სილამაზის აბები „ვიადერმისგან“

10426225_1637880596435139_4462781910242385187_nამ პოსტში  ჩემს ერთ ბოლო დროინდელ ძალიან სასარგებლო და საინტერესო აღმოჩენაზე უნდა მოგიყვეთ. პროდუქტზე, რომელიც იმისათვის მოევლინა ამ ათასგვარი სტრესით, გამონაბოლქვით თუ სხვა არაჯანსაღი გარემოებებით აღსავსე ქვეყნიერებას, რომ ჩვენ – ადამიანებს ხანგრძლივი ახალგაზრდობა და სილამაზე გვაჩუქოს. გინახავთ ძველი ჰოლივუდური ფილმი “Death Becomes Her”, სადაც მერილ სტრიპის გადარეული გმირი ერთ სცენაში ჯადოსნურ ელექსირს შესვამს და წუთებში იბრუნებს სილამაზეს და ახალგაზრდობას.? რამდენჯერ მიფიქრია, ნეტავ მართლა არსებობდეს რამე მსგავსი მაინც–მეთქი.. დიდი სიამოვნებით მინდა გესაუბროთ ჩეხური წარმოშობის ერთ-ერთ უახლეს ნუტრიკოსმეტიკურ პრეპარატზე – „ვიადერმი“ (VIADERM), რომლის კაფსულები რა თქმა უნდა მომენტალურად არ გვაძლევს იმ შედეგს, რომელიც ჰოლივუდელმა სცენარისტმა წამებში ჩამოარაკრაკა, თუმცა,   ჩვენი დროის ფარმაცევტული სამყაროს უნიკალურ პროდუქტად თამამად შეიძლება ჩავთვალოთ. თქვენი არ ვიცი და ჩემთვის ადამიანის მოვლილობის, სილამაზის ხარისხი კანიდან იწყება, ფაფუკი, მბრინავი თმით გრძელდება და ჯანმრთელი ფრჩხილებით სრულდება. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ერთი ნახვით შემიყვარდა პროდუქტი, რომელიც სილამაზის სრულ ბუკეტს გვჩუქნის. მას შემდეგ, რაც ქართულ ბაზარზე „ვიადერმის“ შემობრძანების შესახებ გავიგე,  მე -ყველაფრის მიმართ უნდობი და ეჭვიანი, სასწრაფოდ  დავტრიალდი და საფუძვლიანად გადავქექე ინტერნეტი. ძალიან მაინტერესებდა პრეპარატის შემადგენლობა, დოზირება, მიღების წესი და თანმდევი ეფექტები. აღმოჩნდა, რომ „ვიადერმის“ თითოეული კაფსულა კანის, თმისა და ფრჩხილების სილამაზისათვის ყველაზე აუცილებელი კომპონენტებითაა დაკომპლექტებული. ეს ყველაფერი კიდევ უფრო დაწვრილებით და საფუძვლიანად აგვიხსნა კომპანია „WALMARK“ -ის წარმომადგენელმა „ვიადერმის“ პრეზენტაციაზე, რომელსაც არ დაეზარა და ბოლომდე უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს. 10847644_1647034185519780_1187491955545820695_o (2)11035571_1647034832186382_4099185517736354068_o (2) მაშ ასე, „ვიადერმის“ სილამაზის აბები მოიცავს: ფურისულას ზეთს, კოენზიმი Q10, სილიციუმს, ნიკოტინის მჟავას და თუთიას,  სპილენძს, ვიტამინებს A და E – ეს ელემენტები ხელს უწყობენ ელასტინისა და კოლაგენის გამომუშავებას, ებრძვიან ნაოჭების გაჩენის საძაგელ პროცესს, იცავენ კანს გამოშრობისგან, ატენიანებენ მას და აფერხებენ თმის ცვენას. პრეპარატის   ყველაზე გემრიელი კომპონენტი ბოლოსთვის შემოვინახე – ჰიალურონის მჟავა, რომელიც კანის სიმკვრივესა და ელასტიურობას განაპირობებს.  ალბათ ყველამ ვიცით, რომ 25 წლის შემდეგ ჩვენს კანში  არსებული ჰიალურონის მჟავის გამომუშავება ქვეითდება და შედეგიც თანდათანობით თავს იჩენს – კანი კარგავს სიმკვრივესა და ელასტიურობას, ჩნდება ნაოჭები, იცვლება სახის ფერი. ასეთი მოვლენების თავიდან აცილების ერთ-ერთი ძალიან პოპულარული საშუალება თანამედროვე ესთეტიკულ მედიცინაში ჰიალურონის მჟავას პრეპარატების  კანქვეშა ინექციებია. „ვიადერმი“ კი იძლევა საშუალებას, რომ  არა ადგილობრივად და მხოლოდ გარკვეულ უბნებზე, არამედ სხეულის სიღრმიდან, ძირისძირობით მოვუაროთ პრობლემას და საფუძვლიანად მივაწოდოთ ჩვენს კანს როგორც ეს ძალიან სასარგებლო ელემენტი, ასევე, დამატებით სხვა  მინერალები და ვიტამინები. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, „ვიადერმის“ კანის მოვლის ხაზი სახის კრემებსაც მოიცავს, რომლის მოსინჯვასაც უახლოეს მომავალში აუცილებლად ვაპირებ, მანამდე კი ამ ჯადოსნური ვერცხლისფერი აბებით ვინებივრებ თავს.. და ბოლოს, შეუძლებელია არ დაეთანხმო: 10532461_1645330532356812_8465892913115029820_n

Advertisements
This entry was posted in მოდა და სილამაზე and tagged , , . Bookmark the permalink.

7 Responses to სილამაზის აბები „ვიადერმისგან“

  1. qeti says:

    თაკო სად იყიდება ეს აბები?

  2. Tinita says:

    კოენზა Q L ჩემმა ექიმმა დამინიშნა, 2-თვიანი კურსი. რა ჭკვიანია, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. 🙂 ძალიან სასარგებლოა მართლაც.

    შენი შარვალი ძალიან მომწონს! 🙂

  3. KHATUNA says:

    ვიადერმი ვიყიდე და აფთიაქში მითხრეს დღეში ერთხელ უნდაო მაგრამ, ანოტაციასი წერია დგეში ორჯერ და როგორ მოვიქცე.

    • ხათუნა,

      მე რამდენადაც ვიცი, პროფილაქტიკისათვის მიზანშეწონილია დღეში ერთი კაფსულა, მეც ასე ვიღებდი.
      ანოტაციაში მიითებულია ალბათ მაქსიმალური დოზა.

  4. მარი says:

    მართლაც რომ უმაგრესია ,საკუთარ თავზე გამოვცადე 👍

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s