სტუმრად “Estetica Group”-ში

გაზაფხულის დადგომასთან ერთად გადავწყვიტე, სანამ თბილისში ძლიერი სიცხეები დაიწყებოდა ტრადიციისამებრ სახის ღრმა გაწმენდა ჩამეტარებინა. როგორც წესი, ამ პროცედურას „ლუტეციას“ კოსმეტოლოგებთან (ფრანგული Darphin -ის ნაწარმით) გავდივარ ხოლმე, მაგრამ  ამჯერად გადავწყვიტე ცოტა მრავალფეროვნება შემეტანა ჩემი ღრმად პატივცემული კანის ცხოვრებაში და რაიმე ახალი, უფრო ეფექტური და სასარგებლო მომესინჯა.

ასე აღმოვაჩინე “Estetica Group”, რომლის მომხიბლავი კოსმეტოლოგი – ეკა კოვზირიძე-შალიკიანი  სახის კანის ღრმა წმენდის პროცედურას ზღვის პროდუქტებისა და მინერალების საფუძველზე დამზადებული ფრანგული სამკურნალო კოსმეტიკური პროდუქტების Thalasso Bretagne-ს გამოყენებით ატარებს. ამ კოსმეტიკურ ნაწარმში მინიმალური დონის ქიმიური დანამატებია გამოყენებული და ხუთ-ვარსკვლავიან ლუქს-ბრენდად არის აღიარებული. საქართველოში ძალიან ნაკლებადაა ცნობილი, რადგან ეკას თქმის არ იყოს, „ჩვენთან ხომ მარტო შანელი იციან“ 🙂

t2

პროდუქტის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ამ ლინკზე:

http://tb-prof.ru/

ადგილზე მისულს ეკამ ჩამიტარა მინი-სემინარი, დაწვრილებით ამიხსნა იმ პროცედურის შესახებ რაც უნდა გამევლო და მომამზადა სახის გასაწმენდად, ჩამირთო ძალიან სასიამოვნო მელოდია და დავიწყეთ: პირველ რიგში დემაკიაჟით, რასაც მოყვა სახის კანის ღრმა გასუფთავება და საკმაოდ ძვირადღირებული ულტრაბგერითი აპარატით ფორების გახსნა და დამუშავება,  მეტ-ნაკლებად არასასიამოვნო გაწმენდის პროცესის  შემდეგ გამიკეთდა ნიღაბი, რის შემდეგაც ძალიან ნაზ ცელოფნის საფარში მუმიასავით შეფუთული ვიწექი დაახლოებით 10 წუთი, მაგრამ ისეთ სასიამოვნო შეგრძნებებს იწვევდა ეს ნიღაბი ჩემს კანში, რომ დამიჯერეთ, ნამდვილად ღირდა 🙂

აი ამის შემდეგ დაიწყო ჩემთვის ყვეეელაზე საყვარელი პროცესი – სახის, ყელისა და დეკოლტეს მასაჟი, ძალიან სასიამოვნო, ძალიან სასარგებლო და ძალიან მაგარი საშუალება განტვირთვისთვის, მასაჟის შემდეგ ეკამ წამისვა ორი სახის დამატენიანებელი, თვალის სერუმი და დაზიანებული ადგილები დამიფარა  პროფესიონალური სამკურნალო ტონალური კრემით.

პროცესი თავიდან ბოლომდე  დაახლოებით 1,5 საათის გაგრძელდა. როგორც უკვე აღვნიშნე, პროცედურა მთლიანად Thalasso Bretagne-ს კოსმეტიკით განხორციელდა.

4321_thumb_2_boa 4321_thumb_3_sgn

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ამ ყველაფრის პარალელურად ჩემს კოსმეტოლოგს დავუსვი უამრავი კითხვა, რაზეც  მპასუხობდა საკმაოდ ამომწურავად და არგუმენტირებულად, თვითონაც თავისი ინიციატივითაც მომცა რამდენიმე სასარგებლო რჩევა, შესაბამისად, ვატყობ, რომ ჩემი ნდობა კოსმეტოლოგების მიმართ, რომელიც ფაქტიურად აღარ არსებობდა, გაღვიძებას იწყებს..

სავარძლიდან ამდგარს ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ჩემი სახე თავიდან დაიბადა, მართლა 🙂 უმაგრესი შეგრძნებაა.. სანამ წამოვიდოდი შევიძინე Thalasso Bretagne-ს ძლიერი დამატენიანებელი კრემი პირველი ნაოჭებისთვის, სახის გასაწმენდი ტონიკი და დასაბანი გელი აკნესთვის.

t

მოკლედ, გადავწყვიტე ესტე ლაუდერიდან თალასოზე გადავბარგდე, ბოლოს და ბოლოს 28 წლის ვარ და ჩემი კანი ნამდვილად იმსახურებს სათანადო მოვლას..

ახლა კი ჩემი კოსმეტოლოგებთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილების და ამ კუთხით დაგროვილი საკმაოდ სოლიდური ინფორმაციის საფუძველზე მინდა რამდენიმე სასარგებლო რჩევა მოგცეთ:

  1. დილა დაიწყეთ სახის კანის ტონიკით გაწმენდით (და არავითარ შემთხვევაში წყლის შესხმით), შემდეგ აუცილებლად გადაისვით დამატენიანებელი ან დღის მკვებავი კრემი და მხოლოდ ამის შემდეგ წაისვით ტონალური კრემი.
  2. არასოდეს დაიძინოთ მაკიაჟით. ყოველთვის მოძებნეთ 2-3 წუთი დემაკიაჟისთვის, რის შემდეგაც წაისმევთ საღამოს კრემს. არასოდეს გამოიყენოთ კრემი ძილის წინ, სასურველია იგი დაძინებამდე 30 წთ-ით ადრე მაინც მიაწოდოთ თქვენს კანს, რადგან დაწოლილ მდგომარეობაში იცვლება სისხლის მიმოქცევის რეჯიმი, ტემპი ნელდება და კანი საკმარისი ინტენსივობით ვეღარ ახდენს კრემის შეწოვას.
  3. კვირაში 2-ჯერ მოიხმარეთ სკრაბი. შეეცადეთ, რომ აარჩიოთ ნაზი ტექსტურის სკრაბი, რომ კანი არ დაიზიანოთ. ასევე, ძალიან სასარგებლოა კვირაში ერთხელ მაინც დამატენიანებელი ნიღბის გაკეთება.
  4. ნებისმიერი კრემი, იქნება ეს დამატენიანებელი თუ ტონალური, წაისვით მხოლოდ ხელით. ასე იდეალურად შეიზელთ კრემს კანში და რაც მთავარია, დაიმასაჟებთ და ტონუსში მოიყვანთ მას.
  5. ნუ გაუკეთებთ იგნორირებას თვალის კრემს. დაიმახსოვრეთ, რომ თვალის გარშემო კანი ყველაზე ადრე ბერდება.
  6. წელიწადში 2-ჯერ მაინც მიაკითხეთ კოსმეტოლოგს.
  7. და ყველაზე მთავარი: ნუ დაზოგავთ შემოსავლებს და დროს თავის, განსაკუთრებით კი სახის კანის მოვლაზე. გახსოვდეთ, რომ დრო მიდის და შევეცადოთ ლამაზად და მოვლილად  მაინც დავბერდეთ.
Advertisements
This entry was posted in a little of me... Bookmark the permalink.

12 Responses to სტუმრად “Estetica Group”-ში

  1. ნებისმიერი კრემი, იქნება ეს დამატენიანებელი თუ ტონალური, წაისვით მხოლოდ ხელით. ასე იდეალურად შეიზელთ კრემს კანში და რაც მთავარია, დაიმასაჟებთ და ტონუსში მოიყვანთ მას.
    ——————————————– აბსოლუტურად გეთანხმები
    სად არის ეს ჯადოსნური სალონი და რა დაგიჯდა გაწმენდა?
    – ანალოგიურ პროცედურებს მიკეთებდა მეც ჩემი კოსმეტოლოგი – ერთი/ერთში ანალოგიურს :)))

    • tako gvazava says:

      სილამაზის ცენტრია თა, სალონია არ არის. ქორთიარდ მერიოტთან, გვერდით ეზოში. პროცედურა ფასდაკლებით დამიჯდა 70 ლარი. ისე როგორც ვიცი ღირს 130 ლარი.

  2. NANKA says:

    ეკა კოვზირიძესთან იყავი? ♥
    მეც ვაპირებ იგივე პროცედურები, იგივე ტალასოთი ჩავიტარო ხვალ, ბონიტაში ნათიასთან ♥ ♥
    მემგონი ეკას რჩევით შემოიტანეს ბონიტაშიც ტალასო და ძალიან ძალიან აქებენ

    • ნანკა, მე ვიყავი გუშინ ბონიტაში გაიასთან
      როგორ მომწონს ეს ქალი ❤
      ძალიან კარგად მიკეთებს მანიკურს და გუშინ პედიკურიც ძალიან კარგად გამიკეთა

      • NANKA says:

        ხო გაია მეც მომწონს ძაან
        აუუ რამდენი ხანია ჩემი თავისთვის ვერ მომიცლია, ხვალ კაპიტალურად უნდა მივხედო :)))

    • tako gvazava says:

      ნანკა, არ ინანებ 🙂 ამ ეტაპზე კმაყოფილი ვარ ძალიან და მერე ვნახოთ, გაგიზიარებთ ინფოს ხანგრძლივ ეფექტებზეც

  3. Pingback: სტუმრად “Estetica Group”-ში | თაკოს ბლოგი

  4. tako gvazava says:

    თა, ჰოთსეილზე იდო 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s