ხარისხის ფილოსოფია – FORUM By NEW LIGHT

დღეს მინდა გასული დღეების ერთ ძალიან საინტერესო და სასიამოვნო მოვლენაზე მოგიყვეთ, რამაც ჩემზე მართლაც შოკური შთაბეჭდილება მოახდინა, დიდი ხნის მოლოდინს გვარიანად გადააჭარბა და გამიჩინა იმის განცდა, რომ ეს ყველაფერი ევროპის რომელიღაც სუპერ-პროგრესულ ქვეყანაში ხდებოდა.

დღევანდელი პოსტი ეძღვნება სულ ახლახანს განხორციელებულ უნიკალურ პროექტს. ხარისხის, ინოვაციის, ახალი ტექნოლოგიებისა და მაღალი პროფესიონალიზმის ჰარმონიულმა შეჯვარებამ შექმნა არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, მთელ ამიერკავკასიაში უპრეცედენტოდ მასშტაბური, მთლიანად ევროპულ ხარისხზე ორიენტირებული, ექსკლუზიური, ულამაზესი დიზაინით გაფორმებული შოუ-რუმი  –  FORUM By NEW LIGHT.

1456522_646218188760894_1879707176_n_zps97d920ef.jpg (526×350)

აი ასე,  „ახალმა ნათებამ“ კიდევ ერთი დიდი საჩუქარი გაუკეთა თავის ქვეყანას და ერთგულ კლიენტებს, და ეს არ არის ცარიელი რიტორიკული ფრაზა. ამაში მაშინვე დარწმუნდებით, როგორც კი კომპანიის ყველასთვის ნაცნობი დიღმის პავილიონიდან გამავალ ახალ ფანტასტიკურ გვირაბს გაივლით და აღმოჩნდებით “New Light“-ის ახალ საოცრებათა სამყაროში.

ეს არის 3500კვ.მ-ის შენობის მე-2 სართულზე გაშლილი, მოწინავე ევროპული ბრენდების სანათებით დაკომპლექტებული მასშტაბური შოუ-რუმი. „ახალმა ნათებამ“ ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი მოუმზადა თავის მომხმარებლებს  და „ფორუმში“ განათების პროდუქციასთან ერთად ავეჯიც შეიტანა. ასე გაჩნდა ქართულ ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ფრანგული და გერმანული ავეჯი –  საძინებლები, სავარძლები, მაგიდა-სკამები, საოფისე ავეჯი და შესაბამისი ორიგინალური, თანამედროვე აქსესუარები.  პირველი შეგრძნება და აზრი, რაც ამ პავილიონში შესვლისას გამიჩნდა და ბოლომდე გამყვა არის ხარისხის განცდა, ხაზგასმით მაღალი ხარისხი ყველგან და ყველაფერში – განათების პროდუქტებში,  ხის თუ ტყავის, ზღაპრულად ლამაზ, უნიკალურ ავეჯში, ხელს რომ გადაუსვამ და ეფერები, ეფერები იდეალურ ფაქტურას და ისიც ჩუმად გესაუბრება მხოლოდ თქვენთვის გასაგები ენით. გამოგიცდიათ? მე – კი 😉  ხარისხი და დახვეწილი გემოვნება დიზაინში, არქიტექტურაში, კედლებში, შუშებში, იმ უმნიშვნელო ჭანჭიკებსა და ფილებშიც კი, შენობა რითაც არის გამაგრებულ-მოპირკეთებული… „ახალი ნათების“ მთავარი გეზი – ფოკუსი ინოვაციებსა და ხარისხზე, ახალ შოუ-რუმშიც ბოლომდე დაცულია.

1401255_646334025415977_502866809_o_zps258b800b.jpg (800×533)

_MG_1694_zps5009d123.jpg (800×533)

„ფორუმის“ კონცეფცია ყველაფერთან ერთად თავაზიან სოლიდარობას უცხადებს ეკოლოგიასა და სიმწვანეს, გაფორმებულია ძალიან მიმზიდველი, მცირე ლანდშაპტოვანი ზოლით. წარმოიდგინეთ, შოფინგობთ ულტრა-თანამედროვე პროდუქციით გაჯერებულ ულამაზეს პავილიონში და თან წარმოუდგენლად ახლოს ხართ ბუნებასთან,  მიწასთან, მწვანე მიკრო-მდელოებთან, რიყის ულამაზეს  ბომბორა თეთრ ქვებთან,  იმყოფებით სრულ ეკო-ნირვანაში.

981003_646334032082643_911425524_o_zpsdfbd5ce8.jpg (533×800)

„ახალმა ნათებამ“ ახალი პავილიონის გახსნა ორ ეტაპად გადაწყვიტა. მე მქონდა პატივი, ორივე გახსნას დავსწრებოდი და ძალიან, ძალიან ვისიამოვნე.

პირველ დღეს, 17 ნოემბერს, კომპანიამ თანამშრომლებისა და ოჯახის წევრებისთვის ჩაატარა ფორუმის გახსნის შიდა დახურული ცერემონია. საღამოს უძღვებოდა “ახალი ნათების” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თათა მორჩილაძე –   შრომისმოყვარეობის, გულისხმიერების, ნიჭის, სილამაზის და უზომო პოზიტივის ნაკრები, თავმოყრილი ერთ ადამიანში…

თაა და მისი მეუღლე დიმა

სტუმრების განწყობის ამაღლებაზე იზრუნა ჯგუფმა “The Gobblins”,  უზომოდ გვასიამოვნეს, აგვაცეკვეს, აგვამღერეს და სასიამოვნო ტონუსში აგვიყვანეს.

_MG_1706_zpse692c146.jpg (800×533)

_MG_1367_zps411800f1.jpg (800×533)

მოგვიანებით მოხდა ახალი თანამშრომლების წარდგენა და ძველების და დაფასებულების დაჯილდოვება დიპლომებით და გემრიელ-გემრიელი, საკმაოდ სასურველი პრიზებით, მათ შორის, ყავადანებით, მიკროტალღური ღუმელებით, LED ტელევიზორებით. აი ასე უყვარს ამ კომპანიას თავისი თანამშრომლები 😉

ფორუმის გახსნის პირველი დღის ფოტოები..

“ახალი ნათების” დამფუძნებელი ზურაბ გაბინაშვილი (მარჯვნივ) და აღმასრულებელი დირექტორი თემურ არდოტელი.

_MG_1315_zps891f25bb.jpg (616×600)

_MG_1621_zps8e14c7a4.jpg (781×600)

_MG_1286_zps355f2f49.jpg (800×533)

1484201_646336338749079_290904381_n_zps36f38c81.jpg (619×600)

_MG_1696_zpsed0030c2.jpg (800×533)

_MG_1572_zpsd8b5c409.jpg (800×533)

_MG_1468_zpsee33b09d.jpg (800×533)

მე და ირაკლი

IMG_3281_zpsfdc78a02.jpg (800×533)

IMG_3288_zps354dde8a.jpg (800×533)

არტემიდე – ჩემი ფავორიტი ბრენდი ❤

IMG_3256_zpse5ef2f1e.jpg (562×533)

რომ იცოდეთ, როგორი კომფორტულია….

IMG_3286_zps56d56592.jpg (800×533)

IMG_3275_zpsb1504978.jpg (533×800)

IMG_3291_zps49488c38.jpg (526×718)

უგემრიელესი ტორტი იყო… მმმ…..

_MG_1683_zpse1fe216e.jpg (800×463)

დაელოდეთ, გახსნის  მეორე ნაწილი coming soon 😉

Advertisements
This entry was posted in a little of me.., ჩვენ - ქართველები. Bookmark the permalink.

3 Responses to ხარისხის ფილოსოფია – FORUM By NEW LIGHT

  1. უდიდესი მადლობა შენ ჩემო ლამაზო ასეთი შეფასებებისთვის
    და მადლობა რომ გამიხალისე ორივე გახსნის საღამო
    ძალიან გემრიელად იკითხება პოსტი – ერთი ამოსუნთქვით

  2. qeti says:

    კარგი პოსტია, ახალ მაღაზიაზე აღარაფერს ვამბობ,საქართველოს მასშტაბით ასეთი რამ ჯერ აშკარად არ გახსნილა..სურათები უმაგრესია!

  3. Lord Vader says:

    ყველაზე ჭკვიანის სურათი აკლია :/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s