შამპუნები ცხიმიანობისკენ მიდრეკილი თმისთვის

ამ პოსტში მინდა თმის მოვლის გამოცდილება გაგიზიაროთ ყველას, ვისაც ჩემი ტიპის თმა გაქვთ.

ლამაზი თმა – ჩვენი გარეგნობის ერთ-ერთი უმთავრესი დეტალი, სილამაზის  და მოვლის კრიტერიუმებში თავისი მნიშვნელობით ტოლს არ უდებს მოვლილ სხეულსა და კანს. მეტიც, თუ თქვენი თმა სუფთა, მბზინავი და ფაფუკია,  უკვე აბსოლუტურად ყველა გამჩნევთ და გიმახსოვრებთ. ამ ფაქტის მთავარი ბენეფიტი კი, რა თქმა უნდა, თავად თქვენს სიამოვნებასა და კმაყოფილებაშია. თუმცა, თავის მოვლის ეს ამოცანა, დამეთანხმებით, რომ არც თუ ისე მარტივი და იაფფასიანი შესასრულებელია, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ თქვენც ჩემი ტიპის თმა გაქვთ, ძირებში ცხიმიანობისკენ მიდრეკილი, ბოლოებში კი მშრალი. გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას, თუ რომელი შამპუნები აღმოჩნდა ჩემი თმისათვის მისაღები და სასარგებლო და რომელმა ბრენდებმა გამიცრუეს იმედები.

  1. დავიწყებ BIODERMA -ს შამპუნით, ჩემი ბოლო ბედნიერი აღმოჩენით, რომელსაც ამჟამადაც მოვიხმარ.

 

BIODERMA

1970 წელს დაფუძნებული ფრანგული დერმატო-კოსმეტიკური კომპანია-ლაბორატორია BIODERMA  სულ ახლა ხანს გამოჩნდა PSP-ს აფთიაქების ქსელში.  კარგი შამპუნის ძიების მორიგ რთულ და ხანგრძლივ ეტაპზე გადავწყვიტე მომესინჯა BIODERMA-ს შამპუნი ცხიმიანობისკენ მიდრეკილი თმისთვის და არც წამიგია. ეს შამპუნი, გარდა იმისა, რომ თავისი სხვა კოლეგებისგან განსხვავებით უფრო მეტ ხანს უნარჩუნებს თმას სისუფთავეს და ბზინვას,  ხანგრძლივ მოცულობასაც ანიჭებს, რაც ჩემთვის საკმაო საზრუნავს წარმოადგენს ჩემი თხელი და სრიალა თმის პირობებში. მიუხედავად იმისა, რომ ერთი და იგივე შამპუნის დიდ ხანს მოხმარება რეკომენდებული არ არის, „ბიოდერმას“ შემთხვევაში გამონაკლისი დავუშვი და პირველ ფლაკონს ზედიზედ მეორეც მივაყოლე გამოსაყენებლად. შამპუნის ფასი 32 ლარია და თუ ყოველი თვის დასაწყისში PSP-ს აქციას ჩაუდარაჯდებით, მნიშვნელოვანი ფასდაკლებითაც შეძლებთ შეძენას.

  1. მეორე პროდუქტი, რომელიც უკვე დროში გამოიცადა და ფაქტიურად ჩემი სააბაზანოს უცვლელ მეგობრად იქცა VICHY-ს შამპუნია ცხიმიანობისკენ მიდრეკილი თმისათვის.

VICHY

ეს შამპუნი ჩემი ერთადერთი დასაყრდენი და must have-ია მაშინ, როცა ახალი კარგი შამპუნის მოძიების ყველანაირი იმედი მაქვს გადაწურული.  ახლაც, „ბიოდერმასგან“ თმის დასვენების პერიოდში VICHY-ს მივმართავ და ზუსტად ვიცი, რომ იმედს არც ახლა გამიცრუებს. ამ შამპუნის ერთადერთი პატარა ნაკლი მხოლოდ ისაა, რომ თმის მოცულობას არც თუ ისე სწყალობს და მხოლოდ კანის და თმის ძირების მოვლაზეა ფოკუსირებული.  „ვიშის“ შამპუნს „ავერსის“ გარდა ყველა აფთიაქში შეიძენთ და მისი ფასი 26-28 ლარში მერყეობს.

3. მესამე არაჩვეულებრივი შამპუნი – იტალიური Bioclin ცხიმიანი თმისათვის, რომელიც მხოლოდ GEA-ს, იგივე „ფარმაგიდის“ აფთიაქებშია წარმოდგენილი.

BIO

ეს შამპუნი, ყველა კრიტერიუმის მიხედვით მართლაც საუკეთესო არჩევანია. ასეთივე საქებარი სიტყვები შემიძლია მივუძღვნა ამავე ბრენდის ბალზამსა და თმის ნიღაბს – ორ საუკეთესო პროდუქტს თმის ბოლოების გასაჯანსაღებლად, დასარბილებლად და აღსადგენად. Bioclin-ის შამპუნის გამოყენება წლების წინ ჩემმა დერმატოლოგმა მირჩია, რითაც უზომოდ კმაყოფილი ვიყავი და მის რაიმე სხვა საშუალებით ჩანაცვლებას არც ვიფიქრებდი, რომ არა ერთი ფაქტორი: ძალიან მომბეზრდა „ფარმაგიდის“ ფარმაცევტების არაპროფესიონალიზმი და ხშირად არაადეკვატურობამდე დასული სერვისი. არასაკმარისი მოწოდების გამო, როგორც წესი, მიწევდა აფთიაქის სხვადასხვა ფილიალებში პროდუქტის მოძებნა და ქალაქში ბევრი სიარული, რადგან ფარმაცევტებთან სატელეფონო საუბრით, გაგიკვირდებათ და ვერაფრით ვარკვევდი კონკრეტულად სად შეიძლებოდა შემეძინა. ბოლოს, ყელში რომ ამომივიდა, ჯანდაბაში გავუშვი „ფარმა გიდი“ თავისი Bioclin-ით და მხოლოდ ხანდახან, როცა კარგ ხასიათზე ვარ და გამახსენდება, მივდივარ და თავიდან ვიშლი  ნერვებს, რომ მერე ისევ ერთი ან ორი წლით დავემშვიდობო.

4. “FRAMESI”, რომელიც ექსკლუზიურად „ნატალის“ სილამაზის ცენტრში იყიდება, ასევე მშვენიერი არჩევანია ჩემი ტიპის თმისათვის. ის, რაც ამ შამპუნს ზემოთ ჩამოთვლილებისგან გამოარჩევს არის თმის ხარისხის განსაკუთრებით დახვეწა და გაუმჯობესება მისი მოხმარების შემდეგ. „ფრამეზის“ შამპუნებს „ნატალიში“, თუ სწორად მახსოვს, 40 ლარის ფარგლებში შეიძენთ.

framesi-hair-treatment-line-oil-hair-shampoo

5. RENE FURTERER შამპუნი ცხიმიანი თმისათვის, არაჩვეულებრივი ფრანგული ლაბორატორიის პროდუქტი, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოში აღარ არის წარმოდგენილი და ბოლოს მეც საზღვარგარეთ მომიხდა მისი შეძენა. ვისაც ცხიმიანობისკენ მიდრეკილი თმა გაქვთ და ევროპაში გამგზავრებას აპირებთ, აუცილებლად გირჩევთ შეიძინოთ ეს შამპუნი, რომელიც, თუ ზუსტად მახსოვს, 13 ევრო ღირს.

rene_furterer_curbicia_shampoo

იგივეს ვერ ვიტყვი მის ბალზამზე, რომლითაც არც თუ ისე კმაყოფილი დავრჩი.

6. ბოლოს მინდა შედარებთ ბიუჯეტურ შამპუნზეც ვთქვა ორიოდ სიტყვა. იმ შემთხვევაში თუ ვერ ახერხებთ ზემოთ ჩამოთვლილი შამპუნების ყიდვას, სიამოვნებით გავუწევ რეკომენდაციას არაჩვეულებრივი, საყვარელი ბრენდის Yves Rocher-ს შამპუნს ცხიმიანი თმისათვის, რომელიც სულ რაღაც 9 ლარი ღირს. მართლაც შესანიშნავია შამპუნია, მით უფრო, მის ფასსაც თუ გავითვალისწინებთ.

Yves Rocher Purifying Shampoo

 

მოდით, აქვე ჩამოვთვლი იმ რამდენიმე ბრენდის შამპუნებს, რომლებმაც მწარედ გამიცრუეს იმედები. ესენია: GUAM, PHYTO, KEUNE და L’oreal Professionnel. ამ ძვირფასმა შამპუნებმა 25-35 ლარის ბიუჯეტით ნამდვილად ძალიან დამწყვიტეს გული, რადგან ბოდიში მომითხოვია „ჰედ ენ შოულდერსთან“ და მასზე უკეთესები ნამდვილად საერთოდ არაფრით იყვნენ.

მოკლედ, ძვირფასებო, ძალიან გამიხარდება, თუ ჩემი პირადი გამოცდილება და რეკომენდაციები  ვინმესთვის მაინც  სასარგებლო აღმოჩნდება. კიდევ რამდენიმე რჩევას დავამატებ და ამით მოვრჩები.

  • შეეცადეთ, ყოველი წასმის შემდეგ შამპუნი  თმაში 2-3 წთ-ს განმავლობაში გაიჩეროთ, რომ მისი შემადგენელი კომპონენტებით კარგად გაჯერდეს თმა და კანი და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით.
  • თმის ბალზამი ან ნიღაბი შეიზილეთ ყოველთვის მხოლოდ ე.წ. „თმის კუდზე“ – თმის ნაწილზე, რომელიც კისრის ქვემოთ რჩება და არასდროს მიაკაროთ ის სკალპს, რადგან მათი კანზე მოხვედრა თმის ძირების დაბინძურებას და კანის არასასურველ ცხიმიანობას გამოიწვევს.
  • ნუ მოიკიდებთ თმაზე ხელებს თუ ამის საჭიროება არ არის, ნუ აწვალებთ თმის ძირებსა და კანს, რადგან ეს თმის დასვრის პროცესს დააჩქარებს.
  • შეეცადეთ თავის დაბანის შემდეგ კარგად შეიშროთ თმა პირსახოცით ისე, რომ საშრობის გამოყენება მინიმალურ დონემდე დაიყვანოთ.
  • და ბოლოს, დაიბანეთ თმა იმ სიხშირით, რამდენჯერაც დასაბანია. ნუ დაუჯერებთ სხვების  „ჭეშმარიტ“ შეგონებებს იმის შესახებ, რომ თმა  მხოლოდ ყოველ მესამე ან მეოთხე დღეს უნდა დაიბანოთ.  მე  პირადად თმას ყოველ დღე ან ყოველ მეორე დღეს ვიბან. ვერ ვიტყვი, რომ ეს პროცესი, განსაკუთრებით ზამთარში, ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ საპირისპირო ქმედებით გამოწვეულ ნებისმიერ შესაძლო  მოცემულობას და შედეგს ნამდვილად ბევრად მირჩევნია.

წარმატებებს და ლამაზ თმას გისურვებთ 🙂

Advertisements
This entry was posted in a little of me.., მოდა და სილამაზე and tagged , , , , . Bookmark the permalink.

21 Responses to შამპუნები ცხიმიანობისკენ მიდრეკილი თმისთვის

  1. qeti says:

    ნამდვილად სასარგებლო პორტია,VICHY – ს შამპუნით მეც კმაყოფილი ვარ.

  2. ცხიმიანი თმისთვის იდეალური საშუალებაა

    http://www.framesirus.ru/products/431.html

  3. Tinita says:

    მე უფრო მშრალი თმა მაქვს, თუმცა შენი რჩევები ნამდვილად გამოსადეგია.

    ბიოდერმას სხვა პროდუქტები მიხმარია და სასწაულია. ძალიან მომწონს.

  4. ketimurato says:

    თაკო, ძალიან კარგი ბლოგი გაქვს ჩემო კარგო, თუ ვინმეს რჩევას გავითვალისწინებ ამ საკითხში, შენსას აუცილებლად. მოკლედ, ერთადერთი პრობლემა, რაც მაქვს, ესაა თმის ცვენა. არაფერი შველის! რაც გაცვენილია, ის ნაწილი ისე ნელა იზრდება, რომ საგრძნობლად შეთხელდა ერთ დროს უზომოდ ხშირი თმა. მოკლედ, განვიცდი, ვიჭრი და ვიჭრი მოკლედ, მაგრამ ამითაც დავიღალე. იქნებ მირჩიო რაიმე კარგი შამპუნი ნორმალური ტიპის კანისათვის, ზრდაშიც რომ დაეხმაროს, თმის ძირებიც გაამაგროს და რაც მთავარია, ქერტლი არ გააჩინოს. უმეტეს შემთხვევაში, ერთ პრობლემას რაც მიგვარებს, მეორეს მიჩენს ხოლმე….

    • ქეთი,
      დიდი მადლობა ნდობისათის 🙂
      შენს პრობლემას რაც შეეხება, მეც მქონდა თმის ცვენა ადრე, ძალიან გამოხატული ფორმით. როგორც მაშინ ამიხსნეს, თმის ცვენა ხანდახან დაკავშირებულია ცხიმიან კანთან და შეიძლება სწორედ ამ პრობლემით იყოს გამოწვეული, ამიტომ გავაძლიერე თმის მოვლა ჩემი თმის და კანის ტიპის მიხედვით. მხოლოდ ამის შემდეგ ვიყიდე თმის ცვენისთვის განკუთვნილი შამპუნი. მე გირჩევდი ისევ RENE FURTERER-ის შამპუნს თმის ცვენისათვის. ქართულ ბაზარზე რაცაა წარმოდგენილია, უფრო VICHY და NUTRICAP (ჯიპისის აფთიაქში). ორივე ბრენდს აქვს ასევე კაპსულები თმის ცვენის სამკურნალოდ, რომელსაც კანში შეიზელ და გარკვეული დროის შემდეგ ჩამოიბან ამავე ბრენდის სპეციალური შამპუნით. კიდევ ერთი რჩევა, რაც შემიძლია მოგცე – აუცილებლად მიიღე ვიტამინი A. გარეგანი ჩარევა აუცილებელია, მაგრამ პრობლემას სჯობს საფუძვლიანად მიხედო. შეგიძლია იყიდო “აევიტი” ნებისმიერ აფთიაქში, უიაფესია და მიიღო ერთ აბი დღეში, ერთი თვე. ძალიან კარგი საშუალებაა VIADERM” – შედარებით ახალი პრეპარატი https://takosblog.com/2015/05/13/123-24/ აქვე ხაზს გავუსვამ, რომ მე რა თქმა უნდა დილეტანტი და არაპროფესიონალი ვარ და ჩემს რჩევებს დერმატოლოგთან კონსულტაციის გავლა ბევრად სჯობს 🙂 თუმცა, ყველაფერი რაც ზემოთ გირჩიე ჩემი პირადი გამოცდილებიდანაა, მათ შორის “აევიტიც”, რომელიც თავის დროზე დერმატოლოგმა დამინიშნა და რომელსაც ამჟამად მეც ვსვამ, ზამთრის პერიოდში თმის, ფრჩხილების, კანის გასაჯანსაღებლად.

  5. Lord Vader says:

    Yves Rocher-ს როგორც ბრენდს ჩემგან ბოიკოტი აქვს… არადა დრო იყო პოსტის მიძღვნასაც ვაპირებდი.

  6. Lord Vader says:

    პოლიტიკური მიზეზით 🙂 თორემ ავთერშეივის ხაზი კარგი აქვთ,

  7. ქეთი,
    მიხარია, რომ ჩვენი აზრები ემთხვევა 🙂

    თინა,
    ნეტავ იცოდე, როგორ მშურს შენი მშრალი თმის 🙂

    ლორდ,
    რა დაგიშავა ივ როშემ? მოყევი ერთი თუ არ დაგეზარება, pls..

  8. Lord Vader says:

    ახლა ნახე 🙂 ე ვიტამინის დღიური ნორმა არის ერთი კოვზი ზეთი. ზამთარია თუ ზაფხულია, პრაქტიკულად ნაკლებწარმოსადგენია, რომ არ იღებდე საკმარის ე ვიტამინს ბუნებრივად 🙂
    რაც შეეხება ა-ს მისი ბუნებრივი წყაროა სტაფილო. ასე რომ მარტივია ეგეც.
    ზოგადად მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებითაც კი არ არის პრობლემა. და შენ მიტუმეტეს ა-ს ნაკლებობა არ გექნება 🙂 გადახედე შკალას რა პროდუქტი შეიცავს ა ვიტამინს და შემდეგ შენს მენიუს და მარტივი არითმეტიკით დათვლი, რომ სავარაუდოდ არც ეგ ვიტამინი გაკლია. 🙂
    ასე რომ ტყუილად იჭყიპები აევიტით. მე მაპატიე ❤

    ივ როშე კიდე ცუდ ამბებში გაეხვა რუსეთში და იმიტომ.

    • Tinita says:

      მაინც მიყვარს ივროშე

      მთელი ევროპა ეტენება რუსეთს და ყველა უნდა შეგვძულდეს?

      • Lord Vader says:

        შეტენვა არაა მხოლოდ. ძაან ამორალური რამე იკისრეს მაგათ. ჰოდა ПНХ. ლორეალზე გადავედი 🙂

  9. არ ვიჭყიპები ტყუილად. ჩემი ყოველდღიური რეჟიმიდან გამომდინარე სრულიადაც ვერ ვიკვებები ასე სრულფასოვნად. ახლა კიდევ სტაფილო და ზეთის წვეთები რომ ვთვალო სათითაოდ როდის რამდენი მივიღე, ნამდვილად ნევროზს ავიკიდებ. უფრო მარტივია ერთი კაფსულის პირში გაუჩნარება და ბევრი წყლის მიყოლება.
    ნეტავ რა ქნა ამისთანა ივ როშემ. უნდა დავგუგლო ერთი, რაღაი შენ ვერ გათქმევინე 🙂

    • Lord Vader says:

      რა იყო, მაინცდამაინც ჯანმრთელი გინდა მოკვდე? 🙂
      სტაფილოთი ვერ მიიღებ მარტო. კაროტინის შეთვისება უფრო ძნელად ხდება, ვიდრე რეტინოლის. მაგრამ ვინც ვეგანი არაა, მისთვის არაა პრობლემა.

      ლონგ სთორი. დაგუგლე მართლაც ჯობია 🙂 თუარად აგერ აქ ვინც მიპლიუსებს იმათ იციან როგორც ჩანს და დაწერონ 🙂

  10. annakhuntsi says:

    წლების განმავლობაში ვიყენებდი ვიშის, თუმცა, ბოლო დროს საერთოდ აღარ მშველოდა, ძალიან ცხიმიანი თმა მაქვს. სიბერიკას შამპუნი და ბალზამი არის მშვენიერი თმის მოვლის საშუალება ძალიან ცხიმიანი თმისთვის, უბრუნებს ბძინვარებას, ფერს, სირბილეს, აღადგენს ბოლოებს, ანიჭებს მოცულობას ❤

    • შეიძლება იმიტომ აღარ გშველოდათ, რომ თმა მიეჩვია. სწორედ ამიტომ არის საჭირო შამპუნების ცვლა, ერთი ფლაკონი რომ გათავდება, ვცდილობ, სხვა შევიძინო და ასე ვაბრუნო წრეზე მათი გამოყენება. სიბერიკა გამომიცდია და მე პირადად არ ვარ დიდად კმაყოფილი, თუმცა, ყველაფერი ინდივიდუალურია. კარგია, რომ იპოვეთ თქვენი შამპუნი და ბალზამი 🙂

  11. ლაშა says:

    ეს შამპუნები მხოლოდ ქალებისთვის არის თუ კაცებისთვისაც?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s