სამეფო ბრენდი – GUERLAIN

GuerlainLogo

დღეს მინდა ჩემს ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ პარფიუმერულ ბრენდზე გესაუბროთ. სამეფო ბრენდზე, რომელსაც არ აქვს ანალოგი ისტორიის, ხარისხის თუ პროდუქციის მრავალფეროვნების კუთხით. ბატონებო და ქალბატონებო, წარმოგიდგენთ ერთადერთს და განუმეორებელს,  მის უფრანგულესობა – გერლენს.

აღარ მახსოვს ვინ თქვა, ნამდვილ ლედის კოსმეტიკის ჩანთაში  გერლენის ერთი პომადა მაინც უნდა მოეძევებოდესო. მოდი და ნუ დაეთანხმები.. ეს ბრენდი ყოველთვის ასოცირდება უმაღლეს ფრანგულ ხარისხთან, მაღალ მოდასთან, გლამურთან და ყველაზე სასიამოვნო განწყობასთან, რომელიც მის პროდუქციას გამოყენების ყოველ ჯერზე მოაქვს.

გერლენი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ფრანგული პარფიუმერული სახლია. ის  1828 წელს დააარსა პიერ-ფრანსუა პასკალ გერლენმა, რომელმაც თავისი პირველი მაღაზია პარიზში, რივოლის ქუჩა N42-ში გახსნა.

ესეც მუსიე პიერი 🙂

guerlaineპარფუმერი პიერ-ფრანსუა თავის პატარა სურნელოვან ბიზნესს ორი შვილის – აიმეს და გაბრიელის დახმარებით მართავდა. დაარსებიდან ძალიან მალე გერლენი პარიზის მაღალი საზოგადოების განუყოფელ ნაწილად იქცა. პარფუმერული სახლის თავბრუდამხვევ წარმატებას 1853 წლიდან ჩაეყარა საფუძველი, როცა პიერ-ფრანსუამ თვით საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ III-სა და მისი მეუღლისთვის შექმნა სუნამო Eau de Cologne Impériale, რის შემდეგაც პიერს წილად ხვდა პატივი გამხდარიყო მისი უმაღლესობის პირადი პარფიუმერი. გერლენის მიერ შექმნილ  სუნამოებს, სხვა დიდებულებთან ერთად, იპკურებდნენ ასევე ინგლისის დედოფალი ვიქტორია და ესპანეთის დედოფალი იზაბელა II.

გერლენის სახლი 1994 წლამდე იმართებოდა გერლენების ოჯახის, პიერ-ფრანსუას შთამომავლების მიერ, რის შემდეგაც იგი ცნობილმა ლუქს-ბრენდების მულტინაციონალურმა საინვესტიციო კოსრპორაციამ – LVMH Group (Moët Hennessy Louis Vuitton შეისყიდა.

მახსოვს, ჩემი პირველი საოცნებო გერლენი სტუდენტობის დროს ვიყიდე, ეს იყო თვალის პატარა თეთრი ჩრდილი ულამაზესი დიზაინის მოოქროვილი შეფუთვით. სტუდენტისთვის საკმაოდ ძვირი ღირდა, ამიტომ შევაგროვე თანხა და ახლაც მახსოვს ის კმაყოფილების და ბედნიერების განცდა, ჩემს კოსმეტიკის ჩანთაში რუდუნებით რომ ჩავდე ყურებამდე გაშლილი ღიმილით. თუმცა, რა გასაკვირია, რომ გერლენთან მრავალწლიანი სიყვარული მაკავშირებს, საკმარისია, მხოლოდ ერთხელ მოისვათ სახეზე გერლენის რუჟის ან ჩრდილის ფუნჯი, ან ერთხელ წაისვათ ამ ბრენდის მომაჯადოვებლად წითელი პომადა, რომ სამუდამოდ შეგიყვარდებათ და მის გარეშე უბრალოდ ვეღარ გაძლებთ..

რაც შეეხება გერლენის პარფიუმს, როგორც წესი ამ ბრენდის სუნამოებს ახასიათებს ძალიან ძლიერი, მძაფრი და ძვირფასი არომატი, რომელიც ვერსად და ვერავისგან შეუმჩნეველს ვერ დაგტოვებთ. სამწუხაროდ, ჯერ ვერ მხვდა წილად ბედნიერება, რომ მქონოდა გერლენის სუნამო.. 🙂  ჩემი ფავორიტი:

black dress

ორი სიტყვით მამაკაცის სუნამოებზეც. გერლენი აქაც  ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია ქელვინ ქლაინთან ერთად. ამ შემთხვევაში გამოვყოფ შედარებით ახალ, ძალიან გემრიელ სუნამოს მამაკაცებისთვის, მოხიტოს არომატით,  L’EAU – თვით ქარიზმა და სექსუალურობა თქვენს კანზე..

leau

ახლა,  მოდით ჩავიჭყიტოთ ჩემს კოსმეტიკის ჩანთაში და დავძებნოთ გერლენი..

1. თვალის და ტუჩის კოსმეტიკის კომპლექტი – ირაკლის მოულოდნელი და ძალიან სასიამოვნო საჩუქარი 🙂 ერთ-ერთი ყველაზე გრძელვადიანი გახარება ჩემს ცხოვრებაში..

eyes shadow

2. თვალის შავი ფანქარი თავისი სათლელით – ესეც ქმარმა მისახსოვრა ერთ-ერთი მივლინებიდან.

pencil

3. წითელი პომადა KISS KISS. ეს მე ვუყიდე ჩემს ტუჩებს და ძალიან ძალიან მიყვარს.

guerlain-kisskiss-extreme

4. თვალის შავი ტუში – ჩემი სუპერ-მაზლის საჩუქარი. სასწაულებრივი რამეა, სულ ახლახანს გავუშვი გამოყენებაში და აბსოლუტურად სხვა განზომილებაში გადავედით მე და ჩემი თვალები.. მაზლ, თუ ამ პოსტს კითხულობ, კიდევ ერთხელ მადლობა 🙂

Guerlain mascara

თბილისში გერლენი წარმოდგენილია “ვულე ვუს” მაღაზიათა ქსელში, ასევე “ლუტეციას” დიდ ფილიალებში, თუ არ ვცდები გერლენი უნდა იყოს მოლის ამფორაშიც.

მოკლედ ასე, მე ჩემის მხრივ  მხოლოდ ეს შემიძლია გირჩიოთ: დაზოგეთ ფული ყველაფერში – ფეხსაცმელებში, ჩანთებში, კაფე-ბარებში, მოგზაურობაში და იყიდეთ- იყიდეთ-იყიდეთ ბეევრი ძვირფასი და ძალიან ხარისხიანი GUERLAIN 🙂

Advertisements
This entry was posted in მოდა და სილამაზე. Bookmark the permalink.

23 Responses to სამეფო ბრენდი – GUERLAIN

  1. tami says:

    სუნამო მქონდა მაგ ფირმის და დღემდე ფლაკონს ვინახავ ისეთი მომაჯადოებელი სურნელი ჰქონდა. სხვა არაფერი მქონია\მიხმარია.

    • თამი 🙂 მესმის შენი, მეც შევინახავდი ალბათ.. სხვა რამეებიც მოსინჯე, გერლენი უკონკურენტოა კოსმეტიკურ ბრენდებში, ერთი შანელი თუ მიედრება.. დამიჯერე, სასწაული რამეები აქვს..

  2. ჩემს კომენტარს ჰქვია “მე ხომ ბედი არ მაქვს”

    2 წლის წინ, პირველად ცხოვრებაში გამოვიწერე ბორდოსფერი გერლენის კისს კისს – პომადა – ფერი იყო ზრაპრული და ამ პომადების შეფუთვაზე ხომ საერთოდ ვგიჟდებოდი. ჩვეულებრივ როგორც ხდება ხოლმე თანხა ჩამომეჭრა და ყველაფერი რიგზე იყო, ვიდრე …
    მესამე დღეს მომდის მეილი დიდი ბოდიშით აღარც ერთი პომადა არ გვაქვს გიბრუნებთ უკან თანხასო :(((

    ნუ კარგი!!!

    დაახლოებით 1 წელიწადზე მეტი ხნის წინ, პეკინზე დავსეირობდი 130 ლარით საფულეში და განზრახვით მეყიდა 2 მხრივი ტუში გერლენის
    და წარმოიდგინეთ : არც ერთ მაღაზიას – ვულევუს, ლუტეციას და ისი პარის არ ჰქონდა ეს ტუში
    კინაღამ ჭკუიდან გადავედი 🙂
    მოკლედ არ არის ჩემი ბრენდი და რა ვქნა 😦

    • :)))) ძაან მეცინება. მოკლედ, დაარღვიე ტრადიცია და ახლა იყიდე. ვის ვის და შენ კი უნდა გედოს კოსმეტიჩკაში ერთი ღერი გერლენი 🙂 აუცილებლად!

      • სამაგიეროდ იმ დღეს როცა გერლენის ტუში უნდა მეყიდა, ვიყიდე შანელის
        და ისეთი იყოოოოოოო
        იმის მერე შეყვარებული ვარ შანელის ტუშებზე

  3. Lord Vader says:

    ეგ გერლენის კაბიანი სუნამო მეც აღვნიშნე.
    მაგრამ ისტორია, ტრადიცია და რამე-რუმე სხვებსაც არანაკლები აქვთ 🙂 პოსტის პირველი აბზაცის ამბავში ვამბობ 🙂

    • ეგეთი ძველი ბრენდი რომელია? შანელი 1909ში დაარსდა, დიორი საერთოდ 1946ში. სხვა ეგეთი ლუქს ბრენდები კიდევ უფრო გვიან წამოვიდა.. ჩემთვის ( და ზოგადადაც ასეა აღიარებული) გერლენი რაღაც სხვა განზომილებაა, მხოლოდ შანელს თუ ამოვუყენებ გვერდზე, ისიც ერთი ნაბიჯით უკან 😉

      • Lord Vader says:

        ზოგი გვიან იწყებს და ბევრს ასწრებს 🙂
        აი შენც ახალი ბლოგერი ხარ, მარა ძველებს ჯობიხარ 🙂

        მაგრამ თუ მაინცადამაინც სიძველის პონტია – Lanvin.

      • Lord Vader says:

        ბექას რომ უყვარს – ლუი ვიტონი ეგეც რაღაც ძველი პონტია 🙂

      • არა, მე ამ შემთხვევაში ვგულისხმობ კოსმეტიკურ ბრენდებს, თორემ ისე რა თქმა უნდა ასეთ ხმამაღალ განაცხადს ვერ გავაკეთებდი.

        🙂 მადლობა

  4. Lord Vader says:

    ქრონოლოგიურად მაინც მართალი ხარ.
    მგონი გერლენზე ძველი არც ერთი არაა 🙂
    არასდროს შემოსწავლია ეგ საკითხი ისე.

  5. არადა შენ გიყვარს ისტორიების ქექვა.
    უმაგრესი ბრენდია, ის ფოტო სუპერ – პიერი და გერლენის ერთ-ერთი პირველი ფლაკონი. რამხელა ისტორია აქვს ამ ბრენდს ხვდები?.. 3 საუკუნეს აერთიანებს, ჩემს ქმარს და ნაპოლეონს (ღმერთმა აცხონოს) ერთი სუნამო ასხიათ, მაგარია 🙂

    • Lord Vader says:

      კი საინტერესოა ხოლმე… მარა მე ერთი უბრალო კაცი ვარ 80 წლის ლაკოსტები მირჩევნია ყველას.
      და ნაპოლეონს რომ ცმოდა ვატერლოოს კი არ წააგებდა 🙂

      • Lord Vader says:

        ისეკი… ძმები ბერიქსები 1818 წელს დაფუძნდა 🙂 ნაღდად არ მეგონა რომ უძველესი ბრენდი მოდის სფეროში არის არა ფრანგული, არამედ ამერიკული 🙂
        მართლა ახლა აღმოვაჩინე ამ პოსტით და ამ დისკუსიით 🙂

      • Lord Vader says:

        ბრუქსები :)) სფელინგმა “ჩამისწორა”. დებილმა.

  6. :))
    ვაახ მართლაც… ყველაზე მხცოვანი ამერიკელი ყოფილა, უყურე შენ.. (არ დაგიჯერე და გადავამოწმე 😉

    • Lord Vader says:

      ბრუქს ბრაზერს რაც შეეხება, შეგიძლია, მენდო 🙂
      http://wp.me/pBTza-6r

    • Lord Vader says:

      ამერიკელები პირველები მიხვდნენ პრეტაპორტეს კომერციულ მნიშვნელობას. 🙂
      ევროპელები ან თერძებთან დარბოდნენ (მდიდრები) ან თავად იკერავდნენ ტანსაცმელს შინ (ღარიბები). ამერიკელები მიხვდნენ რომ ეს ყველაფერი კონვეიიერზე შეესვათ 🙂
      პირველი პრეტაპორტე კოსტუმიც ბრუქსებმა შეკერეს მსოფლიოში.

  7. tamo says:

    გერლაინის კრემ-პუდრა მაქ უუუუუმაგრესიიიაააა…..როცა ვისმევ ყველა მეკითხება რა გისვიაოოო:) :)ისეთი მაგარიააა

  8. Dali says:

    გერლენის სუნამო “პატარა შავი კაბა ” მაჩუქა ჩემმა ძვირფასმა მეუღლემ, რომელიც სუნამოს პრეზენტაციაზე შეუძენია. ყველაზე საინტერესოა, რომ სუნამოს სახელწოდებამ გაახსენა ფაქტი – თითქმის ყველა ჩემი “საღამოს” კაბა არის პატარა და შავი))) ალბათ იფიქრა რომ აუცილებლად მომეწონებოდა…<3 მომწონს გერლენის თითქმის ყველა პროდუქტი.
    თაკო არაჩვეულებრივი პოსტია, ვისიამოვნე )))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s