როცა სწავლა = სიამოვნებას

ჩემო საყვარელო მკითხველებო, შეამჩნევდით ალბათ, რომ ბოლო 10 დღეა მეტისმეტად მივივიწყე ჩემი ბლოგი, ამას მეც განვიცდი, ჰოდა, ახლა ჩემი მოუცლელობის მიზეზებზე უნდა მოგიყვეთ.

გასულ კვირას ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში დაიწყო აკადემიის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ვენის ინსტიტუტის მიერ  ორგანიზებული უმნიშვნელოვანესი, ძალიან პროდუქტიული სასწავლო კურსი – „ფინანსური პროგრამირება და პოლიტიკა“, რომელში ჩართვის ბედნიერებაც მხვდა წილად და ასე გადავიქეცი 2 კვირის ვადით კვლავ მოსწავლედ.

პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ პირველად გავდივარ სასწავლო კურსს ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში და აქამდე არც კი ვიცოდი როგორი მაგარი, ტექნიკურად  უმაღლეს დონეზე აღჭურვილი და პროფესიონალი, ძალიან სასიამოვნო თანამშრომლებით დაკომპლექტებული აკადემია გვქონია, სასიამოვნოდ გაოცებული ვარ იმ არაჩვეულებრივი ატმოსფეროთი, რაც აქ დამხვდა და არც კი ვიცი, კურსის დასრულების შემდეგ ამ ყველაფერს როგორ შეველევი.

ტრენინგებს გვიტარებენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის უფროსი ეკონომისტები – პიერ დონტე, ჯანი დე ნიკოლო და ირინა კამინსკა. კურსი არის რეგიონალური და შესაბამისად, ქართველი მონაწილეების გარდა გვყავს თურქი, სომეხი, აზერბაიჯანელი, ყაზახი, ტაჯიკი და ყირგიზი სტუმრები. ლექციები ტარდება დიდ საკონფერენციოში, ხოლო სემინარებზე (ე.წ. workshops) მთლიანი ჯგუფი 3 თანაბარ ნაწილად ვართ გაყოფილები, მე  ირინასთან მოვხვდი.

ირინა კამინსკა ნამდვილად იმსახურებს ცალკე დახასიათებას – ეს არის ნამდვილ უკრაინულ ტანზე ამხედრებული სავსე გონება. იშვიათად შემხვედრია ასეთი ჭკვიანი ქალი, თან ლამაზი, თან ძალიან სასიამოვნო იუმორის გრძნობით, ასეთი ბობოქარი ტემპერამენტით და იდეალური გადმოცემის უნარით. ირინა პირდაპირ აღფრთოვანდა ჩვენი იუსტიციის სახლით, უკვირს, რანაირად შეიძლება რომ ვჭამოთ ამდენი და არ გავსუქდეთ, და ვერ ხვდება, რატომ დადის ტრენინგის მონაწილე თითქმის ყველა ქართველი გოგო მაღალ ქუსლებზე 🙂

ცალკე აღნიშვნის ღირსია ცელქი ჯანი, რომელიც აშკარად არაა გულგრილი მშვენიერი სქესის მიმართ, უყვარს „ჩაჩააა“, ღვინო და ცეკვა, ბევრს ხუმრობს და ძალიან უნდა, რომ მისი ლექციები ყველას მოსწონდეს და პროდუქტიული იყოს.

პიერი, მდა.. პიერი…. სტერეოტიპული ფრანგი, სახეზე მუდმივად შეყინული  ცინიკური ღიმილით, ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებს და აკრიტიკებს, ოღონდ ძალიან მოზომილად, მისი ძლივს გვესმის, იმიტომ რომ „ჰიზ პღონააანზ იზ სოოო ფღეეენჩ“, მოკლედ პიერმა ყველა დაგვტანჯა, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ საოცრად ჭკვიანი კაცია და ყველაფერზე, აბსოლუტურად ყველაფერზე ინფორმირებული, საიდან არ ვიცი..

ახლა კი მონაწილეები. თურქი ბიჭი – ჰალისი ისეთი კულტურული, სასიამოვნოდ ხუმარა და ჭკვიანია, რომ კინაღამ თურქებზე აზრი შემაცვლევინა, მაგრამ მაინც ვყოყმანობ ჯერ.. ჰალისი ჩემი ჯგუფის ყველაზე საყვარელი უცხოელია. ტაჯიკები და ყირგიზები განსაკუთრებით თავიანთი საფირმო „გლეხური“ იუმორით დამამახსოვრებენ თავს, ახმედს თავისი მუჟიკური ანდაზებით და კომენტარებით  გულის წასვლამდე მივყავართ მოსწავლეებიც და ირინაც. სომხები, როგორც ყოველთვის, ყველაფერს თავისად იბრალებენ და რასაც დაინახავენ ყველაფერზე გაიძახიან, ეგ ხომ ჩვენც გვაქვსო, გვჯერა 😉  უნდა აღვნიშნო, რომ სომხეთის ორივე წარმომადგენელი უჭკვიანესია, ხაზგასმით…

ძალიან მადლობელი ვარ ამ კურსის, განსაკუთრებით იმიტომ, რომ გავიცანი და დავუმეგობრდი ბევრ სასიამოვნო ადამიანს: მაკას და ლიკას სტატისტიკის დეპარტამენტიდან, თეოს და ანას ფინანსთა სამინისტროდან, ლექსოს და სანდროს -ჩვენი ჯგუფის ძალიან საყვარელ Mr. Smart-ს  საქართველოს ეროვნული ბანკიდან, ეთოს ეკონომიკის სამინისტროდან, ქალბატონ მარინას პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტიდან, რომელიც ამ კურსის უდავოდ ერთ-ერთი კოლორიტია. კურსზე ასევე არიან ჩემი დეპარტამენტის (სახელმწიფო ვალის) თანამშრომელი ლელა და ხაზინის თანამშრომელი გიო.

ჩემგან მარცხნივ ახმედი და ჰალისი, მარჯვნი ჯანი, თურქი გოგო, სანდრიკა, ტატო – ჩვენი კურსის მთავარი კოორდინატორი, შტურმანი, გზამკვლევი, დამგვიანებლების რისხვა და ძალიან სასიამოვნო ადამიანი :), შემდეგ გიო, და ყირგიზები

მე და მაკა- უსაყვარლესი გოგო სტატისტიკიდან

სამუშაო პროცესში.. მარცხნივ სომეხი გოგო, სახელი არ მახსოვს სამწუხაროდ..

აკადემიის ტერასაზე coffee break-ის დროს…

ანა, თეო და მე აკადემიის ბიბლიოთეკაში

გასული კვირის ბოლოს, ფინანსთა სამინიტროს აკადემიამ სასიამოვნო ექსკურსიითაც გაგვანებივრა და სტუმრებიც და მასპინძლებიც კახეთში, კერძოდ სიღნაღში, ბოდბეში და ნეკრისის მონასტერში წაგვიყვანა.  ძალიან ძალიან სასიამოვნო დრო გავატარეთ, ბევრი ვიცინეთ, ბევრიც ვიარეთ, დავიღალეთ, დავათვალიერეთ და ბოლოს ნამდვილ სამოთხეში აღმოვჩნით. ეს იყო ღვინის კომპანია „ხარებას“ ულამაზესი და უმყუდროვესი დიიდი კომპლექსი, ნამდვილი სავანე სტუმრებისა თუ ქართველებისთვის. ჯერ იყო უგემრიელესი ღვინის და ჭაჭის დეგუსტაცია, ამის შემდეგ ჩვენს სტუმრებს თონეში პურები ჩააკვრევინეს, კახური ჩურჩხელაც ამოავლებინეს და  გადავინაცვლეთ რესტორანში, სადაც უკვე გველოდებოდნენ ფინანსთა მინისტრი, მისი მოადგილეები, სამინისტროს სხვა თანამშრომები..  საკმაოდ გვიან დავიშალეთ, ყველა კმაყოფილი, საინტერესო და სახალისო დღისგან სასიამოვნოდ დაღლილი და ახალი ენერგიით ავსებული, განტვირთული და ძილისთვის გამზადებული 🙂

შუაში ირინა, მარჯვნივ ჩვენი სუპერ-გიდი

ეთო, თეო, ლელა და მე ხარებას ვაინერის ზღაპრულ ეზოში..

ღვინის დეგუსტაცია “გვირაბში”

ჯანი before..

… and after

მე და ეკა – ჩემი ჯგუფელი და აკადემიის დირექტორის მოადგილე, ძალიან საყვარელი ადამიანი, რომელსაც უკავშირდება ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ტკბილი პერიოდი, სტუდენტობა 🙂

Advertisements
This entry was posted in a little of me... Bookmark the permalink.

12 Responses to როცა სწავლა = სიამოვნებას

  1. უკრაინაშო ვარ 3–ჯერ ნამყოფი
    აქედან ერთხელ მტელი ზაფხული ვცხოვრობდი ხარკოვში
    მერე ოდესა + კიევი
    და მერე ცალკე კიევი
    არ მახსოვს უქუსლო ფეხსაცმლიანი ქალი მენახოს რომელიმე ქალაქში მაინც და ირინას რატომ უკვირს 🙂

    ვერ ხვდება, რატომ დადის ტრენინგის მონაწილე თითქმის ყველა ქართველი გოგო მაღალ ქუსლებზე 🙂

  2. ჰიზ პღონააანზ იზ სოოო ფღეეენჩ“

    აააააჰ ❤ ❤ ❤

  3. ძეტკა, იუ არ სოუ ბიუთიფულ ამ სურათებში რომ აიიიიი ❤ ❤ ❤
    გიყურებ და უფრო მიყვარდები

  4. kushichka says:

    “ეს არის ნამდვილ უკრაინულ ტანზე ამხედრებული სავსე გონება”—— saocari daxasiatebaaa…. :*

  5. Lord Vader says:

    ქალების სახელებს ვერ იმახსოვრებ? :)))

  6. Pingback: მშვიდობით IMF course | თაკოს ბლოგი

  7. Pingback: სტუმრად გუსტავ კლიმტის სამშობლოში | თაკოს ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s