FORUM By NEW LIGHT – ოფიციალური გახსნა

როგორც წინა პოსტში  ხარისხის ფილოსოფია – FORUM By NEW LIGHT  მოგიყევით „ახალმა ნათებამ“ თავისი ახალი მასშტაბური შოუ-რუმის – FORUM By NEW LIGHT  გახსნის პროცესი ორ ნაწილად განახორციელა. ფორუმის ოფიციალური გახსნა 22 ნოემბერს დაიგეგმა.

საღამოზე ბევრ საპატიო სტუმარს ელოდნენ, პირველ რიგში, „ფორუმში“ წარმოდგენილი ყველა ევროპული ბრენდის წარმომადგენლებს, ადგილობრივ პარტნიორებსა და კომპანიის მეგობრებს, ასევე, სტუმრებს მთავრობიდან, კერძოდ კი ფინანსთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.

დაახლოებით 4 საათზე „ახალი ნათების“ ყველასთვის ცნობილ დიღმის პავილიონში შევიკრიბეთ.საღამოს წამყვანებმა – „ახალი ნათების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, უმშვენიერესმა თათამ და მსახიობმა და ტელე-რადიო წამყვანმა – ლევან ხურციამ მცირე შესავალი სიტყვის შემდეგ შუშხუნების ფონზე მიიწვიეს საზეიმო ლენტის გასაჭრელად კომპანიის დამფუძნებელი – ზურაბ გაბინაშვილი და ფინანსთა მინისტრი – ნოდარ ხადური, რომელთაც ღირსეულად შეასრულეს თავიანთი საპასუხისმგებლო და საზეიმო მოვალეობა და ამის შემდეგ შოუ-რუმის ორიგინალური, მყურდო გვირაბის გავლით ყველამ გადავინაცვლეთ „ფორუმის“ ეგზოტიკურ ევრო-სამყაროში.

900_zps8087d9ec.jpg (900×702) http://s1277. რადგან “ფორუმი” მე უკვე დათვალიერებული მქონდა, უფრო მეტად სტუმრების რეაქციებსა და პირველ შთაბეჭდილებებს ვაკვირდებოდი. აბსოლუტურად ყველას  გაოცება, უდიდესი აღფრთოვანება და ის რიტორიკული კითხვა ჰქონდა აღბეჭდილი სახეზე, რაც მე თავად მქონდა ფორუმში პირველად შემოსვლისას, „კი, მაგრამ ეს ყველაფერი ნამდვილად ამ ქვეყანაში ხდება?!…“ გაოგნებული უცხოელები ყველაფერს ყურადღებით ათვალიერებდნენ,  იღებდნენ და იღებდნენ ფოტოებს, ვიდეოებს და გვიზიარებდნენ თავიანთ შთაბეჭდილებებს, რომ მსგავსს, გრანდიოზულს, ულამაზესს, ყოვლისმომცველს ნამდვილად არ მოელოდნენ, რომ ისინი სასიამოვნოდ გაოცებულები ბრუნდებიან თავიანთ ქვეყანაში, რომ… და ასე შემდეგ „რომ“…

საღამოს მუსიკალურ გაფორმებაზე ჯგუფი „ბანდეროლი“ ზრუნავდა, ძალიან სასიამოვნო,  ყველა დროის პოპულარული ჰიტებით გაახალისეს საღამო და ყველა კიდევ უფრო მაგარ განწყობაზე დაგვაყენეს.

  თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს, ვაღიარო, რომ “The Gobblins” არის ჩემპიონი და მათ მიერ შექმნილი გარემო სულ სხვა მაჟორული და ემოციური ვიტამინებით იყო სავსე.

“ფორუმი” სტუმრებს უგემრიელესი თეთრი და წითელი ღვინით, ნატურალური წვენების ასორტითა და უგემრიელესი ალაფურშეტით გაუმასპინძლდა ასევე ახალგახსნილ ფორუმის პატარა და კოხტა კაფეში, რომელიც პავილიონის ერთ მყუდრო კუთხეშია განთავსებული და უგემრიელესი საკონდიტრო ნაწარმით, Julius Meinl -ის ყავით და გემრიელ-გემრიელი სალათებით გიმასპინძლებთ ყოველ დღე, შოუ-რუმის სამუშაო საათების განმავლობაში.

საღამოს კულმინაცია იყო ულამაზესი Light Show ფინქ ფლოიდის უკვადავი ჰიტის – Another Brick In the Wall-ის გენიალურ ლაიტმოტივზე. მართლა ძალიან მაგარი იყო, უკუნით სიბნელეში მოცეკვავე ულამაზესი სხვადასხვა ფერის სვეტები, ციმციმები, ისედაც უსაზღვროდ მიმზიდველი დიზაინის რიტმულად აცეკვებული ფერად-ფერადი დეტალები… ყველანი ენაჩავარდნილები შევყურებდით. ვინც საღ აზრზე დარჩნენ, ისინი ვიდეოებს იღებდნენ.

ესეც ლაით-შოუდან ფოტოები..    _LIU8847_zps3a5f4a45.jpg (600×772)

Light-Show-მ ფაქტიურად დახურა გახსნის საღამო, ჩვენი ხალისიანი და სიმპათიური წამყვანები სტუმრებს დაემშვიდობნენ და ყველანი გარეთ მიგვიწვიეს ლამაზი ფეიერვერკის საყურებლად.

ამის შემდეგ საღამოს უცხოელმა სტუმრებმა, „ახალი ნათების“ მენეჯმენტის წარმომადგენლებმა და კომპანიის უახლოესმა მეგობრებმა გადავინაცვლეთ მცხეთაში, ჩვენი მომავალი მეფის მირიან ბარათეონის მთავარ სატრაპეზოში, „ქართული ღვინის პალატაში“.  ეს გახლავთ სამ სართულზე გაშლილი, ქართული ნაციონალური ელემენტებითა და დიზაინით გაფორმებული მომცრო ზომის რესტორანი. მე და თათა მისვლისთანავე გავეპარეთ ცოტა ხნით ჩვენს სტუმრებს და გემრიელი და უკვე მონატრებული ფოტოსესია მოვიწყეთ, რა თქმა უნდა ჩვენი ყველაზე მაგარი ფოტოგრაფი მიშაც თან გავიყოლეთ 🙂   ესეც ჩვენი ფოტოები:

ბარათეონის მოსასვენებელზედ..

ვემსახურებით თაას ❤

ფოტოსესიიდან რესტორნის მთავარ მესამე სართულზე ასულებს  უკვე გველოდა გახურებული თონე და ჩურჩხელების ამოსავლებად გამზადებული ცხელ-ცხელი თათარა. ჩვენმა უცხოელებმა დიდად იხალისეს, ცოტ-ცოტა ქართულად იკულინარეს და შემდეგ მივუსხედით სუფრას – უუუგემრიელესს 😉  თუ ფორუმის საღამო  უცხოური ჰიტების ფონზე მიდიოდა, აქ მხოლოდ ქართულ ხალხურ სიმღერებს აგუგუნებდნენ   ნიჭიერი ჩოხოსანი ყმაწვილები, ძალიან ძალიან ტკბილად და შეწყობილად მღეროდნენ. სამწუხაროდ, ანსამბლის სახელი არ მახსოვს.

მომღერლები და სუფრის თამადა იმ უძლეველი ყანწით ხელში, რომელიც იმ დღეს მრავალგზის სავალალოდ დამარცხდა.

მე და თაა – სუპერ-განწყობაზე 🙂 თაა, მარნიქს და მე

ამ ფოტოს ფერები… ❤  შოთა გაბინაშვილი – “ახალი ნათების” პროექტების მენეჯერი და გერამანული ავეჯის ერთ-ერთი ბრენდის ტემპერამენტიანი წარმომადგენელი  🙂 ძალიან ხალისიანი საღამო გამოგვივიდა. ვიცინეთ, ბევრი ვიმხიარულეთ, მე და თათამ რაზეც შეიძლებოდა ყველაფერზე ვიცეკვეთ, ეს ჩვენი თავშეკავებული და „ცივი“ ევროპელები (განსაკუთრებით გერმანელი კარლი) ბოლომდე გაიხსნენ, გულით გახალისდნენ, გალაღდნენ და ძალიან კმაყოფილები წავიდნენ შინ, დიდ ევროპაში 😉 მანამდე კი ყველამ სათითაოდ დალია ღვინო ზემოხსენებული უზარმაზარი ყანწით (და სხვათა შორის მეორე გზაზეც წავიდნენ თავიანთივე დაჟინებული მოთხოვნით), წარმოთქვეს დამსახურებული ქართველი თამადის შესაშური ლექსიკისა და პათოსის სადღეგრძელოები და იცეკვეს ქართულ ფოლკლორზე.

ყანწის დამარცხების ფოტო-მტკიცებულებები –  “ფილიპსი” 🙂

შუაგულ ქეიფში მე და თათამ რამდენიმე სტუმარი მოვიტაცეთ რესტორნის პირველ სართულზე – მარანში, სადაც ჩვენმა ბიჭებმა ბარათეონის ერთ-ერთი ნაბადი და ფარნავაზიანთა დინასტიის მიერ მრავალგზის ბრძოლებში ნაცადი რკინის მუზარადი აღმოაჩინეს. ჰოდა, სათითაოდ გამოვაწყვეთ ეს ჩვენი უცხოელები და იქაც სასიამოვნო ფოტოსესია მოვიწყეთ. მინდა გითხრათ, ყელამდე კმაყოფილები დარჩნენ დროებითი „გარაინდებით“ და ორი მხიარული ქართველი ქალის „დამონებით“.

კარლი ცელქობს..

ჩემი ყველაზე საყვარელი და “მკაცრი” რაინდი. ყველა სხვა რაინდის თავზეც გავიარე… (ჰმმ… მაპატიეთ ბატონო მირიან…) ავსტრიელი რაინდი და მისი “მზეთუნახავი” სლავიანური რაინდობა

ყველაზე საყვარელი გერმანელი რაინდი კარლი 🙂  ვეტრფით!

და ბოლოს ყველაზე რაინდი ❤

საკმაოდ გვიან, დაახლოებით 12 საათზე დავიშალეთ ბედნიერები, სასიამოვნოდ დაღლილები და ტკბილი მოგონებების გუდით გვარიანად დამძიმებულები.

Advertisements
This entry was posted in a little of me... Bookmark the permalink.

6 Responses to FORUM By NEW LIGHT – ოფიციალური გახსნა

  1. tami says:

    ძალიან ლამაზები ხართ<3

  2. nini says:

    dz kargia.. kvelaperi.. saxaliso,lamazi… xalxi usakvarlesi ❤ shotas saxe saocrebaa :))))) sheipera raindoba :))))))))))))))))

  3. თაკო გვაზავა says:

    მადლობა გოგოებო 😉

  4. მე მესამე ნაწილსაც ცალკე ვწერ
    რა ხდებოდა რაინდთა სამფლობელოში :)))))))))))))))))
    მადლობა შენ ყველაფრისთვის ❤

  5. Irfan says:

    Great article but it didn’t have ev-gnthiyreI didn’t find the kitchen sink!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s