2014 წლის მოდის ტენდენციები

დიდი ხნის გადაკარგვის და სიჩუმის შემდეგ მოგესალმებით და რადგან ეს ჩემი პირველი პოსტია 2014 წელს, მას მთლიანად ამ წლის მოდის მთავარ ტენდენციებს მივუძღვნი.  გადავხედოთ რა არის წელს მოდაში, რომელი ფერები და სტილის ნაირსახეობებია  აქტუალური და მისაღები და როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ, რომ მთლად fashion-iconები თუ არა, მეტ-ნაკლებად  მოდურები მაინც ვიყოთ.

მაშ ასე, დავიწყოთ ფერებით.

წელს განსაკურებით აქტუალურია ჟოლოს და მარჯნისფერის ტონები, ასევე ნაცრისფერი და თამბაქოსფერი, ძალიან მოდურია კვლავ პასტელის ტონალობები, უფრო კონკრეტულად ღია იისფერი, ასევე,  გახუნებული ცისფერი, თითქმის წყლისფერი. თუმცა, მე პირადად მიმაჩნია, რომ ფერთა გამა  მოდის სწორედ ის ხაზგასმით დემოკრატიული განყოფილებაა, რომელიც ნებისმიერ წელს და ნებისმიერ სეზონზე თავისუფალი არჩევანის საშუალებას გვაძლევს, ჩვენი სურვილის, განწყობისა და ამა თუ იმ ფერის მიმართ განსაკუთრებული სიყვარულის მიხედვით. ასე რომ, ფერების მოდურობის განსაზღვრაში განსაკუთრებულად დიდ დროს და ძალისხმევას ნუ დახარჯავთ, ჩაიცვით ნებისმიერი ფერის სამოსი, ოღონდ, რაც მთავარია სწორი შეხამებით.

მეორე საკითხია პრინტები, ამ სიტყვას ჩვენებური დეფინიცია ვერა და ვერ მოვუგონე და მოდით ერქვას უბრალოდ ეს საყოველთაოდ მიღებული ბარბარიზმი, არაუშავს. წელს მოდაშია ჩემი ძალიან საყვარელი პრინტი – კუბოკრული ქსოვილები, განსაკუთრებით   წითელ-შინდისფერ ფერებში, ასევე ძალიან აქტუალურია შავ-თეთრი კომბინაციები, რომელიც, გახსოვთ ალბათ, 2013 წელსაც ძალიან მოდური იყო და საერთოდაც, ყოველთვის იყო და იქნება მოდაში იმ უბრალო მიზეზით, რომ მოუბეზრებელი, იდეალური და ყველაზე ელეგანტური ფერების კლასიკური დუეტისგან შედგება. კვლავ თრენდულია ლეოპარდის პრინტი  (რომელთან დაკავშირებითაც თითქმის ყველა ჩემი უახლოესი ადამიანი ჩადარაჯებული ელოდება იმ „ბედნიერ“ დროს, როცა ბოლოს და ბოლოს მომბეზრდება, მაგრამ „ნურას უკაცრავად“..), ასევე კვლავ მოდური რჩება აბსტრაქტული პრინტები იმ განსაზღვრულ ფერებში, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ.

plaidtartancothingfashiontrend_zps6d9c44c7.jpg (640×306)

რაც შეეხება სამოსს, პირველ რიგში თქვენს ყურადღებას გავამახვილებ იმ გამოკვეთილ დეტალებზე, რომელზეც განსაკუთრებულად არის ფოკუსირებული 2014 წლის ქალების მოდა.

პირველ რიგში ეს არის სმოკინგი. არ აქვს მნიშვნელობა როგორი იქნება, სადა თეთრი, შავი, ყვავილოვანი პრინტით თუ გარდამავალი ფერებით, ის აუცილებლად უნდა იყოს თქვენს 2014 წლის გარდერობში.tuxedojacketsforwomenspring2014_zps242f568f.jpg (620×640)

მეორე must-have – ესაა ფოჩები, თხელი დაფენილი ფოჩები ტანსაცმელზე. მე თვითონ არ ვიცი, რანაირად ვაიძულებ თავს, რომ ფოჩებიანი ტანსაცმელი ჩავიცვა, მაგრამ ყველანაირად შევეცდები, ვიძლევი ფსევდო-fashionista-ს პატიოსან სიტყვას.

fringingspring2014_zpse2a58906.jpg (620×640)

მესამე თრენდი 2014 წლისთვის, ყველასთვის უმარტივესი შესასრულებელი – შეხსნილი ღილები.  შეიხსენით ღილები პერანგებზე, ჩაღილულ მაისურებზე, ტუნიკებზე, თუკი  გსურთ, რომ მოდურად გამოიყურებოდეთ. თუმცა, ჩემი აზრით, ეს ტენდენცია ქართული საზოგადოებისათვის ცოტა საშიშ ხასიათს ატარებს, რამეთუ მეტისმეტად გულ-ახდილად შეხსნილმა ღილებმა, დიდი ალბათობაა, გამოიწვიოს ზომაზე მეტად  ეჭვმოჭარბებული ქმრების  თვალების ჭყეტა და ხელების აქავება, ამიტომ, მაინც ფრთხილად, ძვირფასო ქალებო, საქართველოა..

inverseshirtbuttoning_zps83aeb9d8.jpg (620×640)

მეოთხე – ნაციონალური ნაქარგებთა და პრინტებით გამდიდრებული სამოსი.. ულამაზესები..

folklore_zpsb08eee36.jpg (620×600)

წელს განსაკუთრებულად მოდურია განიერი, ფართხუნა შარვლები,  მოკლე ქვედაბოლოები ზომიერი კლოშით, რომელიც ამ ბოლო დროს ძალიან შემიყვარდა და შესაბამისად, ეს ტენდენციაც მახარებს, ასევე ძალიან აქტუალურია რეტრო ქვედაბოლოები და კაბები – მიდსა და მაქს შორის სიგრძის, წელზე მჭიდროდ დაფიქსირებული, უხვად დაკლოშილი, ერთფერა სამოსი. ულამაზესი, ძალიან ქალური და საყვარელი.

1950sglamour_zpsa8b60b38.jpg (620×600)

წელს კვლავ შენარჩუნდა გასული წლის მთავარი RTW ტენდენცია – უხეში გეომეტრიული ფორმები ტანზე, 60-იანების თრენდი, რაც მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელმა დიზაინერებმა თუ დააიგნორეს  და მე პირადად მათ სავსებით მივესალმები, მომკალით და ვერაფრით ვიხდენ ამ საკიდივით პიჯაკ-პალტოებს და ფლართ ქვედაბოლოებს… არც ფოტოებს დავდებ 😉

ახლა კი მივხედოთ ძვირფასი  მამაკაცების დაკვალიანებას.

მამაკაცების მოდის მთავარი თრენდები აგებულია თითქმის იმავე ზოგად მახასიათებლებზე, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. კერძოდ, ფოლკლორული და კუბოკრული პრინტები, იგივე ფერები და მათი შეხამებები. 2014 წლის კოლექციებში განსაკუთრებით მომხვდა თვალში მამაკაცების კოჭამდე ან კიდევ უფრო მაღლა წვივამდე დამოკლებული შარვლები, რომელიც ეხება როგორც აკადემიურ, ასევე ყოველდღიურ (casual) სტილს, მოდაშია მამაკაცების ან ძალიან ფართხუნა ან პირიქით მეტისმეტად ვიწრო შარვლები.

2014-men-s-fashion-trends-137155741327_zps19ada049.jpg (600×600)

217630_zpsafa4290a.jpg (295×443)217619_zpse6892af5.jpg (295×443)

217636_zps4a198d8a.jpg (295×443)217637_zps15f0efe8.jpg (295×443)

men-coats-fashion-trend-for-fall-winter-2013-2014-7_zpsc7eedc45.jpeg (800×425)

2014-men-fashion-trends-Latest-Styles_zpsa5bf8922.jpg (800×400)

_DOL0070450x675_zps6888cc2f.jpg (449×675)

_DOL0246450x675_zps9c0eddf8.jpg (449×675)

_DOL0236450x675_zps39e0f247.jpg (449×675)

ესეც საგაზაფხულო ყოველდღიური სამოსი..

Summer-Styles-trends-Men_zps3b00f729.jpg (585×390)

 

კაცებო, უმორჩილესად გთხოვთ, აი ასე არასდროს ჩაიცვათ რა, რას გერჩოდათ ეს დონატელა ვერ მივხვდი 😦 

versace-m-rf14-2131_zps03826caa.jpg (400×600)

და ბოლოს ერთ ჩემს მორიდებულ რჩევას დაგიტოვებთ. მოდის ხელოვნება/ბიზნესი რა თქმა უნდა მეტისმეტად პატივსაცემი და აუცილებლად გასათვალისწინებელი ფენომენია, მით უმეტეს, რომ ჩვენს დიდ და სნობურ სამყაროში ადამიანების უპირველესი აღქმა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მათი ვიზუალური მხარის გაშიფვრით და ამის საფუძველზე გარკვეული დასკვნების გამოტანით  იწყება, თუმცა, საბოლოო ჯამში ძალიანაც ნუ გადაიღლით თავს თანამედროვე თრენდებზე ბევრი ფიქრით და ამ საკითხში ნერვების მოწამვლამდე კირკიტით, ჩაიცვით ის, რაც მოგწონთ და თვლით, რომ გიხდებათ, აქციეთ ეს პროცესი სიამოვნებად, გართობად და არა მოვალეობად, და თუ მაინც დაგეზარებათ, გახსოვდეთ, რომ არსებობს ერთი ძალიან მარტივად შესასრულებელი რამ, რაც არასდროს გადადის მოდიდან: გაიღიმეთ 😉 … და მოეშვით. აი ასე. 

 

Advertisements
This entry was posted in მოდა და სილამაზე. Bookmark the permalink.

26 Responses to 2014 წლის მოდის ტენდენციები

  1. tami says:

    კარგად ვიცინე “ნურას უკაცრავად” მომეწონა ძალიან და “რას გერჩოდათ დონატელაო?” აი, მართლა ეხლა წარმოიდგინე ესე მოფარღალალებული მამაკაცური ღირსებით რომ იარონ საქართველოში დუბინკა და ღვთის რისხვა არ ასცდებათ.:დ

    მოდის აიკონობას რაც შეეხება, ღმერთო აი, ძალიან მინდა ყოველდღე გამოპრანჭულ-მოკაზმული გავიდე სახლიდან , მაგრამ იმაზეც მადლობას ვამბობ სუნამოს მიპკურება და თმის დავარცხნა თუ მოვასწარი. ქუსლიანი ფეხსაცმლით სიარული სავარაუდოდ დამავიწყდა იმდენი ხანია არც ჩამიცვამს, მოკლედ ტენდენციები კია მშვენიერი მაგრამ ჩემი ჩაცმის სტილი ამ ბოლო როს მხოლოდ ჯინსებით და სვიტრებით, შემოიფარგლება,რომლებიც -უნდა ვაღიარო, რომ-უკვე ძალიან მომბეზრდა:

    • თამი, აი ეგ ბოლო ვერსაჩეს ლუქი რომ ვიპოვე, ვხოხავდი კაი ხანი :)) მეც ეგ წარმოვიდგინე ზუსტად, რომელიმე თავმოყვარე ქართველი ჯიგიტი რომ შეიმოსება ეგრე და სახინკლეში რომ წავა..
      შენ რაც შეგეხება, ჩემო კარგო, იცოდე, მთავარი მონდომებაა. მაღალი ქუსლებიც უნდა ჩაიცვა, მაკიაჟიც გაიკეთო და მოდასაც მიყვე შესაძლებლობის ფარგლებში, რა თქმა უნდა. ჯინსი და სვიტერი ფანტასტიური რამაა, მაგრამ მრავალფეროვნება აუცილებელია, თანაც საკმაოდ სექსუალური გარეგნობა გაქვს და ზუსტად ვიცი ბევრ სტილს თავისუფლად მოიხდენ, 2 ბავშვს, ოჯახს და სამსახურს არგუმენტად ვერ მივიღებ! ჩემთანაც ეგრეა, ასე რომ აბა შენ იცი, მეტი მოდომება 😉

      • tami says:

        ხო ეგააა , მონდომება მაკლია და ხალისი გაზაფხულს დავუცდი მაინც რომ გავხალისდე, იქნებ მანამდეც მოვახერხო რამე. აი, წელს მარტო ჯინსები და სვიტრები ვიყიდე: განახლება ჭირდება გარდერობს, აშკარად.

  2. ესეც საგაზაფხულო ყოველდღიური სამოსი..
    უუუუუსიმპათიურესია ყველა მესამეს გარდა
    სპორტული შარვალი რაღაც არ მიზიდავს,
    აი დონატელას ფანტაზიებმა კი გამაოცეს :)))))))))))

    • :)) და ქალის ფოლქ–ელემენტები? შემიყვარდა. და ყველა მინდა. უკრაინული მინდა სასწრაფო წესით და მერე დანარჩენებზე ვიზრუნებ. უი, ისე ავსტრიელებსაც ლამაზი კოსტუმები აქვთ მემგონი…

  3. qeti says:

    ძალიან მომწონს რეტრო ქვედაბოლოები და კაბები ❤ პირველი ლუქი ულამაზესია..

  4. Lord Vader says:

    ეგრე რომ ჩაიცვა თან ამ ამინდში მოგეყინება რაც არაა მოსაყინი :/
    მარა დონატელამ ეგ არ იცის.

    ის მილითარი პალტოსმაგვარი კი კაია… მარა აი ეგ კრაკულის საყელო უტეხავს, 🙂

  5. Kate says:

    ძლივს არ გავიგე რა ფერებია მოდაში წელს?!
    ხოდა მე ერთადერთი ლურჯის ამბავი გამიხარდა. მაგრამ მეორეს მხრივ, მოდაში ხომ ის არის, რაც გიხდება?! ხოდა ჩემი ფერებია ლურჯი, წითელი.

    მეორე სურათზე თეთრი პიჯაკი მომეწონა, ყვავილებით გაწყობილი. შარვალიც მაგისი აცვია მგონი.

    უი, მინდოდა მეკითხვა. შენ თათასი ვინმე ხარ?

    • ქეთი გეთანხმები, მეც ძაან მიყვარს ორივე – ლურჯიც და წითელიც 🙂 ზოგადად ყველა ფერი მიყვარს ნიუდ ტონების გარდა, იმიტომ რომ არ მიხდება.
      ყვავილებს რაც შეეხება, ძაან ბევრია წელს ყვავილები, განსაკუთრებით ვარდების თემა. დღეს დავბრუნდი ვენიდან და ყველა მაღაზია ვარდებს მიაქვს.. მეც მიყვარს ისე ძალიან ფლორალ პრინტები,თან ბოლო 5–6 წელია ძაან აქტიურია.
      მეგობრები ვართ მე და თათა 😉

      • Kate says:

        კი, პრინტები ძალიან პოპულარულია ბოლო წლები. ყვავილებიც ბევრი შეინიშნება დიზაინერთა ნამუშევრებში. უი, მე თანამშრომლები მეგონეთ.

      • ოკ, შენი ხათრით სიამოვნებით დაგიზუსტებ, ჩემი ქმრის, მაზლის, მამამთილის და ა.შ. კიდევ ბევრი საერთო ახლობლის თანამშრომელია ჩვენი თაა :)) ანუ “ახალ ნათებასთან” ძალიან ახლო კონტაქტში ვარ 😉

      • Kate says:

        აააა უიიიი. რა მაგარია. :)))
        არა ანუ იმიტომ ჩავუღრმავდი, რომ ვიცი, რომ “ახალი ნათების” საქმეებში კარგად ერკვევი და თანამშრომელი მეგონე. ძალიან კარგი.

        ხოდა მინდოდა ადრეც მეთქვა. კარგი ბლოგი გაქვს. მართალია, იშვიათად შემოვდივარ. მაგრამ დამიჯერე, ეს მხოლოდ მოუცლელობის გამო. და არა იმიტომ, რომ არ მინდა შემოსვლა. ხოდა როდესაც ვახერხებ, შემოვდივარ და ერთიანად ვკითხულობ წაუკითხავ პოსტებს. აი ასე.

  6. :)) ძაან მიხარია. უდიდესი მადლობა 😉

    • Lord Vader says:

      ერკვევა რომელია 🙂
      მიდი რამე სანათი იყიდე და აჩვენე და ნახე როგორ გამოგილნძღოს :))

  7. ბექა says:

    რა საშინელებაა

  8. ბექა says:

    რაღა კონკრეტულად . სურათებს რომ შევხედე-გული გამისკდა. ქალები კიდევ არბილებენ სიტუაციას და მამაკაცების ტანსაცმელს რომ შეხედავ, ხვდები რომ ტანსაცმელში 100 ლარზე მეტი არ უნდა მისცე არასოდეს

    • Lord Vader says:

      ასი ლარი კიარა მაგათი ცალი ფეხსაცმელი იქნება მთელი ჩემი გარდერობის ფასი. 🙂

      • ბექა says:

        ვარგოდეს მაინც რამე. ვიტრინაში თუ დასვამ და ბილეთებს გაყიდი–ამათ არ დაემსგავსოთო. ნუ დონათელას შედევრი ცალკე თემაა კიდე

      • Lord Vader says:

        ის პალტო კაია. მწვანე.
        მარა კარაკულის საყელოს მოვადღლეზდი და ეგაა 🙂
        თუმცა მაგის ფული არ მაქვს. მაგ ფასად მეორე რემონტიც გაკეთდება

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s