ნივთები, რომლებსაც ქართველები არ ცნობენ

დღევანდელი პოსტი დაეთმობა იმ ნივთების ჩამონათვალს, რომელსაც ჩვენი თანამემამულეთა დიდი ნაწილი რატომღაც არ ცნობს. მაშ ასე:

 1.თრიმერი. საკმაოდ მოხერხებული, პატარა და მუშა ნივთი, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანების, განსაკუთრებით კი მამაკაცთა გათავისუფლებას გაუკვალავი ჯაგნარისგან ყურის, ასევე, ცხვირის ნესტოების მიდამოებში. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ არც ზოგიერთ მანდილოსანს აწყენდა აღნიშნული ხელსაწყოს გამოყენება,  ამიტომაც, ნუ დავაიგნორებთ ამ საინტერესო მოწყობილობას. სამწუხაროდ, ზუსტად ვერ გეტყვით საქართველოში სად შეიძლება თრიმერის შეძენა, სამაგიეროდ, მისი გამოწერა უპრობლემოდ შეგიძლიათ უცხოური საიტებიდან, ან უბრალოდ ერთ-ერთი მივლინების დროს შეგიძლიათ აეროპორტის დუთი-ფრიდან გამოაყოლოთ ხელს.. ფასი საშუალოდ 20-30 დოლარია. trimmer                         2. ანტი პერსპირანტი. რატომღაც ძალიან ბევრი ქართველი დღემდე არ ცნობს ამ უკიდეგანოდ საჭირო, კულტურულ ნივთს. ეს არის საყოველთაო პრობლემა, რომელსაც გასული წლის გაგანია ზაფხულში შეწუხებულმა ქართველმა ჟურნალისტებმა საკმაოდ ვრცელი სიუჟეტიც კი მიუძღვნეს და ფაქტიურად ღია სოციოლოგიური კვლევა ჩაატარეს სამარშუტო ტაქსის მძღოლებთან და მგზავრებთან სახელწოდებით: გაწუხებთ თუ არა თანამოქალაქეთა ოფლის სუნი? აღმოჩნდა, რომ აწუხებთ კი არა, ხალხი აირწინაღებს ნატრობს, ისეთ დღეში არიან… ოფლი აბსოლუტურად ყველა ადამიანს გამოეყოფა, ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები, ზოგს მკვეთრი და ზოგს მსუბუქი დამახასიათებელი სურნელებით და ეს არ არის პრობლემა. მთავარი პრობლემა სულ სხვა სახით დგას: რატომ, რატომ არ ვიყენებთ ანტი-პერსპირანტს პრობლემის გასანეიტრალებლად? ანტი-პერსპირანტების ფასი აბსოლუტურად ყველასთვის ხელმისაწვდომია, იწყება დაახლოებით 3 ლარიდან და აღწევს საშუალოდ 60-70 ლარს. მისი შეძენა შეიძლება თითქმის ყველგან: მარკეტებში, აფთიაქებსა და კოსმეტიკურ მაღაზიებში. Deodorant   3. ფეხის მენთოლიანი დეზოდორანტი კიდევ ერთი ძალიან საჭირო ნივთი, რომლის მთავარი მიზანია ფეხზე მთელი დღის განმავლობაში სასიამოვნო სურნელის უზრუნველყოფა. გამოყენების წესი შემდეგია: ისხამთ დილით ფეხის სუფთა ტერფზე და მხოლოდ ამის შემდეგ ამოიცმევთ ფეხსაცმელს. შედეგით თავად დარჩებით აღფრთოვანებული, განსაკუთრებით გირჩევთ ამ ნივთის მოხმარებას თვითმფრინავით მგზავრობის წინ, რა იცით რა ხდება, გავუფრთხილდეთ სხვა მგზავრების ფსიქიკას და ნუ ვაიძულებთ, ჩვენი გადაღლილი ფეხების ფეხსაცმლისგან გათავისუფლება მათი ყნოსვითი დაჰიპნოზების ხარჯზე მოხდეს. ვიყოთ ჰუმანურები.  ფეხის დეზოდორანტების შეძენაც  კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშულებების თითქმის ყველა მაღაზიაშია შესაძლებელია, ფასი დახლოებით 7-8 ლარიდან იწყება. foot                           4. კბილის მათეთრებელი პასტა. ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ ნებისმიერი საქმის წარმატების ნახევარს ადამიანური ურთიერთობები განსაზღვრავს, ხოლო ამ უკანასკნელში პირველი და უმთავრესი შტრიხი ღიმილია: თავაზიანი, გულღია, იძულებითი, მეგობრული, ეშმაკური თუ მაცდური ღიმილები. ჰოდა, ძვირფასებო, გავაკეთოთ საქმე ბოლომდე, ნუ დავაფრთხობთ ხალხს ჩვენი მზისფერი სმაილით, წელიწადში 2-ჯერ მაინც ჩავიტაროთ კბილების პროფესიონალური წმენდა სტომატოლოგთან, სასურველია air-flow მეთოდით, რომელიც ახლა უკვე თითქმის ყველა სტომატოლოგიურ კლინიკაშია ხელმისაწვდომი, პროცედურის ფასი 60-დან 120 ლარამდე მერყეობს, და კვირაში 2-3 ჯერ გავიწმინდოთ კბილის ემალი პროფესიონალური მათეთრებელი პასტით, ჩემი პირადი გამოცდილებით გირჩევთ Depurdent-ს, რომელიც 25 ლარი ღირს. d+s

Advertisements
This entry was posted in ჩვენ - ქართველები. Bookmark the permalink.

20 Responses to ნივთები, რომლებსაც ქართველები არ ცნობენ

  1. ისევ და ისევ საჭირბოროტო საკითხებზე :))))))))))

    ანტი პერსპირანტი.
    რატომღაც ძალიან ბევრი ქართველი დღემდე არ ცნობს ამ უკიდეგანოდ საჭირო, კულტურულ ნივთს.

    ––– ეს ქართველები რომ ერთად შევყაროთ სადმე, ერთმანეთის სუნი მაინც არ შეაწუხებთ ნეტავ?

  2. თრიმერის გარდა, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ნივთსა და პლუს კიდევ რამდენიმე ათეულ ჰიგიენურ საშუალებას მიაქვს ჩემი ხელფასის ხანდახან ნახევარიც კი – მაგრამ ღირს !!!
    თუნდაც თავდაჯერებულობისათვის და იმისთვის რომ დარწმუნებული ხარ შენი სხეულის ნებისმიერ ნაწილში ნებისმიერ დროს !!!

  3. nanka says:

    Depurdent-ზე არ გამიგია არასდროს, შენი ჰოლივუდური ღიმილიდან გამომდინარე, აუცილებლად შევიძენ

  4. Lord Vader says:

    ანტი-პერსპირანტების ფასი აბსოლუტურად ყველასთვის ხელმისაწვდომია, იწყება დაახლოებით 3 ლარიდან და აღწევს საშუალოდ 60-70 ლარს.

    და ერთადერთი სხვაობა ძვირიან და იაფ ანტიპერსპირანტებს შორის ისაა, რომ იაფიანი ანტიპერსპირანტები იაფიან ლაქებს ტოვებენ სამოსზე და ძვირიანი ანტიპერსპირანტები კი – ძვირიანს.

    • tako gvazava says:

      ვერ დაგეთანხმები. მე როგორც წესი მაქვს ხოლმე სუნამოების შესაბამისი სტიკები და როლიკები და არც ერთთან დაკავშირებით არ მქონია მსგავსი პრობლემა. ნუ ალბათ უფრო სტიკებს ექნება ეგ მომენტი, მაგ შემთხვევაში ჯობია გამჭვირვალე ტექსტურის სტიკის ხმარება და ეგაა

      • Lord Vader says:

        მე მქონია პაკოს ულრავაიოლეთი. ივ სენ ლორანიც მქონდა.
        ჰოდა რავი თეთრ ლაქებს ვერ გავცდი 🙂 ისე, მირჩევნია არომატი რომ არ აქვს ისეთები. ყველა პარფიუმის შესაბამისი დეო თუ ვიყიდე შორს ვერ გავფრიდები ეგრე 🙂 კიარადა სამწუხაროდ შორს გავფრინდები 🙂

        ისე, თხევადი ბურთულებიანი შედარებით ნაკლებად, მაგრამ ეგეც ტოვებს.
        დეზადორანტი არა და თუ ანტიპერსპირანტია – მაშინ გარანტირებულად ტოვებს კვალს რაც ვცადე.
        მერე დავიკიდე ლაქები და მაცვია შიგნით მაისური და ეგაა.
        🙂

  5. ირაკლი says:

    თა, სეზონის მოახლოებას ეძღვნება თემა? :))))

  6. ირაკლი says:

    იცი.., ზოგიერთები სცნობენ ანტი–პერსპირანტებს, მაგრამ სწორად გამოყენება არ იციან.
    აი, მაგალითად; ერთი, ჩვენთვის კარგად ნაცნობი პერანგზე, გარედან ისხამსხოლმე… ))

    • tako gvazava says:

      აუუუ, კაიიიიი :)))))))))) არ არსებობსსს :)))) კაიფობ? მომწერე აბა სკაიპში ვინ 🙂

  7. qeti says:

    iraklis comentarze cudad gavxdi,ar mjera:)))))moxmarebis cesic dawere tako, rogor unda :)))))

  8. Lord Vader says:

    ადამიანი რომ ოფლით არომატიზირებს ეგ ხომ მაგარი ამბავია, მაგრამ ფრჩხილები რომ აქვთ ჩაშავებული ეგ ნომერ მეორე საშინელებაა. თან ხელებს რომ მაგიდაძე შემოაწყობენ ხოლმე 🙂

    ახლა ვიღაც მეტყვის, კაცებმა ფრჩხილები არ უნდა გაიწმინდონო 🙂

  9. tako gvazava says:

    თათ, გითხრა? :))) ოღონდ ერთი გამაგებინა სად შეუსწო მაგ დეზადორის მისხმის პროცესში რა :)))))) მაგარი კაიფია

  10. Lord Vader says:

    კიდევ რაღაცეები გამახსენდა, მარა არც ითქმება, არც დაიწერება :):)

  11. Pingback: არომათერაპია | Stylish Blog

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s