ჩემი გაზაფხული

დღეს ყველაზე მეტად ვიგრძენი, რომ ჩემი გაზაფხული როგორც იქნა მოვიდა 🙂

spr

და შესაბამისად, ჩემი საფირმო საგაზაფხულო  ნიშნებიც სახეზეა:  ყველანაირ წვრილმანზე ყურებამდე გახეული პირი, ბედნიერების არაადეკვატური მასშტაბებით შეგრძნება, მუდმივი ცეკვის სურვილის აბობოქრება და სრულიად სამყაროს მიმართ გაძლიერებული სიყვარულის გრძნობა.. 🙂 ანუ, მოცემულ მომენტში ზუსტად ვემთხვევი კაი კახური ღვინით გაჭიპჭიპებული და გადაღაღანებული ვინმე ვიგენტას ან კუკურას განწყობას..

რომ იცოდეთ, როგორ ძალიან მიყვარს გაზაფხული… გარეთ დიდი ყვითელი მზე, სითბო, დაკლებული კილოგრამები, საგაზაფხულო გარდერობის გადმოშლა და ოპაა, ამოფრინდა ცისარტყელას ფერები-ფერები-ფერები… 🙂

spring-wallpapers-hd-desktop

ქუჩაში სულ უფრო მეტი გაღიმებული სახეები,  განსაცვიფრებლად გამოცოცხლებული და კეთილგანწყობილი ადამიანები, სქელ და ზანტ ზამთარში მიძინებულ-მიჩუმებული ოცნებების, იმედების, გეგმების გამოღვიძება, ამოძრავება, გახალისება..  მოკლედ, ავხმაურდით 🙂

მოემზადეთ, ჩვენი მოკლე გაზაფხული ხომ  სქელტანიანი ზაფხულის პროლოგია.

გალამაზდით, მოიწესრიგეთ წონა და გარეგნობა, რომ კიდევ უფრო მეტად შეიყვაროთ საკუთარი თავი 🙂  იფიქრეთ იმაზე, თუ რა სახალისო და საინტერესო რამ არის ცხოვრება, გიყვარდეთ და პატივი ეცით ადამიანებს, გაუკეთეთ სასიამოვნო საჩუქრები, მოუწყვეთ  სიურპრიზები თქვენს საყვარელ ახლობლებს, მეგობრებს ან თუნდაც სულ უცხო ადამიანებს – იმ ხალხს, ვისაც სასიცოცხლოდ სჭირდება ყურადღება და სითბო.  ეს ხომ ძალიან მარტივია.   გაეცით იმდენი და ისე, როგორც თქვენ გსურთ რომ მიიღოთ..

და ბოლოს, გაიღიმეთ! ფართედ, გემრიელად და ხშირად  –  გ ა ი ღ ი მ ე თ 🙂

მალე ზაფხული მოვა 🙂

smile spring Spring-Wallpapers-2010-5

Advertisements
This entry was posted in a little of me... Bookmark the permalink.

6 Responses to ჩემი გაზაფხული

  1. გეთანხმები სრულიად პოსტში, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს შენი აღტაცება და ბედნიერება კიდევ სხვა რამითაც არის განპირობებული ეჭვი მაქვს 🙂
    “ჩემოდანნოე ნასტროენიე ” :)))))))

  2. ნატალია says:

    კარგი იქნებოდა მეტს წერდე..ისე კარგად და საინტერესოდ გამოგდის, უბრალოდ, არ უნდა ჩერდებოდე 🙂

  3. Lord Vader says:

    დრო იყო სულ არ წერდა :)))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s