ჩემი შავ-თეთრი სიყვარული

ყველას, ვისაც ჩემსავით უზომოდ გიყვართ შოკოლადი, გილოცავთ შოკოლადის საერთაშორისო დღეს 🙂

დამეთანხმებით, რომ ის არ არის უბრალო სასუსნავი. ეს არის ღვთაებრივი ტკბილეული, რომელსაც ღმერთმა, შოფინგთან ერთად, ჩვენს განწყობაზე ზრუნვა და „მეგობრობა“ დაავალა. უგემრიელესი შოკოლადი მუდმივად ჩვენს გვერდითაა, როცა გვიხარია და ვიღიმით, როცა გვიჭირს და დეპრესიულ განწყობაზე ვართ, როცა  საყვარელ ფილმს ვუყურებთ დივანზე გემრიელად მოკალათებული და სულ მცირე რამ გვაკლია, რომ თავი ბოლომდე ბედნიერად ვიგრძნოთ, როცა უბრალოდ კომპიუტერზე ვაკაკუნებთ გატაცებულები და უძრავ ვირტუალურ სივრცეში შემოჭრილი მისი ეგზოტიკური გემო დედამიწაზე გვაბრუნებს და სიამოვნებისგან თვალებს გვახუჭინებს..

ეს ღვთაებრივი არსება უხსოვარი დროიდან ანებივრებს ადამიანის გემოვნების პრეტენზიულ რეცეპტორებს… თურმე ჯერ კიდევ  აცტეკების ტომები ამზადებდნენ კაკაოსგან შოკოლადის სასმელს და ეძახდნენ „შოკოლათი“-ს, რაც მათ ნაჰუატიურ ენაზე ნიშნავდა „მწარე წყალს“ (თერმულად გადაუმუშავებელ კაკაოს ფესვებს მწარე გემო დაჰკრავს)…

დღეს მისი უგემრიელესობა – შოკოლადი დესერტის უკონკურენტო ლიდერია, თითქმის ყველა ეროვნების ხალხის და სრულიად მსოფლიოს მიერ ერთხმად აღიარებული ფავორიტი სასუსნავი, მათ შორის ჩემიც 🙂

ახლა ორიოდე სიტყვას შოკოლადის მწარმოებელ ჩემს ყველაზე საყვარელ ბრენდზე ვიტყვი.

Leonidas”..   რა თქმა უნდა ლეონიდასი, ბელგიური წარმოშობის უგემრიელესი შოკოლადები.

ეს ბრენდი 1913 წელს, გაგიკვირდებათ და, ეროვნებით ბერძენმა კონდიტერმა ლეონიდას  კესტეკიდესმა დააფუძნა. დღეისათვის ეს კომპანია ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში შოკოლადის წარმოებით, ამჟამად  მხოლოდ ბელგიაში ლეონიდასის 350 მაღაზიაა, 1250 მსოფლიოს სხვა                                                                          დანარჩენ ქვეყნებში, მათ შორის 340 საფრანგეთში.

არასდროს დამავიწყდება ჩემი და ლეონიდასის პირველი შეხვედრა.  წარმოიდგინეთ, უგემრიელესი შოკოლადის ტრუფელები ამოვლებული უნაზეს ბურბუშელებში, შამპანურის არომატით გაჯერებულ შოკოლადის ფქვილში, თეთრ შოკოლადის პუდრში…. სასწაულია, გემოთი მიღებული სიამოვნების ზენიტი.. თუკი ვინმეს არ გაქვთ გასინჯული, უკვე იცით, ბელგიაში ჩასვლისთანავე  პირველ რიგში რაც უნდა გააკეთოთ 🙂  ჰო, და ცალკე თემაა კიდევ ლეონიდასის თბილი, ჰაეროვანი ვაფლი ცხელი შოკოლადითა და ხილით.  მახსოვს, სწორედ აქ გადავწყვიტე, რომ უკვე მიყვარდა ქვეყანა, რომელიც ასეთი სასწაული სასუსნავების სამშობლოა.

 photo IMG_0697_zps5c23f939.jpg

ირაკლი რომ ბელგიის მივლინებებიდან  ჩამოდის ხოლმე და ჩემოდანს გახსნის… აი, ამ გაბაფთული ყუთის ნაწიბურს რომ დავინახავ, უკვე ჟრუანტელი მივლის ხოლმე :))) უთავმოყვარეოდ მსუნაგი ვარ..

მოკლედ, ჩემი რჩევა ძვირფასებო, ემეგობრეთ შოკოლადებს: შავს, რძიანს, თეთრს, მწარეს თუ ტკბილს, ფილას, ტრუფელს თუ მინი-ასორტებს, მაგრამ იცოდეთ, ბევრი არ მოგივიდეთ 🙂  არ დაგავიწყდეთ  შოკოლადის ბავშვობის ერთგული მეგობარი კილო-კალორიები, რომლებიც თავდაუზოგავად შეეცდებიან შემოიჭრან თქვენს მშვიდ და ტანად  ცხოვრებაში. ჰოდა, ნუ მისცემთ მათ საშუალებას, დიეტური დისჰარმონია შექმნან თქვენსა და საყვარელ შოკოლადს შორის, უბრალოდ იყავით ზომიერები და ისიამოვნეთ 🙂

Advertisements
This entry was posted in a little of me... Bookmark the permalink.

10 Responses to ჩემი შავ-თეთრი სიყვარული

  1. qeti says:

    “უთავმოყვარეოდ მსუნაგი ვარ”..: :)))))) რას მერჩი…სასწაულად მომინდა 😦

  2. ეს ღვთაებრივი არსება – namdvilad !!!

  3. :))) ძალიან მიყვარს..

  4. მომანდომე პირის ჩატკბარუნება….. ეს უღალატო სიყვარულის ობიექტია მგონი ყველასთვის…

  5. tami says:

    მინდა

  6. ბექა says:

    მეგრელი ქალი და რეებს წერს :((( კუპატი გააკეთო არ ჯობია?

  7. auuuuu shokoladi momandoma am suratebis datvalierebam

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s