ოქსიგენაცია და კანის ღრმა წმენდა SKIN STUDIO- ში

სალამი ყველას. მიხარია, რომ ჩემი მიძინებული ბლოგის გამოცოცხლება სასარგებლო თემით და დადებითი შთაბეჭდილებით უნდა დავიწყო.

მოკლედ, კარგა ხანს ვიყავი ჩაფიქრებულ/იჭვნარევ მდგომარეობაში, კიდევ ღირდა თუ არა სახის კანის ღრმა წმენდა, რადგან მსოფლიო ესთეტიკის გიგანტურ სამყაროში უკვე არის პრინციპული რეკომენდაციები, რომ მანუალური წმენდა არას გვარგებს და არ ეგების, არადა ჩაიხედავ სარკეში და ეს ბოროტი მიკრო–ცხიმგროვები სამკვდრო–სასიცოცხლოდ არიან ჩაკირული კანში. ამ საკითხის ავ-კარგიანობაზე სილამაზისა და თავის მოვლის ერთ დიდ და ძალიან კარგ ჯგუფშიც დავპოსტე, სადაც გოგოებისგან არაერთგვაროვანი პასუხები მივიღე. ნათია ზანდარაშვილი, კოსმეტოლოგი, რომელსაც დღევანდელ ბლოგ-პოსტს დიდი სიამოვნებით მივუძღვნი, ყველაზე ადეკვატურად შემეხმიანა ამ თემის ირგვლივ. მოკლედ, გადაწყდა, მივდივარ მასთან.

ნათიას დიდი ხანია ვიცნობ, შორიდან თვალს ვადევნებ მის საქმიანობას. ასეთი გემოვნებითი ტიკი მაქვს – ზოგადად არ მომწონს გაკეთებული ტუჩი, რადგან ტუჩში ფილერის შეყვანა, ჩემი აზრით, ბეწვის ხიდზე გავლის ტოლფასია, ოდნავ ზედმეტი თუ მოგივიდა, ოპლაა, უკუშედეგი სახეზეა და გალამაზების ნაცვლად უბრალოდ სასაცილო ხდები (მაპატიეთ, ეს რასაკვირველია მხოლოდ ჩემი აზრია). ჰოდა, ამ გოგოს გაკეთებული ორი ისეთი სპეციფიური ტუჩი ვიცი და ორივე ისეთი გადასარევად ლამაზი, ზომიერი და კარგია, რომ ერთბაშად შემექმნა მასზე და მის პროფესიონალიზმზე საუკეთესო შეხედულება. პლუს ამას სამედიცინო ფაკულტეტი აქვს დამთავრებული პეტერბურგში, რაც ჩვენთან 2 თვის ტრენინგგამოვლილ ფსევდო–კოსმეტოლოგებთან შედარებით ფასდაუდებელ უპირატესობას ანიჭებს, ამაში ალბათ თქვენც დამეთანხმებით. ნათიამ სულ ახლახანს გახსნა ახალი, კრიალა და კუსკუსა კოსმეტიკური კაბინეტი SKIN STUDIO, სწორედ სტუდიოში ვეწვიე.

thumbnail (4)

thumbnail (2)

მაშ ასე, ჩემი მთავარი მიზანი იყო ვზიარებოდი სახის წმენდის ინოვაციურ მეთოდს – ოქსიგენოთერაპიას. ორი სიტყვით, რას ნიშნავს ეს პროცედურა – ხდება სახის კანის ჟანგბადის და წყლის ჭავლით წმენდა. ჰაერის და წყლის წნევას ისეთი მძლავრი ნაკადი აქვს, რომ ახდენს კანის პილინგს, მკვდარი უჯრედებისგან გათავისუფლებას + ამას ემატება ვაკუუმით წმენდა და აპარატის LED სხივებით ეფექტის გაძლიერება.

მოდით, მივყვეთ ნაბიჯ–ნაბიჯ ჩემს მიერ ჩატარებულ პროცედურას:

პირველი საფეხური : ცხადია, დემაკიაჟი.

მეორე: სახის კანზე ფორების დარბილება სპეციალური გელით (ადრე ქე რომ ორთქლს გვიშხუილებდნენ სახეზე და მერე ფორებს ღიად გვიტოვებდნენ, ის საძაგელი ერა წარსულს ჩაბარდა, თანამედროვე კოსმეტოლოგია მხოლოდ დამარბილებელ გელს ცნობს და არ მოტყუვდეთ, არ დათანხმდეთ სხვა არქაული საშუალებებით წმენდის დაწყებას).

მესამე: სახის ულტრაბგერითი წმენდა.

აი, აქაც ვიტყვი ჩემს სათქმელს. არასოდეს მესმოდა ამ პროცედურის არსი და ყოველთვის ეჭვქვეშ ვაყენებდი მის სარგებლიანობას, რადგან სხვა კოსმეტოლოგები მიმიცაცუნ–მომიცაცუნებდნენ სახეზე აპარატს და მორჩა. ამჯერად სხვაობა რომ ვიგრძენი, ვთხოვე და ნათიამ დამანახა, როგორ ამომისუფთავა შავი წერტილები კანიდან აპარატმა. ულტრაბგერამ როგორც იქნა გამოცდა ჩააბარა ჩემნაირ პრეტენზიულ მომხმარებელთან.

მეოთხე და დრამატული: მანუალური (ხელით) წმენდა.

ნათია თვლის, რომ ჩემი ტიპის კანისთვის აუცილებელია ხელით დამუშავება და რაკი მართლა მქონდა რამდენიმე პრობლემური უბანი ნიკაპის მიდამოებში, ხელით გამისუფთავა. მტკივნეულია, რასაკვირველია, მაგრამ ვარდი უეკლოდ აბა ვის დაუკრეფია?

აი, შემდეგ დაიწყო მეხუთე, კულმინაციური ეტაპი, ყველაზე დიდი სიამოვნება – ოქსიგენაცია წყალთან ერთად. ვერ აგიხსნით, როგორი ნეტარება იყო ამ გახურებულ, ცხელ კანზე გრილი ჟანგბადის მოსხურება. ამას მოჰყვა ვაკუუმით წმენდა და კვლავ წყლის ჭავლი, რაც დაგვირგვინდა ფორების შემკვრელი ნიღბით.

ესეც ავატარი მე

20180906_150838

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, პროდუქცია, რომელიც გამოყენებული იყო წმენდის დროს – არც მეტი, არც ნაკლები, ZOSKIN. შეგიძლიათ მარტივად დაგუგლოთ, ზოსკინი არის ამერიკული პროფესიონალური კოსმეტოლოგიური ბრენდი, რომელიც ჰოლივუდის გურუ–კოსმეტოლოგების მარჯვენა ხელია და საკმაოდ ძვირიც ღირს. სწორედ ზოსკინის ცისფერი ნიღაბი წამისვა ნათიამ.

thumbnail (1)

ნიღბის წასმიდან ათიოდე წუთში ჩემმა კანმა მიიღო LED სხივური თერაპია (წითელი, ლურჯი და მწვანე სხივებით, ცალ–ცალკე დანიშნულება კარგად აღარ მახსოვს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ პროდუქციის კანში მაქსიმალურ შეღწევას უწყობს ხელს). ფოტოზეც წითელი ლედ– სხივების გამო დამკრავს ასეთი ფერი, დასხივების ქვეშ ვარ.

შემდეგი, მეექვსე ეტაპი იყო დარსონვალიზაცია. ვინც არ იცით, ეს არის სახეზე სპეციალური, დამუხტული აპარატის გადატარება, რაც ფორებს კანზე ზემოქმედებით რეფლექსურად კუმშავს და კრავს. კომბინირებული/ცხიმიანი კანისთვის ნამდვილი მისწრებაა.

დარსონვალის შემდეგ ადგილი დავუთმეთ კვლავ ოქსიგენაციას, რომლის დროსაც ნათიამ თერმული წყლით 4 მმ–ის სიღრმეზე ჩაიტანა და ტენით გაამდიდრა ჩემი ღრმად პატივცემული კანი.

პროცედურა დავხურეთ ფორების შემკვრელი დამატენიანებლით ჩემი ტიპის კანისთვის.

ასე დასრულდა ჩემი წარმატებული ვიზიტი SKIN STUDIO-ში.

დასასრულისკენ, კიდევ ერთი უდიდესი პლუსი, რაც ამ წმენდას მოყვა: ნებისმიერი სხვაგან ჩატარებული ღრმა წმენდის შემდეგ მეორე–მესამე დღეს სახე ყოველთვის მქონდა შეშუპებული, ხელით დამუშავებული ადგილები არ იყო ჩამცხრალი, მაინც შეინიშნებოდა და ისინჯებოდა ანთებითი კერები, ახლა ეს ყველაფერი ალაგებულია, სახე მომშრალებული, გადაპრიალებული და მხოლოდ მცირე გამომშრალი ფუფხებია დარჩენილი, რასაც ჩემი ბიბი–კრემი გადასარევად უმკლავდება. ეს ეფექტი, როგორც თავად ნათიამ ამიხსნა, ავატარის სასწაულმოქმედმა ნიღაბმა უზრუნველყო. მოკლედ, ხალხო, როცა საქმე გაქვს პროფესიონალ ადამიანთან, რომელიც პირველ ადგილზე აყენებს პასუხისმგებლობის მაღალ დონეს და უმაღლეს ხარისხს – მომსახურების, პროდუქციის, გარემოს, ყველაფრის ხარისხს, ცხოვრება მშვენიერია.

სულ ეს იყო ჩემი უახლესი გამოცდილების შესახებ. ძალიან ბედნიერი ვიქნები, ოდნავ მაინც სასარგებლო თუ იქნება თქვენთვის, ამ პოსტის დანიშნულებაც სწორედ ესაა.

შემდეგი ეტაპი იქნება საშემოდგომო ბიორევიტალიზაცია, რომელზეც ასევე აუცილებლად მოგიყვებით.

დროებით ❤

Advertisements
This entry was posted in მოდა და სილამაზე and tagged , , , . Bookmark the permalink.

4 Responses to ოქსიგენაცია და კანის ღრმა წმენდა SKIN STUDIO- ში

  1. Stylissimo says:

    თვის ბოლოს მივქრივარ ნათიასთან!!!

  2. Tinita says:

    თაკო, რა სასარგებლო რამე მოგვიყევი. რამდენხანს გრძელდება პროცედურა ?

  3. Lord Vader says:

    წყალზე და ჰაერზე ვარო, ამან უნდა თქვას ჭეშმარიტად!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s