ლანჩის დროა

დღეს მინდა ჩემს ლანჩ-თაიმებზე მოგიყვეთ, უფრო კონკრეტულად იმ ადგილებზე, სადაც ყველაზე ხშირად მივირთმევ ლანჩს მეგობრებთან და თანამშრომლებთან ერთად, დაძაბულობისგან ვიტვირთები, ვისვენებ და ვატარებ  სამუშაო საათების შუაგულში გამოყოფილ ერთ (ზოგჯერ გაორებულ) სასიამოვნო საათს.

  1. „ფრესკო“ გორგასალის ქუჩაზე.

1801400_644159085649242_543837758_oდიდი ხანი არ გასულა, რაც სამსახურის წინ გაგვიხსნეს “ფრესკო” – ქართული სუპერმარკეტების ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელი. ძალიან საყვარელი და კოხტა შენობაა, ეკოლოგიური თემით დომინირებული გარე ფასადით და საკმაოდ დიდი შიდა სივრცით. „ფრესკოსი“ ნამდვილად არ ვიცი, რამდენად კმაყოფილია ჩვენს უბანში დაბინავებით, მაგრამ რამდენსაც ჩვენ – ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები მის პატრონებს ვლოცავთ ამ მარკეტის გახსნისთვის, როგორც მინიმუმ ქონება უნდა გაუორმაგდეთ, და საერთოდაც, მომავალი  დალოცვილი და  გარანტირებულად უზრუნველყოფილი ჰქონდეთ. მართლა ძალიან მოხერხებული და კომფორტული მარკეტია, თითქმის ყველაფერია, რაც ლანჩ-თაიმზე და არამხოლოდ ამ დროისათვის გვჭირდება. “ფრესკოს” ერთი დიდი სექცია გემრიელ და მრავალფეროვან მზა კერძებს ეთმობა, რომლებიც საკმაოდ მისაღებ ფასებშია შემოთავაზებული. ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს, არის მარკეტის მეორე სართულზე განთავსებული პატარა მწვანე ფრესკო-კაფე, სადაც აგვაქვს და მივირთმევთ აქ  შეძენილ კერძებს. მომსახურე პერსონალი საკმაოდ სასიამოვნო და ყურადღებიანია. მიუხედავად იმისა, რომ ეს მარკეტი ახალი გახსნილია, საწყისი ფუნქციონირების თანმდევი ხარვეზები თითქმის არც ჰქონიათ. ძალიან დიდი უპირატესობა, რაც „ფრესკოს“ სხვა სუპერ-მარკეტებისგან გამოარჩევს, მისი მუშაობის რეჟიმია – 24/7.

მოკლედ, დიდი მადლობა “ფრესკოს” იმისთვის, რომ ზოგავს ჩვენს ჯიბეს, (სულ კაფე-კაფე და რესტორნებში სიარული, დამეთანხმებით, საკმაოდ ძვირია) დროს, ნერვებს და ჯანმრთელობას.

2. „დაუნთაუნი“ (Downtown) ტაბიძეზე.

downtown01ლანჩ-თაიმებზე ძალიან ხშირად დავდივარ “დაუნთაუნში”. აქ ძირითადად ჩემსავით სამსახურებიდან დროებით გამორიდებულ ჩემს უახლოეს მეგობრებს ვხვდები ხოლმე და შესაბამისად, ორმაგად სასიამოვნო ხდება ამ კაფეში სტუმრობა.

მოდით, ჩამოვთვლი ჯერ მის დადებით მხარეებს:

1. ყველაფერი გემრიელია. არ ვიცი, მართლა რა უნდა შეუკვეთოთ „დაუნთაუნის“ მენიუდან, რომ არანორმალურად გემრიელი არ იყოს. ჩემი საყვარელი კერძები – წვნიანები, სალათები, ნამცხვრები – ყველაფერი ერთ დონეზე გემრიელი, ხარისხიანად მომზადებული, თანაც გამორჩეულად დიდი პორციები.

2. გარემო – უსაყვარლესი. გეგულებათ ვინმე, ვისაც ტაბიძის ქუჩა ძალიან არ უყვარს? მე არა 😉 როგორც კი ბარბერისთან გავივლი და ნაცნობ ქვაფენილს მაღლა ავუყვები, უკვე სასიამოვნო მოლოდინისგან მეღიმება, მერე კარებს შევაღებ, ჩვენს ფანჯრის მაგიდასთან ჩემებს დავინახავ და იქვე ვაცნობიერებ – რა ცოტა რამ მყოფნის სრული ბედნიერებისთვის.

3. სხვა დანარჩენი – სერვირება, შიდა გარემო და სიტუაცია, ფასები – საკმაოდ კარგი და მისაღებია.

აი ახლა კი სერვისი :/

მომიტევეთ სექსიზმი, მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ბიჭი მიმტანები საკმაოდ საყვარლები არიან, ვიზუალურად ეფექტურები, ზომიერად ყურადღებიანები და ზომიერად ღიმილიანები, მაგრამ აი, გოგონებში საქმე ცუდადაა. ვერ ვიტყვი, რომ უზრდელები არიან, თუმცა, არც ია-ვარდი გადასდით პირ-ბაგეზე. როგორც წესი, სკაიპის speechless სმაილიკის გამომეტყველებით იღებენ შეკვეთას და ასე – თითქმის უხმოდ და უემოციოდ გვემსახურებიან.

ახლა კი “დაუნთაუნის” სერვისის ერთი სამარცხვინო ტენდენცია უნდა გავახმაურო, რომლის მომსწრეც უკვე 2-ჯერ გავხდი. მას შემდეგ, რაც ოთხმა ადამიანმა გადავწყვიტეთ სამი ლანჩ-მენიუს გაყოფა, მიმტანმა გოგონამ ფანტომასის გამომეტყველებით გამოგვიცხადა, რომ ლანჩ-მენიუ არ იყოფა. დიახ. ანუ, საკვებს, რომელსაც მე შევუკვეთავ და რომელშიც გადავიხდი შესაბამის თანხას, ვერ გავუყოფ ჩემს გვერდით მჯდომ მეგობარს, იმიტომ რომ აღნიშნული პონტი, თინა მახარაძის არ იყოს, „დაუნთაუნში“ არ მოსულა. პირველ შემთხვევაზე აღშფოთებულ-შეშფოთებულ-გადაფუთფუთებულმა  ჩვენ სასწრაფოდ მოვითხოვეთ მენეჯერთან გასაუბრება, თუმცა გაგიკვირდებათ და მენეჯერი დაგვემალა. მეორე ჯერზე (აგერ სულ სამიოდე დღის წინ)  იმავე მიზეზით უკმაყოფილოდ აჟიტირებულებმა ისევ მოვითხოვეთ მენეჯერთან შეხვედრა, რომ ბოლოს და ბოლოს აეხსნა, რისი უფლება გვქონდა ჩვენს შეკვეთილ კერძთან დაკავშირებით. რამდენიმე წუთში მოვიდა  სიმპათიური ახალგაზრდა ქალი და თავაზიანი ღიმილით დაგვისვა საკმაოდ არათავაზიანი კითხვა – გავიგე, რომ რაღაც პრეტენზიები გქონიათ და თუ შეიძლება გამარკვიეთო. ჩვენც ასევე თავაზიანად ავუხსენით ჩვენი პრეტენზიების რაობა და შედეგად, ექსკლუზიურ საჩუქრად მივიღეთ ლანჩის გაყოფის ნებართვა! დიდება სერვისის ღმერთს!

„დაუნთაუნ“, მართლა ძალიან გვიყვარხარ, მაგრამ შენი მენეჯმენტი გვაფიქრებინებს, რომ ჩვენი გულწრფელი და მხურვალე გრძნობა ცალმხრივია, ცალმხრივი სიყვარული კი ხიხია :/

  1. „თაღლაურა“ ორთაჭალაში.

taglauraმე და ჩემი თანამშრომლები  ხშირად დავდივართ „თაღლაურას“ ორთაჭალის ფილიალში, რომელიც ჩვენს სამსახურთან ახლოს მდებარეობს. ალბათ ყველას მოგეხსენებათ, ამ რესტორანს საკმაოდ გემრიელი სამზარეულო აქვს და არც თუ ისე ძვირია. მოკლედ, აბსოლუტურად  მისაღებია ჩვენნაირი გურმანი მოხელეებისთვის. თუმცა, შესამჩნევი მინუსებიც აქვს, პირველ რიგში, სამზარეულოს უსიამოვნო სურნელი, რომელიც მთელ დარბაზში უხვად ტრიალებს და  კლიენტებისთვის საგრძნობი დისკომფორტია.

მეორე და მთავარი – სერვისი. ჩვენი ბოლო გასეირნება „თაღლაურაში“  სავალალო გამოდგა და ვეჭვობ, ძალიან დიდ ხანს აღარ მოგვინდეს იქ სტუმრობა. ჩვენმა მიმტანმა გოგონამ შეკვეთის მიცემისას ჯერ ხელები გვიშალა უკმაყოფილოდ, შემდეგ ყინულებ-მოცურავე ბოთლის ნაცვლად ოთახის ტემპერატურის წყლის მოტანა რომ ვთხოვე (სხვათაშორის საკმაოდ მოკრძალებულად, იმიტომ რომ მეშინოდა) ხანგრძლივი და დაჟინებული მზერით ფაქტიურად ადგილზე გამაქვავა. ბოლოს ჯახი-ჯუხით მოგვაყარა რაც ვთხოვეთ და აგრესიული ფშვინვით და თვალების ბრიალით მოგვიტანა ანგარიში. ღმერთმანი, ახლა რომ ვიხსენებ, მაგრად ვართ გადარჩენილები.

აი, დაახლოებით ასეთია ჩემი დასვენებისა და ლანჩისთვის გამოყოფილი დროის მარტივი მიმოხილვა. თუკი მითითებული დაწესებულებების მესვეურები ჩემს პოსტს წაიკითხავენ, რა თქმა უნდა, უდიდეს მადლობას გადავუხდი მათ, რომ არსებობენ, რომ ზრუნავენ ჩვენზე, გვკვებავენ, არ გვწამლავენ, არ გვლანძღავენ და არც ხელით გვეხებიან  ჩვენ – მათ მშიერ და უმადურ კლიენტებს. ძვირფასებო, მე სულ ვცდილობ, აი, სულ, და ბოლოს და ბოლოს ალბათ დავიმახსოვრებ, რომ მიმტანი ყოველთვის მართალია 🙂

Advertisements
This entry was posted in a little of me.., ჩვენ - ქართველები and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

24 Responses to ლანჩის დროა

  1. ვისურვებდი სამივე დაწესებულების მფლობელსაც, დირექტორებსაც და ყველას წაეკითხა ეს პოსტი.
    ხომ შეიძლება მივიდეს ამ თაღლაურების ყურამდე რომ სამარცხვინო მომსახურება აქვთ ბოლოს და ბოლოს 😦

  2. კარგი აზრია თა, ფბ გვერდებზე დავუშეარებ ყველას.

  3. tami says:

    ეს შენი მოკრძალება:-) დაგავიწყდა რომ საქართველოში სერვისი უნდა მოიპოვო.

  4. qeti says:

    თაღლაურას ფეისბუქ გვერძე დავაშეაროთ, თვითონ თუ ვერ ხვდებიან ჩვენ მივახვედროთ:)))) ძაან მაღიზიანებენ,ეგეთ შემთხვევბში ისეთი აგრესიული ვხდები,ჩემს თავს ვეღარ ვცნობ ხოლმე:)))) დროა თაკო დაიმახსოვრო რო მიმტანი მუდმიავდ მართალია! :))) იმდენჯერ შეგექმნა უკვე პრობლემა:))

  5. archi says:

    momsaxurebaaaa!!!! auuuuu nuliiiiiiii…. ar gamaxsenooo, kovel shesvlaze vitxov sachivrebis wigns, ogond bolos, torem tavshi rom movitxovo meshinia motanil kerdzebshi ucabedad ar agmovachino raime (???) iseti rac iq ar unda ikosss :))))

  6. Lord Vader says:

    ჰმ 😦
    აბა მარკო პოლო და ანტრეო?

  7. Lord Vader says:

    ერთხელ მე და ჩემი მეგობარი ვიყავით პანორამაში, იტალიური რესტორანი როა.
    მე შევუკვეთე ლაზანია და მეგობარმა – ტორტელინი. ველოდებით,
    მოდის მიმტანი და მოაქვს ლაზანია და კიტრი-პომიდვრის სალათი. დაუდგა წინ.
    მეგობარი გამოშტერდა და ეუბნება – ეს რა არისო მეო ტორტელინი შეგიკვეთეთო.
    ოფიციანტი კიდე პასუხობს:
    – კარგით რა ქალბატონო, სარკეში არ იყურებით, თქვენ კიდევ ტორტელინი გინდათო???

  8. :))) იგონებ რაღაცას , გამოტყდი :)))) ასეთი თავხედები არა მგონია იყვნენ 😉
    მარკო პოლოზე დავწერე ადრე და ანტრეში კიდევ ეგრე ხშირად არ დავდივარ.

  9. ბექა says:

    ლოოოოლ :)))) თაკო სტელა არტუას მაიწექიო გეტყოდი, მაგრამ სერვისი არ მოგეწონება. ჰოფბრაუ კი მგონი შორსაა შენგან. რა გინდა თაღლაურაში. თემო დადიოდა მანდ ბურახის ხათრით. სხვა ხეირი მანდ არაა

    • ვაიმე კაი რა, უსაშინლესი ბურახი აქვთ :/ არადა ისე მიყვარს, ისე…

      • ბექა says:

        ხო თემოც აღარ მიიწევს :))) მაგრამ ეგ იყო გამორჩეული მანდ, მეტი არაფერი. ბურახი მარტო მაგათ ჰქონდათ.

  10. Lord Vader says:

    სტელა არტუაში არ იყო ცუდი. მას მერე კიდევ ვიყავი რამდენჯერმე. 🙂
    კაი არჩევანია ლუდის და ხინკალიც ნორმალურია.

    ამ საქმეებს მოვამთავრებ ბარემ და მერე დავეცეთ კიდევ ერთხელ. ცოტა გამოვთავისუფლდე.

    • ბექა says:

      ხო, წავიდეთ. მე ნივრიანი პურის გამო დავდივარ მანდ. უბრალოდ, სერვისი აქვთ საშუალოზე დაბალი და რაადგან თაკო მტკივნეულად რეაგირებს—არ ვურჩევ :)))

      • Lord Vader says:

        ბარათით გადახდაზე იჯღანებიან მანდ 😦
        მარა ჯიუტად ბარათით ვიხდი მაინც.

        მტკივნეულად რეაგირებს რა. წავა, არ დაევასება სევისი და კარგიც კია. მოვა მერე და პოსტს დაწერს. აბა ყველაფერი თუ მოეწონა დახუროს უნდა ბლოგი და ეგაა.

      • :)) მე არ ვარ მანდ დამყოფი საერთოდ, ასე რომ ჯერჟერობით ვერაფერს გეტყვით. რა სასიამოვნოა ასე რომ ზრუნავთ ჩემს ნერვებსა და ბლოგზე ♥

      • Lord Vader says:

        გახდა მგონი ეს ატლეტიკო ამასობაში 😦 არადა არ მეგონა ნაღდად.
        ტყუილად დავნიძლავდით.

  11. რააა?? არ არსებობსს.
    საიტი დამილინკე, რომ გადავამოწმო.
    მოუნდათ ახლა საცოდავი, დაბალხელფასიანი გოგოს ხარჯზე მაგარი ლანჩი, აბა კი, ვერ მოგართვით.

    • Lord Vader says:

      ეჭვი მაქვს, ბატონ ბექას ნერვები დააწიწკნეს შაბათს 🙂 ცხვირწინ აწაპნეს ტიტული.

      ნუ ღელავ 🙂 ავთანდილისთვის შემოინახე ფული.

  12. ორთაჭალის თაღლაურაზე: ჯერ ტარხუნის ლიმონათი მოგვიტანა რომელზეც გავაფრთხილეთ რომ არ გვინდოდა და არ გამოგვიცვალა “რატომ კაია ტარხუნა” ამ რეპლიკით :დ
    და მოტანილ აჭარულ ხაჭაპურში როცა ლურჯი პარკის ნაფლეთები აღმოვაჩინეთ არც მეტი არც ნაკლები ხელით ამოიღო ოფიციანტმა :დდდდდდ
    ისე გამადლიან მომსახურებას გეგონება მიდიხარ ჭამ და ფულს იქეთ ართმევ :/ ჩემი ფეხი აღარ იქნება მანდ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s