მშვიდობით IMF course

როგორც წინა  პოსტში როცა სწავლა = სიამოვნებას მოგიყევით, გასული 2 კვირა ჩართული ვიყავი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ძალიან მნიშვნელოვან და პროდუქტიულ სასწალო კურსში, რომელიც ჩემდა სამწუხაროდ ძალიან მალე დასრულდა. ბევრი ვიმუშავეთ, ვისწავლეთ, კურსის ბოლოს შემაჯამებელი პრეზენტაციაც გავაკეთეთ   და აი, დადგა ბოლო დღეც. პარასკევი დღე IMF მისიის ხელმძღვანელის – ჯანი დე ნიკოლოს მიმართვით დაიწყო, რომელმაც კურსის მოკლე მიმოხილვა ჩაატარა  და მადლობა გადაგვიხადა ყველას მასში მონაწილეობის მიღებისთვის.

ამის შემდეგ კურსის მონაწილეები შევიკრიბეთ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დიდ სათათბიროში, სადაც ჩატარდა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ფინანსთა მინისტრი – ნოდარ ხადური, მისი მოადგილე – დავით ლეჟავა, ჩემი დეპარტამენტის კურატორი და ძალიან-ძალიან სასიამოვნო ადამიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – ირაკლი მატკავა,  ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოადგილე – არჩილ მესტვირიშვილი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეგიონალური (მათ შორის, საქართველოს) კურატორი – აზიმ სადიკოვი.   ამ ბატონებმა  ქართველ მონაწილეებსა და უცხოელ სტუმრებს გაგვაცნეს საქართველოს ეკონომიკური და ფინანსური განვითარების სტრატეგიული გეგმები, წარმოგვიდგინეს საქართველოს  სამომავლო ფინანსური წინსვლის მიზნით განსაზღვრული ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები.  საკმაოდ საინტერესო და ინფორმაციული შეხვედრა გამოვიდა.

 

DSC_0954_zps372910e1.jpg (1024×678)

ირაკლი მატკავა, ნოდარ ხადური, დათო ლეჟავა

არჩილ მესტვირიშვილი, აზიმ სადიკოვი, სერგო ნოზაძე – სამინისტროს აკადემიის დირექტორი

DSC_0915_zps35bc8576.jpg (1024×678)

DSC_0965_zpse8022858.jpg (1024×678)

DSC_1049_zps50cd1460.jpg (1024×678)

DSC_0883_zps5b07cd88.jpg (1024×678)

გამამეცხრეარხეს

DSC_0902_zpsb5781442.jpg (1024×678)

ამის შემდეგ დაიწყო სერტიფიკატების საზეიმო გადმოცემა.  საკმაოდ სასიამოვნო პროცესი იყო. ყველა ბედნიერები ვიყავით.

ესეც ჩემი სერთიფიკატი 🙂

DSC_1064_zpse9dc735f.jpg (1024×678)

DSC_1147_zps8b2a4e8c.jpg (1024×678)

მე, ჯანი და ეთო

DSC_1144_zpsb846255d.jpg (1024×678)

შემდეგ გადავინაცვლეთ ფურშეტის ოთახში, ცოტა ღვინო მივირთვით, ვიჟრიამულეთ, ფოტოები გადავიღეთ და დავიშალეთ, ყველა საგანგებოდ ვემზადებოდით კურსის დახურვის საღამოსთვის…

გიო, ლელა, თეო და მე

IMG_7139_zpsc8c64d7b.jpg (1024×682)

ჩვენმა სტუმრებმა იქვე კარგად მოულხინეს..

IMG_7141_zpsb9bc784b.jpg (1024×682)

პარასკევის საღამო – აი ეს მართლა დაუვიწყარი იყო 🙂  7 საათზე ყველანი გამოვცხადდით კლუბ „ურბანში“, რომელიც იმ დღეს სპეციალურად ჩვენთვის დაიხურა. შესასვლელში დაგვხვდა შუშხუნა შამპანურის პირამიდა და შოკოლადის შადრევანი (რომლის დანახვისთანავე თვალთ დამიბნელდა 🙂 გარშემო ნაირ-ნაირი ხილით, რა თქმა უნდა დავაგემოვნე, უგემრიელესი იყო… ყველანი გავნაწილდით ჩვენს მაგიდებთან და საღამოც გახსნილად გამოცხადდა. სუფრის წამყვანობა თავიდან დათო ლეჟავამ აიღო საკუთარ თავზე, და მინისტრის მოსვლისთანავე (რომელიც დატვირთული გრაფიკის გამო მოგვიანებით შემოგვიერთდა), თავისი საკრალური მისია ბატონ ხადურს გადააბარა. იყო საოცრად კომფორტული, სასიამოვნო, უშუალო და ღიმილიანი ატმოსფერო, შესაბამისად ყველა ვიყავით ბედნიერები, კმაყოფილები და ბოლომდე გართობისთვის მზადყოფნაში. საღამოს მუსიკალური ნაწილის გაფორმება სამ ნაწილად დაიყო, თავიდან ქართული, ქალაქური ჟანრის მომღერალი და სუხიშვილების ულამაზესი მოცეკვავეები ზრუნავდნენ ჩვენი განწყობის ამაღლებაზე, შემდეგ როცა ყველანი ცეკვის განწყობაზე დავდექით, სცენა დაიკავეს ჯეოსტარი 2011-მა ოთო ნემსაძემ და ასევე ჯეოსტარელმა, ძალიან ნიჭიერმა სალომე ბაკურაძემ. ოთომ და სალომემ ყველა დროის საუკეთესო ჰიტები შეგვისრულეს და ყველა აგვაცეკვეს, ცალკე აღნიშვნის ღირსია არაჩვეულებრივი ბენდი, რომელიც მათ ღირსეულ აკომპანიმენტს უკეთებდა. მესამე მუსიკალური ნაწილი დიჯეიმ წარმოგვიდგინა (სახელი არ მახსოვს სამწუხაროდ), რომელიც მართლა ძალიან ამოვარდნილი იყო თბილისელ ქაოსურად მოძიგძიგე და „მოტრანსავე“ თმაგაბურძგნული დისკ ჟოკეების მასისგან, და სასიამოვნოდ გამაკვირვა, ძალიან კარგი კომპოზიციები შეგვირჩია და კიდევ უფრო მეტად გაამძაფრა ლაივ შემსრულებლების მიერ დატოვებული მუხტი.

IMG_7169_zps14d85db5.jpg (1024×682)

IMG_7182_zps68b3995f.jpg (1024×682)

IMG_7353_zps96bed2b3.jpg (1024×682)

ეს ფოტო ბუნდვანია, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს. ზედმიწევნით ასახავს ირინას მდგომარეობას და განწყობას  😉 ირინა, თეო და მე ტაჯიკურ ბოხოხში

IMG_7291_zps987859bf.jpg (1024×682)

ეთო 🙂 ❤

IMG_7155_zpseeb43d83.jpg (1024×682)

IMG_7174_zps6543cf21.jpg (1024×682)

IMG_7309_zps80e45f29.jpg (1024×682)

შუალედებში სამინისტროს აკადემიამ გაგვიკეთა ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი და გადმოგვცა თითოეული მონაწილის სახელზე ინდივიდუალურად ჩამოსხმული ღვინო და ერთობლივი დიდი ფოტო, ხოლო ჩვენს ძვირფას თრეინერებს (რა ვქნა, რომ ეს მწვრთნელი უხერხული სიტყვაა)  კი პატივისცემის და მადლიერების ნიშნად ზარაფხანას ოქროს ლომის ქანდაკებები მიართვეს. ისეთი შოკირებული და ბედნიერებისგან გაოგნებულები იყვნენ, რომ მათი სახეები არასდროს დამავიწყდება…

შემდეგ მინისტრმა გაჭრა უზარმაზარი ტორტი და იყო ბევრი შუშხუნები :)))

IMG_7215_zps6bd8ee1c.jpg (1024×682)

აღარც მახსოვს ასეთი მაგარი დრო ბოლოს როდის გავატარე… უი, გამახსენდა, წინა შაბათს, ექსკურსიაზე 🙂  (როცა სწავლა = სიამოვნებას )

იშვიათად მინახავს საღამო, სადაც ყველა ერთნაირად კმაყოფილია, ერთადერთი უსიამოვნო სიურპრიზი თვითონ „ურბანის“ მენეჯმენტმა მოგვიმზადა გაფუჭებული კონდიცირების სახით, მაგრამ იმდენად იდეალურად იყო სხვა ყველაფერი, რომ ჩვენმა განწყობამ  სიცხეც კი დაამარცხა. ძალიან ბევრი ვიცეკვეთ, ვიცინეთ, უამრავი ფოტო გადავიღეთ და დავშორდით ერთმანეთს მომავალში თანამშრომლობის და მეგობრობის გაგრძელების  იმედით…

ახლა კი, ვისარგებლებ ჩემი ბლოგის  შესაძლებლობებით და უდიდეს მადლობას გადავუხდი ფინანსთა სამინისტროს აკადემიას, იმისთვის, რომ გააკეთეს ეს მართლაც ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანი  კურსი აქ, ჩვენთან, თანაც რეგიონალური მასშტაბით და ეს დამიჯერეთ, ძალიან ბევრს ნიშნავს. მადლობა თქვენ, რადგან ყველაფერი, კურსის ძალიან  საინტერესო და სასარგებლო სასწავლო ნაწილით დაწყებული, გასართობ-დასასვენებელი ღონისძიებებით დამთავრებული, იყო უმაღლეს დონეზე ორგანიზებული და იდეალურად შესრულებული, წვრილმანებშიც კი. მადლობა ეკა გურგენაძეს, სერგო ნოზაძეს, ტატო ჭულუხაძეს, სოფო ჯიაძეს და აკადემიის ყველა სხვა თანამშრომელს, რომელმაც ამ კურსის მომზადება-ჩატარებაში თავისი წილი შრომა და მონდომება ჩადო, ხალხო, ძალიან მაგრები ხართ 🙂

Advertisements
This entry was posted in a little of me... Bookmark the permalink.

12 Responses to მშვიდობით IMF course

  1. ჩემი ბრწყინვალე გოგო ხარ შენ ❤

  2. Elleonore says:

    ვაიმე, თაკო, შენ ხარ ეს? რამდენი ხანია, არ მინახიხარ. არც ვიცოდი, ბლოგი თუ გქონდა. ძალიან გამეხარდა შენი ამბები.
    რა კარგად გამოიყურები, როგორ მოსუქებულხარ! აბა წარმატებები სულ.
    ყველანი მომიკითხე!
    ახლა სხვა პოსტებსაც წავიკითხავ. კიდევ გესტუმრები ხოლმე.

    • ელეონორა 🙂 ძალიან დიდი მადლობა ამდენი თბილი სიტყვებისთვის (განსაკუთრებით ჩემმა მოსუქებამ გამახარა)
      მიხარია, რომ კითხულობ ჩემს ბლოგს, კეთილი იყოს აქ შენი სტუმრობა.. 🙂
      ისე კი მე ვერ გიცანი სამწუხაროდ.. და მოკითხვაც ვის უნდა გადავცე მაგასაც ვერ მივხვდი..

      • tami says:

        განსაკუთრებით ჩემმა მოსუქებამ გამახარა:((( ვაიჰ, გადავყირავდი.

        მშვენიერიპოსტია მშვენიერი ემოციებით, გილოცავ ჩემო კარგო და კიდევ ბევრი წარმატება მომელოცოს.

    • თამი ძალიან დიდი მადლობა 🙂

  3. qeti says:

    ნამდვილად კარგი დრო გიტარებიათ 🙂 ამდენი ლამაზი გოგო ერთად სად შეიკრიბეთ :))

  4. anuki says:

    როგორ მომწონს თაკო შენი პოსტები!
    ყოველთვის ვკითხულობ…..
    წარმატებებიი!!!!

    პ.ს ფოტოებზე გავგიჟდი 🙂

  5. ქეთი, მართლა ყველა ლამაზები არიან, სწორად შენიშნე.
    ანუკი დიდი მადლობა 🙂

  6. ბექა says:

    გოგონები კარგია

  7. beka, shen ar gecyinos da sheni ucenzuro comment moderacias daekvemdebara 🙂 :p

  8. Pingback: სტუმრად გუსტავ კლიმტის სამშობლოში | თაკოს ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s