ორი კაცის იდეალური კომბინაცია

stefano-gabbana-domenico-dolce-portraitეს პოსტი ჩემს უსაყვარლეს, სრულიად  გამორჩეულ  ბრენდს მიეძღვნება, რომელზეც თინეიჯერობიდან ვარ შეყვარებული და რომლის ნებისმიერი პროდუქტიც ჩემი გარდერობის საოცნებო ობიექტს წარმოადგენს. მას ამ ქვეყნად ყველაზე ნიჭიერი, ყველაზე გლამურული, ყველაზე კრეატიული და იტალიურ-ჰარმონიულად შეხმატკბილებული გეი წყვილი მართავს. ადამიანები, რომლებიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ არავის გვანან და არიან უნიკალურები თავიანთი განსაკუთრებული ნიშით და მოდური ხელწერით  – დომენიკო დოლჩე და სტეფანო გაბანა.

ყველაფერი ასე დაიწყო: დიზაინერებმა 1982 წელს დააარსეს დიზაინერთა საკონსულტაციო სტუდია, რომელიც ნელ-ნელა გარდაიქმნა სამოდელო სახლად „დოლჩე და გაბანა“ (Dolce&Gabbana). D&G-მ თავისი პირველი კოლექცია ქალებისთვის  1985 წელს წარმოადგინა მილანში. თავიდან დიზაინერებს  მოდელებისთვის გადასახდელი ხელფასის თანხაც კი არ ჰქონდათ და პირველი ჩვენება მეგობარი მოდელების დახმარებით ძლივს გააკეთეს, ჩვენებისთვის საჭირო მინიმალური ბიუჯეტი დოლჩეს მშობლებმა გაიღეს, შვილისთვის საშობაოდ მიძღვნილი საჩუქრის სახით. არ დაიჯერებთ, მაგრამ Dolce&Gabbana-მ თავიანთი პირველი პოდიუმის სასცენო ფარდად დომენიკოს მიერ სახლიდან მოტანილი საწოლის გადასაფარებელი გამოიყენეს 🙂

შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ  ფორტუნა მათ მხარეს იყო.

1989 წლიდან ბრენდმა საცურაო კოსტუმებისა და საცვლების კოლექციების გამოშვება დაიწყო, რაც დომენიკოს უშუალო ხელმძღვანელობით ხდებოდა. 1990 წელი Dolce&Gabbana-თვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, ფაქტიურად კარიერაში გარდამტეხი წელია. ამ პერიოდიდან იწყება ამ გლამურული ბრენდის აღმავლობა და თავბრუდამხვევი პოპულარობა. პირველი შოუ-რუმი ბრენდის ლოგოთი სწორედ 1990 წელს გაკეთდა და ამავე წლიდან დაიწყო მამაკაცის ხაზის შექმნაც.

ასევე 1990 წლიდან  ბრენდი იწყებს თანამშრომლობას იმ დროისთვის  ყველაზე ეპატაჟურ, სკანდალურ და ყველაზე პოპულარულ პოპ დივასთან – მადონასთან. დოლჩემ და გაბანამ პოპის დედოფლის მსოფლიო ტურნესთვის 1500-ზე მეტი სასცენო კოსტუმი შექმნეს. თავის ინტერვიუში მადონამ დომენიკო და სტეფანო ასე დაახასიათა: „ისინი ქმნიან სექსუალურ კოსტუმებს იუმორის გრძნობით, ზუსტად ისეთებს, როგორიც მე ვარ“. პირველი თანამშრომლობიდან მოყოლებული  Dolce&Gabbana დღემდე მადონას  საყვარელი და  უკონკურენტოდ ფავორიტი ბრენდია. ისინი აკეთებენ პოპ-დედოფლის თითქმის ყველა მსოფლიო ტურნეს თუ ცალკეულ კონცერტების კოსტუმების დიზაინს. თავის მხრივ, მადონა დიზაინერების შთაგონების წყაროს და ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ კლიენტს წარმოადგენს, ის ხშირად მონაწილეობს მათ სარეკლამო ვიდეოებში თუ ფოტო-გადაღებებში.

კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ქალი, რომელსაც მსგავსი სიახლოვე და მეგობრობა აკავშირებს ამ გავლენიან მოდურ წყვილთან, მონიკა ბელუჩია. როგორც ჩანს იტალიურ მეგობრობაში მშობლიური ფესვები თავისას შვება 🙂  დამეთანხმებით, იტალია გენიოსებს  შობს..

დოლჩე-გაბანას სტილი უნიკალური და განუმეორებელია. ამ ნიჭიერმა კაცებმა მსოფლიოს განსაკუთრებულად გამბედავი, საკუთარ თავში დარწმუნებული და მომაკვდინებლად სექსუალური ქალის მზა ფორმულა მისცეს. D&G-ს ქალი  პანტერასავით ველური და ამავდროულად გრაციოზულია, ძალიან დახვეწილი, ელეგანტური და მაცდუნებელი.

დიზაინერები თავიანთ კოლექციებში უხვად იყენებენ ლეოპარდის პრინტის მრავალფეროვან ვარიაციებს, ბევრ გიპიურს, მეტალს, ყვავილების თემას, ეროვნულ თუ რელიგიურ მოტივებს. დოლჩეს და გაბანას თავიანთი განსაკუთრებული საფირმო სისადავე აქვთ, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ამ სიტყვის კლასიკურ გაგებასთან. Dolce&Gabbana-ს სადა თეთრიც კი გამორჩეულად გლამურული და ამბიციურია. ცალკე თემაა Dolce&Gabbana-ს წითელი 🙂 ცხელი – ცხელი -ცხელი, გავარვარებული წითელი..

დღეს დომენიკო  55 წლისაა, სტეფანო 51-ს.. მათი შექმნილი მოდელები მაღალი ხელოვნების  უდახვეწილესი ნიმუშებია, რომლითაც გამძაფრებულად შეგვიძლია ტკბობა – ჩვენ შეგვიძლია ხელოვნება ტანზე ჩავიცვათ, შევიგრძნოთ და გავხდეთ მასავით იდეალური..

მოდით, ერთად გადავხედოთ Dolce&Gabbana-ს ყველაზე მომხიბლავ ლუქებს და გამორჩეულ სარეკლამო ფოტოებს.

Advertisements
This entry was posted in მოდა და სილამაზე. Bookmark the permalink.

10 Responses to ორი კაცის იდეალური კომბინაცია

  1. მუშაობის უნარი და სურვილი დამაკარგვინე
    არ უნდა გამეხსნა ეს ლინკი :))))))

    აწწწწწწწწ

  2. ეეჰ, მაკანკალებს და მაბაბანებს ამათ ლუქებს რომ ვუყურებ. მართლა საოცნებოა რა.
    იდეალური უმცირესობა ❤

  3. tami says:

    აუუუ რა მაგარიააა. ამათ სამოსზე ოცნება თუ შემიძლია.

    • თამი, ჩემნაირო :)) ოქ, ვიოცნებოთ, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, მე მაინც მეოცნებე ნატურა ვარ. ოღონდ ოდესმე ახდეს ახლა, მთლად სულ ოცნებაც არ ვარგა..

  4. nankapavich says:

    fall/winter ’14 ❤ სასწაულია

  5. სასწაული შოუა, რამდენჯერაც არ უნდა ვუყურო მაჯადოვებს..

    http://www.dolcegabbana.com/dg/fashion-show/woman/runway/

  6. Lord Vader says:

    რუსთაველზე ერთ მაღაზიას დაადეს თავზე D&G და კაი ხანი ეწერა “მალეო”…
    მერე მანდ ფეხსაცმლის მაღაზია გაიხსნა.

  7. Lord Vader says:

    ისე D&G არაა უსაშველოდ ძვირი. როგორც ყველა ბრენდს მაგათაც აქვთ დემოკრატიული ხაზი 🙂 რომელიც ძირითად კოლექციებს არ მიყვება მთლად, მაგრამ მათ არომატს იმეორებს. 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s