კიდევ ერთი დღე “ნატალიში”

გამარჯობა, ჩემო ძალიან ძვირფასებო და მონატრებულებო 🙂

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ ვუბრუნდები ჩემს ბლოგს და იმედია, ასეთი ხანგრძლივი ვადით აღარასდროს მივატოვებ. მადლობა თქვენ ყველას, ვისაც ჩემი გაზარმაცებული ბლოგი არ დაგავიწყდათ და  მაინც შემოიხედებოდით ხოლმე ❤

ახლა კი დღევანდელი პოსტის თემა, რომელიც, უკაცრავად ძვირფასო მამაკაცებო, მაგრამ უფრო ქალებისთვისაა განკუთვნილი და კიდევ გია სურამელაშვილისთვის, თავისთავად.

imagesბლოგის ახალ სუნთქვას მოდით ჩემი ერთ-ერთი საყვარელი თემით გავხსნი – სილამაზე და თავის მოვლა.

ამჯერად გესაუბრებით გაგიკვირდებათ და ..“ნატალიზე“.

ისევ გაგიკვირდებათ და.. კარგ რამეებს ვიტყვი 😉 კი, ვისაც ჩემი ძველი და ერთ-ერთი ყვეელაზე პილპილმოყრილი ცხარე პოსტი გახსოვთ ამ სალონზე                                                                  ერთი დღე ნატალიში,   აუცილებლად გაგიკვირდებათ.

თუმცა, მე მაქვს მოკრძალებული პრეტენზია, რომ მეტ-ნაკლებად სამართლიანი ადამიანი ვარ, ჰოდა, სადაც ცუდს ვიტყვი, დამსახურებულ კარგსაც აუცილებლად დავწერ, მით უმეტეს, რომ კარგის თქმა გაცილებით უფრო სასიამოვნოა 🙂

მოკლედ, როგორც კი ჩემი დაქალი თაა (taa.ge) „ახალი ნათებიდან“ „ნატალიში“ გადაბარგდა სამუშაოდ – პიარის და მარკეტინგის მენეჯერად, მაშინვე მიგრძნო გულმა, რომ “ნატალისთან” ურთიერთობა უნდა დამელაგებინა. ხომ გახსოვთ ძველი ანდაზა – „რაც უხეირო სტილისტს დაუნგრევია, კარგ პიარს უშენებიაო“. ჰოდა, ჩემმა ძვირფასმა თაამ დაიწყო და ნელ-ნელა შემომაპარა თავისი პოზიტივები. ჯერ იყო და „ნატალის“ ექსკლუზიური პროდუქტის – Framesi-ს სასწაულებრივი შამპუნი და თმის ნიღაბი მაჩუქა დაბადების დღეზე. ზუსტად 2 გამოყენებაში ჩემი თმა გახდა საოცრად მბზინავი, კიდევ უფრო სრიალა, ფაფუკი, მოკლედ ხარისხის ყველა ნიშანი სახეზე იყო და არის, უფრო სწორად თმაზე. ყველა, ვინც შენიშნა, მეკითხებოდა, რას მოიხმარ ამისთანას, ჩვენც გვითხარიო.

შემდეგი ეტაპი იყო ნიუსი თათასგან, რომ „ნატალიმ“ უახლესი ლაზერული ეპილაციის აპარატი შემოიტანა თავის ანტი-ეიჯ (ANTI-AGE CLINIC) კლინკაში, რომელიც  ძალიან მირჩია, მე რა თქმა უნდა დავუჯერე და არც მინანია. შოკისმომგვრელი შედეგი მივიღე, მიუხედავად იმისა, რომ სულ ერთხელ, ვიმეორებ ერთად-ერთხელ გავიკეთე პროცედურა, დაახლოებით 1 თვის წინ, მივიღე შედეგი, რომლის მსგავსიც არსად მიმიღია, ჩემს საყვარელ  „ტოტალ შარმშიც“ კი. დღეს მეორე პროცედურაზე მივდივარ და საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, მესამე სეანსი შეიძლება აღარც დამჭირდეს.

მესამე „შემოტევა“ თათასგან იყო ჩემი დაპატიჟება „ნატალის“ ანტი-ეიჯ კლინიკის ღია კარის დღეზე. თემა – სახის კანის მოვლა სახლის პირობებში,  „ნატალის“ კიდევ ერთი ექსკლუზიური პროდუქტის GERMAINE DE CAPUCCINI-ს გამოყენებით. გუშინ მე და ჩემი მეგობარი ნინო წიკლაური სიამოვნებით ვეწვიეთ კლინიკას, სადაც ჩვენთვის უკვე გაემზადებინათ სპეციალური კოხტა მაგიდა, სარკეები და ლამაზი მწვანე ჩაჩები. პროგრამას უძღვებოდა „ნატალის“ კოსმეტოლოგი ხათუნა, რომელმაც საგულდაგულოდ აგვიხსნა თავის მოვლის  5-საფეხურიანი პროცედურა და ამომწურავად უპასუხა ჩვენს (უფრო სწორი იქნება რომ ვთქვა – ჩემს) უამრავ მომაბეზრებელ და ჩა-მკითხავ (გამარჯობა ბატონო ბიძინა)  კითხვას.

 მაშ ასე, ხათუნას რჩევით:

  1. ვიწყებთ დემაკიაჟით, ჟერმენის ლოსიონის გამოყენებით.

2

6

9

5

11

2. მეორე ეტაპი არის სახის მსუბუქი პილინგი. იმისათვის, რომ სახის კანს მოვაშოროთ ზედმეტი ჭუჭყი, რომელსაც საკმაოდ უხვად ისრუტავს ჩვენი დაბინძურებული გარემოსგან, სასურველია სახის კანის ყოველდღიური მსუბუქი პილინგი ასევე ჟერმენის ექსფოლიატორით. ცხიმიანი, კომბინირებული და პრობლემური კანის შემთხვევაში სკრაბს ავურევთ ლოსიონში, რომ გავხადოთ კიდევ უფრო რბილი და ნაზი და ასეთი სახით შევიზელთ მთლიან სახეზე, ყველგან, თვალების გარდა. 2 წუთიანი დამასაჟების შემდეგ ჩამოვიბანთ წყლით.

ვამპირის გოგოები

18ჩემი და “ნატალის” მომრიგებელი მოსამართლე – ხალისობს

19

თაა და ნინი – ლაზერული ეპილაციის სპეცილისტი, უკარგესი და უსაყვარლესი გოგო

21

3. მესამე ეტაპია თვალების გარშემო კანის დატენიანება სპეციალური შრატით. სიახლე ამ ეტაპზე იყო ის, რომ ხათომ შრატი არა თვალის ქუთუთოებზე, არამედ წარბის ზემოთ და ქუთუთოსა და ლოყას შორის არეზე წაგვისვა და აგვიხსნა, რომ იმისათვის რომ ნაოჭებს ვებრძოლოთ, სწორედ ამ მიდამოებში უნდა წავისვათ კრემი და არა უშუალოდ ქუთუთოებზე, როგორც ამას ვაკეთებდით აქამდე.

294. შემდეგი ეტაპი დაეთმო ჯერ კიდევ ნოტიო კანის დატენიანებას ჟერმენის დამატენიანებელი კრემით, რომელიც ამ ბრენდს აბსოლუტურად ყველა ტიპის კანისთვის აქვს წარმოდგენილი. საჭიროა, დამატენიანებელი 2 წუთის განმავლობაში მასაჟისებური მოძრაობით შევიზილოთ არა მხოლოდ სახის, არამედ ყელის კანზეც. გახსოვდეთ ძვირფასო ქალებო, ყელისა და ხელების კანი ყველაზე კარგად გასცემს ჩვენს ასაკს.

165. დამამთავრებელი ეტაპი იყო BB კრემის წასმა მთლიან სახეზე, რომელმაც ჩვენს სახეს დასრულებული, შეკრული და ჯანსაღი ფერი და მიმზიდველობა მიანიჭა. ხათუნამ ძალიან გვთხოვა, მოვერიდოთ მძიმე ტონალურ კრემებს და გადავიდეთ BB-ზე, რათა ჩვენმა კანმა სუნთქვა შეძლოს და ზედმეტად არ გადაიტვირთოს.

ასე დასრულდა ჩვენი ღია კარის დღე „ნატალიში“. სიმართლე გითხრათ, იმდენად მომეწონა პროცედურაც და კოსმეტოლოგიც, რომ ვაპირებ უახლოეს დღეებში შევიარო და კანის ღრმა წმენდა მოვსინჯო ხათუნასთან, რადგან ბოლოს LOTUS-ის კოსმეტოლოგმა გოგომ საოცრად დამიზიანა კანი და აშკარად სასწრაფო ჩარევას საჭიროებს. როგორც გამოვიკვლიე, პროფესიით ექიმ ხათუნას უკრაინაში შეუსწავლია კოსმეტოლოგია და აქვს იქ მუშაობის საკმაო გამოცდილება, ამის შემდეგ გავლილი აქვს მომზადება თავად GERMAINE DE CAPUCCINI-ს კოსმეტიკურ სალონში ესპანეთში, ვფიქრობ ხათუნას პროფესიონალიზმი ჩემს  ნდობას  იმსახურებს.

ვნახოთ, ვნახოთ, შემდეგ შთაბეჭდილებებსაც გაგიზიარებთ..

ჰოდა აი ასე.. ახლა ვფიქრობ, ერთ 3-4 წელიწადში შეიძლება „ნატალის“ სტილისტებამდეც კი მივბედო. რა ვიცი, თურმე ყველაფერი ხდება.. 😉

 

Advertisements
This entry was posted in a little of me.., მოდა და სილამაზე and tagged , , , , . Bookmark the permalink.

14 Responses to კიდევ ერთი დღე “ნატალიში”

  1. ირაკლი says:

    ფრაზაზე “ვამპირის გოგოები” ლიცენზია გაქვს? 😉

  2. ჰოდა აი ასე.. ახლა ვფიქრობ, ერთ 3-4 წელიწადში შეიძლება „ნატალის“ სტილისტებამდეც კი მივბედო. რა ვიცი, თურმე ყველაფერი ხდება.. 😉

    იქნებ ცოტა ადრე გავბედოთ :)))

  3. ირაკლი,
    ლიცენზიამ, მართლა ისე გავხარ, მე არ გჭირდებიო.

    თაა, შეიძლება მაგაზე ფიქრი 🙂 შენ ისეთი წარმატებით მიიწევ წინ რომ… :)))

  4. tami says:

    კარგი პიარ მენეჯერია თაა,დარწმუნებული ვარ ახლა აღარც უსამართლოდ გალოდინებენ და სულელური ვარცხნილობის გაკეთების შემთხვევაში, სრულიად უსასყიდლოდ დაგვარცხნიან თავიდან.

    სად დაიკარგე,ფბ გაუქმებული გაქვს.მოაკლდი სოციალურ ქსელებს.

  5. qeti says:

    თაკო როგორ გამიკვირდა ეს პოსტი :))) რას ვიფიქრებდი ნატალიზე თუ გული მოგიბრუნდებოდა ოდესმე, ყოჩაღ თათა :))

  6. Keti says:

    გამიხარდა შენი გამოჩენა, თაკო 🙂

    • qeti,
      აბა, ასეც ხდება. მართლა მაგარია თაა 🙂

      Keti,

      🙂 რა საყვარელი ხარ.
      რამდენი ადამიანი მომნატრებია შენი ჩათვლით, ახლა დავფიქრდი…

  7. Lord Vader says:

    ნატალის პირველ პოსტს თუ წაიკითხავს ადამიანი, ცხადი ხდება რომ თითო თათა თითო ქართულ კომპანიას სჭირდება. 🙂
    და რაკი ეს არარეალურია – თათას ჩემი რჩევა, დააფუძნოს საკონსულტაციო კომპანია და ასე ბევრ კომპანიას გაწვდება ერთდროულად.
    ნუ კიდევ მეორე ვარიანტიც მაქვს, უფრო კარგი – მარა ჯერ ადრეა. 35 წლის უნდა გახდეს ჯერ. 🙂

    • :))) ლორდ, აი რა ვქნა რომ გეთანხმები.
      თაა, აბა, დროა საქმეს შეუდგე ;))

      • Lord Vader says:

        ეგ რო 35 გახდება, მე კაკ-რაზ პენსიაზე გასვლის დრო მიწევს და საარჩევნო შტაბში ვიმუშავებ საზოგადოებრივ საწყიებზე 🙂

  8. Lord Vader says:

    მგონი, მესამედ მისვლა მოგიწევს :)) IYKWIM

  9. maka says:

    rogor davekontaqto avtors?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s