სტუმრად გუსტავ კლიმტის სამშობლოში

ვენაში ორი მიზნით ჩავედი. პირველი – გამევლო თრენინგ-კურსი ვენის გაერთიანებულ ინსტიტუტში (JVI)  და მეორე – პირადად  გავცნობოდი კლიმტს.

პირველი დიადი მიზნის განხორციელებისთვის მზადებას ჩასვლისთანავე შევუდექი. მე და ჩემი საყვარელი თანამშრომელი თამარა აეროპორტიდან პირდაპირ JVI-ს საერთო საცხოვრებელში (JVI Residence) მივედით და ჩვენ-ჩვენს ოთახებში დავბანაკდით. საკმაოდ მყუდრო და საყვარელი საცხოვრებელი გვქონდა, სადაც ყველა სათითაოდ ვიყავით განაწილებულები. გეგმა ასეთი იყო:  2 კვირის განმავლობაში ფანტასტიური სტუდენტობა უნდა მოგვესწრო 😉 მეორე დღეს ინსტიტუტში საზეიმოდ გახსნეს ჩვენი კურსი. გავიცანი ლექტორები, რომელთაგან ერთ-ერთი ჩემთვის უკვე ნაცნობი და საყვარელი ცელქი იტალიელი იყო. ვისაც წაკითხული გაქვთ ჩემი ძველი პოსტები (როცა=სწავლა= სიამოვნებას და  მშვიდობით IMF course),  გემახსოვრებათ, ხალისიანი ჯანი დე ნიკოლო. ჯანის საქართველოდან ჭაჭა წავუღე და გადაირია „ჯორჯიან ვოდკას“ დანახვაზე, მერე და მერე ეტაპობრივად, სახეზე განსაკუთრებულად საზეიმო გამომეტყველებით მამცნობდა ხოლმე ამ ჭაჭის დალევის ისტორიებს, იზოგავდა.

ჯგუფი საკმაოდ ჭრელი იყო. ჩვენს გარდა იყვნენ წარმომადგენლები თურქეთიდან – სამი ძალიან საყვარელი და პოზიტიური ადამიანი (ნამდვილად რაღაცას მიპირებს ეს თურქეთი, რომ თავი საბოლოოდ შემაყვაროს), ბოსნია-ჰერცოგოვინიდან, ხორვატიიდან – ფრიად აუტანელი, მაგრამ ძალიან ნიჭიერი ნარცისი, მოლდოვადან და ესტონეთიდან – შედარებით ცივი და ნაკლებ კონტაქტური ხალხი, აზერბაიჯანიდან – ნეკათითებზე საგანგებოდ ფრჩხილებდაწკეპილი (მოზრდილ-კოხტად მოქლიბული) ჯეელი, რომელიც მთელი შემართებით გვიყვებოდა, როგორ არ! უნდა შეხედოს მის მზეთუნახავ ცოლს სხვა კაცმა და როგორ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაიცვას მან სექსუალურად, თორემ…, ასევე იყვნენ წარმომადგენლები კოსოვოდან – ძალიან სასიამოვნო გოგო, სახელად კრენორე, უკრაინიდან – უხასიათო ორსული ანნა, მაკედონიიდან – ჯგუფის ყვეეელაზე ლამაზი და თან საკმაოდ ჭკვიანი გოგო – ეგზონა, რუსეთიდან – უსაყვარლესი ირინა, რომელზეც მართლა მთელი ძალით ვცდილობდი, რომ არ მომწონებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მაინც შემიყვარდა, ლუქსემბურგიდან – სტანდარტულად სასიამოვნო ევროპელი ადრიანი და მავრიკიიდან – ჩემი ყველაზე საყვარელი ჯგუფელი, სახელად შოუკუტ ( + კიდევ სხვები).

მოკლედ, გაგვიმართლა. ჯგუფი იყო ძალიან მეგობრული, სწავლასა და გართობაზე თანაბრად ორიენტირებული და ძალიან მხირული. ხშირად დავდიოდით ზიბერნშტერნში – იქვე მახლობლად მდებარე უმაგრეს ფაბში, სადაც შვიდი დასახელების ზღაპრულ ლუდს ხდიდნენ და სოსისების, შნიცელებისა და ნეკნების უგემრიელესი ასორტის გორას ამზადებდნენ. აქვე დავაგემოვნე თბილ–თბილი,  ღუნრულა და საოცრად არომატული ვაშლის შტრუდელი, რომლის გემოც არასდროს დამავიწყდება.

შოუკუტ, მე, თამარა და ელჩინი

DSC04625_zpsa3d08950.jpg (800×534)

DSC04654_zpsb35d823e.jpg (800×534)

მე და ვეისი (თურქეთი) 🙂DSC04656_zps480e1fdd.jpg (800×534)

იქ ყოფნის პერიოდში, ვალენტინობა დღეს წავედით ერთ-ერთ პოპულარულ ვენურ ღამის კლუბში, რომელიც, სიმართლე გთხრათ, დიდად არ მომეწონა. რატომღაც საკმაოდ მოძველებული არც თუ მთლად ჰიტები ჰქონდა ჟოკეის გადარჩეული (აბა მე თქვენ გეკითხებით, ვინღა უსმენს ახლა ეთომიქ ქითენს და მისთანებს..), თუმცა, შიგადაშიგ კარგი სიმღერებიც გამოერეოდა ხოლმე და მიქსავდა, სხვათა შორის, ნორმალურად.

კლუბამდე ლეოპოლდ მუზეუმის კაფეში შევიარეთ გემრიელი, ცივ–ცივი სუპერ–ლუდების მოსაწრუპად..

DSC04662_zps75f3e619.jpg (800×534)

“voklsgarden”-თან მისულებს თავიდან ცოტა გაგვიპრობლემდა კლუბში შესვლა, ვინაიდან და რადგანაც, მახარობლად გავუშვით ელჩინი და  შოუკუტი. კლუბის დაცვამ რომ ერთი მდუმარე ფერადკანიანი და ერთიც ნეკათითებზე ფრჩხილებგადაგრეხილი გრძელცხვირა სუბიექტი დაინახა, ფაქტია, საეჭვოდ ჩათვალა და ჩვენმა კლუბურმა ფეისკონტროლმა პირველ ეტაპზე ჩაილურის წყალი დალია. არ გვაქვს ადგილიო, ზრდილობიანად შემოგვითვალეს. ჩვენ მივხვდით რაშიც იყო საქმე და ახლა უკვე გოგოები გავესაუბრეთ, ეგ ბიჭები ჩვენთან არიანო, ვუთხარით. უი, რას გველაპარაკებითო და უპრობლემოდ შეგვიშვეს, ბოდიშებიც კი გვიხადეს.

მარცხნიდან რუმინელი და ბოსნიელი გოგოები, ელჩინი, შოუკუტი, ხორვატი სანია, ვეისი, მე და თამუნა, რუსი ირინა ალკოჰოლის მიღების პროცესში. სხვა ფოტოები ძალიან ბნელი გამოვიდა, გამოჩენად არ ღირდა.

DSC04671_zps48638d9a.jpg (800×534)

ვენის ღამის კლუბმა სრულიად შეცვალა ჩემი შეხედულება ავსტრიელი  გოგონების გარეგნობაზე. მანამდე ქუჩაში მრავალგზის თვალიერების შემდეგ დავასკვენი, რომ ავსტრიელებს ქალები არ უვარგოდათ. იშვიათად ვხვდებოდი ლამაზ გოგოს, მაშინ, როცა  საკმაოდ სიმპათიური, მოვლილი და გემოვნებით ჩაცმული მამაკაცები მრავლად დადიოდნენ. მაგრამ, მას შემდეგ, რაც “Voklsgarden”-ში მოძიგძიგე ქერა ლამაზმანებს ვუყურე, ყველანაირი წინარე შეხედულებები გამიქარწყდა.  წარმოდგენილი ქლაბერი გოგოების 70% – მაღალი, გამხდარი,  ლამაზი, ძალიან ქერა, თეთრზე თეთრი კანით, ლამაზად და პროვოკაციულად ჩაცმული – მოდი და არ მოგეწონოს.ზოგადად უნდა ითქვას, რომ ავსტრიელები საშუალოზე მაღალი ხალხია. მოკლედ, ბევრი ვიცეკვე თუ ცოტა, როცა მივხვდი, რომ უკვე ბოლომდე გადატენილ და მაქსიმალურად გაბერილ კლუბში სუნთქვა, ცეკვა და  გართობა ერთანაირად შეუძლებელი იყო, ფეხით წამოვედი ვენის ლამაზ ქუჩებში რეზიდენციისკენ, ჩემს ოთხ ჯგუფელთან ერთად და გემრიელად წავუძინე.

ღამის ვენა და ჩვენ..

პარლამენტთანDSC04645_zps58865cac.jpg (800×468)

რატჰაუსი, იგივე მერია

DSC04652_zps0cbd1ea2.jpg (759×600)

დუნაის პარკში სეირნობისას

IMG_7844_zpsb76d8a96.jpg (800×600)

ჭადრაკს თამაშობენ 🙂

DSC04799_zps84f6c3bf.jpg (800×534)

ქანჩების მემორიალი :)))

DSC04796_zps23f7ff6d.jpg (800×413)

კიდევ ერთი ძალიან ამაღელვებელი ადგილი, რომელსაც ვენაში ყოფნისას ვესტუმრე და მანამდე ვერ კი ვიფიქრებდი, რომ ამას შევძლებდი, იყო ვენის ოპერა. ჩემმა სუპერ ენერგიულმა და მოხერხებულმა ჯგუფელებმა ოპერის წინ მობორიალე წითელმოსასხამიანი გადამყიდველებისგან ბილეთები სამმაგ ფასად გაშანსეს და მეორე დღეს პირდაპირ ლექციების შემდეგ გავქანდით ბედნიერები და სასიამოვნოდ ატაცებულები.

რადგან ცოტა ადრე მივედით, დანიშნულების პუნქტიდან ცოტა გადავუხვიეთ და ზაჰერის (Sacher Wien) სახელგანთქმული შოკოლადის ტორტის დასაგემოვნებლად წავედით.

ვეისი, რუმინელი სორინ ადრიანი და ჩვენ ..DSC04708_zpse25b5ba5.jpg (800×534)

ვენის ოპერა – ეს არის მსუყე, მაგრამ დახვეწილი სიმდიდრე თავმოყრილი ერთ დიდ შენობაში. ამდენი ოქროს ქანდაკება, იდეალურად მოოქროვილი ჩუქურთმები და გუმბათი, ნატიფ ჩარჩოიანი სარკეები არსად მინახავს, გავოგნდით…

აღმოვაჩინე, რომ თავმოყვარე, გოროზი ვენელები ძალიან, ძალიან იპრანჭებიან ოპერაში წასვლის წინ. ყველანაირი ასაკობრივი კატეგორიის ხალხს შევხვდი, ალბათ 17-დან 80-მდე და ყველა მაქსიმალურადგაპრანჭულ–მოკაზმული. მამაკაცები – აკადემიურ კოსტიუმში, ან პიჯაკსა და ნაჭრის შარვალში, ყელზე ჰალსტუხით ან შარფით. არავითარი ჯინსი! ჯინსი ოპერაში კატეგორიულად მიუღებელ ტონად ითვლება. ქალები – გრძელ, მიდი, მოკლე კაბებში, პრიალა მოსაცმელებში, შარფებით, ძვირფასი კოლიეებით, ბეჭდებით, სამაჯურებით, მაკიაჟითა და დავარცხნილი თმით. ხელკავით, წელში გამართულები დასეირნობდნენ და დარბაისლურად საუბრობდნენ. ერთი ჩვენ ვიყავით პაპუასებივით შევარდნილები პირდაპირ ლექციიდან, ძალიან ვინანე, რომ დილით ვერ გავითვალისწინე და როლინგით წავედი, აშკარად ამოვარდნილები ვიყავით გლამურული და მოწესრიგებული მასიდან.

ოპერასთან

DSC04699_zps6cd30b6b.jpg (427×640)

DSC04715_zpsd64b1c18.jpg (682×1024)

იმ დღეს სცენა ეთმობოდა მანონ ლესკოს. დადგმის პირველმა ნაწილმა მოლოდინი გამიცრუა. მიუხედავად იმისა, რომ არტისტები მართლა ვირტუოზულად ასრულებდნენ,  მელოდია იყო მოსაწყენი და გაწელილი, იმდენად, რომ შესვენებაზე ისიც კი გავიფიქრე, რეზიდენსში ხომ არ დავბრუნებულიყავი– მეთქი, მაგრამ მერე გამახსენდა ბილეთში გადახდილი ფული და დავრჩი. კიდევ კარგი, რომ დავრჩი 🙂  მეორე აქტი იყო პირველისგან რადიკალურად განსხვავებული. მოვჯადოვდი. ისეთი დრამატული და ჰარმონიული იყო მანონის და შევალიეს შერიგების სცენა და მელოდია, და იმდენად განუსაზღვრელი დადებითი ენერგია და სიამოვნება მომცა საბოლოო ჯამში ამ წარმოდგენამ, რომ აღარც მახსოვს ბოლოს ასეთი ამაღლებული განწყობა როდის მქონდა… წამოვედით რაღაც სხვანაირად ბედნიერები, ყველანი თავაწეულები და გაღიმებულები.

უიქენდი ახლოვდებოდა..

მეორე ნაწილი coming soon 😉      

Advertisements
This entry was posted in a little of me.., იმოგზაურე თაკოსთან ერთად and tagged , . Bookmark the permalink.

17 Responses to სტუმრად გუსტავ კლიმტის სამშობლოში

  1. nini says:

    rogor visiamovne taa… ase mgonia mec shentan ertad vimogzaure .. veli gagrdzelebas :))) :*

  2. უჰჰ ვიმოგზაურე შენთან ერთად
    მაგრამ არ გაპატიებ ოპერის აუთფიტები რომ არ გადაიღე !!! იიისე დამაინტერესა

  3. ნინი, მადლობა 😉
    თაა, არადა აი 3-ჯერ ჩავუდარაჯდი და სამჯერვე ლოჟაში შემასწრეს 😦 მეც ძაან ვწუხვარ, რომ ვერ დავაფიქსირე. ერთხელ აი სასწაული მოხუცი წყვილი იყო, ვერ აგიხსნი როგორი გემოვნებიანი და ერთმანეთთან შეხამებული ზმანით, ბებოს ან რა ტანი ჰქონდა, ან რა სამკაული ეკეთა და ანდა გნებავთ მაკიაჟი, ჩვენებურ 25 წლის გოგოებს ჯიბეში ჩაისვამდა, არადა მინიმუმ 75-80 წლის იქნებოდნენ. ერთი იყო კიდევ, ახალგაზრდა ლამაზი გოგო ულტრა-მოკლე კაბაში და მაქვინის უზარმაზარ პლატფორმაზე, თავისი კავალერი დაყვებოდა კანკალით არ დამივარდესო :))) ეგეც ძაან კარგი წყვილი იყო. მოკლედ, როგორც მილანში ევროლუჩეზე გვქონდა დიდი რანვეი, ეგეთი იყო ვენაში ოპერა 🙂

  4. Keti says:

    რა კარგი ხარ , თაკო :*
    ძალიან საინტერესოდ გაგიტარებია ეს დღები… ახლა მეორე ნაწილს ველოდები – კლიმტი ძალიან მიყვარს:)

    • მადლობა ქეთევან 🙂
      მეორე ნაწილიც მალე იქნება.
      კლიმტის შემოქმედება ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიამოვნება და სილამაზეა 🙂

  5. tami says:

    რა მაგარია ორი კვირა ვენაში, თუნდაც ტრენინგებზე:) მშვენივრად გამოიყურები, ვიტყოდი ჯგუფშ ყველაზე ლამაზი თაკო იყო მეთქი, მაგრამ შენ ვიღაც სხვას მიანიჭე უპირატესობა და რატომ? :დ

    • თამი :)) ძალიან დიდი მადლობა ასეთი გემრიელი კომპლიმენტისთვის, თუმცა მე არ მივეკუთვნები ნარცისების კამპანიას 🙂 ვცდილობ, ყოველთვის ობიექტურად ვიმსჯელო.
      ვენა კარგი იყო მთლიანად თავის ტრენინგიან, ფაბებიან, ხალხიან, მარტო ცხოვრებიან, შოფინგიანად 🙂 იცი როგორ ვისიამოვნე? .. 😉

  6. qeti says:

    მგონია რო მეც იქ ვიყავი ისე აგქვს დაწერილი:))))სასიამოვნოდ იკითხება.ოპერის სურათებს მეც სიმაოვნებით ვნახავდი:( ველიი გაგრძელებას! 🙂

  7. Lord Vader says:

    თაკო, ძაან ლამაზი და გამხდარი ხარ…
    იმ შავი კაცის ფონზე განსაკუთრებით 🙂

    • ;)) პირველი რეაქცია – ვა, ელეონორას სტილი შეუცვლია..
      დიდი მადლობა 😉
      ის შავი კაცი ყველაზე კაი ტიპი იყო ჯგუფში, ძაან საყვარელი, იუმორის გრძნობაც ყველაზე მაგარი, მშვიდი, შეგნებული და ჭკვიანი, მსოფლიო ბანკში მუშაობს სხვათაშორის, აქეთ ასწავლის ამათ ( ჩვენს თრეინერებს) რამე რომ იყოს…
      აზერი რომ დიქტატორული სიტყვით გამოვიდა ცოლზე და მის ცხოვრების წესზე და ა.შ. რა მითხრა იცი დამწუხრებულმა, ასეთი ედუქეითედ ტიპი რომ ასე მსჯელობს, წარმოიდგენია მის ქვეყანაში ჩვეულებრივი სოციუმი რაებს აკეთებსო, შეეცოდა ამის ცოლი, ხმა ამოიღოს ცოტაო. მერე მე ვუხსნიდი რომ იმ გოგოს მაინც შანსი არააქვს, ხმაც რომ ამოიღოს, საწყალმა 😦

      • Lord Vader says:

        მე და ელეონორას ამ შემთხვევაში განგვასხვავებს მხოლოდ ერთი სიტყვა “განსაკუთრებით”

  8. vekoo says:

    გამიხარდებოდა და ველი პოსტს სთრით სტაილსა და შოპინგზე 😀

  9. ოოჰ გოგოების რა გითხრა და ერთ ავსტრიელ მამაკაცს რა დამავიწყებს 😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s