Category Archives: ჩვენ – ქართველები

შხაპი, პატრიარქი და უზნეო მამულიშვილები


ჩემი დღევანდელი პოსტი წინას სანამ შეხვალ, დააკაკუნე ლოგიკური გაგრძელება იქნება, რადგან ჩემი საყვარელი ქართველების იმ უსიამოვნო თვისებების ჩამოსათვლელად, რომელიც  პირადად მე ძალიან მაღელვებს, სამწუხაროდ, ერთი პოსტი საკმარისი არ აღმოჩნდა. ამ ბლოგ-პოსტის პირველი თემა, დარწმუნებული ვარ ყველას, აბსოლუტურად ყველას გაწუხებთ, ვისთვისაც სისუფთავე და … Continue reading

Posted in ჩვენ - ქართველები | Tagged , , , , , | 9 Comments

სანამ შეხვალ, დააკაკუნე


ამ პოსტში ქართველების იმ არაჯანსაღ თვისებებზე მინდა დავწერო, რაც ჩვენს სტერეოტიპულ სენად იქცა. ვერ შეგპირდებით, რომ კითხვით ისიამოვნებთ, თუმცა, მჯერა, რომ ბევრ საკითხში დავეთანხმებით ერთმანეთს. დავიწყოთ. ერთმანეთის შემოსავლების და ხარჯების მიმართ გადაჭარბებული ყურადღება და ცნობისმოყვარეობა.

Posted in ჩვენ - ქართველები | 25 Comments

მდიდრების წყალი, ანუ რაც შემდეგ მოხდა, გაგაოცებთ


ამ ბლოგ-პოსტში მინდა ერთ საჭირბოროტო თემას შევეხო, რომელიც, დარწმუნებული ვარ, არც თქვენთვისაა უცხო და  თითოეულ თქვენგანს ერთხელ მაინც შეხებია. ყველამ ვიცით, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია – შევთანხმდით. ყველაფერი გაძვირდა,  გაიზარდა ფასები, მათ შორის, კაფე-ბარების ანგარიშის ფურცლებზე მორთმეული მსუყე-მსუყე ციფრებიც.  ამაზეც … Continue reading

Posted in a little of me.., ჩვენ - ქართველები | Tagged , , , , , | 4 Comments

მომხმარებელს ეფსია


დიახ, სწორედაც.. ჩვენ ვართ მომხმარებლები, მაშასადამე – ადამიანები და გვაქვს საკმაოდ ბანალური, მარტივი ბიოლოგიური მოთხოვნილებები. გვაქვს და გვაწუხებს ყველგან – მნიშვნელოვან შეხვედრებზე, რესტორანში გემრიელი ვახშმის დროს, კინოში საინტერესო ფილმის ყველაზე კულმინაციურ მომენტში და უგემრიელეს შოფინგის პროცესშიც კი. თან შეწუხებაცაა და … Continue reading

Posted in ჩვენ - ქართველები | Tagged , , , , , | 14 Comments

ქორწილი ქართულად


დღევანდელი პოსტის თემა ერთი კარგი ბლოგერის – ჰექსეს ერთმა ძალიან მაგარმა პოსტმა მიკარნახა (ახალგათხოვილი ქალების ფენომენი ). ქართული ქორწილი – ეს ხომ მთელი ნაციონალური ინსტიტუტია 🙂 ამ ერთ დღიან, ძალიან ხალისიან ფენომენში მოქცეულია მთელი ქართველი ხალხის სახე, ტრადიციები, აუტანელი თვისებები, გემოვნება, პოზიტივი … Continue reading

Posted in ჩვენ - ქართველები | Tagged , , , | 4 Comments

ლანჩის დროა


დღეს მინდა ჩემს ლანჩ-თაიმებზე მოგიყვეთ, უფრო კონკრეტულად იმ ადგილებზე, სადაც ყველაზე ხშირად მივირთმევ ლანჩს მეგობრებთან და თანამშრომლებთან ერთად, დაძაბულობისგან ვიტვირთები, ვისვენებ და ვატარებ  სამუშაო საათების შუაგულში გამოყოფილ ერთ (ზოგჯერ გაორებულ) სასიამოვნო საათს.

Posted in a little of me.., ჩვენ - ქართველები | Tagged , , , , , | 24 Comments

მედ-service ქართულად


დღევანდელი პოსტი მინდა ქართული მომსახურების იმ ძალიან საპასუხისმგებლო სფეროს მივუძღვნა, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს არც გართობასთან, არც გემრიელ შოფინგთან და ჯიბის სასიამოვნოდ დაცარიელებასთან, თქვენ წარმოიდგინეთ და არც მგზავრობა–ფრენასთან. ეს თემა პირდაპირ უკავშირდება ადამიანის სიკვდილ–სიცოცხლის საკითხს,  მის ჯანმრთელობაზე ზრუნვას და … Continue reading

Posted in ჩვენ - ქართველები | 29 Comments

ხარისხის ფილოსოფია – FORUM By NEW LIGHT


დღეს მინდა გასული დღეების ერთ ძალიან საინტერესო და სასიამოვნო მოვლენაზე მოგიყვეთ, რამაც ჩემზე მართლაც შოკური შთაბეჭდილება მოახდინა, დიდი ხნის მოლოდინს გვარიანად გადააჭარბა და გამიჩინა იმის განცდა, რომ ეს ყველაფერი ევროპის რომელიღაც სუპერ-პროგრესულ ქვეყანაში ხდებოდა. დღევანდელი პოსტი ეძღვნება სულ ახლახანს განხორციელებულ … Continue reading

Posted in a little of me.., ჩვენ - ქართველები | 3 Comments

დაკარგული სამოთხე


ის არასდროს ყოფილა ჩემთვის. ყოველთვის იყო შორეული და მიუწვდომელი, როგორც ვერ ახდენილი ოცნება, რომელიც შესრულებების ნეტარ რიგში ბოლოში მოჩანჩალებს. მის მიმართ – ვერ ნანახი, ვერ ჩასუნთქული, ვერ ხელ-შენახები ჩემი ნაწილის მიმართ, ყოველთვის უცნაური და ცოტა გაურკვეველი დამოკიდებულება მქონდა და ახლაც … Continue reading

Posted in ჩვენ - ქართველები | 10 Comments

ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩვენებურად


ქართველებს ყველაფერი გამორჩეული გვაქვს: მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები, მრავალმხრივი, თუმცა გაზარმაცებული ნიჭი, უნიკალურობის განუზომელი ამბიცია („რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ“..),ხშირად შესაძლებლობების მასშტაბებს ამცდარი სურვილები, და რა თქმა უნდა, ცხოვრების ზოგადი წესი. თანამედროვე ქართველებმა ენამოსწრებული გამონათქვამი – “ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია”, საფუძვლიანი ეჭვის … Continue reading

Posted in მე და FOCUS, ჩვენ - ქართველები | 14 Comments