ქალის ფეხსაცმლის მაღაზიები თბილისში

Jimmy Choo for H&M 06დამეთანხმებით ალბათ, თბილისში შოფინგი დღეს პრობლემა აღარაა.

ქალაქი გადავსებულია სავაჭრო ცენტრებით, მაღაზიებით, ბაზრობებით, შედი და იყიდე რაც გნებავს, სულო და გულო, მთავარია სქელი საფულე, გარეგნულად გამხდარი, მაგრამ “სულიერად” მდიდარი საკრედიტო ან სახელფასო ბარათი და სურვილი, რომ ვიყიდოთ, ვიყიდოთ, ვიყიდოთ.

მაგრამ არა, მეგობრებო.  არც ასე მარტივადაა საქმე, როგორც ერთი შეხედვით გვეჩვენება. განსაკუთრებით რთულდება თემა, როცა საქმე ფეხსაცმელების შეძენას ეხება. როცა დავფიქრდებით, თუ სად შეიძლება ვიყიდოთ მოდური, ჩვენთვის მისაღები ხარისხის, კომფორტული, განსხვავებული და არა შაბლონად ქცეული ფეხსაცმელი, ცოტა არ იყოს, გაურკვევლობის და უიმედობის განცდა გვეუფლება, რადგან ამ აურაცხელი არჩევანის პირობებშიც კი შეიძლება ვერ  მივაგნოთ ჩვენთვის სასურველ მოდელს. როგორც წესი,  მეტისმეტად ძვირია, ან ხარისხი არ მოგვწონს, ან ძალიან გავრცელებული და მობეზრებულია, მოკლედ, საბოლოოდ მივდივართ პრობლემამდე, რომლის გადაჭრაც დიდად სასიამოვნო და ადვილად მისაღწევი სულაც არ არის. მით უფრო, რომ ფეხსაცმელი, რამდენიც არ უნდა გვქონდეს, ჩვენ ქალებს (და ხშირად კაცებსაც) არასდროს გვყოფნის, ასე რომ, შოფინგის დღის, თვის თუ სეზონის წესრიგში მუდმივად დგას ახალი ფეხსაცმლის ყიდვის საკითხი.

თქვენი არ ვიცი და ჩემს შემთხვევაში ნამდვილად ასეა.

ფეხსაცმელი ჩემი ყველაზე საყვარელი აქსესუარი და ვიზუალის შემადგენელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია. მინდა გითხრათ, ფეხსაცმელები, ისევე როგორც იუმორი, საკმაოდ ბევრს და გულახდილად მიამბობს ხოლმე მის პატრონზე და ზუსტად გამოხატავს მის ხასიათს, გემოვნებას, თვისებებსაც კი. მოკლედ, მე თავისუფლად შეიძლება მეწოდოს და კიდეც მეძახიან –  შუზ-მანიაკს.

მოდით გადავხედოთ თბილისში ქალის ფეხსაცმლის იმ მაღაზიებს, რომლებიც ჩემს  ტოპ-ლისტში შედიან.

  1. GUIDO CONTI  – მოცემულ მომენტში ჩემი ფავორიტი მაღაზიების უკონკურენტო ლიდერი.  ჩემი დამოკიდებულება იტალიური სტილის მიმართ  განსაკუთრებით ვლინდება ფეხსაცმელებში. გამორჩეულად დახვეწილი გემოვნება, სტილი, ხარისხი, ტყავის მრავალფეროვნება და მისი სპეციფიური – ხარისხის სუნი, ლანჩა, ცხვირის და ქუსლის დახვეწილი დეტალები, ტერფზე ზუსტად მორგებული კალაპოტი – რაც ასევე უმნიშვნელოვანესია ფეხსაცმელში – ეს ყველაფერი თითქმის სრულად ახასიათებს იმ რამდენიმე იტალიურ  ბრენდს, რომლებიც ამ მაღაზიაშია წარმოდგენილი. უკვე რამდენიმე წელია ვარ გუიდო კონტის კლიენტი და პროდუქციის მიმართ არც ერთი შენიშვნა არ გამაჩნია. ყელამდე კმაყოფილი ვარ.  რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში ფასები სცილდება ჩემს შესაძლებლობებს, მაგრამ ასეთ დროს ველოდები სეილს ან დასახმარებლად ჩემს მეორე ნახევარს მივმართავ 😉 გუიდო კონტის ფეხსაცმელების ფასები მერყეობს 150-დან 550 ლარამდე და დამიჯერეთ, ხარისხი ხშირ შემთხვევაში ფასს საკმაოდ აჭარბებს.
  2. imagesMASSIMO DUTTI   – ჩემი კიდევ ერთი საყვარელი ბრენდი, რომელიც თითქმის არასდროს მღალატობს. მასიმო დუტის თბილისური მაღაზიები ფეხსაცმელების განსაკუთრებული სიუხვით არ გამოირჩევა, თუმცა, როგორც წესი, თითოეულ სეზონზე სულ ცოტა 3-4 წყვილი მაინც არის ისეთი, რომლის მოპოვების სურვილიც აუცილებლად ჩაგივარდებათ გულში. ეს ბრენდი ნამდვილი ხარისხის ზეიმია და დიდი საჩუქარი ქართველი კლიენტებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ იაფი არც დუტის ფეხსაცმელებია (ფასები დაახლოებით 170 ლარიდან 500 ლარამდე), ამ შემთხვევაშიც შემიძლია დაბეჯითებით დავადასტურო, რომ შედეგი აჭარბებს ღირებულებას…
  3. outback_logo_template2_08River Island – ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ბრენდია, ვერ ვიტყვი, რომ მისი ფეხსაცმელები იტალიელების მსგავსად განსაკუთრებული ხარისხით გამოირჩევა, თუმცა თბილისურ რეალობაში რივერის ფეხსაცმელებიც უდავოდ დიდი ფუფუნებაა და ამიტომაც, ჩემს ფეხსაცმელების გარდერობში ის ყოველთვის იკავებს საპატიო ადგილს. River Islandის პროდუქციის ფასი საკმაოდ მისაღებია და დაახლოებით 70-300 ლარის ფარგლებშია მოქცეული.
  4. ALDO – ეს ბრენდი დიდი ხანი არაა, რაც თბილისში გვესტუმრა და უკვე საკმაო პოპულარობაც მოიპოვა. ის, რაც ალდოში ყველაზე მეტად მომწონს, არის მრავალფეროვნება – ფერების, მოდელების, ხარისხის ნაირგვარობა მომხმარებლის თითქმის ყველანაირი გემოვნებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით. თუმცა, ბრენდი ძირითადად ტყავის შემცვლელებით შექმნილ პროდუქციაზე არის ორიენტირებული, რაც ჩემთვის – ნატურალური მასალის მოყვარულისთვის, არც თუ ისე პატარა ხარვეზია. საბოლოო ჯამში, ალდო უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე კარგი და მისაღები არჩევანის მომცემი მაღაზიაა თბილისში და მრავალფეროვნებისთვის სიამოვნებით ვიძენ ხოლმე.
  5. Zara-logo-ECC97652AE-seeklogo.comZARA, BERSHKA, BALDI – ეს ის ბრენდებია, რომლებსაც ასევე ხშირად ვსტუმრობ იმ შემთხვევაში, როცა ასე ვთქვათ, მეორეხარისხოვანი ფეხსაცმელების ყიდვა მინდა (ფასები მერყეობს საშუალოდ 50-დან 250 ლარამდე). ყოველთვის ვცდილობ, ზარას – საქართველოში ყველაზე პოპულარულ და შესაბამისად ყველაზე მასიურად მოხმარებად ბრენდს, გვერდი ავუარო ხოლმე, თუმცა ხშირად არ გამომდის, რადგან  ზარას ძალიან მიმზიდველი და მოდური სტილი, ასევე, დამაკმაყოფილებელი ხარისხი ძალიან ხშირად „მაიძულებს“ შევიძინო ყოველდღიური ფლეტები მაინც, ძალიან მისაღებ ფასად.bershka_022013 ბერშკას ფეხსაცმელები ალბათ სულ ცოტათი თუ ჩამორჩება დიადი ზარას ხარისხს, თუმცა, ჩემთვის პირადად საკმაოდ მოსახერხებელი და სასიამოვნოდ მოსარგებია. ბალდი –  ცოტა არ იყოს უცნაური ბრენდია, რადგან შეიძლება შემოგთავაზოს ერთდროულად ძალიან ხარისხიანი და უხარისხო პროდუქცია, ამიტომ ერთმნიშვნელოვნად მისი დახასიათება გამიჭირდება. ბალდის ფეხსაცმელები, ისევე როგორც ზარას და ბერშკას უმეტესი პროდუქცია, საშუალო და კარგი ხარისხის ტყავის შემცვლელებისგან იკერება და საკმაოდ მისაღები ფასების გამო დიდი პოპულარობით სარგებლობს თბილისელ მომხმარებლებში.

და ბოლოს ჩემი ოცნების გარდერობი 🙂

blog enterychristina_aguilera_shoe_collection

Advertisements
This entry was posted in მოდა და სილამაზე. Bookmark the permalink.

21 Responses to ქალის ფეხსაცმლის მაღაზიები თბილისში

  1. ეკო არაა ჩემი სტილი 🙂 ისე ხარისხი მშვენიერი აქვს.

  2. tami says:

    ვაპირებ რამე კომფორტული ფეხსაცმლის ყიდვას და აუ,როგორ მეზარება სასურველი მოდელის ასარჩევად ბოდიალი.

    ჩემთვის ხარისხს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაინც ერთი სეზონის მერე ვერ ვიცმევ.

  3. თამი :)) აბა ძალიან ადვილი ყოფილა შენთვის ფეხსაცმლის შერჩევა, მით უმეტეს, რომ თბილისში დღეს მართლა არის საკმაო არჩევანი. წარმატებულ შოფინგს გისურვებ 😉

  4. ფეხსაცმელი არის ჩემი მუდმივი პრობლემა!!!! ფეხის ზომა ისეთი მაქვს (38) რომ ყველა მოდელი უცებ იყიდება ხოლმე. ჩემთვის სასურველსაც იშვიათად ვნახულობ. (ნუ ვნახულობ მარა დედის და მამის საფულეს ვერ ერგება ხოლმე :დ :დ ) ამიტომ მოთმინებით ველი აბიტურიენტობის ჩამთავრებას, სწავლას, მუშაობას და ოცნების გარდერობის შენებასაც დავიწყებ.
    P.S. რივერ აილენდი ყველაზე მისაღებია ჩემთვის. ბოტასი ვიყიდე შარშან ჩადგმული (პლატფორმა) ქუსლით და იდეალურ მდგომარეობაშია!!

    • 🙂 მშვენიერი გეგმები გაქვს, ჩემს თავს მაგონებ, იგივე სურვილები მქონდა შენს ასაკში და ახლა აი თითქმის ახლოს ვარ მიზანთან :))

      • ძალიან კარგი :* იმედია შენც და მეც მაალე მივაღწევთ სასურველ მიზანს

  5. Ana says:

    ძალიან კაი პოსტია! 🙂 ერთადერთი “შენიშვნა” Massimo Dutti ესპანურია და არა იტალიური 🙂

    • ვაი ! იმდენად ღრმად მწამდა ბრენდის იტალიური წარმომავლობის, რომ არც კი გადამიმოწმებია, არადა მართლა ესპანურია, ინდიტექსი. რატომ მეგონა, რომ იტალიური ფესვები ქონდა? პასუხი: იმიტომ რომ 100% იტალიური სახელი ჰქვია 🙂 ბოდიში მომითხოვია ყველა მკითხველთან, შეცდომაში ვინც შევიყვანე.
      ანა დიდი მადლობა 🙂

      • Lord Vader says:

        არადა რამდენჯერ მითქვამს, რომ მასიმო დუტი ერთადერთია ზარას ჯგუფში, რომელიც მომწონს-თქო? 🙂

  6. კაი ხო, დამნაშავე ვარ ლორდ მასწ.
    არადა რა გულით მინდოდა რომ მასიმო დუტი იტალიური ყოფილიყო :/

    • Lord Vader says:

      იტალიელების თავზეც გავიარე. 🙂
      მაგრამ ინდეტექსი არ იყოს კაი იქნებოდა :))

      • Tinita says:

        იტალიურია, თაკო. არსებობდა მანამდე, სანამ მზამზარეულად იყიდდა ესპანური ჯგუფი ინდიტექსი 90-წლებში 🙂

        ჯეოქსი გვქონდა კარგობა და მოგვისპეს. ალდოსთან არც ისე კარგი გამოცდილება მაქვს. :))) ეკო მართლა მაგარია, ვეთანხმები მეტრ ლორდს :)))

      • Lord Vader says:

        ნწუ. ის პატივცემული ადამიანი მართალს წერს – არათუ იტალიური არაა, არცკი გაუვლია იტალიაში 🙂
        100% ესპანურია.

        ეგ იგივეა, როგორც ბევრი სხვა იტალიური დასახელების ტანსაცმლის ბრენდი, რომელიც არის თურქული, გერმანული, ესპანური და ქართული 🙂 უბრალოდ სახელებს იღებენ იტალიურს. კარგად ჟღერს და თან იტალია მოდასთან ასოცირდება და… ბოლდება ხალხი 🙂

        თუმცა, მასიმო დუტი მართლა კაი ბრენდია.

      • თინა, შენ გაიხარე ❤ :)))
        ჯეოქსი ახლაც ხომ გვაქვს? რატომ მოგვისპეს?

      • Tinita says:

        ვაკეში აღარ არის 🙂 სადაც შესვენებაზე დავსუნსულებდი :)))))))

  7. Lord Vader says:

    არც იტალიურია და არც ესპანური. ჩინურია 😉
    ისევე როგორც ყველაფერი ჩვენს გარშემო.

    ნუ 90%.

  8. Lord Vader says:

    სხვათა შორის იმ დღეს სელიოში კაი ფეხსაცმელი ვნახე, და როგორც ყოველთვის ჩემი ზომა არ იყო 🙂

    ნუ ბლოგის ავტორმა კი იცის, სელიოს რატომ ვახსენებ.

    • ბლოგის ავტორის მოწოდებაა, დროულად ეწვიოთ ხოლმე მაღაზიას ახალი კოლექციის მიღების ჟამს, რომ სანამ ზომები ამოიწურება, მიასწროთ 😉

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s