ჩემო კარგო ქვეყანავ…

ჩემს ქვეყანაში ბნელა…

მე, ბრმა პაპაჩემივით ხელის ცეცებით დავდივარ და ვეძებ სინათლეს, რომელიც შორსაა.

ჩემს ბნელ ქვეყანაში იტყუებიან და თვალებს ნაცრითა და სიძულვილით ივსებენ..

იტყუება მშობელი, რომელსაც მხოლოდ იქამდე უყვარს თავისი შვილი, სანამ ეს უკანასკნელი მისგან ნაკარნახევ და რუდუნებით გაკვალულ გზას იძულების წესით მიყვება, და როგორც კი  საკუთარ თავს იპოვის და  დედ-მამის ნანი-ნანატრ მომავალი ექიმის ნაცვლად მომავალი მხატვრის, ან მოძულებულ-მობეზრებული ცოლის ნაცვლად სხვა სასურველ ქალთან ცხოვრების, ან ჰეტერო-სექსუალის ნაცვლად ჰომო-სექსუალის, ან ქრისტიანის ნაცვლად  მუსულმანის გზას აირჩევს, იქვე მთავრდება გრძნობა, რომელიც რეალურად ყველანაირი დოგმისა და სტერეოტიპისგან განყენებული და უზენაესია..

იტყუება მღვდელი, რომელიც იესოს ცხოვრებაზე გვიქადაგებს და „არასასურველ არსებებს“  ჯიბეში სანთლით, პირში გინებითა და ხელში სკამით მოგვსდევს. „გიყვარდეს მოყვასი შენი და გიყვარდეს მტერი შენი, ვითარცა თავი შენი“..  სწორედ ესაა ქრისტიანობის მორალი. მათ კი ალბათ დაავიწყდათ, რომ ჩვენ, ყველა ღვთის შვილები ვართ – თეთრი თუ შავი, ბრიტანელი თუ ქართველი, ჰეტერო, ბი თუ ტრანს-სექსუალი. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ, ჩვენი ერთმანეთისგან განსხვავებული უნიკალური სურვილებითა და ჩვენი ცხოვრების წესის არჩევის სრული თავისუფლებით…

იტყუება ხელისუფალი, რომელიც თავისი ქვეყნის მოქალაქეთა უფლებებს იცავს, რომელიც თავისი უუნარობით, უპრინციპობითა და უმოქმედობით დამნაშავე მოძალადეთა ავტომატური თანამონაწილე ხდება. ზუსტად ისე, როგორც დანაშაულის პირში-წყალჩაგუბებული მოწმე, ან შვილიშვილის უგვანი საქციელის მიმჩქმალავი  ბებია.

მე მძულს ფლიდი, ძალისმიერი გზით მიღებული  პოზები და იძულებითი დუმილი ქვეყანაში, რომელიც დემოკრატიას იბრალებს. გულს მიკლავენ უდიდესი ავტორიტეტით მოსარგებლე ყალბი კაცთმოყვარეები, რომლებიც საკრალური თემებით სპეკულირებენ და ხალხს ბრბოდ აქცევენ. მე მძულს აგრესია.

მე ხანდახან მზარავს ქვეყანა, სადაც ჩემი შვილები უნდა გიზარდონ…

პ.ს.  ჩემი სუბიექტური აზრი: მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი და შესაბამისად, ჰომოსექსუალიზმი ჩემთვის უდიდესი ცოდვაა, მე ვარ ჰეტეროსექსუალი. ამის გათვალისწინებით, თუ ოდესმე გავიგებ, რომ ჩემი შვილი ჰომოსექსუალია, ეს  ჩემთვის სტრესი იქნება, ოღონდ ეს იქნება ჩემი და მხოლოდ ჩემი  ჩუმი პრობლემა. ამ წუთას კი მეორე აზრიც მიხრავს გულს, ნუთუ ოდესმე ჩვენს შესაძლო-ჰომოსექსუალ შვილებსაც ასე უნდა გაუსწორდნენ, თავში ჩაარტყან, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენონ, განდევნონ,  იმის გამო, რომ ისინი განსხვავებულები არიან?! წინ გაიხედეთ, ადამიანებო! და ყველა საკუთარ თავებს და მომავალს ჩაუღრმავდით.

უბრალოდ დავიმახსოვროთ, რომ თითოეული ადამიანი თვითონაა თავისი ცხოვრების ბატონ-პატრონი. ყველა თავად უნდა განსაზღვრავდეს (ხშირ შემთხვევაში ტრადიციების და მენტალიტეტის მეტ-ნაკლები დოზის გათვალისწინებით) საკუთარ რწმენას, ცოდვების თუ შეცდომების თავისებურ სუბიექტურ აღქმას, და ყველა თავად უნდა ზრუნავდეს საკუთარ ცხოვრებაზე, მსოფლხედვის და პრინციპების ჩამოყალიბება-დაცვაზე, სხვადასხვა ფაქტორების – თუნდაც საზოგადოებრივი ნორმების, თუნდ ეკლესიის და ა.შ. ნებაყოფლობითი და არა იძულებითი გავლენით!

უმთავრესი კი ისაა, რომ  ნუ ვიქნებით კაცთმოძულეები, ნუ ვიქნებით აგრესიულები და დავაყენოთ სიყვარული და მარტივი ადამიანური სოლიდარობა ყველაზე მაღლა.

Advertisements
This entry was posted in ჩვენ - ქართველები. Bookmark the permalink.

10 Responses to ჩემო კარგო ქვეყანავ…

  1. Lord Vader says:

    ისე აი ეგ ცოდვის საკითხი მართლა საინტერესოა.
    ამ დღეებში ფბ-ში ბევრი რამე წავიკითხე და აღმოვაჩინე რომ ყველა თეოლოგი ასე არ მიიჩნევს. ანუ სოდომ-გომორის დანგრევის ამბავს რა მიზეზები იყო და ზოგადად იმასაც რომ ძველი აღთქმის და ახალი აღთქმის წონა სხვადასხვაა.
    მე მეგონა რომ ბიბლიაა და ბიბლიაა.
    როგორც წავიკიტხე არ ყოფილა ასე და ქრისტიანისთვის ძველი და ახალი აღთქმა სხვა წონისაა და ახალი აღთქმა ბერვ ეპიზოდში ეწინააღმდეგება ძველს. ანუ რეფორმაა ფაქტიურად… ნუ ყურმოკვრით კი ვიცოდი აქამდეს მარა არ დავფიქრებულვარ ამაზე. ახლა დავფიქრდი.
    მოკლედ ჩვენ, ქრისტიანები (და აგნოსტიკოსებიც :)) ასე ვუდგებით ამ საკითხსო – ძველი აღთქმა წმინდა წერილის ნაწილია, მაგრამ მქცხოვარი განკაცდა და მერე ეწამა სწორედ იმიტომ, რომ ძველი აღთქმის მთელი რიგი პათოსის შეეცვალა.

    • da ra ar mogewona ver vxvdebi…

      • კი, ასეა. ახალ აღთქმასა და ძველ აღთქმას შორის ძაან დიდი სხვაობაა, უფრო მეტიც ძველ აღთქმაში ისეთებს ამოიკითხავ, რომ შეიძლება გაოგნდე, მართლა.

  2. “…გრძნობა, რომელიც რეალურად ყველანაირი დოგმისა და სტერეოტიპისგან განყენებული და უზენაესია..” erti shexedvit, razec laparakob simartles gavs, magram qristianoba ar aris ertmnishvnelovnad humanuri(yofiti, chveni cnebit tu shevxedavt sakitxs) religia ritac xshirad spekulireben… qristianoba iseti swavlebaa romelic mshoblis da ojaxis datovebasac qadagebs tu arsebuli urtiertoba gmertisgan ashorebs adamians. dametanxmebi es arc ise humanurad jgers.,..
    aranairi shexeba ar maqvs teologiastan, magram is rac axal agtqmashi weria bevr shemtxvevashi adsturebs chem azrs, da factebis moyvanac shemidzlia…
    “ჩემს ქვეყანაში ბნელა…” ai amashi asi procentit getanxmebi….

    • იცი რა, ქადაგება არის ჯაჭვური დამოკიდებულებების ერთი მთლიანობა, რომლის მთვარი არსიც არის ნების თავისუფლება. და თუ ადამიანი მივა იმ აზრამდე, რომ მას ოჯახი ხელს უშლის მიუახლოვდეს ღმერთს და გადაწყვეტს, რომ ურჩევნია მიატოვოს ის, თუკი მას ასე უნდა, რატომ გამოდის ეს საქციელი არაჰუმანური?..ეს არ ნიშავს იმას, რომ მას სძულს ოჯახი, უბრალოდ არჩევანს აკეთებს, წარმოდგინე, რომ ასეთი ადამიანი მიდის, განეშორება ოჯახს, ერს და ასე შემდეგ, მიდის განდეგილად და ლოცულობს მათთვის…
      ნუ ახლა მე ძაან არაკომპეტენტური ვარ ამ საკითხებში, არც საკმარისი თეოლოგიური განათლება მაქვს და არც საკმარისად მორწმუნე ვარ, რომ თავი გამოვიდო რაღაცეებზე, ეს ჩემი სუბიექტური აზრია. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ქრისტიანობა ემყარება ხშირად საკმაოდ მძიმე დოგმებს, თვითგვემას, აკრძალვებს, ურთულეს დავალებებს გვაძლევს, საბოლოო ჯამში ჩემთვის ესაა სარწმუნოება, რომელიც გვაძლევს სრულ თავისუფლებას ჩვენი მორალის ფარგლებში. გვიბიძგებს საკუთარ თავში თვითონ ვიპოვოთ ჩვენი არჩევანი, ან ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდეთ მასთან. და 17 მაისის ქცევები იყო ძალიან შორს ამ ყველაფრისგან და იყო სრული ფარისევლობა.

  3. “ჩემთვის ესაა სარწმუნოება, რომელიც გვაძლევს სრულ თავისუფლებას ჩვენი მორალის ფარგლებში. გვიბიძგებს საკუთარ თავში თვითონ ვიპოვოთ ჩვენი არჩევანი, ან ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდეთ მასთან” tolsty-c mase fiqrobda da eklesiidan gankvetes(“kingdom of god is within you” aq kargsd aqvs chamoyalibebuli tavisi satqmeli)… simartle gitxra mec viziareb shen azrs… miuxedavad imisa rom, martlmadidebeli var ar shemidzlia tanabarmnishvnelovnad mivigo romelime sasuliero piris dogmatirebuli debuleba, saxarebis miseuli gageba da realurad arsebuli… getanxmebi prioritetebs chven vayenebt, rac gamudmebit icvleba…
    17 maisi ar yofila morwmunoebis dzaladoba romeligac umciresobaze… rogor sheidzleba morwmunem tavisi tavi magla daayenos romeligac adamianze rarigad codvilic ar unda iyos igi, is xom verasodes gaigebs tu ra xdeba imis gulshi da rogorc axali agtqma gvaswavlis nebismier wuts sheidzleba gaxdes yvelaze codvili yvelaze ganwmendili(mgonia marto es scavleba ayenebs qristianobas nebismiier sxva religiaze magla)… factia es azradac ar mosvlia aqciaze shekrebil xalxs
    da samwuxarod zog sasuliero pirsac, minda rom vcdebode magram ar gamodis…

  4. კარგი ტიპი ხარ, გეთანხმები აბსოლუტურად.

  5. irakli says:

    va, es ar camikitxavs…
    matarebelshi mjdomi sheni qmristvis sauketeso tavshesaqcevia

  6. irakli says:

    sainteresoa isini, vinc shensavit vpiqrobt, jer isev umciresobashi vart tu ara?
    Da tu vart, ramdenad…?

  7. ik, cota vart zalian, tumca imaze meti vidre vtkvat 5 clis cin, da albat kidev meti gaiziarebs chvens azrs 5 clis mere. 🙂 daubrundi chems blogs? :)) :* ❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s