ტონალური კრემები ცხიმიანობისკენ მიდრეკილი და კომბინირებული კანისათვის

ამ პოსტში მინდა კვლავ ჩემი გამოცდილების შესაბამისად მოგცეთ რჩევები ტონალური კრემის შესარჩევად მათ, ვისაც ჩემი ტიპის, ცხიმიანობისკენ მიდრეკილი და კომბინირებული კანი გაქვთ.

ჩემს საყვარელ კოსმეტიკურ ნაკრებში ერთ-ერთი მთავარი და დამსახურებული ადგილი სწორედ ტონალურ კრემს უკავია, უნიკალურ პროდუქტს, რომელიც ჩვენს კანს  მთლიანობას, იდეალურობასა და სრულყოფილებას ანიჭებს. ჩემი აღქმით ქალის მოვლილობის ხარისხი და სილამაზე კანიდან იწყება, ამიტომ დიდი სიფრთხილით ვარჩევ ტონალურ კრემებს, რომელთაც მოვიხმარ და აქვე აღვნიშნავ, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია ვცდილობ, კოსმეტოლოგების  რჩევით, გადავეჩვიო მის მუდმივ ხმარებას,  არაფრით გამომდის ბოლომდე მოვიწონო კანი სრულიად ბუნებრივ მდგომარეობაში, თუ ის იდეალურ ფორმაში არაა. აღარაფერს ვამბობ საღამოს მაკიაჟის გაკეთებაზე ტონალური კრემის დაიგნორებით, უკეთ რომ აგიხსნათ, ჩემთვის ეს იგივეა, რაც შხაპის გადავლების გარეშე ლამაზი კაბის გადაცმა და წვეულებაზე ისე წასვლა. თუმცა, უნდა ვაღიარო, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, მეტ-ნაკლებად შევამცირე მისი მოხმარება.

მაშ ასე, დავიწყოთ იმ პროდუქტების ჩამოთვლა, რომელთანაც საუკეთესო მოგონებები და გამოცდილება მაკავშირებს.

1. პირველ ადგილს უკონკურენტოდ ვაძლევ ჩემს კლარინსს – CLARINS Eeverlasing Foundation. ეს არის საუკეთესო ტონალური კრემი, რომელიც კი მიხმარია, შეძენილი მაქვს საზღვარგარეთაც და საქართველოშიც, საბედნიეროდ, ხარისხში ყოველგვარი სხვაობის გარეშე. კრემის ტექსტურა მსუბუქი და ჰაეროვანია, ზუსტად ერწყმის კანს და ისე თავსდება მასში, რომ წასმიდან რამდენიმე წამში ვერავინ გამოიცნობს ტონალურ კრემთან ასეთი სიახლოვე თუ გაკავშირებთ. საუკეთესო მფარავია, თითქმის მთელი დღის განმავლობაში მედგრად ძლებს და კანს ოდნავ შესამჩნევ, სასიამოვნო ბზინვარებას ანიჭებს, რაც არავითარ შემთხვევაში არ გადადის ცხიმიან პრიალში, რომელიც უხვად ახასიათებს დაბალი ხარისხის კრემებს. მოკლედ, ძვირფასებო, ამ პროდუქტს თვალდახუჭული გირჩევთ.

clarins

2. მეორე ადგილს ჩემთვის ასევე ძალიან საყვარელ ტონალურს, CHANEL-ის Mat Lumier-ს დავუთმობ. ვისაც მისი უდახვეწილესობა „შანელი“ გიყვართ და ეს პროდუქტიც მოგიხმარიათ, დამეთანხმებით, რომ ნამდვილი ფუფუნებაა კანისთვის. ფაფუკი, ნაზი ტექსტურის კრემი სასიამოვნო სურნელით ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი ტონალური კრემია, რომელიც მიხმარია. საკმაოდ მსუბუქია და ვერც გრძნობთ კანზე თუ რაიმე გაქვთ წასმული, ვის, ვის და „შანელს“ ნამდვილად არ ეშლება კომფორტი და ხარისხი.

chanel

 

3. მესამე ადგილზე DIOR-ის FOREVER-ს შემოგთავაზებთ. ამ პროდუქტს წინა ორისგან ის განასხვავებს, რომ განსაკუთრებით მსუბუქი შემადგენლობა და შედარებით ნაკლები დაფარვის ეფექტიც აქვს, შესაბამისად, განსაკუთრებით კომფორტული მოსახმარია ზაფხულში. “დიორის” ტონალურთან ჩემი ერთადერთი დისკომფორტი ფლაკონის პულივიზატორის გაფუჭებას და ძვირფასი კრემის უფუნქციოდ დარჩენის გამო გვარიან გულისტკენას უკავშირდება, რაც დღემდე მწარე მოგონებად მაქვს შემორჩენილი, თუმცა ეგ არაფერი.. მთელი გულით გირჩევთ „დიორს“.

dior

4. აქვე აუცილებლად უნდა ვახსენო ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტი, რომელსაც წლების განმავლობაში არაჩვეულებრივად მოვიხმარდი, ესაა L’OREAL-ის CASHMERE, უკარგესი ტონალური კრემი, რომელიც ხაზგასმით ხავერდოვან ელფერს ანიჭებს კანს. უნდა აღვნიშნო, რომ საუკეთესო ხარისხთან ერთად საკმაოდ მისაღები ფასი ჰქონდა, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საქართველოში აღარც შემინიშნავს, საზღვარგარეთ თუ მოხვდებით, არ გამოგრჩეთ მისი ყიდვა. დამიჯერეთ, საუკეთესო შენაძენი იქნება.

loreal

5. და ბოლოს ჩემს ერთ-ერთ ბოლო აღმოჩენაზეც ვიტყვი ორიოდ სიტყვას, ფრანგული LA-ROCHE POSAY-ს ტონალური კრემი, რომელიც ბიუჯეტური და საკმაოდ ხარისხიანი პროდუქტია. ნაზი, თხელი ტექსტურის კრემი კარგად ნაწილდება კანზე და რამდენიმე საათის მანძილზე არაჩვეულებრივად ძლებს, ვისაც შედარებით ხელმისაწვდომი და კარგი ტონალური კრემის შეძენა გსურთ, თამამად ვუწევ რეკომენდაციას.

laroche posay

Advertisements
This entry was posted in მოდა და სილამაზე and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

7 Responses to ტონალური კრემები ცხიმიანობისკენ მიდრეკილი და კომბინირებული კანისათვის

  1. ქეთი says:

    CLARINS შეფასებაში გეთანხმები 100 %ით,BB კრემითაც ძალიან კმაყოფილი ვარ.

  2. Tinita says:

    თაკო, მეც Clarins. ახლა შეჩერებული მაქვს მოხმარება. გრილ ადგილას მიდევს და ერთი სული მაქვს, ისევ როდის დავიწყებ გამოყენებას.

    მეც ზუსტად ასე ვარ. თუ ზაფხული და პაპანაქება არაა, თითქმის სულ მისვია. ივლის-აგვისტოში ვიღებ ტაიმაუტს:))) და რით გავდივარ ფონს ? ისევ კლარენსის ფხვიერი პუდრით.

  3. Tinita says:

    ესტეს double wear -ს დავამატებდი ამ სიას. ნამდვილი ხავერდი მოაქვს 🙂 🙂

    • 🙂 ესტეს ideal natte-საც მირჩევდნენ ძალიან გოგოები ლუტეციაში. ერთი უნდა მოვსინჯო

      • salome says:

        estee lauder double wear ara marto kargia cxiamiani kanistvbsiac, aramed dafarva akvs sauketeso, uamravi tonaluri mixmaria, mat shris zemot chamotvlili yvela clarinsisi garda da dafarva estees msgavsi arc erts ara akvs 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s