როკის გენიალური მოციქულები

Janis+Joplinჯენის ჯოპლინს – ტექსასში (1943 წ.) დაბადებულ  როკის ჩხავანა ანგელოზს – თავიდანვე ეტყობოდა, რომ არ იყო ჩვეულებრივი ბავშვი, რომელიც ზომიერ სითბოს და სტანდარტულ მოპყრობას სჯერდება. ყველასგან გამორჩეული უხასიათო და უკმაყოფილო გოგო ყოველთვის გაცილებით მეტ ყურადღებას ითხოვდა მშობლებისგან, ვიდრე მისი და-ძმა. სკოლის პერიოდში ჯენისი საკმაოდ შეუხედავი იყო, მსუქანა და სახეზე უხვი გამონაყარისგან დატოვებული შრამებისგან დაფოთლილი, რის გამოც კლასელები გამუდმებით დასცინოდნენ და აუტანელ ზედმეტ სახელებს არქმევდნენ (აქ არ დავწერ პრინციპულად, ჯანდაბა მაგათ თავს), თუმცა თვითონ დიდად არ ნაღვლობდა ამ ამბავს, სულ სხვა სტიქიაში იყო და ასეთი მიწიერი სისულელეები ნაკლებად აღელვებდა.  

მოგვიანებით მის შესახებ სტატიას ტექსასის ერთ-ერთი გაზეთი ასე ასათაურებდა – „ის, ვინც ბედავს იყოს განსხვავებული“. ერთ-ერთი სტრიქონი სტატიიდან – „როცა მოეგუნებება – დადის ფეხშიშველი, გაკვეთილებზე ლივაისი აცვია, რადგან მასში  თავს კომფორტულად გრძნობს, ყველგან, სულ ყველგან თან დაატარებს თავის არფას, რომ ნებისმიერ მომენტში, როცა მუსიკაში ჩაღრმავება მოუნდება, ხელთ ჰქონდეს. მისი სახელია ჯენის ჯოპლინი.“

გადარეული. სულ სვამდა..

ჯენისმა მშობლიურ ტექსასში ბლუზით და ფოლკით დაიწყო და გააგრძელა სან ფრანცისკოში ისე, როგორც ჩვენ ვიცით – ხმაჩახლეჩილი, განუმეორებელი როკით, 1963-1965 ჯენისის როკის წლებია.  გითხრათ  რას ვგრძნობ ახლა, როცა ვუსმენ ჯენის ჯოპლინის cry baby-ს? – ყალყზე დამდგარი ჟრუანტელი ზურგზე, ტკბილზე ტკბილი მინორის და ჩხავანა მაჟორის ფონზე და  იმ ჭეშმარიტების განცდა, რომელიც მარტო  ნამდვილ მუსიკას მოაქვს – მხოლოდ ამის მოსასმენადაც  კი ღირდა ჩვენი ამ ქვეყნად მოვლენა. ძალიან მიყვარს ეს გადარეული ნარკომანი ქალი, რომელმაც 1970 წელს ჰეროინის ზედმეტი დოზით თავი მოიკლა და იმ მომენტში ძირშივე მიაკლა ის არანორმალურად ბევრი სიამოვნება, რომელიც კაცობრიობისთვის მის მომდევნო სიმღერებს უნდა მოეტანა.

მე მძულს ნარკოტიკები.

ახლა კი, ისიამოვნეთ…

ძალიან მიყვარს ეს სიმღერა

ozzy-and-his-puppy-ozzy-osbourne-25596061-430-300

ოზი ოზბორნი – ადამიანი ორკესტრის ხმით.  ბირმინგემელი ძველი, ბებერი როკერი,  მძიმე მეტალის ნათლია (Godfather of Heavy Metal) – როგორც მას მუსიკალურ სამყაროში ეძახიან – ჩემს ცხოვრებისეულ განწყობას როკ-ვიტამინებით კვებავს და ავსებს.

ოზის 66 წლიან სინდისზე 11 სტუდიური ალბომი (მათ შორის 7 პლატინის), 2 ცოლი, 6 შვილი, 15 სვირინგი და ბევრი ალკოჰოლი და ნარკოტიკია.

ახალგაზრდა ოზიმ კარიერა black Sabbath-ით დაიწყო. ჯგუფიდან წამოსვლის შემდეგ გაჩნდა ახალი ეტაპი მის ცხოვრებაში – დაუკავშირდა ახალი მენეჯერი და მომავალი სასიმამრო  დონ არდენი და  ასე აეწყო ოზბორნის სოლო კარიერა. დონმა თავისი გენიალური მონაპოვარის საფუძვლიანად მისახედად სპეციალურად გამოიძახა ლოს-ანჯელესიდან თავისი ქალიშვილი შერონი, ოზის მიუჩინა და დაარიგა – ცივი ნიავი არ მიაკარო და რაც არ უნდა მოითხოვოს, იცოდე,  შეუსრულეო. ჰოდა, შერონმაც შეუსრულა. ოზბორნების წყვილი, შეიძლება თავისუფლად ითქვას, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მყარი, სუპერ-პოპულარული შეხმატკბილებული წყვილია. მართლა ძალიან საყვარლები არიან 🙂

მორწმუნე ანგლიკანები ოზის ხშირად ადანაშაულებდნენ იმაში, რომ მისი მუსიკა სატანისტური იყო, რასაც არასდროს იზიარებდნენ ოზბორნები, არგუმენტად ის ჰქონდათ, პირიქით, ოზი მორწმუნეა და ყოველი კონცერტის წინა ღამეს გულმხურვალედ ლოცულობსო.

თუმცა, „რელიგიურ“ და „მორწმუნე“ ოზის არაერთხელ უსაუბრია თავის დამოკიდებულებაზე ალკოჰოლსა და კოკაინზე. როგორც თავად აღნიშნა, “Black Rain”  (2007 წ.) მისი პირველი ალბომი იყო, რომელიც მან მთლიანად ფხიზელ მდგომარეობაში ჩაწერა. მაგრამ იმასაც ამტკიცებს, რომ არასდროს მიუღია ისინი სცენაზე გასვლის წინ. 2013 წლის აპრილში ფეისბუქზე ოზიმ საჯაროდ მოუბოდიშა შერონს, შვილებს, მეგობრებს და ფანებს იმ არაადეკვატური ქცევების გამო, რომელსაც ნარკოტიკის და სასმელის ზემოქმედების ქვეშ ხშირად ავლენდა.

მიყვარს ოზის გონიერი როკი. ეს არაა უბრალო მეტალის ჟღრიალი და ხავილი მომართული პუბლიკის აჟიტირებისთვის. ოზის სიმღერებში ძალიან ბევრი  სიბრძნე და სიყვარულია – თავისუფლების, ადამიანების, მუსიკის მიმართ… ის  რევოლუციონერია და ებრძვის ყველაფერს, რაც ფარგლებში აქცევს და ამას მხოლოდ მუსიკის საშუალებით აკეთებს, მუსიკით, რომელსაც მე პირადად საერთოდ სხვა განზომილებაში გადავყავარ და სიამოვნებისგან თვალებს მახუჭინებს.

აი მაგალითად ეს…

კიდევ ეს..

და კიდევ “breaking all the rules”, “dreamer”, “Mr. Crowley”…

freddie-mercury-ca_1988519i

ფრედი მერკური – ჩემი  ფრედი, იგივე ბაროხ ბულსარა ტანზანიაში დაიბადა, ის მოზარდობიდანვე საკუთარ თავს ფრედის უწოდებდა და მხოლოდ 1970 წელს, როცა შეხვდა  გიტარისტ ბრაიან მეის და დრამერ როჯერ ტეილორს და დაიბადა როკ-ჯგუფი ქუინი, ოფიციალურად გადაირქვა სახელი და გახდა ფრედი მერკური.

ფრედი 7 წლიდან ვირტუოზულად  უკრავდა ფორტეპიანოზე და თქვენ წარმოიდგინეთ,  ინდურ მუსიკას აღმერთებდა. მას შემდეგ რაც 17 წლის ასაკში ლონდონში დასახლდა ოჯახთან ერთად, როკის სამყაროს შეუერთდა, შეუყვარდა ბითლზი, ლედ ზეპელინი, ჯიმი ჰენდრიქსი, როლინგ სთუნზი.

მერკური ფენომენალურად ნიჭიერი მუსიკოსი იყო. ცალკე აღსანიშნავია მისი უნიკალური ხმა, რომელიც სრულ 4 ოქტავას და ვოკალის ურთულეს ტექნიკას  ფლობდა და უბრალოდ ჯადოსნობებს აკეთებდა მაშინ, როცა ერთი პროფესიონალური ვოკალის გაკვეთილიც კი არ ჰქონდა ცხოვრებაში გავლილი. ფაქიზი, უტკბილესი რეგისტრიდან ისე სწრაფად და სუფთად აიჭრებოდა ჟღერად და მძლავრ ნოტებში, რომ ყველას შოკში აგდებდა, თუმცა  შოკი და განცვიფრება არ არის მთავარი,  ყველაზე მნიშვნელოვანი ის უდიდესი სიამოვნებაა, რომელიც ამ გენიალურმა კაცმა თავისი მუსიკის სახით  კაცობრიობას მისცა, გაავსო და ზღვა ბედნიერება აჩუქა.

ქუინის 17 სუპერ-პოპულარული ჰიტებიდან 10 სწორედ ფრედის დაწერილია. წერდა აუცილებლად ფორტეპიანოზე, უამრავი აღნიშვნებით და გადასწორებებით. მოგვიანებით გიტარაზე დაკვრაც ისწავლა, ისიც პროფესიონალურად.

ფრედის ცოცხალი შესრულება  უყვარდა და პუბლიკას თავიდან ბოლომდე ფლობდა. ჰქონდა შესრულების განსაკუთრებული მანერა – აქტიური, ელეგანტური და ხულიგნური ერთდროულად. კონცერტის დროს მუდმივად ეკონტაქტებოდა თავის მსმენელებს, მოუწოდებდა, ელაპარაკებოდა და მათგანაც იგივეს მოითხოვდა – საპასუხო ადრენალინით გაძეძგილი ენერგიის უკან დაბრუნებას, აყოლას, სიმღერას, მასთან ერთად ოფლში გაწურვას. ფრედის ცალი ხელით ეჭირა უზარმაზარი სტადიონების მუსიკალური ემოცია და თავიდან ბოლომდე მართავდა ხალხს.

ცხოვრებაში საკმაოდ მორცხვი და მოკრძალებული ადამიანი ყოფილა, განსაკუთრებით იმ ხალხის კამპანიაში, ვისაც კარგად არ იცნობდა.

ამ ფოტოზე სულ მგონია, რომ ძალიან ნატურალურია. როგორიც იყო საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი, ისეთი.

ენი ლენოქსთან ერთად.  ორივე რა საყვარლები არიან 😉

freddie-mercury-and-annie-lennox-in-1987_zps782a6b0c.jpg (480×564)

ფრედი არც ერთი რელიგიის მიმდევარი არ იყო.

გეი იყო. თუმცა საკმაოდ სერიოზული და ხანგრძლივი ურთიერთობა ჰქონია 70-იან წლებში ვინმე მერი ოსტინთან, რომელიც თავის საუკეთესო მეგობრად მიაჩნდა. 80-იანი წლებიდან მამაკაცებმა გაიტაცეს.

1991 წელს ფრედი მერკური – როკის ტანზანიელი მოციქული, შიდსის გამო გართულებული ბრონქო-პნევმონიისგან გარდაიცვალა.

ყველაზე ხშირად ამ სიმღერას ვუსმენ ამ ბოლო დროს და არასოდეს მომბეზრდება.

ტკბილი ბლუზი ფრედი მერკურისგან. იავნანაა ფაქტიურად..

Advertisements
This entry was posted in მუსიკა and tagged , , , , . Bookmark the permalink.

6 Responses to როკის გენიალური მოციქულები

  1. Lord Vader says:

    ღორს ეძახდნენ 🙂

  2. willychket says:

    სხვათა შორის მე როგორც ვიცი , შიდსი აიკიდა ერთი პოლიციელის გადაჟიმვის მერე , მაგან და თავისმა ძმაკაცმა გააუპატიურეს .

  3. isdatanny says:

    ჯენისის summertime სერიოზულად ის სიმღერაა მთელი დღე ნეტარებაში რომ ვარ
    ჯენისის მსგავსი არტისტები უკვდავები უნდა იყვნენ 😍

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s