Category Archives: a little of me..

კადრები ჩემი ცხოვრებიდან, ანუ ხალხი ჭრელია


მკერავთან მთავარი გმირი: მკერავი ლალი, დაახლოებით 50-55 წლის, საშუალოზე დაბალი სოციალური ფენის ტიპიური ქართველი წარმომადგენელი, გულისმომკვლელად ყვითელი თმით, ყარაჩოღლური გამომეტყველებით და ასეთივე მეტყველებითი ინტონაციებით, ხელებზე –  თითებწაჭრილი ხელთათმანები, მოუვლელი ფრჩხილები მოუჩანს, რაც მთავარია გაზრდილი ხომ აქვს…  პალტო მივუტანე წინა დღით … Continue reading

Posted in a little of me.. | 5 Comments

მტერთან ახლოს


სოფელში ვარ, ჩემს სოფელ არბოში. ვწერ და თან ვისუნთქავ ამქვეყნად ყველაზე გემრიელ და ძვირფას, ნამდვილ სოფლურ ჰაერს, ბევრი ჟანგბადით, ცოტა ნეხვის სუნით, ცოტაზე მეტი ლიახვიდან მობერილი ცივ–ცივი სიოთი და ბევრი, ბევრი ტკბილი ბავშვობით გაჯერებულს… კიდევ იმ თავბრუდამხვევად სასიამოვნო არომატით სავსეს, … Continue reading

Posted in a little of me.., ჩვენ - ქართველები | 27 Comments

მშვიდობით IMF course


როგორც წინა  პოსტში როცა სწავლა = სიამოვნებას მოგიყევით, გასული 2 კვირა ჩართული ვიყავი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ძალიან მნიშვნელოვან და პროდუქტიულ სასწალო კურსში, რომელიც ჩემდა სამწუხაროდ ძალიან მალე დასრულდა. ბევრი ვიმუშავეთ, ვისწავლეთ, კურსის ბოლოს შემაჯამებელი პრეზენტაციაც გავაკეთეთ   და აი, დადგა ბოლო დღეც. პარასკევი … Continue reading

Posted in a little of me.. | 12 Comments

ჩემი შავ-თეთრი სიყვარული


ყველას, ვისაც ჩემსავით უზომოდ გიყვართ შოკოლადი, გილოცავთ შოკოლადის საერთაშორისო დღეს 🙂

Posted in a little of me.. | 10 Comments

როცა სწავლა = სიამოვნებას


ჩემო საყვარელო მკითხველებო, შეამჩნევდით ალბათ, რომ ბოლო 10 დღეა მეტისმეტად მივივიწყე ჩემი ბლოგი, ამას მეც განვიცდი, ჰოდა, ახლა ჩემი მოუცლელობის მიზეზებზე უნდა მოგიყვეთ. გასულ კვირას ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში დაიწყო აკადემიის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ვენის ინსტიტუტის მიერ  ორგანიზებული უმნიშვნელოვანესი, ძალიან … Continue reading

Posted in a little of me.. | 12 Comments

ბერლინი – კერძები, შოფინგი, etc…


ერთ-ერთი ყველაზე-ყველაზე გასაღიმებელი და ძალიან სასიამოვნო მოგონება ჩემი ბერლინური ვოიაჟიდან, გაგიკვირდებათ და გერმანულ სამზარეულოს უკავშირდება.  კი მეუბნებოდა ირაკლი, ხორცის გემოს იქ გაიგებ, რა არისო, მაგრამ ამას რას წარმოვიდგენდი,  კულინარული შოკი მივიღე. ყველაზე მაგარი ის იყო, რომ არ ჰქონდა მნიშვნელობა, სასტუმროში … Continue reading

Posted in a little of me.. | 9 Comments

ბერლინი, ბერლინი


ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მე, როგორც ჩვენი ბედკრული ქვეყნის ვალის მართვის პროცესში მონაწილე ერთ-ერთი პირი, მიმიწვიეს ბერლინში ვალის მართვის საერთაშორისო ფორუმზე, რომელიც მსოფლიო ბანკისა და გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული. ვინაიდან და რადგანაც საქართველოდან მხოლოდ მე ვიქნებოდი წარმოდგენილი, ძალიან … Continue reading

Posted in a little of me.. | 12 Comments

ჩემი გაზაფხული


დღეს ყველაზე მეტად ვიგრძენი, რომ ჩემი გაზაფხული როგორც იქნა მოვიდა 🙂 და შესაბამისად, ჩემი საფირმო საგაზაფხულო  ნიშნებიც სახეზეა:  ყველანაირ წვრილმანზე ყურებამდე გახეული პირი, ბედნიერების არაადეკვატური მასშტაბებით შეგრძნება, მუდმივი ცეკვის სურვილის აბობოქრება და სრულიად სამყაროს მიმართ გაძლიერებული სიყვარულის გრძნობა.. 🙂 ანუ, … Continue reading

Posted in a little of me.. | 6 Comments

Street Style – Look N4


დღეს ვდებ ფოტოსესიის ბოლო, მეოთხე look-ს. ამ ფოტოების გადასაღებად ადგილის ძებნაში,მე, თათა და ჩვენი ფოტოგრაფი Nanka Pavich  მეიდანზე აბანოების ოდნავ ზემოთ ნაწილში გადავედით და მივადექით (სავარაუდოდ) აზერბაიჯანელების კუთვნილ რესტორნის ეზოს. შენობა იყო მთლიანად წითელი აგურით აშენებული, ზედ მთელ სიგრძეზე გასდევდა აგურითვე ამოყვანილი … Continue reading

Posted in a little of me.., მოდა და სილამაზე | 11 Comments

Street Style – Look N3


დღეს ვდებ ფოტოსესიის მესამე lookის ფოტოებს 🙂 გადაღებებისთვის ამჯერად მეიდანს ვესტუმრეთ, იქვე პატარა კაფეს და ჭრელი აბანოების მიმდებარე ტერიტორიას. ძალიან ლამაზი დღე იყო, თბილი, მზიანი და  ძალიან ვისიამოვნეთ.

Posted in a little of me.., მოდა და სილამაზე | 8 Comments