AVTANDIL

avtandil_logo_fbამ ადამიანზე, როგორც წესი, ბევრს  წერენ და ბევრსაც ლაპარაკობენ, ხან კარგს, ხან ცუდს, ზოგჯერ ცინიკურად ან კრიტიკულად და ხანაც აღფრთოვანებით. თუმცა, რაც არ უნდა ვთქვათ, ორი რამ ფაქტია: ეს ახალგაზრდა, მომხიბლავი კაცი ძალიან ნიჭიერი და ძალიან პოპულარულია.

1997-2000 წლებში სამკერვალო ფაბრიკა „იმერეთის“ დიზაინერი იყო, 2000 წელს კი ჩამოაყალიბა საკუთარი მოდის სახლი „ავთანდილი“, რომლის მთავარი დიზაინერი და დირექტორიც თავად გახლავთ.

„ავთანდილი“ აქტიურად  მონაწილეობს თბილის მოდის კვირეულებში, გარდა ამისა, არის ჩართული მილანის, კიევის, პრაღის, პარიზის, ალმა-ატას მოდის კვირეულებში, ასევე სხვა საზღვარგარეთულ სახელობით ჩვენებებსა და გამოფენებში. დიზაინერს ორი მაღაზია აქვს თბილისში – სათაო ოფისი და ძალიან ლამაზი მაღაზია-სალონი ლესელიძის ქუჩაზე და ბიუჯეტური  მაღაზია თბილისი მოლის მეორე სართულზე. გარდა ამისა, აქვს ბუტიკი კიევში, ოლგინსკაიას ქუჩაზე.

„ავთანდილი“ სუპერ-პოპულარულია უკრაინაში, ისე, რომ რამდენადაც ვიცი ჩვენებების შემდეგ გარდერობამდე ძლივს აღწევს პოდიუმზე გატანილი სამოსი, უკრაინული კლიენტურის მხრიდან მათზე უდიდესი მოთხოვნის გამო 🙂

რაც შეეხება ავთანდილის პოპულარობას საკუთარ ქვეყანაში, უნდა ვაღიაროთ, რომ ის დღეს-დღეობით ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული დიზაინერია საქართველოში, რაც ნამდვილად არ მიკვირს. ის ყველაზე კარგად იცნობს ქართველი ქალბატონების გემოვნებას, მათ საყვარელ ფერებსა თუ სილუეტებს, იმას, რაც არის ჩვენი განწყობის თუ გემოვნების ორგანული ნაწილი და უხდება როგორც ჩვენს გარეგნობას, ხასიათს, ასევე მშობლიურ ქალაქს, ჩვენს საზოგადოებას, ყოველდღიურ ცხოვრებისეულ ფუსფუსს.  ავთანდილი როგორც წესი, მეტ-ნაკლებად იზიარებს მსოფლიო მოდის ზოგად ტენდენციებს და რაც მთავარია, აუცილებლად ქმნის  თავის საკუთარ, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ და განსხვავებულ თრენდებს. მან კარგად იცის ქალის ტანის სილუეტი, სხეულის ფორმები, უყვარს ის და თავის საქმიანობას მთლიანად უძღვნის მის გალამაზებას.

ესეც თვითონ ავთანდილი. კარგი ფოტოა..

„ავთანდილის“ ქალი ხაზგასმით ქალურია, მსუბუქად სექსუალური, ოდნავ უკარება და  ჰაეროვანი, ხან აკადემიური და თავდაჭერილი, ირგებს 36 ზომა ტანსაცმელს, ძალიან მოვლილია, ღიმილიანი და ლამაზი. აი, ასეთი ქალების lookებს გვთავაზობს ეს დიზაინერი, მოდი და გაუძელით ცდუნებას, ჰოდა, მე ვერც ვუძლებ… ამ ადამიანის მიერ შექმნილ მოდელებში, მიუხედავად ფერების შეზღუდული რაოდენობისა (უმეტესად კლასიკურ თეთრს, შავს, წითელს და პასტელის ფერებს ანიჭებს უპირატესობას) არასდროსაა ზედმეტი აგრესია, უფერული მოწყენილობა ან თავგასული სექსუალურობა.

აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ავთოს, იმისათვის, რომ სპეციალურად საშუალო შემოსავლიანი ქართველებისთვის გააკეთა თბილისი-მოლის ბიუჯეტური მაღაზია, რომ პროდუქცია ხელმისაწვდომი ყოფილიყო მათთვისაც, ვისაც არ აქვს მაღალი შემოსავალი, მაგრამ სამაგიეროდ აქვს დიდი სურვილი რომ ეცვას ქართველი დიზაინერის  ძალიან ლამაზი და მოდური სამოსი. მსგავსი  პატრიოტული დამოკიდებულებებით, დამეთანხმებით, დიდად არ ვართ ქართველები განებივრებულები, გარდა ამისა, თუ გავითვალისწინებთ სხვა ქართველი დიზაინერების ფასწარმოქმნის მზარდ ამბიციებს, ჩემი აზრით, ავთანდილის ეს თავაზიანი და კეთილი ნაბიჯი მით უმეტეს დასაფასებელია.

მე პირადად ბოლო პეროდებში ხშირად ვსტუმრობ მოლის „ავთანდილს“.

ახლაც, როცა გადავათვალიერე გაზაფხული-ზაფხული 2014, ერთი ნახვით შემიყვარდა არაჩვეულებრივი ანგელოზები მარიტა ჯანაშიას ტანზე და გუშინ კიდეც ვეწვიე მაღაზიას.

მოდით ჯერ გადავხედოთ რამდენიმე looks-ს  კოლექციიდან, რომლის წამყვანი შტრიხებია გამჭვირვალე ჰაეროვანი ქსოვილები, უხვად დაკლოშილი რეტრო ქვედაბოლოები (სეზონის ჩემო ფავორიტი), ზომიერი პრინტები და ნახატები, ყვავილები მონეს საყვარელ ფერებში, „ავთანდილის საყვარელი“ კუბოკრული ელემენტები, აქა-იქ კოპლები, გრძელი პერანგი-თრენჩები და ქსოვილის განიერი ქამრები, ჩემი მოკრძალებული აზრით, უბრალოდ ულამაზესი კოლექციაა..

19_zpsf32a43c4.jpg (480×562)

10_zps9c91a005.jpg (480×563)

20_zps957cf54f.jpg (480×562)

1_zps5472e3a4.jpg (480×562)

3_zpsf72bd552.jpg (480×562)

mamiya2275_zps15a82ddc.jpg (480×640)

ახლა კი ჩემი პირველი სელფშოთების კასკადი, რომლებმაც სიმართლე გითხრათ ძაან დამტანჯა, თუმცა, ფსიქიკური აშლილობის მსხვერპლად, რაღა დაგიმალოთ და ნამდვილად არ მიგრძვნია თავი…

ცუდი ხარისხისთვის არ მისაყვედუროთ, სამსუნგის ბრალია 😉

ეს კოპლებინი რეტრო ქვედაბოლო დავინახე თუ არა გულში ჩამივარდა, ჰოდა გუშინვე დაიკავა საპატიო ადგილი ჩემს გარდერობში.

20140409_151632_zps098bfcdd.jpg (363×525)

მაისურიც საკმაოდ ლამაზია, სადა და გემრიელი

20140409_151659_zps4e005e9c.jpg (278×524)

ბუთქუნა და ლამაზი ანგელოზები ❤ ძალიან გული დამწყდა რომ მხოლოდ  დიდი ზომები იყო დარჩენილი და ვერ ვიყიდე, ვაპირებ რომ ლესელიძეზე გავიარო, იქნებ იქ ჰქონდეთ ჩემი ზომა.

20140409_151135_zpse11f8ae0.jpg (480×640)

20140409_151159_zps7e0131bd.jpg (480×546)

ეს სიმპათიური აკადემიური პერანგი-კაბა, რომელიც ჩემს ყველდღიურ სამსახურებრივ ქეჟუალ-სტილში ზუტად ჯდება, სამწუხაროდ დიდი მომივიდა, 2 ზომით პატარა – 36 კი მხრებშიმჭიდროდ მქონდა, ამიტომაც დავრჩი ისე, აღმოჩნდა, რომ ჩემი ზომა -38 არც ეს იყო დარჩენილი.

ძალიან მომეწონა ეს ფანქარი-ქვედაბოლო, რომელიც ზუსტად მომერგო და ბევრი აღარც მივიფიქრია,  შევიძინე.  სამწუხაროდ, ფოტოებში თითქმის არ ჩანს როგორია, არ გამოვა რა ჩემგან ფოტოგრაფი  😦

20140409_153355_zps9bc43dee.jpg (421×640)

20140409_153331_zpsb935c69a.jpg (480×640)

ასეთი იყო ჩემი გუშინდელი მინი-შოფინგი “ავთანდილში”, რომელიც არც თუ მთლად ნაყოფიერად დასრულდა, როგორც მოველოდი, თუმცა, არც ხელცარიელი წამოვსულვარ 🙂

აქვე აღვნიშნავ, რომ მოლის “ავთანდილს” უსაყვარლესი კონსულტანტები ყავს, ძალიან ყურადღებიანი, მომღიმარი და სიმპათიური ბიჭი და გოგონა, სახელები სამწუხაროდ არ მახსოვს, მარტო მაგათ გამოც კი მიმიხარია ხოლმე მაღაზიაში.

“ავთანდილის” პროცუქციაზე ფასები 50 ლარიდან ზემოთ იწყება. ქვედაბოლოებს დახლოებით 90-200 ლარის ფარგლებში შეიძენთ, მაისურებსა და პერანგებს კი  80-150 ლარში, ყოველდღიური კაბების ფასები 200-350 ლარის ფარგლებში მერყეობს. კოქტეილის მზა კაბები,  მე რამდენადაც ვიცი, 400-700 ლარის ფარგლებში ღირს, ან იკერება. საღამოს კაბების ფასები კი, აქ მოყვანილ სხვა  ფასების შესახებ ინფორმაციასთან ერთად, სჯობს თავად მოდის სახლში გადაამოწმოთ 😉

და ბოლოს, ბევრ წარმატებებს ვუსურვებ ამ ნიჭიერ ადამიანს და პოსტს ამ პოზიტიური ფოტოთი დავასრულებ, რომელსაც ეს-ესაა ინტერნეტში წავაწყდი  🙂

ოჯახი..

 

Advertisements
This entry was posted in მოდა და სილამაზე and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

11 Responses to AVTANDIL

  1. ხოდა ეგ 36 ზომაა მე რომ ხელი მკრა და არაერთხელ დამტოვა ავთანდილის სამოსის გარეშე.
    34 ზომა მინდა მე – გაითვალისწინოს 🙂

    • რა მაგარია 34 ზომა რომ გჭირდებდა და რომ არ არის, აი მაინც სასიამოვნო იქნება აშკარად :)))
      ხუმრობის გარეშე, აბსოლუტურად გეთანხმები, უნდა იყოს უფრო პატარა ზომებიც.

  2. tami says:

    ძალიან მაგარი ინფორმატიული პოსტია:-) ძალიან ლამაზი გოგო ხარ თამ,ყველაფერი გიხდება, ის კაბა -ხალათი არ მომეწონა მარტო.
    ანუკი არეშიძის კოლექციაა მომეწონა მაგრამ ფასებია ისეთი:-( მართლა ამბიციურები არიან ჩვენი დიზაინერები და კატასტროფა ფასები აქვთ.

    • თამი, დიდი მადლობა 🙂 ❤ გამეხარდა რომ მოგეწონა..
      ანუკის კოლექციებში რაღაც-რაღაცეები მეც მომწონს, სიმართლე გითხრა და სულ მაინტერესებდა ფასები, რატომღაც მეგონა, რომ არ აყვებოდა სხვა ზე-ამბიციურ და არც თუ ისე ნიჭიერ ქართველ დიზაინერებს და ადამიანურ ფასებს შემოგვთავაზებდა…
      უფრო რომ დაკონკრეტდე შეგიძლია?..

      • tami says:

        ფეხსაცმელი მომეწონა და 320 გელა ღირდა,ქვედაბოლოებიც 200 ლარიდან იწყებოდა. ნუ ჩემისთანა ჩვეულებრივი მოკვდავისთვის არაა შექმნილი:-)

      • კარგ ფეხსაცმელში შეიძლება კიდევ 320 ლარი, მაგრამ ქვედაბოლოში 200 ლარიდან ზემოთ მართლა ძვირია :/ ასევე ჩვეულებრივი მოკვდავის მოკრძალებული აზით..

  3. Lord Vader says:

    ნამდვილად სირცხვილია, რომ ოდიშარიაც კი შენზე კარგ სელფშოთებს დებდეს 😦

  4. Marie says:

    Avtandil73-ის ხაზის გახსნის დღიდან ჩემი ფავორიტი მაღაზიაა. გვიან კი წავაწყდი ამ პოსტს და ახლა დავამატებ, რომ უკვე არის 34 ზომაც ❤

    • კი, მარი, დაამატეს უკვე დიდი ხანია 🙂 ეს ძველი პოსტია, იმდენად, რომ ვფიქრობ, კიდევ ერთი ახალიც ეკუთვნის ჩემგან ავთანდილს 🙂 მადლობა ინფორმაციისთვის ❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s