Category Archives: ჩვენ – ქართველები

მტერთან ახლოს


სოფელში ვარ, ჩემს სოფელ არბოში. ვწერ და თან ვისუნთქავ ამქვეყნად ყველაზე გემრიელ და ძვირფას, ნამდვილ სოფლურ ჰაერს, ბევრი ჟანგბადით, ცოტა ნეხვის სუნით, ცოტაზე მეტი ლიახვიდან მობერილი ცივ–ცივი სიოთი და ბევრი, ბევრი ტკბილი ბავშვობით გაჯერებულს… კიდევ იმ თავბრუდამხვევად სასიამოვნო არომატით სავსეს, … Continue reading

Posted in a little of me.., ჩვენ - ქართველები | 27 Comments

სამამულო Beach style by თაკო გვაზავა


Originally posted on Stylish Blog:
პოსტის ავტორია თაკო გვაზავა ჩვენ, ქართველები, რომ სუპერ-გასაოცარი ხალხი ვართ, ეს უკვე არ-ახალია. საოცარი ტრადიციებით, საოცარი გეო-პოლიტიკით, კიდევ უფრო საოცარი დამოკიდებულებებითა და კულტურით. მე ამ უკანასკნელის კონკრეტულ განშტოებაზე – საკურორტო კულტურაზე, კერძოდ, კი ჩვენებულ სამამულო…

Posted in ჩვენ - ქართველები | Leave a comment

ჩემო კარგო ქვეყანავ…


ჩემს ქვეყანაში ბნელა… მე, ბრმა პაპაჩემივით ხელის ცეცებით დავდივარ და ვეძებ სინათლეს, რომელიც შორსაა. ჩემს ბნელ ქვეყანაში იტყუებიან და თვალებს ნაცრითა და სიძულვილით ივსებენ.. იტყუება მშობელი, რომელსაც მხოლოდ იქამდე უყვარს თავისი შვილი, სანამ ეს უკანასკნელი მისგან ნაკარნახევ და რუდუნებით გაკვალულ … Continue reading

Posted in ჩვენ - ქართველები | 10 Comments

კარგი სერვისი კლიენტის გულის ვარდიაო


დღევანდელი ჩემი პოსტი ისევ მრავალტანჯულ სერვისის თემას მიეძღვნება. ოღონდ ყველას,  ვინც კრიტიკული პოსტის წასაკითხად მოემზადეთ, იმედები უნდა გაგიცრუოთ, დღეს მუდმივად უკმაყოფილო და მოწუწუნე კრუელა-თაკო კეთილ მიმომხილველად გადაიქცევა და მოგიყვებათ როგორ დაიხვეწა სერვისის დონე თბილისურ კაფე-ბარებში. ამ თემას   ჩემთვის ძალიან … Continue reading

Posted in a little of me.., ჩვენ - ქართველები | 19 Comments

ნივთები, რომლებსაც ქართველები არ ცნობენ


დღევანდელი პოსტი დაეთმობა იმ ნივთების ჩამონათვალს, რომელსაც ჩვენი თანამემამულეთა დიდი ნაწილი რატომღაც არ ცნობს. მაშ ასე:  1.თრიმერი. საკმაოდ მოხერხებული, პატარა და მუშა ნივთი, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანების, განსაკუთრებით კი მამაკაცთა გათავისუფლებას გაუკვალავი ჯაგნარისგან ყურის, ასევე, ცხვირის ნესტოების მიდამოებში. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ … Continue reading

Posted in ჩვენ - ქართველები | 22 Comments

ქართველები თვითმფრინავში


ალბათ ყველას ერთხელ მაინც ცხოვრებაში გქონიათ სხვ(ებ)ის მაგივრად სირცხვილის განცდის მძაფრი შეგრძნება, ხომ ასეა? მე ვფიქრობ, იმაშიც დამეთანხმებით, როგორი მწველი და საშინლად უხერხული გრძნობაა, მემგონი საკუთარ სირცხვილის გრძნობაზე ბევრად უფრო მძაფრი და შემაწუხებელი, რადგან ორმაგად ითრგუნები, ორგზის ნერვიულობ და იკაკვები … Continue reading

Posted in ჩვენ - ქართველები | 23 Comments

გილოცავთ ახალ (ახალ) 2013 წელს :)


– ნათელა, გურამის გადაუღე ბარკლის ძირი, ხომ იცი როგორ უყვარს, – აბა დაგლოცავთ, რაც მე ვერ დაგლოცეთ, მაღალმა ღმერთმა და ბუნების ძალამ დაგლოცოთ, – ვაიმეე, რა დიდია უკვე შენი ბიჭი ლალიი, კოპიო მამა! – ქალბატონო, გადაიწიეთ ცოტა წინ, ჩვენც გვინდა … Continue reading

Posted in ჩვენ - ქართველები | 24 Comments

შენც დაგიჭერენ, მეც დამიჭერენ, ტრიფონისაც დაიჭერენ… ანუ გალიაში ბულბულები ზიან


ქვეყანაში წინა სააპოკალიფსოდ მოსალოდნელი სამდღიანი დაბნელების და პოლიტიკოსების მასიური დაჭერების ბუმია. ციხე  ნაციონალური სულისკვეთების ბულბულებით გადაივსო. გუშინღამ თავისუფალი მედიის დედაბოძის რუსთავი 2-ის მამამთავრის ბატონი ნიკოლოზ გვარამიას დაჭერაც არ გაბედეს ამ ღვთის პირიდან გადავარდნილებმა?! არადა, ეს კაცი მთელი თავისი დღე და … Continue reading

Posted in ჩვენ - ქართველები | 3 Comments

service ჩვენებურად


  Service ინგლისური სიტყვაა და ქართულად მაქსიმალურად დაგვიანებულ,  მხოლოდ ქართველი მევალეებისთვის დამახასიათებელ განსაკუთრებულ გამომეტყველება– პოზა მომარჯვებულ მომსახურებას  ნიშნავს. აბა, გაბედეთ და რომელიმე „სერვანთს“ გაუმხილეთ თქვენი მოკრძალებული აზრი მისი აღმატებულების  მიერ გაწეული მომსახურებით თქვენი უკმაყოფილების შესახებ! უმალ  საიდანღაც სასწაულებრივად მოვარდნილი ტაიფუნი … Continue reading

Posted in ჩვენ - ქართველები | Leave a comment