დიდი რეაბილიტაცია Pivot Point-ისგან

დღევანდელ პოსტში მოგიყვებით, თუ როგორ დამიბრუნა “ნატალიში” დაახლოებით 3 წლის წინ დაკარგული იმედი და რწმენა ერთ ძალიან კარგ სალონში მომუშავე პროფესიონალმა და ყურადღებიანმა ადამიანებმა.

ვისაც წაკითხული გაქვთ, ალბათ გახსოვთ ჩემი ძველი ისტორია, რომელიც ცრემლების ღვრით და სილამაზის სალონებზე ხელის ჩაქნევით დასრულდა. ამ ამბის შემდეგ 2 თვეში ერთხელ თმის  1-2 სმ-ით დასამოკლებლად თუ შევუვლიდი ხოლმე სალონს ჩემი სამსახურის წინ და სულ ამით მოიწურებოდა ჩემი და სილამაზის სალონების დისტანციური ურთიერთობა.

ამასობაში გავიდა 3 წელიწადი და ჩემი თმის  მოწყენილობამ და სისადავემ  ყველანაირ საზღვარს გადააჭარბა. ბოლოს და ბოლოს მეც ხომ დავიმსახურე ნორმალური ვარცხნილობა, რომელიც ტრადიციული ქართული ანტისერვისის წყალობით საკუთარი ქორწილის დღის შემდეგ არც მღირსებია (მაშინაც ალბათ სასწაულად გამიმართლა).

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 9 იანვარს დაიგეგმა ჩემი სამსახურის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს  კორპორატიული საღამო. 

და აი, ჩემს დღის წესრიგში დადგა კორპორატიული ვახშმისთვის  სტილის შერჩევა.

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გვერდი ავუარე სტანდარტულ და ცოტა მობეზრებულ კოქტეილის კაბებს და გაშლილ, ბოლოში ბუნებრივად შეხვეულ-შემოხვეულ თმას  და არჩევანი სტილეტოს + მამაკაცურ სტილში გადაწყვეტილ უკრაინელ გოგოზე შევაჩერე.

თავიდანვე ვიცოდი, კლასიკური ფორმის შარვალზე, აკადემიურ პერანგსა და ბაბთაზე ზრუნვა გაცილებით მარტივი იქნებოდა, ვიდრე იმის გადაწყვეტა, თუ ვისთვის მიმენდო  უკრაინული ნაწნავის რგოლის გაკეთება და შესაბამისი მაკიაჟი.

აი აქ გამახსენდა Pivot Point, სადაც რამდენიმე თვის წინ ცნობისმოყვარეობის გამო შევლილს დაბეჯითებით მარწმუნებდა სალონის მომხიბლავი პიარ–მენეჯერი მათი სერვისის საუკეთესო ხარისხში და  პირობას მაძლევდა, რომ „ნატალიში“ მომხდარი უსიამოვნო ინციდენტი მათი სალონის ფარგლებში არაფრით განმეორდებოდა.

მოკლედ, გადავწყვიტე გამერისკა. წინასწარ ჩავეწერე და მივედი.

სალონში ფეხის შედგმის მომენტიდან ვიგრძენი, რომ Pivot Point-ის სასურველი სტუმარი ვიყავი. სტილისტმა გოგომ – ძალიან საყვარელმა ნინიამ, რომელმაც ზუსტად დათქმულ დროს მიმიღო, ყურადღებით მომისმინა, დაკვირვებით დაათვალიერა ჩემს სმართფონში სკარლეტ იოჰანსონის ფოტო უკრაინული ნაწნავით, რომელიც მისთვის საჩვენებლად წინასწარ მოვიძიე და მშვიდად ამიხსნა, როგორ  და რა გზებით იყო შესაძლებელი ჩემთვის მსგავსი ვარცხნილობის გაკეთება. მას შემდეგ, რაც მიხვდა, რომ ვყოყმანობდი, დაუზარელმა ნინიამ ზუსტად 5 წუთში გამიკეთა საჩვენებელი ვარცხნილობა და ჩემგან თანხმობის მიღებისთანავე შეუდგა საქმეს.

ეს ფოტოები პროცესშია გადაღებული:

სიმართლე რომ გითხრათ, ბოლომდე არ მეგონა, რომ ამ რისკისგან რამე გამოვიდოდა. ბოლომდე მეკუმშებოდა გული თავზე უსიამოვნო გორგალის დანახვის მოლოდინში და ბოლომდე ვარიდებდი თავს საკუთარ ანარეკლს სარკეში. ამიტომაც, როცა ხელში მეორე სარკე მომარჯვებულმა საბოლოოდ შევათვალიერე ულამაზესი უკრაინული ნაწნავის რგოლი საკუთარ თავზე და ნამდვილად დავრწმუნდი, რომ ეს სწორედ ჩემს თავს ხდებოდა, ძალიან, ძალიან გამიხარდა. მივხვდი, რომ რისკმა გაამართლა და რომ დღე უკვე შედგა.  დავიწყებულიც მქონდა, რამხელა ბედნიერების განცდა მოაქვს ვინმესგან ნდობის გამართლებას, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ქართული სერვისის ისეთ საპასუხისმგებლო თემას ეხება, როგორიც სალონში მოწესრიგება და თავის მოვლაა. ამიტომ, აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და დიდ მადლობას გადავუხდი ყურადღებიან, გულისხმიერ და გემოვნებიან ნინიას და მაკას, Pivot Point-ის პიარ მენეჯერს, რომელმაც დამარწმუნა, რომ მათზე დაყრდნობა შეიძლება.

ნინიასგან უსაყვარლეს ვიზაჟისტთან, მარინასთან გადავინაცვლე. მარინამ ყურადღებით მომისმინა, თუ რა შედეგის მიღება მსურდა და ჩემი თხოვნის შესაბამისად გამიკეთა მაკიაჟი: დაიწყო კანისათვის ნატურალური ელფერის მიცემით, თვალებზე აქცენტირების მიზნით გამიკეთა  smoky eyes – ბოლოებისკენ მსუბუქი მწვანე ტონალობით, ატმისფერი რუჟით  სახე გამოაცოცხლა და ტუჩები თრენდული ღვინისფერი პომადით შემიღება.

საბოლოოდ აი ასეთი გამოვედი. შეფასება თქვენთვის მომინდვია.

 

 

20160109_232523

კიმანო-შარვალი – Banana Republic, პერანგი – Banana Republic, ბაბთა – ZARA MAN, ფეხსაცმელი – ELLE, კოლგოტი – MANZI spotty tights,  აქსესუარი – ZX.

აი ასე,  კმაყოფილი და ბედნიერი დავბრუნდი სახლში,  უცბათ ჩავიცვი და ჩემს თანამშრომელთან, ლელასთან ერთად სასწრაფოდ გავიქეცი რიტუალების სასახლისკენ, სადაც იყო დაგეგმილი წვეულება.

ასე გავატარე პროფესიონალი და ყურადღებიანი ადამიანების დახმარებით შექმნილი საუკეთესო განწყობით ერთი არაჩვეულებრივი საღამო ჩემს თანამშრომლებთან ერთად, რომელიც ფინანსთა სამინისტროს პიარ-სამსახურის მიერ ორგანიზებულმა სასიამოვნო სიურპრიზებმა, საუკეთესო წითელმა ღვინომ და ძალიან მაგარმა ბენდმა „სინათლის წელიწადმა“  კიდევ უფრო გემრიელი, სასიამოვნო და სახალისო გახადა.

უხარისხო ფოტოებისთვის ბოდიში მომითხოვია 🙂

1

 

 

 

 

 

Advertisements
This entry was posted in a little of me.., მოდა და სილამაზე and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

10 Responses to დიდი რეაბილიტაცია Pivot Point-ისგან

  1. რა გოგო ხარ ❤

  2. qeti says:

    თაკო როგორ მოგიხდა ეს ვარცხნილობა, ულამაზესი ხარ:*

  3. Author says:

    ძალიან გიხდება 🙂
    ვარცხნილობა რომ დამჭირდება, ვიცი, ვისაც მივმართო 😉

  4. Qetato says:

    Dzalian momewona varcxnilobac da lookic , kolgori sad sheidzinee ? Tu saidumlo araa😊😊😊

  5. Tinita says:

    fantastic !!!! ძალიან გიხდება ვარცხნილობაც და მაკიაჟიც! 🙂

    სალონს სახელწოდებაზეც ეტყობა, აზრიანი ხალხის როა :)))

    და რა კარგია, სტანდარტული რაღაცები რომ არ გიყვარს 🙂

  6. შოშანა, ქეთი, author,
    მადლობა ყველას ❤

    ქეთათო,
    დიდი მადლობა 🙂 კოლგოტი დინამოს ბაზრობაზე მაქვს შეძენილი.

    თინიტა ❤
    და რა სასიამოვნოა შენგან ასეთი სიტყვები..

  7. Lord Vader says:

    როგორც ბაბუაჩემი, ცხონებული ნიკიფორე იტყოდა, თუ მაჩ გლამა ინ ზა ფიქჩა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s