MOF მოდა

დღევანდელი პოსტი მინდა ჩემს სამსახურს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და აქ  მომუშავე ადამიანების ჩაცმის სტილს მივუძღვნა.

ქვემოთ თავადაც იხილავთ, რომ ჩემი თანამშრომლები ჭკვიანთან ერთად ლამაზი და გემოვნებიანებიც არიან, სწორედ ასეთი გამორჩეული გოგონები მინდა გაგაცნოთ დღეს, რომლებიც წარმოგიდგენენ ფინანსთა სამინისტროს მოდას – მათ ყოველდღიურ, სამუშაო  სტილს. იმისათვის, რომ ფოტო-სესია ნატურალური გამოსულიყო, ფოტოები ჩვენს სამუშაო მაგიდებთან, სამინისტროს შენობის დერეფნებში და კიბეებზე გადავიღეთ.

მაშ ასე,

ანა ალანია – ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი

იცნობდეთ ულამაზეს ანას. ანა  სტრუქტურული რეფორმების სამმართველოს მრჩევლად და სახლში ორი პატარა ბიჭუკას დედად  მუშაობს, რომლებიც საოცრად გვანან ლამაზ დედას. მისი ყოველდღიური სტილი საკმაოდ სადაა – მოხდენილი, მოდური ცისფერი პერანგი, სწორი, ლურჯი შარვალი და ამავე ფერის პიჯაკი.

ana2

anna

ეს გოგო, შავი ბრილიანტივით რომ ბრჭყვიალებს, თეო თხილაიშვილია – ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატიდან. თეო ერთი ძალიან სიმპათიური, ქერათმიანი, ქათქათა ბიჭის დედაა, ძალიან უყვარს ცეკვა და შვილთან ერთად დროის გატარება. სესიისთვის თეომ მოდური თაგვისფერი ჯინსი, სადა, თეთრი პერანგი და ატმისფერი პიჯაკი შეარჩია, რომელიც, დამეთნხმებით,  ძალიან უხდება.

teo 2

teo

თამუნა ავალიშვილი – ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი

თამუნა ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური ადამიანია, ვინც კი ოდესმე შემხვედრია. ძალიან საყვარელი სვანური სულგუნის გუნდას – დანიელის დედიკომ და ვალის FRONT OFFICE-ის სუპერ-აქტიურმა თანამშრომელმა ამჯერად არჩევანი რეტრო სტილის შავ კაბასა და შავ პიჯაკზე შეაჩერა. ორიგინალური ხის სამაჯური, რომელსაც ფოტოზე ხედავთ, თამუნას ძმის,  ხელნაკეთი ნივთების დიაზინერის, ნიკო ავალიშვილის შემოქმედებაა.

tamro 2

tamro

ნინო გეგუჩაძე – ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი

ჩვენი ახალგაზრდა ევა ლონგორია, ჩემი აზრით,  ფინანსთა სამინისტროს განსაკუთრებით გემოვნებიანი თანამშრომელია. მე და ნინო ერთ ოთახში ვსხედვართ და შესაბამისად, მაქვს ბედნიერება, მისი ყოველდღიური ლამაზ-ლამაზი LOOK-ებით ვისიამოვნო ხოლმე. ამჯერადაც ძალიან მიმზიდველი სამოსი შეარჩია, რომელიც სასწაულად უხდება.

geg3

ნინო წიკლაური – სახაზინო სამსახური

ეს შხვართი გოგო სამი შვილის დედა, უკვე სტაჟიანი დედამთილი და ურჩი გადამხდელების რისხვა გახლავთ. ძალიან გამახარა, რომ ჩემს პროექტში მიიღო მონაწილეობა. ნინოს ყოველდღიური სტილი, როგორც წესი BUSINESS CASUAL-ს შეესაბამება.

nino 2

nino3

ნათია ლოლაძე – სახაზინო სამსახური

ნათია ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადამიანია, ვინც ჩემი სამსახურის წყალობით გავიცანი. ლოლის თავისუფალი, ლაღი, სიცოცხლის მოყვარე ხასიათი მის ჩაცმის სტილზეც აისახება, ფოტოსესია რომ ზაფხულში მოგვეწყო, აქ აუცილებლად იხილავდით მის რომელიმე ულამაზეს, ჭრელა-ჭრულა კაბას. ამჯერად არჩევანი საოფისე სტილზე – მოდურ BOYFRIEND-ზე, პერანგსა და წითელ სტილეტოებზე შეაჩერა.

nti 3

ესეც თქვენი მონა-მორჩილი და ქვეყნის საშინაო ვალის სადარაჯოზე მდგარი მე –

თაკო გვაზავა, ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი.

me 2

chemi fexebi

me

Advertisements
This entry was posted in მოდა და სილამაზე and tagged , , , , . Bookmark the permalink.

10 Responses to MOF მოდა

  1. vekoo says:

    როგორ მიყვარს შენი პოსტები თაკო, მითუმეტეს, ასეთი “ცოცხალი” 🙂
    ყველანი ლამაზები და ორიგინალურები ხართ, ყველაზე მეტად კი თეო თხილაიშვილს გამოვყოფდი, შენ თუ არ ჩაგთვლი ამ ჩამონათვალში ჩემი ფავორიტია .

  2. Tinita says:

    რა კარგები ხართ და გემოვნებიანები და სტილის მქონენი 🙂

    შენი ქვედაბოლო – სუპერ!

  3. tami says:

    ყველაზე ლამაზი და გემოვნებიანი ხარ. აშკარად გამოირჩევი დანარჩენებისგან

  4. თინა,
    ❤ დიდი მადლობა,

    თამი,
    რა საყვარელი ხარ ❤ მადლობა..

  5. ისეთი ლამაზები ხართ და ისე საინტერესოდ წარმოაჩინე თითოეული მათგანი, რომ მგონი ყველა სამინისტრომ უნდა მოგბაძოს ❤

  6. Lord Vader says:

    ამდენი ლამაზი გოგო უკეთეს ფოტოგრაფს იმსახურებდა 🙂

    • ნამდვილად, ლორდ, 100 % მართალი ხარ. მე მაპატიეთ.
      სამაგიეროდ 0 გრამი ფოტოშოპი, ყველანი ნატურალურები, იპოვე პოზიტივი :))

      • Lord Vader says:

        ფრესკოში უნდა მუშაობდე შენ და ბევრი ფოტო გექნებოდა რაკურსით და ხარისხით ასარჩევად 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s