მედ-service ქართულად

დღევანდელი პოსტი მინდა ქართული მომსახურების იმ ძალიან საპასუხისმგებლო სფეროს მივუძღვნა, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს არც გართობასთან, არც გემრიელ შოფინგთან და ჯიბის სასიამოვნოდ დაცარიელებასთან, თქვენ წარმოიდგინეთ და არც მგზავრობა–ფრენასთან. ეს თემა პირდაპირ უკავშირდება ადამიანის სიკვდილ–სიცოცხლის საკითხს,  მის ჯანმრთელობაზე ზრუნვას და იმ აუცილებელი სამედიცინო მომსახურების გაწევას, რომელზეც ხშირად მთლიანად არის დამოკიდებული თითოეული ჩვენგანის ყოფნა–არყოფნის საკითხი.

baddoctor

ქართული მედიცინის სამყარო ჩემი ცხოვრების დიდი და მოუშუშებელი ტკივილია, ალბათ თქვენიც. განსაკუთრებით რთულდება საქმე, როცა საქმე  ბავშვების ავადმყოფობას ეხება.  ბავშვი რომ ცუდადაა, ეს ცალსახად ძალიან სანერვიულოა, მაგრამ დამატებით სულ  სხვა შინაარსის   ფიზიოლოგიურ-ჰიგიენური და ემოციური პრობლემები იჩენს თავს, როგორც კი  რომელიმე ჩვენი სამედიცინო დაწესებულების კარებს შევაღებთ.

ასე მაგალითად:

ჩემი უფროსი შვილი ავად გახდა.

დიაგნოზი – ენტერო ვირუსი,

ადგილმდებარეობა – დიღომი, ბავშვთა ახალი კლინიკა.

сГСсГРсГХсГисГХсГЧсГР сГРсГосГРсГЪсГШ сГЩсГЪсГШсГЬсГШсГЩсГРსასწრაფოს მოსაცდელში შეგვყავს ბავშვი უწყვეტი პირღებინებით, მისავათებული, სიცხიანი.

პირველი ეტაპი. შესასვლელში გამაგრებული ადმინისტრატორი გოგონები: რა ჰქვია ბავშვს?! რამდენი წლისაა?! სად ცხოვრობთ?? ტელეფონი?!!  თქვენი მობილური?!!ბავშვი რამდენი კილო დაიბადა? რა აქვს გადატანილი?.. როგორი მშობიარობა გქონდათ? აცრები თუ აქვს ჩატარებული?? რას უჩივის და რა მიეცით უკვე?? პირადობა და დაზღვევა გვჭირდება !! (შეუვალი ტონით). მე, აღნიშნული „ტყვიებით“ დაცხრილულმა და გაბრუებულმა ძლივს ჩაგადე ორი სიტყვა და ძალიან ვთხოვე, რომ იქნებ ჯერ თითქმის გულწასულ ბავშვს მიმიხედოთ და მერე ვარკვიოთ ეს ყველაფერი–მეთქი. თუმცა, ეშხში შესულმა აგრესორებმა მაინც არ დააგდეს ტემპი და ფაქტიურად გვიბრძანეს, რომ დაუყოვნებლივ შეგვესრულებინა მათი მოთხოვნები. იძულებული გავხდი, თვალები რაც შეიძლება ავად და ფართოდ დამებრიალებინა და არანაკლები აგრესიით მეთხოვა, რომ ექიმთან შევეშვით.

შემდეგი ეტაპი: მისვლიდან 20 წუთის შემდეგ ძლივს შევდივართ პალატაში, სადაც ზუსტად რომ გამოვთქვა, ყველა სამედიცინო პერსონალს ცალ პანჩურზე ვკიდივართ. ჩვენით მოვიძებნეთ ადგილი და  5 წუთიანი ლოდინის შემდეგ მე თვითონ შევეცადე რომ გამერკვია, ვინ იყო ჩვენი ექიმი. აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ექიმი, „თვითონაა გასული ფიზიოზე და მოვა რა ცოტა ხანში, აგერ დაელოდეთ, მაგ საწოლზე“. მორჩილად ველოდებით საწოლზე. ამასობაში ერთმა საყვარელმა უმცროსმა ექთანმა (რომელიც ერთადერთი ნათელი წერტილი იყო იმ გაუგებრობაში) დროის მოგების მიზნით მირჩია, დამეკავებინა რიგი ექოსკოპიის კაბინეტთან, რადგან ჩვენი მზეთუნახავი ექიმი მაინც მოითხოვდა მის გაკეთებას, მას შემდეგ რაც გამოჩნდებოდა. გავედით ულტრასონოგრაფიის კაბინეტთან,  რომელიც აღმოჩნდა რომ ამ უზარმაზარ კლინიკაში მხოლოდ და მხოლოდ ერთი ერთეული ჰქონდათ და მთელი კლინიკის პაციენტებისა და მშობლების  ჯარი მის მისადგომებთან კვნესოდა, ოხრავდა, იწყევლებოდა. დაახლოებით 1 სათის შემდეგ, როცა ჩვენი რიგი თითქმის მოვიდა, აღმოჩნდა, რომ ჩვენი ექიმი, რომელიც უკვე მითიური არსება მეგონა, მთელი თავისი ბრწყინვალებით გამოჩნდა და გაგიკვირდებათ და მოგვიკითხა. მოქანდა ჩვენი სიმპათიური და აქოშინებული მედდა და სასწრაფოდ წარგვიტაცა უკან, პალატაში. ექიმი,  55-60 წლის ასაკის ქალბატონი ნათია, რომელიც  პლასტიკური ოპერაციის მსხვერპლ ჰოლივუდის ვარსკვლავს უფრო ჰგავდა, ვიდრე სანდომიან ექიმს და მალ–მალე იხედებოდა ახალგაკეთებულ მანიკურზე, ჩემდა გასაოცრად დაინტერესდა რა გვჭირდა და რა თქმა უნდა, გაგვიშვა უკან ექოსკოპიაზე, რომელსაც კიდევ დაახლოებით 1 საათი ველოდეთ და  ბოლოს მივაღწიეთ ნანატრ სავარძლამდე. შუადღე გადასული იყო წვეთოვანი რომ დაუდგეს ჩემს  შვილს და მას შემდეგ, რაც სისხლის ანალიზის პასუხს დაახლოებით 2,5 საათი დააგვიანდა (რომელიც 40 წუთში უნდა ყოფილიყო მზად), ჩვენმა მზეთუნახავმა მიიღო ერთ–ერთი ყველაზე უფრო სასიამოვნო გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში  –  გამოვეშვით სახლში. მე ვთხოვე, ყველა იქ ჩატარებული ანალიზის პასუხის ქსეროქსი გადაეღოთ და მოეცათ, რაზეც ქალბატონმა ნათიამ მტკიცე უარი გამომიცხადა  არგუმენტით – „კი მაგრამ, აი, რად გინდა, რაში გჭირდება?!“ მე ფაქტიურად  შავი დღისათვის გადანახული ნერვების რეზერვებიდან შევავსე უკვე კარგა ხნის გამოლეული მოთმინება და დამარცვლით ავუხსენი ჩემი – პაციენტის მშობლის უფლებები. გაჭრა. 5 წუთში მომიცუქცუქა თავისი 12 სანტიმენტიანი ხის პლატფორმებით.

რა ცოტა რამ აბედნიერებს ადამიანს… სახლში რომ მოვედით, ჩემზე და საბაზე ბედნიერი ადამიანი არ დადიოდა ამ ქვეყნად.

ყოველი ჩვენი ავადმყოფობა ახალი არასასურველი თავგადასავალის შესავალია, ახალი უსიამოვნო ისტორიების, რომელშიც ადამიანები კი არ გიყვავებენ, გივლიან, პირიქით უნდა ეთაყვანო და ელოლიავო, იმ უბრალო და მრავლისმეტყველი მიზეზით,  რომ „ისინი გვკურნავენ !“,  პარადოქსია, მაგრამ ჩვენთან უკიდურეს ანტი–სანიტარიაში „მკურნალობენ“ ინფექციურ დაავადებებსაც კი. ჰო, და კიდევ,  ჩვენს ექიმ–ექთნებთან „ზედმეტი“ კითხვის  დასმა არც გაბედოთ, უბრალოდ  მათ სუპერ–კომპეტენტურობას ბოლომდე  მიენდეთ, წინააღმდეგ შეთხვევაში, მოემზადეთ მიიღოთ „უი, მიწა დაგაყარეთ“  მზერა და „რა გამიხურე ქალო საქმე, შენღა მაკლდი უფროსად“  დედააზრზე აგებული უხეში პასუხი, რასაც აუცილებლად მოჰყვება ყველაზე დაჩაგრული ადამიანის  „როგორ ყველაფერი მე უნდა ვაკეთო, ჯანდაბა თქვენს თავს“ პათოსით თავის ბრაზიანი აღმართვა ზემოთ  და  დემონსტრაციული სვლა სცენიდან.. აქ თითქმის უცხოა ადამიანური თანაგრძნობა, სასწრაფო მოქმედების  აუცილებლობის აღქმა, პასუხისმგებლობის შეგრძნება, აქაც ჩვენი პატარა ერის მოურჩენელ, საძაგელ კომპლექსს ვაწყდებით – არავის, არავის სურს თავისი საქმის პატიოსნად და პროფესიონალურად შესრულება, რაც მხოლოდ რეცეპტის გამოწერა და ზედ ხელის მოწერა კი არ არის, გაცილებით მასშტაბური ცნებაა და იმაზე ბევრად მნიშვნელოვანი, ვიდრე უმძიმესი პაციენტების მიღების პარალელურად შიგადაშიგ პომადის ხუთ პირად გადასმა და ყავისა და სიგარეტის თანხლებით, ყურებად ქცეულ ექთანთან რძალზე ჭორაობა.

აი, ასეთია იმ პრობლემური გზის ერთ–ერთი ჩემეული მაგალითი,  რომელსაც ჩვენ,  ჩვენი ავადმყოფი შვილები, ან ყველა ერთად გავდივართ ხოლმე ჩვენი ცხოვრების იმ ძალიან არსასურველ პერიოდებში, როცა ისედაც საკმაო სანერვიულო და სადარდებელი გვაქვს…

ჰოდა, „ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია, აწმყო თუ არა გწყალობს,მომავალი შენია“.

..მაინც რა არარეალურად ოპტიმისტი იყო ეს არაჩვეულებივი კაცი…

P.S. მეტისმეტად კრუელა დევილი რომ არ გამოვჩნდე, აქვე მოვნიშნავ იმ თითზე ჩამოსათვლელი ნორმალური კლინიკების დასახელებებს, რომლებიც ცოტათი მაინც მიზიარებენ ილიას პოზიტივს და მცირე ოპტიმიზმის გრძნობას მიტოვებენ.

  1. სტომატოლოგიური კლინიკა „უნისტომი“ და ჩემი მკურნალი ექიმი თეა ჩუბინიძე, მართლაც სანდო, ზედმიწევნით პროფესიონალი, ძალიან მონდომებული და მთლიანად პაციენტის ინტერესების დაცვაზე მობილიზებული ექიმი, რომელიც ფეხდაფეხ მიჰყვება ყველანაირ ინოვაციას და  სიახლეს მის დარგში. თეამ რამდენიმე წლის წინ გააცოცხლა ჩემი დაკარგული იმედი იმის შესახებ, რომ ოდესმე ნორმალურ დანტისტს შევხვდებოდი. დიდი მადლობა მას იმისთვის, რომ ამ კონკრეტულ სფეროში მაინც წყნარად ვარ.
  2. კლინიკა “ავერსი“. ამ კლინიკაზე ბევრი კარგი გამიგია და ცოტ–ცოტა ცუდიც, მაგრამ მე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია – პაციენტების მიღების დახვეწილი დისციპლინა, უახლესი ტექნიკა–აღჭურვილობა და სანდო ლაბორატორია, ძალიან ყურადღებიანი და კომპეტენტური ექიმები, სასიამოვნო გარემო. მადლობა “ავერსს” ამისთვის.
  3. ძალიან შევეცადე მესამე მეტ–ნაკლებად ნორმალური სამედიცინო დაწესებულებაც გამეხსენებინა, მაგრამ, სამწუხაროდ, უშედეგოდ 😦
Advertisements
This entry was posted in ჩვენ - ქართველები. Bookmark the permalink.

29 Responses to მედ-service ქართულად

  1. qeti says:

    ძალიან მეშლება ნერვები ასეთ შემთხვევებზე,მართლა არავის არ უნდა თავისი საქმის კეთება 😦

  2. tami says:

    ამ ზამთარსაც დამემართა მსსგავსი მარგალიტები, საშინელებაა და პატრონიც არავინ არის რომ გამოასწოროს სიტუაცია.

  3. 😦 მეც მაგას ვჩივი, რომ პატრონი არ ყავს ამ ქვეყანას, რაც უპირველეს ყოვლისა შეუგნებელი ხალხის დამსახურებაა. საბოლოო დასკვნა ეგ არის.

  4. natalia says:

    tako exla tavidan ganmiaxlda is tkivili rac giorgize gadavitane da tan orjer lamis mec gamovacxo erti eseti posti magram ra azri aqvs yvelaperi mainc ise darcheba ;(

    • ნატო, ეგ ხომ საერთოდ არ წარმოუდგენელი ამბავია რა 😦 და ყველაზე მეტად იმაზე ვნერვიულობ, რომ არ გამოიძიეთ და ისე დატოვეთ, როგორც იყო…

  5. warmodgena rom gqondes ra energia da entuziazmia sachiro imistvis rom normaluri eqimi gaxde bevrs zemottqmuls ar dawerdi, mara ar gamtyuvneb pacienti yoveltvis martalia(ase maswavlian ar vici rato)… administratori gogonebis erti shexedvit uadgilo kitxvebis dasmaze, rac wesit eqimis saqmea ver dagetanxmebi, chemi mwiri gamocdilebidan gamomdinare… rac yvelaze mtavaria saqartveloshi dgesdgeisobit nebismier idiots sheudzlia gaxdes eqimi(samwuxarod ssrk-sgan gansxvavebit, sadac arasdros ar micxovria magram sabchota jandacvas yvelaze humanurad mivichnev msoflioshi) da uaxloes momavalshi tu rame ar sheicvala bevrad uaresi mdgomareoba iqneba…

    • მე მაქვს სრული წარმოდგენა, რა რთულია იყო პროფესიონალი, მათ შორის პროფესიონალი ექიმი. და იმასაც კარგად ვხვდები, რამდენად უფრო მარტივია, რომ გარეშე ადამიანები – ახლობლები, “მთავრობა”, “ხელისუფლება”, დედამთილი, ყვავი-ჩხიკვი და ა.შ დაადანაშაულო ყველანაირ წარუმატებლობაში – გლობალურშიც და პიროვნულშიც, ვიდრე საკუთარი თავი და არაპროფესიონალიზმი, საქმისადმი არასწორი დამოკიდებულება აღიარო.
      და, ადმინისტრატორ გოგონებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, უნდა დაესვათ ის კითხვები, რამდენიც საჭირო იყო, მაგრამ არა შესვლისთანავე, ბავშვის შეუჩერებელი პირღებინების და მივარდნის პარალელურად. სასწრაფოში რომ შედიხარ, ჯერ უნდა მოგასულიერონ, მოგხედონ, გაგიწიონ პირველი გადაუდებელი დახმარება, მე ასე ვიცი და მერე გაარკვიონ ყველანაირი ადმინისტრაციულ-ტექნიკური საკითხები, მაგათი საქმეც ეგაა.
      არ ვიცი, ან მე ვერ გამოვთქვი ჩემი სათქმელი კარგად და ან შენ ხარ ძაან მიკერძოებული მაგ სფეროს მიმართ… )

      • ar var mikerdzoebuli))… yoveldge miwevs am yvelafris yureba da ragacebis patiebas viswavle… simartle gitxra bevrad uaresadaa saqme vidre aq giweria ogond es in general… ras gadavekide am administrator gogonebs, magram is erti shexedvit umnishvnelo administraciul-teqnikuri mxareebi anamnezis ganuyofeli nawilia da zusti diagnozistvis aucilebelia, samwuxaroa roca eqimi amis gaketebas tavs aridebs… chemi varaudit kitxvebi sapasporte informaciis shemdeg exeboda, gadatanil infeqciur daavadebebs, alergias, memkvidreobit daavadebebs… magalitat tu pacienti diabetikia midgoma radikalurad icvleba da tu es winaswar ar vkitxet saqmes gavirtulebt… rac sheexeba mosulierebas da pirvelad gadaudebel daxmarebas, tu pacients cnobiereba aqvs da mitumetes tu mshobeltan ertadaa kitxvebis dasmis shetavseba mgoni shedarebit racionaluri gamosavalia… es yvelaferi normis pirobebshi, normalur garemoshi, normalur eqimebtan, da sheni ra tqma unda mesmis radgan aseti adgili saqartveloshi ar aris…

      • 🙂 სად მუშაობ? თუ საიდუმლო არ არის, რა თქმა უნდა…

      • I’m unemployed)), vswavlob jer kidev)…

  6. Lord Vader says:

    ბექა, მოდი აქ!!! 🙂

    • თაკო გვაზავა says:

      😉 სადაა ბექა? ფააფუ ბექა 😦 საერთოდ აღარ შემოდის ჩემს ბლოგზე და ვააბშე ჯგუფელი რომ ყავდა თაკო გვაზავა ნეტავ თუ ახსოვს… არადა რა კაი ბიჭი იყო ❤
      პ.ს. შემოდი ბექა, ჯგუფელების შეხვედრა გვაქვს დასაგეგმი მარტის თვეში…

      • Lord Vader says:

        მაისში დაგეგმეთ ან გვიან პარლის. უფრო კაი ამინდი იქნება. 🙂

  7. Lord Vader says:

    მე ვიცი კარგზე უფრო კარგი კლინიკა კარგზე უფრო კარგი ექიმებით. მარა ვიწროპროფილურია.

  8. ბექა says:

    მე მკიდია ჯანდაცვა :დ ეხლა რა ხდება, რეალურად ძალიან ძვირია ჯანდაცვა, მაგრამ ექიმებს საკმაოდ უჭირთ. ხოდა სტრესული სამსახურია ძალიან მათხოვრულ ფასად. აქედან–ნერვოზიც :)))

    სხვა საქმეა ანკეტის შევსება უდროო დროს. ნუ ეგ ცხადია. მე მაინც ვიტყოდი, რომ დღეს საქართველოს განვიტარების კვალობაზე ჯანდაცვა არც ისე კატასტროფულია. მაგრამ სტაბილურად უარესდება. თუმცა საყოველტაო ჯანდაცვამ ეგებ გამაოსწოროს საქმე, თუ არ გაბანკროტდა სახელწმიფო მანამდე :დ

    თაკო რა ვქნა. არ ვარ გლამურული ახალგაზრდა (არც გლამურული , არც ახალგაზრდა ) ჭარარა წვერით ვმოძრაობ და ამოჩეჩილი საროჩკით

    რა ვაკეთო შენს ბლოგზე :დ

  9. დაიცა, ეს შენზე დაწერე ყველაფერი?? :)))
    ნუ, ახალგაზრდა აშკარად ხარ და ეს წვერები და ამოჩეჩილი საროჩკა რა პონტია, არადა რა წესიერი სტუდენტი იყავი ხოლმე, ჰეჰ …
    ისე არაა აქ გლამურული და პეროიანი ხალხის ნავსაყუდელი, შეცდომით აღგიქვამს.
    აქ ნატურალური და სასიამოვნო ადამიანების შეხვედრის ადგილია 🙂
    არ გაგვირჭო პერო მტკივან ადგილას?!…

  10. ბექა says:

    აქ რაც ერთ პოსტში ტანსაცმლის ფოტოებს დებ. მე ჯამში არ მქონია და ჩემთვის გლამურულია :დ

    • Lord Vader says:

      ბოლოს რომ გნახე წვერი გქონდა, მაგრამ არაჭაღარა და ასე უცებ არ გაგჭაღარავდებოდა. თან ადრეა ჯერ.
      თუმცა… გენების ამბავია. მე მაგ ასაკში უკვე ჭაღარა ვიყავი 😦

      ჯანდაცვას რაც შეეხება საყოველთაოსგან დედა არ ეყოლება, აგერ მე აგერ თქვენ და აგერ ბატონი ნოდარი.

      • ბექა says:

        შეოძლება. თუ არ შეცვალეს პრინციპი. რაც კაია ჯანდაცვისთვიოს–პაციენტების რაოდენობას ზრდის. შესაბამისად ფიქსირებული ხარჯების წნეხი მცირდება და ექიმებსახ მეტი პრაქტიკა აქვთ.

        პ.ს თმა ჯერჯერობით იცავს პოზიციებს და წვერმა მიღალატა–საკვირველია პირდაპირ

  11. Tamuna says:

    Gamarjobat. Xelebis kankali risi brali sheidzleba iyis? Arafer ar mtkiva, sruliad jamrteli var, magram xelebi mikankaleebs, cota emociuri var da marto amisi brali sheidzleba iyoos? Mkurnaloba tu sheidzleba?

  12. Tamuna says:

    Gtxoovt pasuxi email-ze momwerot. Winaswar madlobt.

    • თამუნა, არ ვარ ექიმი, თორემ დიდი სიამოვნებით გიპასუხებდით 🙂
      ალბათ სჯობს გამოცდილ თერაპევტს მიმართოთ, რომ დაგაკვალიანოთ 🙂

      • Lord Vader says:

        შენ და ბექამ სამსახურები უნდა გაცვალოთ.
        ის საფინანსო მოწყობამ დააინტერესა და შენ სამედიცინო სფერო გიზიდავს.

        თან რო ვუყურებ გაძლიერებული კვება-ქეიფის რეჟიმზეა უწყება გადასული და მაგათ ვე აყვები შენ და თუ აყევი დაზარლდები :))

      • აი როგორ არ გრცხვენია ….
        რას ნიშნავს “გაძლიერებული კვება-ქეიფის რეჟიმზეა უწყება გადასული “?! :/ არგუმენტი მაინტერესებს, მართლა.
        თუ აყევი შენც ამ უტვინო ჟურნალისტების ბლა-ბლას :/
        პ.ს. ისე რას შვები, სხვა როგორ ხარ?.. :))

      • Lord Vader says:

        ჟურნალისტებს თუ არ ვენდო აბა ვის ვენდო?
        აბა არაფერი დარჩენილა სპეტაკი და წმინდა ჩვენს ქვეყანაში :/

  13. ბექა says:

    ხომ გითხარი, არ გინდა თქო :დ

    მართლა თაკო, სადაა ჯგუფელების შეხვედრა? :დ. თუ ისეთ გაძლიერებულ კვება-ქეიფის რეჟიმზე ხარ–დამატებით არაფრის გაგონება არ გინდა? :დ

    • აი რა უნდა გელაპარაკოთ რაა, ორივეს :/
      ძაან დაკავებული ვიყავი ეს დღეები, ახლა მოვიცალე და გავაკეთებ შეხვედრის ჯგუფს ფბ-ზე, სადაც შენ არ ხარ და შესაბამისად, ვერ ნახავ და იქ მოვითათბირებთ ყველანი ერთად რას გავაკეთებთ და როდის. ნინო ვაშაკიძე დამეხმარება და კიდევ ალბათ 1-2 ბიჭი დამჭირდება. ველი მოხალისეებს. თუმცა მაგაზე უკვე ფბ-ზე 😉
      შენ კიდევ იყავი ასოციალური, განდეგილი და “მარტოსული” რახან ასე ძაან გინდა 😉

  14. ბექა says:

    ჩვენ რა შუაში ვართ. უარეს შემთხვევაში პროპაგანდის მსხვერპლი ვართ. მაგრამ საფუძველიც გვაქვს.

    პ.ს გუშინ გავხსენი ფბ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s