ჩემი ლამაზი იტალიელი

ჩემთვის სილამაზის ანა-ბანას ათვლა მისგან დაიწყო.

ძალიან პატარა ვიყავი, ალბათ 5-6 წლის, დედაჩემი „ჭირვეულის მორჯულებას“ უყურებდა და მეც მივაცივდი ეკრანს, იქნება „კოცნაობები“ დავინახო-მეთქი, ჰოდა, მერე გამოჩნდა ის – საააშინლად ლამაზი.  მე ვკითხე დედას,  დე, ეს ვინ არის-მეთქი, დედაჩემმა  – ეს მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალია დედიკოო, გამიღიმა.  მე – პატარა ალქაჯი თავზე პალმით და თვალებში რქიანი ეშმაკებით (ასეთი იყო ხოლმე ჩემი სტანდარტული გარე-ფასადი მეოთხე კლასამდე) თავიდან ბოლომდე მოჯადოვებულ-მონუსხული, თვალებდაჭყეტილი მივაჩერდი კატასავით ჭრელ ულამაზეს თვალებს, მწვანედ რომ ანათებდა მთელ ეკრანზე და ცოტა ხანს სხვას ვეღარაფერს ვხედავდი. მერე უმშვენიერესი, ქერა, ფაფუკი თმა დავინახე და კიდევ ძალიან ნატიფი, ქვისგან გამოთლილი მხრები, და მაშინ აღვიქვი პირველად და მთელი სიცხადით სიტყვათა შეთანხმება – ლამაზი ქალი. ბავშვობის ის კადრი უცვლელად ცხოვრობს აქვე, ჩემი მეხსიერების ერთ-ერთ კუნძულზე, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი სანახაობა.

ახლა 29 წლის ვარ და ჩემთვის ლამაზი ქალის აღქმა კვლავ ორნელა მუტით იწყება,  მონიკა ბელუჩით გრძელდება და დამთავრებით ალბათ არც არასოდეს დამთავრდება.

ორნელა მუტი 1955 წელს რომში დაიბადა, მისი ნამდვილი სახელი ფრანჩესკა რომანა რიველია, მისი ბებია და ბაბუა (დედის მხრიდან) რუსეთიდან (პეტერბურგიდან) ესტონეთში ემიგრირებული რუსები იყვნენ, ჰოდა რა გასაკვირია, რომ მსოფლიოს ორი ულამაზესი გენეტიკის მქონე ხალხის – იტალიელებისა და რუსების სისხლის შეერთებამ ეს მართლაც იდეალური გარეგნობის ქალი შექმნა.

ყველა ლამაზ ქალს აქვს, როგორც წესი, მხოლოდ მისთვის ინდივიდუალურად დამახასიათებლი განსაკუთრებული ნიშა, ორნელა მუტი ჩემი აზრით ყველაზე ამაღელვებლად ლამაზი ქალია მისი თაობის სექს-სიმბოლოების მრავალფეროვან ასორტში. მარტო მის თვალებზე იმდენი რამ შეიძლება რომ დაიწეროს…..

ყველაზე მეტად მწყდება გული, როცა დრო ასეთ იდეალურ სილამაზეზეც ძალადობს და ნელ-ნელა, ნაწილ-ნაწილ, ნაოჭ-ნაოჭ ბოლოს უღებს. ახლა ვფიქრობ, ალბათ მართლა არის რაღაც კანონზომიერება იმაში, რომ მერლინი 36 წლის ასაკში სამუდამოდ დარჩა და დარჩა მსოფლიოს სილამაზის ავანსცენაზე.

ორნელამ ორჯერ შექმნა ოჯახი, 3 შვილი ყავს. ის ოჯახს და შვილებს ყოველთვის კარიერაზე წინ აყენებდა, ხშირად უთქვამს გადაღებებზე და აქტიურ კარიერულ წინსვლაზე უარი, რადგან, როგორც ერთ-ერთი რუსული არხისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა,  ყველაზე საუკეთესო როლიც კი არ უღირდა შვილების თვალებში ჩამდგარი სევდის ფასად. აი, ასეთი ამაღელვებლად გულჩვილი დედა ყოფილა ქალბატონი მუტი, რომელიც თვლის, რომ საკუთარი თავი ბუდიზმმა თავიდან აღმოაჩენინა და მისცა საშუალება, მიეღწია სრულყოფილი სულიერი სიმშვიდისა და სტაბილურობის განცდისათვის.

ამჟამად მსახიობი 58 წლისაა და საკუთარი საიუველირო ხაზის ბიზნესს უძღვება, რომელიც მსოფლიოს საკმაოდ ბევრ დიდ ქალაქშია წარმოდგენილი.

მოდით ერთად დავათვალიეროთ ახალგაზრდა ორნელას ფოტოები და  გავიხსენოთ ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე  ლამაზი ქალი.

პატარა ფრანჩესკა

მუტი და ჩელენტანო – ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი, ეპატაჟური და მომხიბლავი სასცენო წყვილი. ყველასათვის კარგად ნაცნობი და საყვარელი კადრები ფილმიდან..

დღეს აი, ასეთია

Advertisements
This entry was posted in ყველაზე ყველაზე ლამაზები. Bookmark the permalink.

5 Responses to ჩემი ლამაზი იტალიელი

  1. qeti says:

    ნამდვილად ლამაზი იტალიელი…დაახლოებით მეც იგივე რეაქცია მქონდა პირველად რომ ვნახე ფილმში:))) მომეწონა პოსტი 🙂

  2. nini says:

    ilamazesia.. sexualuri.. kvelaperi kavs.. dzalian momtsons ❤ visiamovne :*

  3. vekoo says:

    ქერა სულ სხვანაირია, შავგრემანი უფრო მომწონდა.

    • ვეკო, გეთანხმები. შავი თმა პრინციპში არც ჰქონია, თავისი ბუნებრივი წაბლისფერი ყველაზე მეტად უხდებოდა. თუმცა, არც ასე გამოიყურება ურიგოდ 🙂 ნუ, ასაკს თავისი მიაქვს, ის ბუნებრივი თნმის სილამაზეც თან წაიღო, საძაგელმა…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s