და წუთს ფანტასტიურ მომენტამდე და  ველოდი შაბათ-კვირას. Continue reading

Posted in a little of me.., იმოგზაურე თაკოსთან ერთად | Tagged , , , | 17 Comments

სტუმრად გუსტავ კლიმტის სამშობლოში


ვენაში ორი მიზნით ჩავედი. პირველი – გამევლო თრენინგ-კურსი ვენის გაერთიანებულ ინსტიტუტში (JVI)  და მეორე – პირადად  გავცნობოდი კლიმტს.

პირველი დიადი მიზნის განხორციელებისთვის მზადებას ჩასვლისთანავე შევუდექი. მე და ჩემი საყვარელი თანამშრომელი თამარა აეროპორტიდან პირდაპირ JVI-ს საერთო საცხოვრებელში (JVI Residence) მივედით და ჩვენ-ჩვენს ოთახებში დავბანაკდით. საკმაოდ მყუდრო და საყვარელი საცხოვრებელი გვქონდა, სადაც ყველა სათითაოდ ვიყავით განაწილებულები. გეგმა ასეთი იყო:  2 კვირის განმავლობაში ფანტასტიური სტუდენტობა უნდა მოგვესწრო 😉 Continue reading

Posted in a little of me.., იმოგზაურე თაკოსთან ერთად | Tagged , | 17 Comments

მედ-service ქართულად


დღევანდელი პოსტი მინდა ქართული მომსახურების იმ ძალიან საპასუხისმგებლო სფეროს მივუძღვნა, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს არც გართობასთან, არც გემრიელ შოფინგთან და ჯიბის სასიამოვნოდ დაცარიელებასთან, თქვენ წარმოიდგინეთ და არც მგზავრობა–ფრენასთან. ეს თემა პირდაპირ უკავშირდება ადამიანის სიკვდილ–სიცოცხლის საკითხს,  მის ჯანმრთელობაზე ზრუნვას და იმ აუცილებელი სამედიცინო მომსახურების გაწევას, რომელზეც ხშირად მთლიანად არის დამოკიდებული თითოეული ჩვენგანის ყოფნა–არყოფნის საკითხი.

baddoctor Continue reading

Posted in ჩვენ - ქართველები | 29 Comments

2014 წლის მოდის ტენდენციები


დიდი ხნის გადაკარგვის და სიჩუმის შემდეგ მოგესალმებით და რადგან ეს ჩემი პირველი პოსტია 2014 წელს, მას მთლიანად ამ წლის მოდის მთავარ ტენდენციებს მივუძღვნი.  გადავხედოთ რა არის წელს მოდაში, რომელი ფერები და სტილის ნაირსახეობებია  აქტუალური და მისაღები და როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ, რომ მთლად fashion-iconები თუ არა, მეტ-ნაკლებად  მოდურები მაინც ვიყოთ. Continue reading

Posted in მოდა და სილამაზე | 26 Comments

FORUM By NEW LIGHT – ოფიციალური გახსნა


როგორც წინა პოსტში  ხარისხის ფილოსოფია – FORUM By NEW LIGHT  მოგიყევით „ახალმა ნათებამ“ თავისი ახალი მასშტაბური შოუ-რუმის – FORUM By NEW LIGHT  გახსნის პროცესი ორ ნაწილად განახორციელა. ფორუმის ოფიციალური გახსნა 22 ნოემბერს დაიგეგმა.

საღამოზე ბევრ საპატიო სტუმარს ელოდნენ, პირველ რიგში, „ფორუმში“ წარმოდგენილი ყველა ევროპული ბრენდის წარმომადგენლებს, ადგილობრივ პარტნიორებსა და კომპანიის მეგობრებს, ასევე, სტუმრებს მთავრობიდან, კერძოდ კი ფინანსთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. Continue reading

Posted in a little of me.. | 6 Comments

ხარისხის ფილოსოფია – FORUM By NEW LIGHT


დღეს მინდა გასული დღეების ერთ ძალიან საინტერესო და სასიამოვნო მოვლენაზე მოგიყვეთ, რამაც ჩემზე მართლაც შოკური შთაბეჭდილება მოახდინა, დიდი ხნის მოლოდინს გვარიანად გადააჭარბა და გამიჩინა იმის განცდა, რომ ეს ყველაფერი ევროპის რომელიღაც სუპერ-პროგრესულ ქვეყანაში ხდებოდა.

დღევანდელი პოსტი ეძღვნება სულ ახლახანს განხორციელებულ უნიკალურ პროექტს. ხარისხის, ინოვაციის, ახალი ტექნოლოგიებისა და მაღალი პროფესიონალიზმის ჰარმონიულმა შეჯვარებამ შექმნა არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, მთელ ამიერკავკასიაში უპრეცედენტოდ მასშტაბური, მთლიანად ევროპულ ხარისხზე ორიენტირებული, ექსკლუზიური, ულამაზესი დიზაინით გაფორმებული შოუ-რუმი  –  FORUM By NEW LIGHT.

1456522_646218188760894_1879707176_n_zps97d920ef.jpg (526×350) Continue reading

Posted in a little of me.., ჩვენ - ქართველები | 3 Comments

კადრები ჩემი ცხოვრებიდან, ანუ ხალხი ჭრელია


  1. მკერავთან

მთავარი გმირი: მკერავი ლალი, დაახლოებით 50-55 წლის, საშუალოზე დაბალი სოციალური ფენის ტიპიური ქართველი წარმომადგენელი, გულისმომკვლელად ყვითელი თმით, ყარაჩოღლური გამომეტყველებით და ასეთივე მეტყველებითი ინტონაციებით, ხელებზე –  თითებწაჭრილი ხელთათმანები, მოუვლელი ფრჩხილები მოუჩანს, რაც მთავარია გაზრდილი ხომ აქვს…  პალტო მივუტანე წინა დღით imagesგადასაკეთებლად და მეორე დღის დათქმულ დროს, რა თქმა უნდა, მზად არ დამახვედრა, მეც თავზე ვადგავარ სიკვდილის ანგელოზივით  და ვაგულიანებ, რომ დროზე დაამთავროს. ჩვენი ნაცნობობის მანძილზე მგონი უკვე მეათედ მეკითხება: შენ ფინანსთა სამინისტროში მუშაობ, არაა? კი-მეთქი. 2 წუთიანი დუმილის შემდეგ, არ ვიცი საიდან და რა ძალებით დაგვაკავშირა ერთმანეთს მე, ფინანსთა სამინისტრო და საპატრულო პოლიცია, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაცა ურყევი არგუმენტით გამაგრებულმა მომმართა კითხვით  მე – კომპეტენტურს. Continue reading

Posted in a little of me.. | 5 Comments

ჩემი ლამაზი იტალიელი


ჩემთვის სილამაზის ანა-ბანას ათვლა მისგან დაიწყო.

ძალიან პატარა ვიყავი, ალბათ 5-6 წლის, დედაჩემი „ჭირვეულის მორჯულებას“ უყურებდა და მეც მივაცივდი ეკრანს, იქნება „კოცნაობები“ დავინახო-მეთქი, ჰოდა, მერე გამოჩნდა ის – საააშინლად ლამაზი.  მე ვკითხე დედას,  დე, ეს ვინ არის-მეთქი, დედაჩემმა  – ეს მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალია დედიკოო, გამიღიმა.  მე – პატარა ალქაჯი თავზე პალმით და თვალებში რქიანი ეშმაკებით (ასეთი იყო ხოლმე ჩემი სტანდარტული გარე-ფასადი მეოთხე კლასამდე) თავიდან ბოლომდე მოჯადოვებულ-მონუსხული, თვალებდაჭყეტილი მივაჩერდი კატასავით ჭრელ ულამაზეს თვალებს, მწვანედ რომ ანათებდა მთელ ეკრანზე და ცოტა ხანს სხვას ვეღარაფერს ვხედავდი. მერე უმშვენიერესი, ქერა, ფაფუკი თმა დავინახე და კიდევ ძალიან ნატიფი, ქვისგან გამოთლილი მხრები, და მაშინ აღვიქვი პირველად და მთელი სიცხადით სიტყვათა შეთანხმება – ლამაზი ქალი. ბავშვობის ის კადრი უცვლელად ცხოვრობს აქვე, ჩემი მეხსიერების ერთ-ერთ კუნძულზე, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი სანახაობა. Continue reading

Posted in ყველაზე ყველაზე ლამაზები | 5 Comments