რა სურთ კაცებს?

ra surtმარადიული კითხვა, რომელზე პასუხიც, მე თუ მკითხავთ, ძალიან მარტივი გასაცემია.

მოდით, დაწვრილებით აღარ მოვყვები იმ კლასიკურ სურვილებს, რომ ყველა კაცს მოსწონს მოვლილი, ლამაზი, 90-60-90 ქალი, მომხიბლავი ღიმილით, ზომიერი ინტელექტითა და გულწრფელობით, ხან მშვიდი, ხან ემოციური, ხან კი უბრალოდ არაპროგნოზირებადი,  ვიზუალურად და შინაგანად ნატურალური.  ეს ყველამ ვიცით.. მოდით უფრო გავშალოთ თემა.

მშვენიერი სქესის წარმომადგენელი ბევრი ჩემი ახლობელ-მეგობარი იტანჯავს თავს კითხვებით: კი მაგრამ რა უნდა?? აი რას ფიქრობს, ნეტავ გამაგებინა?… რა ჭირდება ამ კაცს? და ასე შემდეგ. არადა, ჩემო ძვირფასებო, არანაირად განსაკუთრებული, ზებუნებრივი და არარეალური სურვილები პატივცემულ კაცებს არ აქვთ, პირიქით, მათი „მოთვინიერება“ რეალურად ისეთივე მარტივად განსახორციელებელია, როგორც მაგალითად გემრიელი ტირამისუს გაკეთება: ცივი გონებით მივყვეთ რეცეპტს, ყველა ინგრედიენტი საგულდაგულოდ შევარჩიოთ, და გავაკეთოთ ლაღად, სიამოვნებით, ღიმილით, იმიტომ რომ ფაქტია: კერძი მხოლოდ მაშინ გამოდის გემრიელი, თუ მას დადებითი განწყობით ვაკეთებთ და თავზე დავფოფინებთ, დაკვირვებიხართ?…მართლა ასეა.

მოდით, მივყვეთ ლოგიკას. ადამიანებს (და მათ შორის კაცებს) ამქვეყნად ორი უდიდესი ხორციელი სიამოვნება გვაქვს: ჭამა და სექსი.

cookikgყველა მამრს მოწონს მდედრი, რომელიც მისთვის ამზადებს, ყველას, ასაკის, ეროვნების და რწმენის განურჩველად. შესაბამისად, რატომ არ უნდა შეუქმნათ კომფორტი თქვენი ოცნების კაცს იმ გარანტირებულად მისთვის სასურველ  სფეროში, სადაც წარმატება ერთმნიშვნელოვნად თქვენს მხარეს იქნება?!.. გაარკვიეთ, რა უყვარს თქვენს პარტნიორს და შეეცადეთ ასიამოვნოთ, და არ დაგავიწყდეთ, მთავარია კომფორტი! მიეცით საშუალება სადაც მას სურს იქ მიირთვას, სამზარეულოში? საწოლში?(ვაიმე როგორ ვერ ვიტან..) ტელევიზორთან დივანზე სურს? მიართვით, მოემსახურეთ, ოღონდ რაც მთავარია გააკეთეთ ეს სიამოვნებით, ღიმილით, მიეცით საშუალება თავი სრულყოფილ შაჰინ-შაჰად იგრძნოს, სამაგიეროდ თქვენ მისი ჰარამხანის ერთადერთი სასურველი ბინადარი იქნებით.

difference-men-women-1მეორე და მთავარი: მამაკაცის გულისკენ მიმავალი გზა კუჭზე კი გადის, მაგრამ მანამდე ერთ ეგზოტიკურ გზაჯვარედინს გაივლის…… სექსი! დიახ.   კაცები ჭკუას კარგავენ სექსზე.  პირველი კანონი, დაუთმეთ მამაკაცს საწყისი ასპარეზის დომინანტური როლი, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს თქვენს ბუნებაში არ ჯდება.. აი შემდეგ კი იყავით უბრალოდ გულწრფელები და რაც მთავარია – თავისუფლები საკუთარ სურვილებში, სასურველ პარტნიორთან ინტიმზე დიდი სიამოვნება ხომ არ არსებობს.. ჰოდა, მააგრად გააქროლეთ თქვენი სისხლისფერი ფერარი და არ დაგავიწყდეთ, რომ სექსუალურ ლექსიკონში არ არსებობს სიტყვა: აკრძალულია!. ჰო, და კიდევ ერთი: გახსოვდეთ, ოჯახშიც და სახელმწიფოში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები გემრიელი ცხელ-ცხელი სექსის შემდეგ წყდება..

მესამე მთავარი კანონი, რომელსაც ძალიან ხშირად ვარღვევთ ქალები, სამწუხაროდ.. ცოლი, პარტნიორი, გერლფრენდი – არც ერთი სტატუსი არ გულისხმობს მამაკაცის ცხოვრების სრულად მიტაცებას. ნუ მოაბეზრებთ თავს თქვენს რჩეულს, დაუტოვეთ მას თავისი სივრცის თუნდაც სულ მცირე ნაწილი აუთვისებელი, ნუ ჩაერევით მკვეთრად მის ურთიერთობაში მეგობრებთან და ახლობლებთან, მიეცით საშუალება მშვიდად უყუროს ფეხბურთის მატჩს და საყვარელ ჰორორ ფილმებს, გაისეირნოს საუნაში მეგობრებთან ერთად  და წავიდეს მასაჟზე ან საცურაო აუზზე, თქვენ წარმოიდგინეთ ხანდახან უთქვენოდ!  ნუ მოახვევთ თავს დაუსაბუთებელ ეჭვიანობას და ნუ გაუმართავთ სცენებს, კაცებს სძულთ ქალის ნორმად გადაქცეული  პრეტენზიული ტონი. გაითვალისწინეთ, მამაკაცისთვის სასურველ ქალთან ყოფნა განტვირთვის ერთ-ერთი უმთავრესი საშუალებაა და თუკი ეს ყოველდღიურ ქარიშხლად გადაიქცევა, დამიჯერეთ, ის აუცილებლად მოძებნის სხვა მყუდრო ნავსაყუდელს..

Couple Fighting Over Remote Controlქალებო, შეეცადეთ თქვენი ოცნების კაცს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც შეუქმნათ  პატარ-პატარა,  უხილავი, მაგრამ საჭირო კომფორტები, რომელიც თითქოს ერთი შეხედვით აღნიშვნის ღირსიც არაა.. მაგალითად, დაულაგოთ თავის მოვლის საშუალებები, ნივთები, მისი თხოვნის გარეშე შეუსრულოთ ერთი შეხედვით უმნიშვნელო სურვილები, რაც მას დამიჯერეთ, განუზომელ კმაყოფილებას მოუტანს. ნუ შეეცდებით მის შეცვლას, თუნდაც ყველაზე წვრილმან საკითხებშიც კი, რადგან თქვენი მცდელობა სრულიად ამაო იქნება, ურთიერთობა კი უსიამოვნოდ დაიძაბება. შეიყვარეთ მისი უარყოფითი თვისებები, შეხედეთ ბევრ რამეს იუმორით და გახალისდით,  გახსოვდეთ, როცა კაცს თქვენთან მოუხარია, გზაზე მთებს გადააბრუნებს და ბოლოს მაინც მოვა თქვენთან – ის ერთადერთი და განუმეორებელი,  თქვენი მთავარი ბენეფიტი 🙂

———         ———        ———-

პ.ს. ამ პოსტის დაწერის იდეა მომივიდა თამის – ჩემი სულიერად მონათესავე ბლოგერის ერთი პოსტის წაკითხვის მერე. ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პოსტია რაც კი წამიკითხავს მათ შორის (ალბათ  აბსოლუტური გულწრფელობის და კიდევ თამის განსაკუთრებული “ბლოგერული სანელებლების” გამო) და სავარაუდოდ არასდროს დამავიწყდება. აქვე დავდებ პოსტის ლინკს http://tamunatami.wordpress.com/2013/01/16/rogor-ityeba-skandalebi/ 

Advertisements
This entry was posted in მე და FOCUS. Bookmark the permalink.

16 Responses to რა სურთ კაცებს?

  1. tami says:

    თაკო დიდი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის, მე დ ჩემ ბლოგს რომ გვიძღვნი ხოლმე. და ასევე ლინკისთვისაც.

    პოსტს რაც შეეხება სრულ ჭეშმარიტებას ღაღადებ. ეხლა ერთიუდიდესი პრობლემა მაქვს ოჯახში ვერ ვიტან სადილობისას ვისაც სად, როდის და როგორ მოუნდება ისე რომ მიირთმევენ. ასჯერ რომ იშლება და ლაგდება სუფრა(ზარმაცი ვარ , გასაგებია-მაგრამ ისედაც დებილური ჩვევაა ხო?) ჩემი ქმარი კი მისაღებ ოთახის გარდა არსად არ ჭამს.

    და დღეში სამჯერ გვაქვს ამ თემაზე ჩხუბი -უკმაყოფილება თუ არა შენ აალაგე და მე არ მოგიტან და ა.შ.

    აი, საჯაროდ პირობას ვდებ ჩემი ხელით გავურბენინებ ყველაფერს სამზარეულოდან მისაღებ ოთახში-მუდამ. აუ, რა შოკი იქნება იცი მისთვის?

    ხოდა მერე ვეტყვი მადლობა გადაგიხადოს შენ ამ მსვენიერი პოსტისთვის-ასეთი კეთილი ცოლი რომ გამხადა.ვიფიქრე და მივხვდი , რომ მართალი ხარ.
    ქალებო, შეეცადეთ თქვენი ოცნების კაცს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც შეუქმნათ პატარ-პატარა, უხილავი, მაგრამ საჭირო კომფორტები, რომელიც თითქოს ერთი შეხედვით აღნიშვნის ღირსიც არაა..

    ასი პროცენტით-კაცები იმსახურებენ<3

    პ.ს. ვინც არ იმსახურებს, იმათ არც უნდა შეუქმნა-ცხადია.

    • თამი, :)))) რა საყვარელი ხარ ❤ მიხარია, რომ აზრი შეიცვალე 🙂 მართლა. იცი რა, უნდა დააფასო ბოლომდე ის კაცი ვინც შენს გვერდითაა, ვისაც ძალიან უყვარხარ, ზრუნავს შენზე, შენს ბედნიერებაზე, შენს შვილებზე, შენით ათენებს და აღამებს, ხოდა გავუტანოთ ხოლმე ეს სადილები, პულტებიც მივურბენინოთ და ასე… :))

      • tami says:

        კუდიც არ მაქვს თორემ ვუქიცინებდი. ისე კარგ განწყობაზე ვარ ეხლა. მოკლედ ყველა სურვილს ვუსრულებ<3 კარგი ცოლი უნდა ვიყო ❤

  2. აი რა ვქნა და პირველ პუნქტს ვერაფრის დიდებით ვერ განვახორციელებ რაა
    სულ რომ გაიქცეს ჩემი ქმარი სადილების კეტებას ვერაფერი დამაწყებინებს ისე ვერ ვიტან ამ პროცესს

    პოსტი არის ძალიან ძალიან მაგარი, ვიხალისე 🙂

    • თაა :))) ეგეც დიმას ხასიათიდან გამომდინარეობს, რომ იკიდებ ამ პუნქტს. თორემ რომ ჰქონდეს მაგისი მოთხოვნილება, ეჭვი მაქვს სხვანაირად იფიქრებდი, მე რაღაც ასე მგონია. მიხარია რომ მოგეწონა :*

  3. Lord Vader says:

    რავი აბა…

  4. ქალების დამორჩილების ერთადერთი მეთოდია, შევუქმნათ მათ ილუზია, თითქოს ჩვენზე ბატონობენ – ანდრე მორუა))))))
    სიყვარულს ქალი თავის პატივმოყვარეობის დაკმაყოფილების საშუალებად მიიჩნევს. მას ჩვენში საკუთარი თავი უყვართ!– ბალზაკი))))
    ესაა რეალობა… მაგრამ, ამ პოსტში რაც გიწერია ასეთ ქალისთვის ყველაფერს გავიღებდი…((

    • მორუას და ბალზაკს ჩემი რესპექტი, გონივრული შეხედულებებისთვის..
      არიან ასეთი ქალები, ნუ 70-80% რომ ასრულებენ იმას, რაც აქ წერია, ასე რომ ვინც ეძებს ის პოულობსო და წარმატებულ კვლევებს გისურვებ :)) თუ იპოვე მეც გამაგებინე რა, ფლიზ, გამეხარდება..
      ისე ქალ-ვაჟთა გაცნობა-დამეგობრების კლუბი ხომ არ ჩამომეყალიბებინა?.. ნაირ ნაირი გემოვნების ხალხს დავაჯგუფებდი, ცალკე ბაინდერებად და პირად საქმეებად და მერე დავაჯახებდი მოთხოვნის მიხედვით

  5. ა მაგ კლუბში გაწევრიანება ფასიანი იქნებოდა, ეგ თავიდანვე ვიგულისხმე.
    ლორდ, შეიმონიუ

  6. Kate says:

    მგონი მე ერთადერთი ვარ, ვინც ამ ყველაფერს არ იზიარებს ხო? 😀
    უფრო სწორად, ვიზიარებ რაღაც სხვა ფორმით.
    ანუ ზოგადად მე არ ვარ ის ტიპი, რომ მამაკაცს ასე ძალიან ვემსახურებოდე. თუ არ მომინდა.
    ანუ მე მამაკაცი მართლა ძალიან უნდა მიყვარდეს, რომ ეს ყველაფერ გავუკეთო. მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ საჭმლის კეთება არ ვიცი და არ მიყვარს.

    • ქეით, რა გითხრა აბა, დამიჯერე და არ წააგებ :)))))))))))))))))
      “მამაკაცი მართლა ძალიან უნდა მიყვარდეს, რომ ეს ყველაფერ გავუკეთო”, ანუ ესეიგი ყველაფერი რიგზეა 🙂 შეგიყვარდება და ….

  7. 🙂 ეგ არის უპირველესი და აუცილებელი პირობა. გარდა ამისა, უნდა “გატაროს ხელისგულზე”, “გიყუროს თვალბში” და ა.შ. და მერე უკვე შენი დროა 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s