რა დევს ჩემს კოსმეტიკის ჩანთაში

ქალები დამეთანხმებით, ჩვენს კოსმეტიკის ჩანთაში გატრუნული ნივთები ჩვენი სიძლიერეა. ისინი რომ არა, აბა სხვა რა მიმალავდა სახეზე დაუპატიჟებლად ამოწითლებულ  ნაწიბურს ან ვერაგ აკნეს, რა მიჩქმალავდა უძილობისგან ამოშავებულ უპეებს, სასიამოვნოდ, ჯანმრთელად, ახალგაზრდულად  აავარდისფრებდა ჩვენს ლოყებს და აპრეხდა წამწამებს, რომელიც ტუშის შეხების გარეშე სრულიად უპრეტენზიოდ იქნებოდა თავისთვის დახრილი და ვერც ვერავინ შეამჩნევდა. მაშ ასე, ამჯერად გავხსნი ჩემი კოსმეტიკის ჩანთას და გაგიმხელთ კონკრეტულად რომელი ნივთები მეხმარება ყოველ დღე სახის მოწესრიგებასა და მინიმალური მაკიაჟის გაკეთებაში.

1. ჩემი უპირველესი მეგობარი, სიყვარულის ობიექტი და ნივთი, რომლის გარეშეც სიცოცხლე უკვე წარმოუდგენლად მიმაჩნია – ანა ლოტანის BB კრემი – რა თქმა უნდა, აუცილებლად ჩემი კანის ნატურალური ფერის.

BB

ვინაიდან კომბინირებული ტიპის სახის კანი მაქვს, საკმაოდ დიდ ხანს ვეძებდი ჩემი კანის ტიპის შესაბამის BB კრემს ( ტონალური კრემი საერთოდ ამოვიღე ხმარებიდან). როგორც წესი, ჩვენს ბაზარზე წარმოდგენილია ყველა ტიპის კანისთვის განკუთვნილი BB  კრემები. ისრაელის წარმოების ბრენდი – ANNA LOTAN სულ ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე, თავიდან კოსმეტოლოგისგან ტესტერი შევიძინე, ძალიან კმაყოფილი დავრჩი და ასე მოექცა ანა ლოტანის BB ჩემი საყვარელი კოსმეტიკის ჩანთის ერთგული ნივთების სათავეში. კრემი არაჩვეულებრივად ჯდება კანზე, ცხადია, აქვს დამატენიანებელი ეფექტი და რაც მთავარია, არის საუკეთესო, თითქმის ტონალურის დონის მფარავი, ყველაფერთან ერთად სრულიად უვნებელია.

2. ჩემი კოსმეტიკის კიდევ ერთი აუცილებელი ატრიბუტი – თვალის ჩრდილი SHISEIDO –ს OMBRE DOUX ECLAT კანისფერი ნაზი ტექსტურით, რომელიც სასიამოვნო მთლიანობას ანიჭებს თვალის გარშემო კანის ფერს და მცირე სიშავეებსა და დილის შეშუპებას მალავს. ძალიან მიყვარს ეს ნივთი და როგორც წესი, მისი მოხმარების გარეშე იშვიათად გამოვდივარ შინიდან.

s

3. CLARINS-ის თვალის შავი ფანქარი და წამწამების ტუში, არაჩვეულებრივი საჩუქარი ჩემი მეგობრებისგან. „კლარინსი“ ჩემი უსაყვარლესი ბრენდი ტყუილად სულაც არ არის, ამ ბრედის ნებისმიერი ნივთის ყიდვისას გარანტირებული ვარ, რომ აუცილებლად კარგი ხარსხის იქნება, ამ საკითხში ნამდვილად დამეჯერება, მით უფრო, რომ „კლარინსის“ თითქმის ყველანაირი პროდუქტი გამომიცდია – დეკორატიული კოსმეტიკიდან დაწყებული თავის და ხელის მოვლის  საშუალებებით დამთავრებული. მაშ ასე, ფანქარი – საკმაოდ მყარია და ლაინერის შესაშურ სამსახურსაც კი გაგიწევთ, თუმცა ნახევარი დღის შემდეგ განახლება სჭირდება, ტუშს რაც შეეხება, მართლაც არაჩვეულებრივია, ვინაიდან საკმაოდ გრძელი და დახრილი წამწამები მაქვს, რთულად ვყიდულობ ტუშს, რომელიც ჩემს წამწამებს დაეჭიდება და მოერევა. „კლარინსის“ ტუში ამ მხრივ შეუდარებელია, მართლა ჩემპიონია.

clarins-wonder-perfect-mascara-eye-pencil-value-pack_500x500

4. CLARINS -ის ლოყების რუჟი ROSE WOOD.

ვინაიდან სახეზე საკმაოდ ფერმიხდილი ვარ, განსაკუთრებით ვსაჭიროებ რუჟს, მიყვარს ეს ნივთი – ოთხფერა პალიტრა, რომელიც საბოლოო ჯამში ვარდისფრისა და ყავისფრის კომბინირებული ფერს იძლევა და როგორც წესი, ყავისფერი და წითელი ტონალობების პომადებს  – ორივეს თანაბრად უხდება. დაახლოებით 1,5 წელიწადია მაქვს და ყოვედღიური ხმარების მიუხედავად ჯერ კიდევ დიდი მოცულობით მაქვს დარჩენილი.

BLUSH

  1. ბოლო ეტაპი – პომადა.

აი, ამ მიმართულებით ბოლო 4 – 5 წელია ჩემთვის ბადალი არ ჰყავს ESTEE LAUDER-ს, რომლის PURE COLOR ENVY ჩემი კოსმეტიკის ჩანთის უცვლელი ნაწილია. ძალიან მაღალი ხარისხის, მდგრადი და სასიამოვნო ტექსტურის პომადაა, ლამაზად ჯდება ტუჩზე და არის ზომიერად ტენიანი (ზედმეტად ტენიან და რბილ პომადებს ვერაფრით ვხმარობ). ამჟამად ჩანთაში მიდევს INTENSE NUDE (130) ფერი, რომელსაც ყოველდღიურად დიდი სიამოვნებით მოვიხმარ. პომადის გარდა ყოველთვის მიდევს ჩანთაში NIVEA-ს ჰიგიენური პომადა, რომელსაც დეკორატიული პომადის წასმამდე ვიყენებ ხოლმე ტუჩების დასარბილებლად.

LIPSTICK

სულ ეს არის, ამ ნივთებით შედგება ჩემი ყოველდღიური მაკიაჟი.

ფოტო

Advertisements
This entry was posted in მოდა და სილამაზე and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

3 Responses to რა დევს ჩემს კოსმეტიკის ჩანთაში

  1. გამარჯობა, შეგიძლია მითხრა სად იყიდე და რამდენად?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s