კატენების საოცრებათა სამყარო

დღევანდელი პოსტი ჩემს კიდევ ერთ ფავორიტ და ძალიან საყვარელ ბრენდს მიეძღვნება.

ამ ბრენდს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გლამურული, ყველასგან განსხვავებულად კრეატიული და გონიერი, ერთი კვერცხუჯრედიდან გამოჩეკილი ტყუპი ძმა მართავს. შევყურებ მათ მიერ შექმნილ კოლექციებს – მომაჯადოვებელს, სრულყოფილებამდე ჰარმონიულს და შეკრულს, ცოტა აგრესიულს, ეპატაჟურ-აკადემიურს, ძალიან  სექსუალურს  და ვფიქრობ, არა, მაინც რა დედამ გააჩინა ეს გენიოსი, ერთმანეთთან იდეალურად შეწყობილი ორი ზუსტად ერთნაირი ნიჭიერი კაცუნა-მეთქი…

კაცუნებმა, სახელად დინ და დენ კატენებმა  მსოფლიოს არც მეტი არც ნაკლები –  DSQUARED2 აჩუქეს.

ბიჭები 1964 წელს ტორონტოში, კანადაში დაიბადნენ და იქვე გაიზარდნენ. თუმცა მათი მამა წარმოშობით იტალიაში, სორასთან მდებარე ერთ-ერთი პატარა ქალაქიდან იყო. დენი და დინი (Dean and Dan Caten, თუმცა მათი სრული სახელი და გვარი არის Dean and Dan Catenacci) ცხრა შვილიანი ოჯახის ბოლო ტყუპია. (აი, რა სარგებლობა მოაქვს მრავალშვილიანობას. კატენების დედა რომ ჩემნაირი ზარმაცი ყოფილიყო, მსოფლიოს ხომ უამრავი სილამაზე და ამ სიამოვნების ტანზე ჩაცმით მიღებული ზღვა ბედნიერება მოაკლდებოდა). ბიჭები 1983 წელს ნიუ-იორკში ჩავიდნენ  დიზაინისა და ხელოვნების კოლეჯში მოდის ხელოვნების შესასწავლად, მაგრამ იქ მხოლოდ 1 სემესტრი დაყვეს და კვლავ ტორონტოში დაბრუნდნენ. ნიჭიერმა იტალიელებმა თავიანთი პირველი კოლექცია DEanDAN სახელით გამოუშვეს, რის შემდეგაც, დროებით დაივიწყეს საკუთარ ლეიბლი და Ports International-ში კრეატიულ დირექტორებად დაიწყეს მუშაობა. სანამ საკუთარ სამოდელო ხაზს ააწყობდნენ, ძმები ასევე მუშაობდნენ დიზაინერებად ჯანი ვერსაჩესთან და „დიზელში“, რის შემდეგაც უკვე ოფიციალურად დააარსეს საკუთარი ბრენდი და 1994 წელს  შედგა  DSQUARED2 -ის მამაკაცის კოლექციის დებიუტი, რასაც  2003 წლიდან ქალის ტანსაცმლისა და მამაკაცის საცვლების კოლექციებიც მოყვა..

დღეს DSQUARED2აწარმოებს როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ტანსაცმლის და ფეხსაცმლის  ხაზს, სუნამოებსა და კოსმეტიკას. კატენები აქტიურად თანაშრომლობენ შოუბიზნესის ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან კრიტინა აგილერა, რიანა, ბრიტნი სპირსი და პოპ დივა – მადონა. ვერაფერს იტყვი, ფარულად შოვინისტ პოპის დედოფალს განსაკუთრებულად უყვარს თავისი ნიჭიერი იტალიელი ხალხი, მოდი და გაამტყუნე …

დინმა და დენმა გააფორმეს მადონას და სპირსის მსოფლიო ტურნეები. 2006 წელს ძმებმა საფეხბურთო კლუბ „იუვენტუსის“ ფეხბურთელებს ახალი ოფიციალური უნიფორმები შეუქმნეს.

პირადად ჩემთვის, ეს საკმაოდ ახალგაზრდა ბრენდი უკვე ლეგენდაა. შეიძლება ითქვას, რომ DSQUARED2ს ჩემი აუსრულებელი ოცნებების გარდერობში საკმაოდ  სოლიდური ადგილი უკავია, კატენების ღირსეული თანამემამულეების – დომენიკოს და სტეფანოს გვერდით. ყოველი კოლექცია, რომლესაც ეს ტემპერამენტიანი იტალიელები ქმნიან, უბრალოდ მაჯადოვებს და ხმის ამოღების უნარს მიკარგავს, იმ უბრალო მიზეზით, რომ ის სულისშემკვრელად ახლოს დგას იდეალურობასთან.  DSQUAREDის ადამიანები ჰიპერ-თანამედროვე, ემოციური, ცოტა ეპატაჟური, ცოტაც უხეში, ჭკვიანი და რეალიზებული ადამიანები არიან. უზადოდ სექსუალური აკადემიურობა – ასე ვუწოდებდი მე ამ ბრენდის მთავარ სულს, რომელიც აბსოლუტურად ყველა ჩვენებასა და კოლექციაში იკითხება.

ისიამოვნეთ, კატენების 2013-2014 წლის ჩვენებების საუკეთესო ფრაგმენტები..

იდეალურად ჩაცმული მამაკაცი 🙂

და ქალი…

Advertisements
This entry was posted in მოდა და სილამაზე. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s