ხელჩართული ბრძოლა აკნესთან

ყველამ, ვინც ჩემს ბლოგს კითხულობს, ალბათ იცის, რომ პრობლემური, კომბინირებული ტიპის, აკნესკენ მიდრეკილი კანი მაქვს, რომელიც საკმაოდ ბევრ თავსატეხს მიჩენს და ნერვების,  ფულადი რესურსებისა და დროის განსაკუთრებულ მობილიზებას მოითხოვს ჩემგან იმისათვის, რომ ის ნორმალურ მდგომარეობაში შევინარჩუნო. პრინციპში სხვა გზა არც მაქვს, რადგან ჩემი ღრმად პატივცემული კანის არაჯანმრთელი მდგომარეობა ყოველთვის პირდაპირ აისახება ჩემს ხასიათზე, განწყობასა და ზოგადად სიცოცხლის უნარიანობაზეც კი.

მაშ ასე, მე აკნეს – ამ საძაგელი, ყოვლად აუტანელი და ვერაგი დაავადების მსხვერპლი ვარ. აგერ უკვე რამდენიმე წელია ის მუდმივ რეჟიმში მიმწარებს ცხოვრებას, ხან სრული შეტევით, ხანაც მოყვრულად შემოპარული მტერივით – ნელ-ნელა, ფრთხილად, მაგრამ სტაბილურად და დამაჯერებლად.

ბოლო პერიოდის მანძილზე ამაოდ შემოვიარე შემდეგი ექიმები და კოსმეტოლოგები:  გიორგი არველაძე – „კანი“, მარინა ინაზემცევა – „ხეჩინაშვილის კლინიკა“, ანა ლოტანის კოსმეტიკური კაბინეტი, ნატა კილაძე – „მარჯანი“,  „ნატალის ანტი-ეიჯ კლინიკა“, შედეგი თითქმის ყველგან იდენტური იყო – საწყის ეტაპზე უმცირესი წინსვლა, რაც კვლავ ანთებითი პროცესებით გვირგვინდებოდა.

ახლა კი მინდა ჩემს პოზიტიურ გამოცდილებაზე მოგიყვეთ, იმ კლინიკასა და დერმატო-კოსმეტოლოგზე, რომელთან ვიზიტებმაც ფაქტია, უშედეგოდ არ ჩაიარა და იმედია სრული გამოჯანმრთელებაც აღარ არის შორს.

„ოქსფორდ მედიქალ ჯორჯიაში“ ნანა ბაკაშვილმა ჩემი სახის ყურადღებით დათვალიერების შემდეგ მითხრა, რომ ჩემს შემთხვევაში აუცილებელია ორი სახის შეტევითი მკურნალობა: შინაგანი და მანიპულაციური. შინაგანში ცხადია წამლები იგულისხმებოდა და დამინიშნა დაახლოებით 3 სახის აბები (შეგნებულად არ ვწერ დასახელებებს), რომელიც დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში ვსვი. რაც შეეხება ხელოვნურ ჩარევებს, მიუხედავად გაზაფხულისა, სასწრაფოდ დავიწყეთ პილინგის პროცედურები 3 კვირაში ერთხელ. თავდაპირველად ჩამიტარდა მსუბუქი პილინგის 2 პროცედურა (70 ლარი), რასაც მოჰყვა უფრო ძლიერი პილინგი (90 ლარი). ამ ფოტოში, მუმიას რომ ვგავარ, პილინგის წინა ნიღაბი მაქვს სახეზე.

3

როგორც მოგეხსენებათ, პილინგში იგულისხმება მჟავა-კოქტეილების რამდენიმე წუთიანი ნიღაბი და მასაჟი სახეზე, რის შემდეგაც ხდება მკვდარი, გარქოვანებული უჯრედების მოშორება და კანის სტრუქტურის განახლება.

პილინგის გარდა კიდევ ერთი აუცილებელი პროცედურა, რაც ნანამ მკურნალობის პროცედურაში ჩართო, აკნეს სამკურნალო მეზოთერაპიაა (80 ლარი).

მაშ ასე, ზოგადი კურსი დაიგეგმა შემდეგი თანმიმდევრობით : 1 პილინგი, 2 მეზოთერაპიის სეანსი, თითო კვირის გამოტოვებით. აკნეს მეზოთერაპიის დროს ხდება კანქვეშ სპეციალური აკნეს საწინააღმდეგო ინექციის შეყვანა.  ვინაიდან კანი გაყუჩებულია, ამ პროცედურას ჩემთვის განსაკუთრებული დისკომფორტი არ შეუქმნია, მაგრამ სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა, როცა საქმეში ლაქების გამაღიავებელი კოქტეილიც ჩაერთო, რომელიც თურმე c ვიტამინს შეიცავს და შესაბამისად, წამალი საკმაოდ მწარეა. თუმცა, იმის იმედით, რომ კენწეროში გატკბილდების და გაშოკოლადდების,  c ვიტამინის შემოტევებს უსიტყვოდ ვითმენ, აბა, ჩვენზე კარგად ვინ იცის, რომ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს?

ესეც ფოტო მეზოთერაპიიდან. როგორც ხედავთ, ანთებითი კერები უკვე მთლიანად ალაგებულია სახიდან, შუბლსა და ნიკაპზე კი მხოლოდ ნანემსრებს ხედავთ.

2

ამჟამად ჩემი პრობლემა ფაქტიურად მხოლოდ აკნესგან დარჩენილი ლაქების დონეზეა დაყვანილი, რაშიც ძალიან, ძალიან ვემადლიერები ნანას.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ კოსმეტოლოგთან შევიძინე გერმანული პროფესიონალური ბრენდის სპეციალური მჟავა-ნიღაბი (75 ლარი) სახლში მოსახმარად, რომელსაც 2-3 დღეში ერთხელ ვიკეთებ 20-25 წუთით. გარდა ამისა, სახის დასატენიანებლად ვიყენებ ნანას დამზადებულ საცხს (პორციობით 20 ლარი), განკუთვნილს სპეციალურად ჩემი ტიპის სახის კანისთვის. მიუხედავად იმისა, რომ აქამდე არასოდეს ვენდობოდი ინდივიდუალურად დამზადებულ პროდუქციას, აქაც ნავსი გავტეხე და პირველი ნაბიჯი გადავდგი, არც მინანია.

მაშ ასე, ესეც ბოლოში კმაყოფილი პაციენტის და ექიმის სელფი.

4

Advertisements
This entry was posted in მოდა და სილამაზე and tagged , , , , . Bookmark the permalink.

5 Responses to ხელჩართული ბრძოლა აკნესთან

  1. მაიკო says:

    საჩემო სტატიაა, გმადლობთ თაკო 💖

  2. გამარჯობა, მადლობა გამოცდილების გაზიარებისთვის. ეს ექიმი კოსმეტოლოგია, დერმატოლოგი თუ ორივე?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s