ვენა – კლიმტი, შოფინგი, სიყვარული

როგორც ჩემს წინა პოსტში გითხარით, ვენაში ჩემი წასვლის ერთ-ერთი ძლიერი მოტივატორი, სასწავლო კურსთან ერთად, გუსტავ კლიმტის ნახატების  ნახვა იყო. დიდ ხანს ვფიქრობდი წინასწარ, რა ემოცია შეიძლებოდა გამოეწვია ჩემში მსოფლიოში ყველაზე ლამაზი კოცნის ორიგინალში დათვალიერებას. მე – რომელსაც დიდად არასდროს მიყვარდა  მხატვრობა, თუ კლოდ მონეს არ ჩავთვლით, ამ თმაგაბურძგნულმა კაცმა რაღაცა არაჩვეულებრივი ფოკუსი ჩამიტარა და თავის ნახატებზე მიმაჯაჭვა. მოკლედ, მაზოხისტური სიამოვნებით ვიზოგავდი თითოეულ დღეს და წუთს ფანტასტიურ მომენტამდე და  ველოდი შაბათ-კვირას.

შაბათს დილიდანვე დაგეგმილი მქონდა მუზეუმ-კვარტალში, ლეოპოლდის მუზეუმში წასვლა. მშვიდად ვისაუზმე და გზას გავუდექი.

მუზეუმი 4 სართულს მოიცავს. ყველაზე გემრიელი ლუკმა ბოლოსთვის მოვიტოვე და მანამდე სხვა მხატვრები დავათვალიერე. ძალიან სასიამოვნო აღმოჩენა იყო ჩემთვის განსაკუთრებით ოსკარ კოკოშკა  (Oskar Kokoshka) და ეგონ შილე (Egon Schiele)  – 19-20 საუკუნეში მოღვაწე ავსტრიელი ექსპრესიონისები.

კლიმტის პირველი  ნახატი, რომელიც ლეოპოლდის მეორე სართულზე ვნახე, იყო „სიცოცხლე და სიკვდილი“ (life and death) – ხერხემალში ცხელი ჟრუანტელი და თვალებში დაგუბებული სისველე.

სურვილი გამიჩნდა, რომ დავმჯდარიყავი იქვე მოგრძო ტყავის სავარძელში და მეყურებინა ასე, დიდ  ხანს და გაუთავებლად ადამიანის ცხოვრების ბანალური არსისთვის, რომელიც რაღაც ზღაპრული  ფერებით და საოცარი ტექნიკით მოექცია ერთ კაცს ერთ ნახატში. მხოლოდ ახლახანს, რამდენიმე დღის წინ მივხვდი, რატომ იხდიან ადამიანები ნახატებში კოლოსალურ თანხებს, იმიტომ რომ მეც უდიდესი სიამოვნებით შევიძენდი კლიმტის რომელიმე სრულყოფილებას, ჩამოვკიდებდი ჩემს საძინებელში და ყოველ დღეს ამ კაცის გამოგონილი ფერების მოზაიკით გავიღვიძებდი და დავიძინებდი.. იგივე სურვილი გამიჩნდა, როცა შევყურებდი ბელვედერში „kiss“ – ყველაზე ტკბილ და მომაჯადოვებელ კოცნას, რაც კი ოდესმე მინახავს, “ჯუდიტს”, “ოჯახს”, “ყვავილებს”.

ძლივს მოვწყდი ლეოპოლდს, წამოვედი თუ არა, უკვე მენანებოდა იქაურობა.

რეზიდენსში დაბრუნებულს სიახლე მელოდა – კონკრეტულად კი ის, ვინც მაკლდა იმისათვის, რომ ჩემი სასიამოვნო მოგზაურობა იდეალურად გადაექცია – ირაკლი. ჩემოდანზე მიყრდნობილი იდგა მარიაჰილფერზე, ჩემი ინსტიტუტის შესასვლელის წინ. წარმოიდგინეთ ჩემი ემოციები?  ჰოდა, ეგ იყო ზუსტად 😉 გადამაბარგა თავის სასტუმროში, რომელიც ინსტიტუტიდან 7–8 წუთის სავალზე იყო და 2 დღე დავდიოდით ხელიხელჩაკიდებულები და გაღიმებულები. კვირას შორნბრუნში და მერე ზოოპარკშიც ვიყავით – როგორც ვიცი, ევროპის მასშტაბით ყველაზე დიდსა და მრავალფეროვანში, ძალიან ვისიამოვნეთ, განსაკუთრებით ველური ჯუნგლების 2 სართულიანი სექციით, ვარდისფერი ფლამინგოებით და ჩამრგვალებულ-ჩაქუნქულებული პანდებით, ვაიმე როგორ მინდოდა გულში ჩამეხუტებინაა…

მარტო ჰელენი კი არ იღებს ბედნიერ სელფებს, აპა..

მე და ფლამინგოები ❤ საშინლად ლამაზები არიან, თვალს ვერ მოაშორებ

DSC04695_zps02da7656.jpg (800×533)

ჩვენ, ორმა მსუნაგმა გურმანმა მოვიარეთ ახლო–მახლო რესტორნები. იმ უიქენდზე გავსინჯე ყველაზე გემრიელი პიცა ჩემს ცხოვრებაში და თხის უუუგემრიელესი ყველი ბერძნულ რესტორანში. ზიბერნშტერნშიც მყავდა, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, დამიწუნა – არა გრცხვენია, ბერლინის მერე ამაზე როგორ ამბობ, კარგიაო. აი ასე, ჩემი საყვარელი ზიბენშნეტრნელების სახელით ღრმად შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი..

ორშაბათს, იკას გაცილების შემდეგ, ისევ ჩემს კუსკუსა რეზიდენსს დავუბრუნდი და დავფიქრდი, რამდენი წელი უნდა მეცხოვრა, რომ ეს ორი უმაგრესი  დღე ოდესმე დამვიწყებოდა…

ახლა კი შოფინგი 😉

ვენაში რომ ჩავფრინდით ე.წ. ვალენტინობის სეილები უკვე დაწყებული იყო. არ ვიცი ვინ გაავრცელა ხმები, მაგრამ ჩვენამდე კი მოაღწია ამბავმა, ფასდაკლებები მხოლოდ შაბათამდე გაგრძელდებაო, ჰოდა რომ ჩავიცვით მე და ჩემმა თამარამ პირველივე დღეს რკინის ქალამნები, გამოფრენის წინ ძლივს გაგვხადეს.

მოკლედ, შოფინგი მეორე დღიდანვე აქტიურ რეჟიმში გავუშვით, თანაც ჩვენ ხომ ვენის ცენტრალურ და ყველაზე გრძელ სავაჭრო ქუჩაზე ვსწავლობდით, მარიაჰილფერ შტრასეზე. დავქროდით ძირითადად ლანჩთაიმის დროს, 1,5 საათის განმავლობაში და ლექციების შემდეგ, სადაც მაღაზიების დაკეტვამდე მივასწრებდით.

მინდა გითხრათ, დიდი ვერაფერი სეილები იყო. მაგ მხრივ იმედები გამიცრუვდა, აქა იქ თუ წავაწყდებოდი ლიკვიდაციას ან დიდ სეზონურ სეილს. განსაკუთრებით გამაბრაზა დისიგუალმა, სხვაგან მართლა არსად მინახავს მსგავსად სასაცილო -9% და -11% ფასადაკლება, ამ მაღაზიამ თბილისური ფსევდო–სეილების რეკორდიც კი მოხსნა. მხოლოდ ერთ ფლიგელში შევნიშნე -50%, მაგრამ მაინც მეტისმეტად ძვირი იყო.

მარაჰილფერზე 3 ცალი H&M იყო, რომლებიც არც კი მახსოვს რამდენჯერ დავლაშქრეთ და რამდენჯერ დავეკარგეთ ერთმანეთს, იყო რა თქმა უნდა ზარა, სადაც ერთხელაც არ შევსულვარ, ორსეი, მანგო და ა.შ. ბრენდები, რომლებიც აქაც მრავლადაა და დიდად არ მხიბლავდნენ. ლუქს–ბრენდებს თავიდანვე ახლოსაც არ გავეკარე. აბა, სად ისინი, სად – მე.

ჩემი ევროპაში შოფინგის მთავარი წამყვანი ობიექტი ყოველთვის ფეხსაცმელია. ვენაში ორი ყველაზე პოპულარული ფეხსაცმლის მაღაზიაა – ჩვენთვის კარგად ნაცნობი SALAMANDER და HUMANIAC, ისინიც H&M–ის მსგავსად 3–3 იყო მთელი მარიაჰილფერის მასშტაბით, ზოგი ძალიან დიდი, ზოგიც მომცრო მაღაზიები, წარმოდგენილი პროდუქცია –  ფეხსაცმელებიც და ჩანთებიც ულამაზესი, უდახვეწილესი, კარგიდან უმაღლეს ხარისხამდე. ვენაში, როგორც იქნა, ჩემს გარდერობს შევმატე ნანატრი შავი ფეხსაცმელები და სანდლები, თორემ ამდენ სიჭრელეში შავი თითქმის არც მქონდა. „სალამანდერში“ სამწუხაროდ არაფერი მიყიდია, მაგ მხრივ წარმატებული გასეირნება მქონდა HUMANIAC, GEOX, MAX shoes და PIM KIE–ში. ეს უკანასკნელი ძალიან იღბლიანად აღმოვაჩინე, ჩემს ცხოვრებაში არ მიყიდია შვიდ ევროდ შარვალი, აქ ვიყიდე. სასწაული სეილი იყო „მითითებულ პროდუქციაზე“, ასე რომ ფეხსაცმელთან ერთად კიდევ წამოვკრიფე ლამაზ–ლამაზი რამეები.

დიდი სიამოვნებით ვიშოფინგე ასევე Intimissimi-ში, სადაც უსაყვარლესი კონსულტანტები ყავდათ და გემრიელი შოკოლადებით გამიმასპინძლდნენ. ასევე, ძალიან კარგი სამსართულიანი მაღაზია იყო C&A, სადაც რამდენიმე იქაურ ფავორიტ ნივთს შავი საზაფხულო თხელი კაბაც მივამატე,  მხრებზე ავსტრიული ნაციონალური თეთრი პრინტით. აქვე ვიყიდე საჩუქრები და ფაქტიურად შემიყვარდა ეს მაღაზია.

ცალკე თემაა შარფები – ჩემი ერთ–ერთი სუსტი წერტილი, რომელიც ძალიან აქტუალური გახდა ვენაში, რადგან ყველგან – ტანსაცმლის, სუვენირების თუ აქსესუარების მაღაზიებში –  ზღაპრული შარფები იყიდებოდა, კლიმტის, მონეს ნახატებიანი, სადა, ულამაზესი ფერებით, აბრეშუმის, შიფონის, კოტონის, ჰაეროვანი, უნაზესი, თბილი და რბილი – როგორიც გნებავთ, სულო და გულო… ჰოდა მეც შემომეყიდა რამდენიმე, აბა რა მექნა..

თაა, ამ ფოტოებს შენ გიძღვნი პირადად, მერე რომ არ მისაყვედურო 😉 მეტი ვერ გადავიღე, ბავშვმა გაიღვიძა, sorry..

ჩემი მონაპოვარი

DSC04818_zpseb8c4374.jpg (600×725)

DSC04825_zps341fd981.jpg (558×800)

DSC04826_zps5c9a1e07.jpg (581×480)

DSC04831_zps54ed53ce.jpg (640×432)

ესეც ჩემი ყველაზე საყვარელი შარფი, ყელზე მაინც შემოვიხვევ ცოტაოდენ კლიმტს

DSC04814_zpse0f4f2b5.jpg (640×427)

ძალიან გაგვიცრუა იმედები მე და თამარას forever 21–მა, რომელზეც დიდ იმედებს ვამყარებდით.

საერთოდაც, ვენის მაღაზიების სტილი არ ჯდება ქალის სექსუალური სილუეტის კლასიკურ სტანდარტში, უფრო თავისუფალი, ცოტა ერთფეროვანი და უფერულია, ამიტომ ვენაში შოფინგის დროს ცოტა მეტი ენერგიის ხარჯვა და ძიება გჭირდება, რომ სასურველი lookები ააწყო, მაშინ როცა მილანის და პარიზის ყველაზე დაბალი დონის ბრენდებიც კი მზა–მზარეულ თრენდებს გაგებებს ვიტრინებიდანვე.

ასეა თუ ისე, დამეთანხმებით ალბათ, არაფერი ისე არ აჯანსაღებს ადამიანის ფსიქიკას და აუმჯობესებს განწყობას, როგორც საზღვარგარეთული შოფინგი 🙂 შესაბამისად, მეც მაქსიმალურად მივეძალე ამ სიბრძნის განხორციელებას და საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მას შემდეგ, რაც იკას 3 დიდი ცელოფნის პაკეტი ჩავუტენე ჩემოდანში და გამოვატანე (კიდევ კარგი ჩამოვიდა..) ჩემთან ორი მაგდენი კიდევ დარჩენილიყო. ამასობაში კურსიც დასრულდა და მეც ჩაბარგების რთულ პროცედურას შევუდექი.  ფაქტიურად მუჯლუგუნებით ვპრესე და ვპრესე ჩემი ნადავლი ჩემს ნოეს კიდობანში და რაღაცა სასწაულებრივი ძალებით (ჩემოდანზე ზემოდან დამჯდარ მდგომარეობაში) დავკეტე წამოსვლის წინ.  მიყვარს ეს მომენტი 😉

ესეც კურსის დახურვის რამდენიმე ფოტო..

აქ კარგად არ ჩანს, ჯანის ჰალსტუხზე გამოსახულია მთლიანად სულ თეთრი ცხვრები, მარტო შუაში – ერთი შავი ცხვარი :))) სუპერ-იუმორი აქვს ჯანის ❤

DSC04765_zpsd420de36.jpg (779×600)

მე, კრენორე კოსოვოდან და თამუნა

DSC04791_zpsdb170be2.jpg (656×533)

მარჯვნიდან მესამე არის ეგზონა მაკედონიიდან, ოღონდ ძალიან არაფოტოგენური გოგოა, ცხოვრებაში გაცილებით ლამაზი და ეშხიანია

DSC04790_zps2b516fad.jpg (800×533)

… თვითმფრინავში, ისტამბულ-თბილისის რეისზე მოდით რა,  აღარაფერს დავწერ.

მაგარი გრძნობაა თვითმფრინავიდან თბილისი რომ გამოჩნდება..

საშინლად მიყვარს ეს დანაგვიანებული, გაუბედურებული, მოუვლელი ქალაქი და ქვეყანა, რომელიც ჩემია. რა ვქნა..

Advertisements
This entry was posted in a little of me.., იმოგზაურე თაკოსთან ერთად and tagged , , , . Bookmark the permalink.

17 Responses to ვენა – კლიმტი, შოფინგი, სიყვარული

  1. tami says:

    რა კარგად გიშოპინგია.საყვარელია შენი ქმარუკა♥♥♥

  2. ირაკლი says:

    თა, მე მაინც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ შენს ნანახ, მსოფლიოში ყველაზე ტკბილ და მომაჯადოვებელ კოცნას, მაინც ნაგრძნობი სჯობს… 😉

  3. თამი 🙂 ❤
    ქმარ, რა დღეში ხარ :)) ნუ, სადღაც მართალ არს ნათქუამი შენი

  4. qeti says:

    “ფაქტიურად მუჯლუგუნებით ვპრესე და ვპრესე ჩემი ნადავლი ჩემს ნოეს კიდობანში”– სცენა წარმოვიდგინე:)))) სუპერ ქმარი გყავს თაკო და მე სუპერ სიძე 😛 წინა პოსტიდან მოყოლებული ველოდები ამ მაკედონელი გოგოს ფოტოს:)) ცოტა უკეტესს ველოდი…და კიდევ,ძაან მომინდა ამ ზოოპარკისთვის თვალის შევლება 😦

  5. სასწაული პოსტია, მარიაჰილფერი – დავგუგლე და შენთან ერთად ვიმოგზაურე ყველა მაღაზიაში.
    სუნთქვის შეკვრამდე ვიკავებდი თავს ეგრევე ნაშოპინგარ ნივთებზე რომ არ გადავმხტარიყავი ❤
    მოძღვნა იყო უტკბილესი მაგრამ მეორე სურათზე შარფმა გამაქვავა ადგილზე.
    ველოდები როდის გნახავ რეალში ამ შარფით

  6. თაკო გვაზავა says:

    ქეთი,
    მართლა ძაან მაგარი გოგო იყო ეგზონა. უბრალოდ ფოტოს გადაღება არ უყვარდა 😦 არადა დახურვის საღამოს ვეხვეწებოდი, ძალიან ლამაზი ხარ და გადაგიღებ ფოტოს მეთქი, წინ ვეჯექი და არაო, არ გადამაღებინა, ასე რომ ნორმალური ფოტო არ მაქვს ამ გოგოსი. უბრალოდ სიტყვაზე მენდე :)))
    თაა, 🙂 ჩემი გოგო ხარ.
    ახლა რომ ვიხსენებ მილანს, უფრო ვაფასებ, მაგარი იყო შენთან ერთად კოკისპირული შოფინგი 😉 დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ გვექნება ეგეთი ბედნიერი ერთობლივი წუთები ;)))

  7. Lord Vader says:

    არ უნდა მერჩია შენთვის ბლოგის გახსნა რა :/

  8. Lord Vader says:

    ცხვრებს რაც ეხება და ჰალსტუხს
    http://stylishblog.net/2012/11/29/cardigan/

    დაიანას ფოტო ნახე აბა 🙂 ცნობილი პრინტია ეგ.
    ეტყობა დაიანას ფანია 🙂

    • აუ შენ გაიხარე რაა, ვერაფრით ვიხსენებდი სად მქონდა ნანახი და თურმე შენთან ბლოგზე.
      დაიანაზე იყო ძაან საყვარელი და აი ჯანიზე იყო ძალიან სასაცილო :))) რომ დავინახე ძლივს მოვიქციე ტუჩები თავსი ადგილას. თან ხომ გააჩნია არა სად გაიკეთებ…

      რატომ არ უნდა გერჩია ბლოგის გახსნა? 😉 დავაშავე რამე?..

      • Lord Vader says:

        ვიქონიებდი ეგეთ ჰალსტუხს. არ შემხვედრია, თორემ ვიყიდდი. 🙂 ეგეთი სასაცილო ჰალსტუხები მაქვს.

        უბრალოდ კაი გესთპოსტი გამოვიდოდა ქალაქების სერიიდან. 🙂

  9. ააა 😉 მე მეგონა არ მოგეწონა, მადლობა დიდი 🙂
    შენს აზრს ხომ იცი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, ბოლო–ბოლო ნათლია ხარ 😉

  10. Lord Vader says:

    ისე, მაგ კოსოვოელ გოგოს კი დაველაპარაკებოდი სიამოვნებით.

  11. litterator says:

    კეთილი იყოს ჩემი ფეხი თაკოს ბლოგზე 😀

  12. კეთილი იყოს ჩემი მაუსი შენს ბლოგზეე 🙂 ვენა საერთოდ ჩემი ოცნების ქალაქია,რა თქმა უნდა რომის და პრაღის შემდეგ..იმედია ოდესმე ვნახავ ….წარმატებები თაკო

    • 🙂 მიხარია შენი სტუმრობა…
      მართლა კარგი ქალაქია, ლამაზი, დახვეწილი და მდიდრული. გისურვებ, რომ მალე ესტუმრო. თუმცა, მას შემდეგ რაც პარიზი ვნახე, ვეღარ წარმომიდგენია რამე უკეთესი ვიხილო ოდესმე. პარიზი სულ სხვა განზომილებაა 🙂
      მადლობა, შენც წარმატებები… შემომიარე ხოლმე 😉

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s