კარგი სერვისი კლიენტის გულის ვარდიაო

დღევანდელი ჩემი პოსტი ისევ მრავალტანჯულ სერვისის თემას მიეძღვნება.

ოღონდ ყველას,  ვინც კრიტიკული პოსტის წასაკითხად მოემზადეთ, იმედები უნდა გაგიცრუოთ, დღეს მუდმივად უკმაყოფილო და მოწუწუნე კრუელა-თაკო კეთილ მიმომხილველად გადაიქცევა და მოგიყვებათ როგორ დაიხვეწა სერვისის დონე თბილისურ კაფე-ბარებში. ამ თემას   ჩემთვის ძალიან სასიამოვნო სამი ადგილის მაგალითებზე  მოგიყვებით. 

  • 1. ჩემი საყვარელი და უბერებელი „MARKO POLO“

„მარკო-პოლო“ ჩემი და ჩემი უახლოესი მეგობრების შეხვედრის უცვლელი ადგილია და შესაბამისად, ძალიან მიყვარს და მასთან საკმაოდ ბევრი სასიამოვნო მოგონება მაკავშირებს. აქ დავდივარ უკვე დაახლოებით 10 წელია და  დიდი იმედი მაქვს, რომ სუულ იქნება, ნუ კიდევ რამდენიმე 10 წელი მაინც, რომ ჩემი სამომავლო რამდენიმე ასეულ-ლარიანი პენსია (გესმით, ბატონო ნოდარ?!) ჩემს დაქალებთან ერთად აქ დავხარჯო ხოლმე..

განახლებულ მარკო პოლოში გააკეთეს ლაუნჯი, რომელმაც ძალიან გაამყუდროვა ქვედა სართულის გარემო,  გარდა ამისა დაამატეს ევროპული კერძების ასორტიმენტი. ამ კაფე-რესტორანში ყოველთვის ძალიან სიმპათიური მომსახურე პერსონალია, როგორც ვიზუალურად, ასევე მოპყრობის მხრივ,  როგორც წესი, მხოლოდ აქ ესმით კლიენტის თხოვნა ზუსტად და შესაბამისად, როცა ვუკვეთავ კოკა-კოლა ზეროს ლიმნით და 1 ცალი ყინულით, მოაქვთ მხოლოდ ის და არა ჩვეულებრივი კოკა-კოლა ლიმნის გარეშე 4-5 ყინულით, როგორც ეს ხდება ხოლმე ნებისმიერ სხვა კაფეში. მარკო პოლოში მისულებს მე განსაკუთრებით გირჩევთ, რომ მიირთვათ ვაშლის ღვეზელი ნაყინით – სრული ნირვანა, ტირამისუ და  ბლინები შოკოლადითა და ბანანით, ასევე ჯულიუს მეინლის (Julius Meinl)  ჩემი საყვარელი კაპუჩინო, დამიჯერეთ არ ინანებთ 🙂

Breakfast with Mountaineer Reinhold Messner at the Messner Mountmp mp1

 2. აბაშიზის „4 Season“

ძალიან საყვარელი ადგილი, რომელმაც უსაზღვროდ დიდი პატივი გვცა მე და ჩემს მეგობრებს სანამ მარკო პოლო გაიხსნებოდა 🙂  4 სეზონში აქვთ ძალიან გემრიელი სალათების უზარმაზარი პორციები, ოღონდ ფასებმა არ მოგატყუოთ, მენიუში მითითებული საკმაოდ მოკრძალებული და მიმზიდველი ფასები ჩეკში 18%-იანი დღგ-ს ნამატით წარმოდგენილი  უკვე საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება ხოლმე. თუმცა, საბოლოო ჯამში შეიძლება თამამად დავასკვნათ, რომ საკმაოდ მისაღები ფრაის ლისთი აქვთ. რაც შეეხება სერვისს – ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქში. გემსახურებიან ძალიან სიმპათიური  და სასიამოვნო მიმტანები, რომლებიც მზად არიან დაუზარლად შეგისრულონ ნებისმიერი სურვილი და შეკვეთის შეცდომით მოტანის შემთხვევაში, ყოველგვარი თვალების ბრიალის და ზემოთ-ქვემოთ ბოროტად დაკვესების (მაჭახელა, საბურთალოს 4 სეზონი, ლუკოილის კაფე, ოღჩ!) გარეშე, აბსოლუტურად მეგობრული ღიმილით ასწორებენ მას. აღნიშნული ეხება 4 სეზონის მხოლოდ და მხოლოდ ვაკის ფილიალს, გთხოვთ, გაითვალისწინეთ 🙂

მე მიყვარს ეს ადგილი, გირჩევთ აუცილებლად გასინჯოთ მათი სალათი „ჩიქენ“ და შოკოლადიანი ბლინები.

4 s 2 4 s1 4s3. დასასრულს მინდა ერთი-ორი სიტყვა  ახლადგახსნილ კაფე – Linville -ზეც ვთქვა, რომელსაც ამ შაბათს ვესტუმრე მეგობრებთან ერთად.

ლინვილი ლესელიძეზე მდებარეობს. ეს არის უზადოდ გაკეთებული ბაროკოს+20-ე საუკუნე სტილის კაფე, სიძველის სუნითა და განსაკუთრებული აურით. შესვლისთანავე დგებით ამაღლებულ განწყობაზე და გიჩნდებათ სურვილი გონება დაასვენოთ, სასიამოვნოდ მოდუნდეთ და წელში გამართულებმა დალიოთ სურნელოვანი ხარისხიანი ყავა.

ლინვილში მივირთვი საკმაოდ გემრიელი ბოსტნეულის სალათი მაიონეზის სოუსით, კარტოფილი ფრი და… პეპსი, რადგან ჩემდა გასაკვირად, ამ კაფეში კოკა-კოლა უბრალოდ არ ჰქონდათ. რაც შეეხება მომსახურებას – ეს იყო უმაღლესი დონის სერვისი. არ დამეზარება ამის თქმა და არც გამეორება, ასეთი ბუნებრივად გულთბილი დამოკიდებულება კლიენტის მიმართ, შეიძლება ითქვას, რომ თბილისში მხოლოდ თითებზე ჩამოსათვლელ ადგილას თუ მიმიღია. სთაფი – ამ დაწესებულების კოზირია. და ბოლოს, ანგარიში იყო ჩემთვის მოულოდნელად მოკრძალებული. მოკლედ, ვისაც ბაროკო და კლასიკური სიძველეები გხიბლავთ, ამასთან რამდენიმე საათიანი განმარტოებაც მოგენატრათ, გირჩევთ, რომ  ეწვიოთ ლინვილს. კიდევ ერთი ინფო: ლინვილის საღამოებს ფორტეპიანოზე ცოცხალი მუსიკის შესრულებაც ემატება.

linvile linville cafe 1 linville tako3

ესეც მე  © Nanka Pavich

Advertisements
This entry was posted in a little of me.., ჩვენ - ქართველები. Bookmark the permalink.

19 Responses to კარგი სერვისი კლიენტის გულის ვარდიაო

  1. საბურთალოს 4 სეზონი – ეტა ზლო !!!

    საჭმელი მართლა ყველგან უგემრიელესი აქვთ, მაგრამ მომსახურება – ვაიმეეე

  2. ლინვილის სურათები ❤ ❤ ❤
    სუპერ :))))))

    • თა, საბურთალოზე მართლა ძალიან უსიამოვნო სიტუაციაა, არადა ვაკეში აბსოლუტურად განსხვავებული. ფოტოები მეც მომეწონა, მადლობა ვის? ნანკას 🙂

  3. 4 სიზონში სად ნახეთ კარგი სერვისი და გემრიელი საკვები ვერაფრით გავიგე რა.
    საბურთალოს კაფეში სამჯერ ვიყავი და სამჯრვე ისეთი უგემურისაჭმელი იყო და ოფიციანტიც ისეთი გაუთვიცნობიერებელი რომ გულწრფელად არ მჯერა ხოლმე კარგს რომ ამბობენ 😐

    • აუუუ არ გეთანხმები
      ცეზარი, სენდვიჩები, მექსიკური, პიცა და რავი რაც მიჭამია
      დესერტიც კი ძალიან გემრიელი აქვთ

    • საბურთალოზე საშინელი სერვისი აქვთ, ეგ ზევითაც წერია 🙂

    • ჩორვენ, მაგიტომაც მიწერია ზემოთ რომ ჩემი კომპლიმენტები ეხება მხოლოდ ვაკის 4 სეზონს 🙂 კეთილი იყოს შენი შემობრძანება ჩემს ბლოგზე 🙂

  4. Nanka says:

    თაკო ძან ლამაზია ხარ მართლა ♥ ♥ ♥

  5. ნანკა 🙂 ❤ დიდი მადლობა..

  6. ბაადურ says:

    ვერ გავარკვიე ვისი სურათებია, ვერც ავტორი და ვერც აღბეჭდილი, მაგრამ ეს უკანასკნელი – ნანკას ვეთანხმები – კარგი გოგოა 😀

  7. tami says:

    მარკო პოლოში წლებია დავდივარ და არცერთხელ წამოვსულვარ უკმაყოფილო.
    არაჩვეულებრივად გამოიყურები.

  8. Lord Vader says:

    კაი რომ მარკო პოლომაც ძია იულიუსზე გააკეთა არჩევანი. 🙂

    მე მიყვარს “კალა”. ეს ჩემი ოლთაიმზ ფავორიტია. არაჩვეულებრივი სამზარეულო, კარგი მომსახურება და კარგი მუსიკა.
    ამ ბოლო დროს ძალიან შევეჩვიე ტაბიძის ფრანგულ კაფეს. მეინლის ყავა + მართლა ძალიან გემრიელი ნამცხვრები.
    “კოფირუმი”, ჯერ ნესპრესოს ხათრით და თან მანდაც კარგი ნამცხვრებია ძალიან.
    “შტელცე”. არაჩვეულებრივი ლუდით და ძალიან გემრიელი შტელცეთი და სხვა საჭმელებით.
    “აილენდერი” ბარნოვზე, “გინესი” ტაბიძეზე, რებეკას “ანგარი” იმიტომ რომ კაი სიტუაციაა ყოველთვის.
    და “ვერა სთეიქ ჰაუსი”…

    კიდევ ბევრს ჩამოვწერდი 🙂 იმიტომ რომ კეთილგანწყობილი კლიენტი ვარ და უფრო კარგს ვხედავ ხოლმე ვიდრე ცუდს 🙂

  9. qeti says:

    4 season is shemxtevvashi getanxmebi,saburtaloze ar unda shexvide megobartan ertad tore yvirilitac ver gaagoneb satqmels iseti xmauria sxvaze ro agaraferi vtqva:)))linvilles siamovnebit vestumrebi 🙂

  10. თამი და ბაადურ 🙂
    ლორდ, კეთილად კაფემ და გარემომ უნდა განგაწყოს,წესით 🙂 ტაბიძის და შარდენის კაცი ხარ ფაქტიურად.
    ქეთი, საბურთალო კოშმარია, ეგეთი ხმაური და ვუვუზელა თბილისში ცოტა ადგილას თუა..

  11. Lord Vader says:

    კოფირუმი საბურთალოზეა და ყველას ვურჩევ, ვინც არ ყოფილა 🙂

    საერთოდ ერთის დასახელება ჩემთვის ყოველთვის ყველაზე იოლია გინდა მუსიკა იყოს, გინდა ფილმი, გინდა წიგნი და გინდა ლუდი. გინდა ბრენდი და გინდა კაფე.

    2-3 და მეტი უფრო ძნელია. სადაც ორი იქ 10 შემიძლია დავასახელო და სადაც 10 იქ 50-ია. პირამიდის ეფექტია. 🙂
    აი ერთის დასახელება არ გამიჭირდება. ყოველთვის არის, ის ერთი, რომელიც პირამიდის თავშია უკონკურენტოდ.

  12. Linvil-იდან მოვდივარ და ისეთი დადებითი ენერგიით რომ ვერ აღვწერ

  13. ირაკლი says:

    სთაფი თუ პერსონალი??? 😉

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s