სამამულო Beach style by თაკო გვაზავა

Stylish Blog

პოსტის ავტორია თაკო გვაზავა

ჩვენ, ქართველები, რომ სუპერ-გასაოცარი ხალხი ვართ, ეს უკვე არ-ახალია. საოცარი ტრადიციებით, საოცარი გეო-პოლიტიკით, კიდევ უფრო საოცარი დამოკიდებულებებითა და კულტურით. მე ამ უკანასკნელის კონკრეტულ განშტოებაზე – საკურორტო კულტურაზე, კერძოდ, კი ჩვენებულ სამამულო საზღვაო სტილზე მინდა გესაუბროთ, რომელიც შოკს იწვევს ჩემში ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ზოგადად სტილის შეგრძნებამ გაიღვიძა პატარა „მე“-ში და დღემდე წარმატებულად ახორციელებს ჩემს დაშოკვას, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი დრო გავიდა, მოდაც ბევრჯერ შეიცვალა, ჩვენი მსოფლხედვა და „სტილხედვაც“ მნიშვნელოვნად დაიხვეწა, ჩვენ თვალსა და ხელს შუა განვვითარდით და თვით დიდი ევროპის ნაწილიც კი გავხდით.

Shauna_Sand_on_beachთუმცა, როგორც ჩანს, არ შეცვლილა ის დაჟინებული და ხაზგასმული სტილის აღქმის უუნარობა, რომელიც, სიმართლე ვთქვათ, და ზოგადად კავკასიელებს ასე გამოარჩევს ევროპელებისგან. აბა სხვას რას მივაწერო ის, რომ ყოველ ჯერზე, ყოველ წელს ქართულ პლაჟზე გასვლისთანავე თვალში გვხვდება მაღალ შპილკა-ქუსლებზე ამხედრებული და სახეზე საღამოს მაკიაჟით მორონინე ახალგაზრდა გოგონები. პირველ რიგში, აუცილებლად ვეჭვდებით, რომ შემთხვევით მის საქართველოს კასტინგზე ხომ არ მოვხვდით, დასასვენებლად და ზღვაში…

View original post 378 more words

Advertisements
This entry was posted in ჩვენ - ქართველები. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s