ფოკუსი 7 წლისაა

1000068_10151701538373217_1639747274_n

გასული კვირის ხუთშაბათს ჟურნალი ფოკუსის ძალიან საყვარელ, გემოვნებით ორგანიზებულ, ფერად-ფერად წვეულებაზე გახლდით. ჩემი საყვარელი ჟურნალი 7 წლის გახდა 🙂

წვეულება დიდუბის გამოფენის ტერიტორიაზე არსებულ კაფე „ტერასაში“ გაიმართა, საღამოს 7 საათზე. აქამდე არც ვიცოდი ამ კაფეს არსებობის შესახებ, ეს არის სიმწვანეში მოქცეული ულამაზესი ადგილი, რომელიც იქ მოხვედრისთანავე გავიწყებთ, რომ თბილისში ხართ.

გამოფენაზე მისულს შემხვდნენ თათია კოკაია და ანა კოშაძე – „უნიქარდის“ ორი ულამაზესი წარმომადგენელი და ერთად შევედით ტერასაში, რომელიც უკვე ხალხით იყო სავსე, ყველა კმაყოფილი, ბედნიერი და გადამდები სასიამოვნო განწყობით. შესასვლელში სამივემ ერთად გადავიღეთ ფოტო ფოკუსის ბანერთან და ხალხს შევერიეთ. იქვე დამხვდა ჩემი მეგობარი თათა, „ახალი ნათების“ პიარ-მენეჯერი და taa.ge-ს ავტორი.

ესეც ჩვენ:

როგორც აღმოჩნდა, ფოკუსის სტუმრების პირის ჩატკბარუნებაზე ტერასას სამზარეულოსთან ერთად ზრუნავდა რესტორანი „დონ ჯუზეპე“. მივირთვი უგემრიელესი ხელისგულისხელა მინი-პიცა,  ბოსტნეულით შეზავებული  ბრინჯი და მოშუშული ხორცის კერძი – ყველაფერი გემრიელი. სამწუხაროდ (თუ საბედნიეროდ, დიეტაზე ვარ..) დესერტი არ შემხვდა 😦 სამაგიეროდ დიდი სიამოვნებით ვწრუპავდი „კულას“ მართლა ნატურალურ წვენებს, კულა ჩემპიონია.

მოგვიანებით საღამო გახსნილად გამოაცხადა ჟურნალი ფოკუსის მთავარმა  რედაქტორმა,  ძალიან მომხიბლავმა და საყვარელმა ადამიანმა – მაიკო წერეთელმა.

შუაში მაიკო, დანარჩენ სტუმრებს სამწუხაროდ ვერ ვცნობ 🙂

ასე დაიწყო საღამოს ყველაზე დამაინტრიგებელი ნაწილი – პრიზების გათამაშება. ყველა სტუმარს გვქონდა ჩვენი პერსონალური ნომრები, რომლებიც გვაძლევდნენ, როგორც აღმოჩნდა ძალიან სასურველი პრიზების მოგების შანსს. გათამაშდა „რონიკოს“, „კულას“, „ახალი ნათების“, „პალიტრა ელის“, „იამამაის“, „კეუნეს“ (აუ, როგორი დიდი სიამოვნებით მოვიგებდი..), „დონ ჯუზეპეს“ და ასე შემდეგ, ყველას აღარ ჩამოვყვები სხვადასხვა კომპანიების მიერ დაწესებული გემრიელ-გემრიელი პრიზები. მე არც მქონდა მოგების მოლოდინი, რადგან არასდროს არაფერს ვიგებ 🙂 უბრალოდ სხვა გამარჯვებულებს შევღიმილებდი და მათი ბედნიერებით ვტკბებოდი.

ვინაიდან და რადგანაც ორი მცირეწლოვანი ბავშვის დედა გახლავართ, მე სხვა სტუმრებზე ადრე დავტოვე ეს საყვარელი წვეულება და დიდი, ბუთქუნა და ალბათ სასწაულად გემრიელი ტორტის დაჭრას აღარ დავსწრებივარ, სამწუხაროდ..

აქვე ჩემი ბლოგიდან კიდევ ერთხელ მივულოცავ ფოკუსს დაბადების დღეს.

ფოკუსი ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი და გემოვნებიანი ჟურნალია დღევანდელ მედია-სამყაროში და იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის სივრცე, რომელიც აერთიანებს ისეთ მწერალ-ავტორებს, როგორებიც არიან ნენე კვინიკაძე, ბაჩო კვირტია და ირმა კახურაშვილი, დამეთანხმებით, რომ  სხვანაირად უბრალოდ არც შეიძლებოდა  რომ ყოფილიყო.. ჩემთვისაც დიდი პატივია ვწერდე ამ საყვარელი ჟურნალისთვის და ვითვლებოდე მის თუნდაც უმნიშვნელო შემადგენელ ნაწილად.   სწორედ ამიტომ, ფოკუსს ვუსურვებ  დიიდხანს-დიდხანს ისევ ისეთი მრავალფეროვანი და რაც მთავარია ხარისხიანი სტატიებითა და პროექტებით მოფენილი გზით სვლას, როგორითაც აქამდე მოვიდა..

Advertisements
This entry was posted in მე და FOCUS. Bookmark the permalink.

5 Responses to ფოკუსი 7 წლისაა

  1. tami says:

    რა მშვენიერი ხარ თაკო, ნამდვილად მშვენიერი<3

  2. Lord Vader says:

    ვერ გცნობ.
    ასეთი ტკბილი და მურაბა პოსტი ამ ბლოგზე ჯერ არ შემხვედრია.
    დესერტი არ შეგხვდა, პრიზი არ მოგიგია. ასე რამ დაგატკბო? 🙂
    ნუთუ საკბილო და საკრიტიკო ვერაფერი შენიშნე?

    • ესეიგი ისეთი კრუელა დევილი ვარ უკვე შენს ულორდეს თვალში რომ ჩემგან ტკბილი სიტყვა ვეღარ აგიტანია, აბა საქმეა ეს?! მართლა კარგი იყო, ერთადერთი გასაკრიტიკებელი იქ იყო კოკისპირული წვიმა 🙂 და გამჩენს ვერ შევუთვლი მაგისთვის კრიტიკას, იმან უკეთ იცის რა, სად, როდის 🙂

  3. მართლა ძალიან ვისიამოვნე, განსაკუთრებით იმით რომ ყველი იყო ბევრი და სალათეული
    ვერც მე მოვიგე პრიზი სამწუხაროდ 😦
    წვიმამ და ჩემმა საშინელმა ყელის ტკივილმა და ხველამ ცოტათი შემიშალა ხელი რომ ჩემს ამპლუაში მეგრძნო თავი
    მაგრამ საბოლოო ჯამში ლამაზი ივენთი იყო

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s