ფიტნეს-აფიორა ანუ კლიენტო, სარბენ ბილიკზე ნაბიჯით იარ!


yowoto-women-running-on-treadmill-in-gymმთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება გონებაში ვამუშავებ აზრს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებაში ფიზიკურ აქტივობას და ვარჯიშს, თუმცა, უნდა ვაღიარო, ბრტყელ-ბრტყელი იდეების მიუხედავად ისე გავლიე ბევრი წელიწადი, რომ მე და ფიზიკური კულტურა მხოლოდ შორიდან თუ მივესალმებოდით ერთმანეთს, თუ არ ჩავთვლით 5 წლის ასაკიდან მე-9 კლასამდე პერიოდს, როცა ქართულ ხალხურ ცეკვებზე დავდიოდი და შესაბამისად, მთელი დატვირთვით ვიხარჯებოდი  რეპეტიციებზე. და აი, მივაღწიე ყველა ქალისთვის საკრალურ და პატივსაცემ  ასაკს – მის უდიდებულესობა ოცდაათს და სერიოზულად ჩავფიქრდი. ფიქრის შემდეგ კი მივხვდი, რომ თუ ახლავე არ შევიცვლი ცხოვრების წესს და შესაბამის პატივს არ მივაგებ ჩემს სხეულს, ისიც გადაწყვეტს ადეკვატური გულგრილობით უპასუხოს ჩემს უყურადღებობას და ფეხზე დამიკიდოს.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, დავიწყე სატრენაჟორო დარბაზების მოძიება. სწორედ ამ დროს წავაწყდი ინფორმაციას „ფიტნეს-პლაზას“ (FITNESS PLAZA) შესახებ, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, პირდაპირ ჩემი სამსახურის გვერდით, 2 წუთის სავალზე- გორგასალის ქუჩის N4ა-ში ყოფილა განთავსებული. Continue reading

Posted in a little of me.., მოდა და სილამაზე | Tagged , , , , | 15 Comments

მომხმარებელს ეფსია


toiletდიახ, სწორედაც..

ჩვენ ვართ მომხმარებლები, მაშასადამე – ადამიანები და გვაქვს საკმაოდ ბანალური, მარტივი ბიოლოგიური მოთხოვნილებები. გვაქვს და გვაწუხებს ყველგან – მნიშვნელოვან შეხვედრებზე, რესტორანში გემრიელი ვახშმის დროს, კინოში საინტერესო ფილმის ყველაზე კულმინაციურ მომენტში და უგემრიელეს შოფინგის პროცესშიც კი. თან შეწუხებაცაა და შეწუხებაც.  მომნელებელი სისტემის თავგასულობა რომ მართლა ყელში ამოუვა პატივცემულ შარდის ბუშტს და ბრაზისგან დასაცლელად მოემზადება, მზად ვართ, იმ უმნიშვნელოვანეს, 2 თვით ადრე დაგეგმილ შეხვედრაზე ლამის უკვე ხელმოწერილი საოცნებო კონტრაქტიც კი ჯანდაბაში გავუშვათ, გამწარებულმა და სულშეხუთულმა კინოს რიგში მჯდომ  მაყურებელს სათითაოდ გადავურბინოთ ფეხებზე და ნანატრი ლიმნისფერი ფეხსაცმლის შეძენაც მთელი 5-10 წუთით გადავდოთ, ოღონდ კი გავთავისუფლდეთ, გავთავისუფლდეთ სასწრაფოდ! Continue reading

Posted in ჩვენ - ქართველები | Tagged , , , , , | 14 Comments

კიდევ ერთი დღე “ნატალიში”


გამარჯობა, ჩემო ძალიან ძვირფასებო და მონატრებულებო 🙂

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ ვუბრუნდები ჩემს ბლოგს და იმედია, ასეთი ხანგრძლივი ვადით აღარასდროს მივატოვებ. მადლობა თქვენ ყველას, ვისაც ჩემი გაზარმაცებული ბლოგი არ დაგავიწყდათ და  მაინც შემოიხედებოდით ხოლმე ❤

ახლა კი დღევანდელი პოსტის თემა, რომელიც, უკაცრავად ძვირფასო მამაკაცებო, მაგრამ უფრო ქალებისთვისაა განკუთვნილი და კიდევ გია სურამელაშვილისთვის, თავისთავად.

imagesბლოგის ახალ სუნთქვას მოდით ჩემი ერთ-ერთი საყვარელი თემით გავხსნი – სილამაზე და თავის მოვლა.

ამჯერად გესაუბრებით გაგიკვირდებათ და ..“ნატალიზე“. Continue reading

Posted in a little of me.., მოდა და სილამაზე | Tagged , , , , | 14 Comments

“Total Charm”-ის ტოტალური კომფორტი


headეს პოსტი მიეძღვნება ერთდროულად ძალიან სასარგებლო, საჭირო და სასიამოვნო თემას ქალის თუ მამაკაცის ცხოვრებაში. მოგიყვებით ადგილზე, სადაც ბოლო პერიოდში ზრუნავენ ჩემს გარეგნობაზე და განწყობის ამაღლებაზე, სადაც, სხვა მსგავსი პროფილის დაწესებულებებში ცოტა არ იყოს  შეფიქრიანებული ჩემი თვითშეფასება გადის დროულ რეაბილიტაციას და ვგრძნობ, რომ პროფესიონალების ხელში ვარ.

მოდით, ამ პოსტში გესაუბრებით თბილისის ერთ-ერთ პოპულარულ ესთეტიკურ მედიცინის ცენტრზე „ტოტალ შარმი“ („Total Charm“). Continue reading

Posted in მოდა და სილამაზე | Tagged , , , , | 10 Comments

AVTANDIL


avtandil_logo_fbამ ადამიანზე, როგორც წესი, ბევრს  წერენ და ბევრსაც ლაპარაკობენ, ხან კარგს, ხან ცუდს, ზოგჯერ ცინიკურად ან კრიტიკულად და ხანაც აღფრთოვანებით. თუმცა, რაც არ უნდა ვთქვათ, ორი რამ ფაქტია: ეს ახალგაზრდა, მომხიბლავი კაცი ძალიან ნიჭიერი და ძალიან პოპულარულია.

1997-2000 წლებში სამკერვალო ფაბრიკა „იმერეთის“ დიზაინერი იყო, 2000 წელს კი ჩამოაყალიბა საკუთარი მოდის სახლი „ავთანდილი“, რომლის მთავარი დიზაინერი და დირექტორიც თავად გახლავთ. Continue reading

Posted in მოდა და სილამაზე | Tagged , , , , , | 11 Comments

ქორწილი ქართულად


15028993232153552995დღევანდელი პოსტის თემა ერთი კარგი ბლოგერის – ჰექსეს ერთმა ძალიან მაგარმა პოსტმა მიკარნახა (ახალგათხოვილი ქალების ფენომენი ).

ქართული ქორწილი – ეს ხომ მთელი ნაციონალური ინსტიტუტია 🙂

ამ ერთ დღიან, ძალიან ხალისიან ფენომენში მოქცეულია მთელი ქართველი ხალხის სახე, ტრადიციები, აუტანელი თვისებები, გემოვნება, პოზიტივი და იუმორი. მოდით, გადავხედოთ ტრადიციული ქორწილების ძირითად და საყოველთაო ტენდენციებს, რომელსაც აუცილებლად ექვემდებარება ყველა ქართული ქორწილი, არ დაექვემდებარება და… Continue reading

Posted in ჩვენ - ქართველები | Tagged , , , | 4 Comments

ლანჩის დროა


დღეს მინდა ჩემს ლანჩ-თაიმებზე მოგიყვეთ, უფრო კონკრეტულად იმ ადგილებზე, სადაც ყველაზე ხშირად მივირთმევ ლანჩს მეგობრებთან და თანამშრომლებთან ერთად, დაძაბულობისგან ვიტვირთები, ვისვენებ და ვატარებ  სამუშაო საათების შუაგულში გამოყოფილ ერთ (ზოგჯერ გაორებულ) სასიამოვნო საათს. Continue reading

Posted in a little of me.., ჩვენ - ქართველები | Tagged , , , , , | 24 Comments

როკის გენიალური მოციქულები


Janis+Joplinჯენის ჯოპლინს – ტექსასში (1943 წ.) დაბადებულ  როკის ჩხავანა ანგელოზს – თავიდანვე ეტყობოდა, რომ არ იყო ჩვეულებრივი ბავშვი, რომელიც ზომიერ სითბოს და სტანდარტულ მოპყრობას სჯერდება. ყველასგან გამორჩეული უხასიათო და უკმაყოფილო გოგო ყოველთვის გაცილებით მეტ ყურადღებას ითხოვდა მშობლებისგან, ვიდრე მისი და-ძმა. სკოლის პერიოდში ჯენისი საკმაოდ შეუხედავი იყო, მსუქანა და სახეზე უხვი გამონაყარისგან დატოვებული შრამებისგან დაფოთლილი, რის გამოც კლასელები გამუდმებით დასცინოდნენ და აუტანელ ზედმეტ სახელებს არქმევდნენ (აქ არ დავწერ პრინციპულად, ჯანდაბა მაგათ თავს), თუმცა თვითონ დიდად არ ნაღვლობდა ამ ამბავს, სულ სხვა სტიქიაში იყო და ასეთი მიწიერი სისულელეები ნაკლებად აღელვებდა.   Continue reading

Posted in მუსიკა | Tagged , , , , | 6 Comments

ვენა – კლიმტი, შოფინგი, სიყვარული


როგორც ჩემს წინა პოსტში გითხარით, ვენაში ჩემი წასვლის ერთ-ერთი ძლიერი მოტივატორი, სასწავლო კურსთან ერთად, გუსტავ კლიმტის ნახატების  ნახვა იყო. დიდ ხანს ვფიქრობდი წინასწარ, რა ემოცია შეიძლებოდა გამოეწვია ჩემში მსოფლიოში ყველაზე ლამაზი კოცნის ორიგინალში დათვალიერებას. მე – რომელსაც დიდად არასდროს მიყვარდა  მხატვრობა, თუ კლოდ მონეს არ ჩავთვლით, ამ თმაგაბურძგნულმა კაცმა რაღაცა არაჩვეულებრივი ფოკუსი ჩამიტარა და თავის ნახატებზე მიმაჯაჭვა. მოკლედ, მაზოხისტური სიამოვნებით ვიზოგავდი თითოეულ დღეს და წუთს ფანტასტიურ მომენტამდე და  ველოდი შაბათ-კვირას. Continue reading

Posted in a little of me.., იმოგზაურე თაკოსთან ერთად | Tagged , , , | 17 Comments

სტუმრად გუსტავ კლიმტის სამშობლოში


ვენაში ორი მიზნით ჩავედი. პირველი – გამევლო თრენინგ-კურსი ვენის გაერთიანებულ ინსტიტუტში (JVI)  და მეორე – პირადად  გავცნობოდი კლიმტს.

პირველი დიადი მიზნის განხორციელებისთვის მზადებას ჩასვლისთანავე შევუდექი. მე და ჩემი საყვარელი თანამშრომელი თამარა აეროპორტიდან პირდაპირ JVI-ს საერთო საცხოვრებელში (JVI Residence) მივედით და ჩვენ-ჩვენს ოთახებში დავბანაკდით. საკმაოდ მყუდრო და საყვარელი საცხოვრებელი გვქონდა, სადაც ყველა სათითაოდ ვიყავით განაწილებულები. გეგმა ასეთი იყო:  2 კვირის განმავლობაში ფანტასტიური სტუდენტობა უნდა მოგვესწრო 😉 Continue reading

Posted in a little of me.., იმოგზაურე თაკოსთან ერთად | Tagged , | 17 Comments