“Total Charm”-ის ტოტალური კომფორტი

headეს პოსტი მიეძღვნება ერთდროულად ძალიან სასარგებლო, საჭირო და სასიამოვნო თემას ქალის თუ მამაკაცის ცხოვრებაში. მოგიყვებით ადგილზე, სადაც ბოლო პერიოდში ზრუნავენ ჩემს გარეგნობაზე და განწყობის ამაღლებაზე, სადაც, სხვა მსგავსი პროფილის დაწესებულებებში ცოტა არ იყოს  შეფიქრიანებული ჩემი თვითშეფასება გადის დროულ რეაბილიტაციას და ვგრძნობ, რომ პროფესიონალების ხელში ვარ.

მოდით, ამ პოსტში გესაუბრებით თბილისის ერთ-ერთ პოპულარულ ესთეტიკურ მედიცინის ცენტრზე „ტოტალ შარმი“ („Total Charm“).

სანამ ვესტუმრებოდი, მანამდე დიდ ხანს მესმოდა ამ კლინიკის ქება, თუმცა მე – ქართულ მომსახურებაზე გულაცრუებულმა და ღრმად ეჭვშეპარულმა გარკვეულ ხანს არ მივაქციე ყურადღება. ესთეტიკური მედიცინა ხომ  ძალიან, ძალიან საპასუხისმგებლო თემაა, ამიტომაც, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვცდილობ, ყოველ ჯერზე წინასწარი საფუძვლიანი მოკვლევა ჩავატარო, ახლობელ-მეგობრებიც კარგად გამოვკითხო, შემდეგ ინტერნეტში გადავინაცვლო და ამის შემდეგ ვესტუმრო რომელიმე დაწესებულებას.

„ტოტალ შარმი“ ერთ-ერთი მრავალ-პროფილური ესთეტიკის ცენტრია საქართველოში. თბილისის ცენტრალური ფილიალი მდებარეობს მარჯვენა სანაპიროზე, დაახლოებით იუსტიციის სახლის პირდაპირ.პირველი სართული ქირურგიულ განყოფილებას უკავია. მეორე სართულზე ასვლისთანავე ჩემი პირველი შთაბეჭდილება  – ყურადღებიანი, ლამაზი ადმინისტრატორი გოგონები, რომელთაც ღიმილი სასწაულად უხდებათ 🙂 გარემო არის ხაზგასმით სუფთა და კრიალა, თანამშრომლები –  პოზიტიურები, ძალიან თავაზიანები, პაციენტების დასახმარებლად მომართულები.

კლინიკის გარე-ფასადი

IMG8871jpg_zpsb3e9ee74.jpg (640×426)

დერმატო-კოსმეტოლოგიის განყოფილება მეორე სართულზე.

IMG_8848_zpsf08c03da.jpg (640×427)

IMG_8850_zps074f7ea1.jpg (640×427)

„ტოტალ შარმს“ ლაზერული ეპილაციის პროცედურებისთვის მივაკითხე. ძალიან დიდ ხანს იყო ჩემი პრობლემა  თხელი უფერო თმა, ღინღლებს რომ ვეძახით, სახეზე – შუბლისა და თმის გასაყარ უბანზე. აღმოჩნდა, რომ ყველა თბილისური ესთეტიკური მედ-ცენტრის საკუთრებაში არის ან ისეთი ლაზერული აპარატები, რომლებიც ძირითადად მსხვილ და მუქ თმას აღიქვამს, ან ფოტო-ეპილაციის დანადგარები, ე.წ. ელოს აპარატი, რომელიც მეტ-ნაკლებად აქრობს ღია ნაზ თმას, მაგრამ სამაგიეროდ სიმსივნის გამოწვევის დიდ საშიშროებას ატარებს, ამ ვერაგი დაავადების შეძენას კი, დამეთანხმებით ალბათ, პუშკინისეული ბაკენ-ბარდებითა და ქილვაშებით სიარულიც კი სჯობს.

ამ ყველაფრის ფონზე, როგორც კი გავიგე, რომ „ტოტალ შარმმა“ სრულიად ახალი და აბსოლუტურად უვნებელი ფოტო-ეპილაციის აპარატი („VIORA“, TRIOS განათებით) ჩამოიტანა, რომლის ანალოგიც, რამდენადაც ვიცი,  დღეს დღეობით საქართველოში არ არის, მაშინვე გავქანდი. ეს აპარატურა გარდა იმისა, რომ აქრობს თმას, აუმჯობესებს კანის შემადგენლობასა და სტრუქტურას და რაც ძალიან მომწონს, ებრძვის გამონაყარს, ე.წ. აკნეს. დღეის მდგომარეობით ჩატარებული მაქვს  სულ 3 პროცედურა და ძალიან ბედნიერი ვარ, ეფექტს აშკარად ვხედავ.

ჩემი კოსმეტოლოგია დალი ხორავა  – საოცრად კომფორტული, უზომოდ ყურადღებიანი და მთლიანად პაციენტის ინტერესების და სურვილების გათვალისწინებაზე ორიენტირებული ადამიანი.  მუდმივად მოღუშული, სიტყვაძვირი და პაციენტის მალე მოშორებაში დახელოვნებული ქართველი მედიკების და კოსმეტოლოგების ფონზე ეს ადამიანი ნამდვილი საჩუქარია. მზადაა, მოისმინოს თუნდაც 100 შეკითხვა და თითოეულზე ბოლომდე ამომწურავი პასუხი გამცეს, გამიზიაროს სასარგებლო რჩევები, იფიქროს ძალიან ბევრი ჩემს პრობლემაზე და თითოეული ნიუანსის განხილვით გამოყოს გადაჭრის გზები. მქონდა შეხება ამ კლინიკის სხვა კოსმეტოლოგებთანაც – ნინო ნიშნიანიძესთან და უსიმპათიურეს ალბინა ქაჯაიასთან, რომლებიც ასევე ძალიან დადებითი და ყურადღებიანი ადამიანები არიან. მართლა არ მეგულება დღეს თბილისში სხვა მსგავსი დაწესებულება, სადაც პაციენტებთან მოპყრობის ხელოვნებას იმაზე უკეთესად ფლობენ ვიდრე აქ.

10318725_551481844970614_186073431_n_zpsfe4733ed.jpg (576×420)

ახლა თქვენს ყურადღებას იმ რამდენიმე პროცედურაზე გავამახვილებ, რომლებიც პირადად ჩემთვის ძალიან აქტუალურია. ლაზერულ და ფოტო ეპილაციაზე ბევრს აღარაფერს ვიტყვი, უბრალოდ ყველას გულწრფელად გირჩევთ – ქალსაც და მამაკაცსაც, ვისაც გაწუხებთ ჭარბთმიანობის პრობლემა, მიმართოთ ჩემს არაჩვეულებრივ კოსმეტოლოგს. დამავიწყდა მეთქვა, რომ დალიმ პროცედურის თანმდევი სტანდარტული ტკივილის საძაგელი დისკომფორტიც მომიხსნა რაღაც არაჩვეულებრივი ტკივილგამაყუჩებელი მალამოთი. გარდა ამისა, ლაზერის აპარატი, რომელიც ასევე უახლესია და ორიოდე თვის წინ მე ვიყავი  ერთ-ერთი, ვინც პირველმა ჩაიტარა მასზე პროცედურა, აღჭურვილია სუპერ-გამაგრილებელი ფუნქციით (ე.წ. მოყინვის მეთოდს რომ ეძახიან). აპარატის თავზე დატანებული პატარა მილაკიდან უხვად მოდის ცივი ჰაერის დიდი ნაკადი, რომელიც ტკივილს მომენტალურად ანეიტრალებს, შესაბამისად, ხელებზე პროცედურის ჩატარებისას იმპულსები რიგ ზონებში სულ ოდნავ, ან საერთოდ არ იყო შესამჩნევი. ასე ძალიან მარტივდება თმის მოშორება სხვა კიდევ უფრო მგრძნობიარე ზონებიდან (გამგები გამიგებს 😉 ).

ბოლო ვიზიტზე დალის ვთხოვე და ცოტა ვიფოტოსესიეთ.

IMG8887jpg_zps25364230.jpg (523×480)

IMG8908jpg_zps1efb78b5.jpg (640×426)

IMG8919jpg_zps65f5ac36.jpg (640×426)

მეორე და ჩემთვის ძალიან სანატრელი პროცედურა, რომელსაც უახლოეს მომავალში აუცილებლად ჩავიტარებ – უნემსო მეზოთერაპიაა. ეს არის ესთეტიკური  პროცედურა, რომლის მეშვეობითაც კანისთვის სასარგებლო ნივთიერებები – ვიტამინები, მინერალები და კომპლექსური ამინომჟავები მიეწოდება კანს, და რაც მთავარია უნემსოდ და ყოველგვარი ტკივილის გარეშე. წარმოგიდგენიათ?  ყველანი დავბერდებით, რა თქმა უნდა, მაგრამ ხომ შეიძლება, რომ ეს ძალიან არასასურველი პროცესი მაქსიმალურად გავწელოთ და შევაჩეროთ..  მეზოთერაპია უეფექტურესი საშუალებაა ნაოჭების წინააღმდეგ, ან მათი პროფილაქტიკისთვის, კანის გასაახალგაზრდავებლად და გასანებივრებლად, თუმცა ამ პროცესის ნემსით წარმართვა აქამდე ხელს  მიშლიდა მისით მესარგებლა, რადგან მძულს ყველანაირი ნემსი. ახლა კი ყველა გზა გახსნილი მაქვს 😉  რამდენადაც დალისგან ვიცი, პროცედურა გრძელდება დაახლოებით 30 წუთს და ოპტიმალური შედეგისთვის სასურველია გაკეთდეს 6-8 პროცედურა. თითოეულის ფასი  70 ლარია, უკვე მოვიკვლიე, რომ „ტოტალ შარმში“ ეს პროცედურა კეთდება VIORA-ს აპარატით INFUSION.

კიდევ ერთი ძალიან მაგარი თერაპიული მომსახურება, რომელიც ძალიან მხიბლავს და „მეძახის“ არის კარბოქსითერაპია – რომელიც აჯანსაღებს კანს, აცილებს მიმიკურ თუ სიბერის  ნაოჭებს, ცელულიტს, ამკვრივებს კანს.

კიდევ ძალიან ბევრი სასარგებლო მომსახურებაა ამ კლინიკაში, იმდენი, რომ წარმოდგენაც არ მქონდა ამდენი სახის უოპერაციო პროცედურა თუ არსებობდა ჩვენს გასალამაზებლად და გასაახალგაზრდავებლად. აქვე არ შეიძლება არ ვახსენო „ტოტალ შარმის“ საფირმო პროცედურა – სახის კანის აპტოს (Aptos) ძაფებით დაჭიმვა, რომელიც ამავე კლინიკის წამყვანი ქირურგის (სამწუხაროდ სახელი აღარ მახსოვს) საავტორო გამოგონებაა და ევროპაშიც დიდი გამოხმაურება ჰქონდა, თუ გახსოვთ რუსთავი 2-მაც საკმაოდ ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა ამ თემას P.S.-ში. თუმცა, პლასტიკური ქირურგია ჩემთვის ნადვილად არაა..

დაახლოებით ასეთია ჩემი პერიოდული გასეირნებები „ტოტალ შარმში“.

ვერ წარმოიდგენთ, როგორი სასიამოვნოა, როცა ზოგიერთი, თუნდაც თითზე ჩამოსათვლელი კომპანიები მაინც მაძლევენ საშუალებას და სტიმულს, რომ ქართულ მომსახურებაზე ხანდახან კარგიც დავწერო და დროებით მაინც გამოვიდე ჩვეული კრუელა დევილის ტყავიდან 😉

 

Advertisements
This entry was posted in მოდა და სილამაზე and tagged , , , , . Bookmark the permalink.

12 Responses to “Total Charm”-ის ტოტალური კომფორტი

  1. ალბინა მეც ძალიან მომწონს ❤

    დალისთან შემდეგი ვიზიტისას ჰკითხე თუ არ შეწუხდები კაპილარებს თუ აქრობენ
    შეძენილი კაპილარი მაქვს ცხვირზე, სავარაუდოდ რამე ვიწვალე და მაგის შედეგად
    და რომელ საათამდე მუშაობენ?

    • Dali says:

      თათა 10-18 სთ-მდე ვმუშაობთ.
      რაც შეეხება კაპილარებს არის მრავალი შესაძლო გამოსავალი. ერთ ერთი მათგანი -შემიძლია შემოგთავაზო კარბოქსითერაპიის პროცედურა ლოკალურად, რაც გააღიავებს და ნაკლებად შესამჩნევს გახდის არასასურველ, კანთან ძალიან ახლოს მდებარე კაპილარს.
      ზოგადად, უმჯობესია პირადი კონსულტაციის ჩატარება და შემდეგ გადაწყვეტილების მიღება 🙂

  2. qeti says:

    მეც ძალიან კმაყოფილი ვარ total charm ის.ნამდვილად სასიამოვნო გარემო და კარგი მომსახურეობა აქვთ.დალის ოქროს ხელები მეც გამოვცადე საკუთარ თავზე:)

  3. Anna says:

    თაკო რა კარგი პოსტია. ნამდვილად გამოვცდი. ისე დამაინტერსესა ყველაფერმაააა.

  4. Kate says:

    უი რა კარგი პოსტია და რა კარგია, რომ არსებობს კომპანია, რომელიც ნამდვილად ზრუნავს ადამიანის სილამაზეზე. ❤

  5. Lord Vader says:

    გამეჩითა პრობლემა, როცა ვორპრესზე დაშბორდიდან გადავდივარ პოსტზე და ლოგაუთს მიკეთებს :)))
    ჰოდა კი ვიპოვე რისი ბრალია. 🙂 აწი თუ მკითხავ, დაგეხმარები :))

  6. Lord Vader says:

    გამარჯობა

  7. ano says:

    სახეზე თმის პრობლემა არასდროს მქონია, მაგრამ რა,დენიმე ხნის წინ დავიწყე კრემის გამოყენება და მივხვდი, რომ თმა ამომიყვანა. ძალიან ვნერვიულობ, ყველაფერი გადავქექე ინტერნეტში ზოგი ცუდს წერ, ზოგი კარგს ეპილაციაზე. მოკლედ, ძალიან ავირიე, იქნებ რამე მირჩიო :/

    • ანო,

      ყველაზე ეფექტური დენით ეპილაციაა, რომელიც ვერაფერმა ჩაანაცვლა. უბრალოდ საკმაოდ მტკინეულია. თუ გაუძლებთ, გაიკეთეთ დენით, თუ არადა მაშინ ლაზერული ეპილაცია სინჯეთ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s