ქართველები თვითმფრინავში

ალბათ ყველას ერთხელ მაინც ცხოვრებაში გქონიათ სხვ(ებ)ის მაგივრად სირცხვილის განცდის მძაფრი შეგრძნება, ხომ ასეა? მე ვფიქრობ, იმაშიც დამეთანხმებით, როგორი მწველი და საშინლად უხერხული გრძნობაა, მემგონი საკუთარ სირცხვილის გრძნობაზე ბევრად უფრო მძაფრი და შემაწუხებელი, რადგან ორმაგად ითრგუნები, ორგზის ნერვიულობ და იკაკვები სირცხვილისგან.

ვერ ვიტყვი, რომ ასეთი რამ იშვიათად მემართება, სამწუხაროდ… ალბათ თქვენც. ახლა მრავალიდან იმ ერთი სახის სირცხვილზე მოგიყვებით, რომელიც ცალკე ტკივილად გასდევს ჩემს ცხოვრებას სახელწოდებით „არაფერი გვეშველება“. კერძოდ, საუბარია ჩემი თანამემამულეების მიერ დაწესებულ-შემოღებულ განსაკუთრებულ ქცევით წესებზე თვითმფრინავში.

airplane-1024x407

უზომოდ მიყვარს ფრენა 🙂 ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საქმიანობაა, რომელიც იწყება ზღვა ადრენალინთან ერთად აფრენით, გრძელდება ყოველდღიურ რუტინასთან დროებით ხელის დაქნევით და ყველაზე სასიამოვნო დღეების გატარებით, და სრულდება ისევ ზღვა ადრენალინიანი დაშვებით. თუმცა, ამ ძალიან სასიამოვნო პროცესსაც ლაიტმოტივად გასდევს დიდი გურამიშვილის უკვდავი სიტყვების ჰარმონია, რომლის დედააზრიც ტკბილი დესერტის მიღებამდე მწარე წიწაკის ჭამას გვაიძულებს. ჰოდა, რა არის წიწაკა?… ჩემი საყვარელი ქართველები თვითმფრინავში.

ქართველები ხაზგასმით არ ვცნობთ ზღვარის შეგრძნებას, არავითარი ზღვარი ამბიციაში, ლანძღვაში, სამართლიანობა-უსამართლობაში, სმა-ჭამაში და აეროპორტში მესაზღვრესთან კონტროლის გავლის დროს – ერთი აბსოლუტურად უწყინარი, არაამბიციური და თითქმის შეუმჩნეველი წითელი ზოლი იატაკზე, რომელიც იმდენად უხმოდ და ზრდილობიანად მიგითითებთ, რომ სანამ წინ გასული მგზავრი არ გადაკვეთს საზღვარს, თქვენ უმჯობესია მის უკან იდგეთ,  რომ ჩემი ხმაურიანი, ყარაჩოღელი, სიცოცხლით სავსე ქართველები ვერც კი ამჩნევენ მას, ანდა აი, რანაირად უნდა შეამჩნიონ ახლა, ძირს ხომ არ დაიწყებენ ყურებას,  stickers_92e7391a8a0d1a9c36ec0d959dfa66eaროცა ძმაკაცი ძმაკაცს უყვება, როგორ დაჩინჩლა წინა ღამეს „ძაააან მაგარი ნაშა, შე ჩემა“, ანდა როცა სამგზავროდ მობილიზებული ოთხი ქართველი ჯეელი ხალისიანი ზმუილითა და ხითხითით განიხილავს ოდნავ წინ მდგარი უცხოელის „ჩერეზჩურ სტრანნ“ ბოტასებს და სერიოზული ფსიქოანალიტიკური გათვლებით ასკვნის, რომ აღნიშნული უცხოელი სინამდვილეში ჩიტია და არა ადამიანი.  ჩვენ დიდი ერი ვართ, ჩვენი ტვინი მნიშვნელოვანი იდეებითაა გადატვირთული და ჩვენ ვერ ვამჩნევთ წითელ ხაზს, წითელმა ხაზმა შეგვიმჩნიოს იქეთ, თუ კაია.

მოკლედ, გავიარეთ კონტროლი, ვეძებთ ჩვენი რეისის კარს (შემდგომში „გეითი“). მაგრამ, თუ თქვენ საქართველოში მოფრინავთ, გილოცავთ, ნუ დაიღლით თავს თქვენი გეითის მოძებნით, რადგან ის თავად გაპოვნინებთ თავს. თუკი თქვენს თვალსაწიერში აღინიშნება წრის მსგავს ტრაექტორიაზე შეჯგუფებული, ხმამაღლა მოყაყანე ბრბო, რომელიც რეისის გამოცხადებისთანავე უცვლელი ფორმით ოღონდ უფრო მაჟორული ზუზუნით და ხმაურით მიაწყდება ცოტა არ იყოს შეშინებულ მაკონტროლებელ ოფიცერს, ესე იგი, გეითმა მოგძებნათ თქვენ 🙂 ცოტაც და თვითმფრინავში ხართ.

420-Airport-Heathrow-crowd-420x0

აი აქ იწყება ნამდვილი თავგადასავალი. თქვენს ადგილთან გაჭირვებით მიღწეული და ოფლში გაწურულ მდგომარეობაში სკამზე დამსკდარი აფიქსირებთ, რომ თქვენს ფეხსაცმელს გარეული ცხენების რემამ გადაუარა და მხოლოდ ხარისხიანი ქიმწმენდა თუ უშველის. ჩემი პირადი გამოცდილებით გაფრთხილებთ, ნურასდროს ჩაიცმევთ თვითმფრინავით მგზავრობისას ზამშეს ან ღია შეფერილობის ფეხსაცმელს.

 ამის შემდეგ იწყება ყველაზე დინამიური პროცესი: ჩვენ, ქართველები მეტისმეტად ფრთხილი ხალხი ვართ, ამიტომაც „ჩემი ოქრო ჩემთან“-ის პრინციპით, გვირჩევნია, ჩვენი ჩემოდნები ჩვენადვე დავიგულოთ.  ამგვარად, თვითმფრინავის ადგილიდან დაძვრამდე პერიოდი ეთმობა თვითმფრინავის საკმაოდ მოკრძალებულ ხელბარგის განყოფილებაში მოზრდილი ჩემოდნების, ჩანთების და ასე შემდეგ ბარგის ორი ხელითა და ორი ფეხით შეტენვას, მერე უკმაყოფილო ზუილით საბარგულის მიკეტვის მიზნით დაახლოებით ათწუთიან ჯახირს (ცოტა დიდ თაროებს ვერ გაუკეთებენ ეს შობელძაღლები?!! ბლიად) და ბოლოს კმაყოფილი ოხვრით „მტერზე“ გამარჯვებას! ესეც ასე.

შემდეგი ეტაპი, სახელად  „ფისი გვინდა! ფისი გვინდა სასწრაფოდ ყველას !!!“ article-toilet-420x0 თვითმფრინავის დაძვრასთან ერთად იწყება კოლექტიური სვლა ტუალეტისკენ, ტუალეტის კარებთან დალოდება-ჩადარაჯება და „აუ შენს მერე მე ვიქნები რა“. პარალელურად ორგანიზდება სალონში რამდენიმე „კუტოკის“ სახელდახელო ჩამოყალიბება, უცბათ იბადება სალაპარკო თემა, იქვე აღმოჩნდება რამდენიმე ანალიტიკოსი, ექსპერტი და კომპეტენტური პირი ზოგადსაკაცობრიო საკითხებში. შესაბამისად, მთელი მგზავრობის პერიოდში სალონის რამდენიმე კუთხეში ტარდება მკვეთრად ხმამაღალი, პროფესიონალური დონის და სრულიად კომპეტენტური სემინარი-ტრენინგი ფეხბურთის, პოლიტიკის, ქალიშვილობისა და ა.შ. საკითხებზე. სემინარის ახალგაზრდა მესვეურები უზრუნველყოფენ აქტუალური თემის იუთუბისეული საინფორმაციო მასალით გამდიდრებას, რა თქმა უნდა მაღალ ხმაზე. ამგვარად, თუ თქვენ დაღლილი ხართ და გეძინებათ, გირჩევთ დროულად  გამოიგლოვოთ თქვენი ტრავმირებული ფსიქიკა და არსებულ რეალობას შეეგუოთ, ასე სჯობს.

დასასრულს, ბორტიდან სამშვიდობოს რის ვაი-ვაგლახით გამოღწეულებს, ქვეყანაში შემშვებ სასაზღვრო პუნქტთან ნაცნობი წითელი ზოლის დანახვისას გული გეკუმშებათ, ფეხებში თქვენს უკან მდგარი მგზავრის (რა თქმა უნდა ქართველის) ჩემოდნის მოუთმენელი ბორბლები გიღიტინებთ, თქვენ კი სხვა რა დარჩენიათ, უბრალოდ გრცხვენიათ, ძალიან ძალიან გრცხვენიათ…

ashamed-leader

Advertisements
This entry was posted in ჩვენ - ქართველები. Bookmark the permalink.

23 Responses to ქართველები თვითმფრინავში

  1. Nanka says:

    თაკო ძაან ვიხალისე და შენთვის ზედგამოჭრილი ყოფილა მოსკოვის ან პეტერბუგის აეროპორტი, ვინაიდან იქ თავს იყრის სრულიად “კავკაზი”, ოო მანდ იხსნება ჯოჯოხეთის 9ვე კარიბჭე :))))

  2. Eka says:

    ჰაჰაჰ)))))))თითოეულ სიტყვას ვადასტურებ და გეთანხმები) სამწუხაროდ !
    შენ კი აშკარად ტალანტი გაქვს!!!

  3. takogvazava says:

    მადლობა გოგოებო :)) ნანკა, სიამოვნებით ვიმოგზაურებ ცოტა ხნით მაგ ჯოჯოხეთში 🙂 განსაკუთრებით პიტერის ჯოჯოხეთში. ეკა, ველოდები, იქნებ შემოვიდეს ვინმე ღვთისნიერი და არ დამეთანხმოს, იქნებ ეგეთი ბედნიერი ადამიანებიც არსებობენ, რა ვიცი..

  4. ირაკლი says:

    თა, ბედნიერებას არ მოგაკლებ და გეტყვი: ბოლო დროს შევამჩნიე რომ ქართველები ასე ძირითადად მაშინ იქცევიან, როცა დასასვენებლად მიდიან, ან იქიდან მოდიან 🙂
    ხოლო საქმიან მიმოსვლაში მყოფი ქართველები შედარებით ზომიერებით გამოირჩევიან.
    თუმცა ბარგის თემას ვერაფერი მოუხერხეს… )))) ისევ ფეხებში უწყვიათ. იმიტომ რომ ან არ ეტევა, ან უკვე სავსეა საბარგულები.

  5. ირაკლი says:

    ჰო.., კიდევ ერთსაოცარ თვისებაზე მინდა გავამახვილო ყურადღება; ქართველი პირველიც რომ ავიდეს თვითმფრინავში და სრულიად ცარიელ საბარგულშიც რომ შედოს თავისი ბარგი, მაშინვე ხურავს საბარგულს…
    ფსიქო–ანალიტიკური მიმოხილვა თქვენთვის მომინდვია.. 🙂

  6. takogvazava says:

    ვაუ :)) შენ ნამდვილად ღვთისნიერი ადამიანი ხარ იკ :*
    ისე, გახსოვს ის ქართული სუპერ-უზრდელი დიდი ოჯახი? მაშინ, თურქეთში რომ მივდიოდით და ერთად რომ ვიმგზავრეთ… ან რა დაგავიწყებს მაგათ, რა ვიცი, მე კი არასდროს დამავიწყდება და. რომ მახსენდება აი ახლაც კი მრცხვენია, გეფიცები..

  7. ირაკლი says:

    ჰო, ხომ გეუბნები;
    –ჯგუფური უზრდელობისკენ გვაქვს მიდრეკილება. 🙂
    თუ ბევრნი არ არიან ერთად, შედარებით ზომიერად იქცევიან 🙂

  8. ვზივარ და ვფიქრობ:
    მოვყვე? არ მოვყვე?
    სტამბულიდან თბილისში რომ ვბრუნდებოდით მე და დიმა, თაფლობის კვირიდან
    მაშინდელი თვითმფრინავული ისტორია 🙂

  9. takogvazava says:

    მოყევი, თუ თემასთან ახლოსაა, მითუმეტეს 🙂

  10. irmuliko says:

    Tako, shen chemi xasiatis mastimulirebeli camali xar! kidev ufro metad mikvarxar roca shens nacerebs vkitxulob, zogadad vetrfi nichier adamianebs da ra vqna 🙂 shen mit ufro :). mixaria ra, kargi rom xar da Tan chemi megobari romaa es kargi :)) dzalian sasiamovno shegrdznebaa :))) mokled, vicine bevri, velodebodi dzalian da gaamartla chemi molodini. gkocnii :*

  11. takogvazava says:

    ირმა, ჩემო სიხარულო, არ დაგიმალავ და შენც გამიმართლე იმედები, და თუ რაში ახლა ამ ამბავს აქ ვერ გამოვაჭენებ, მაგრამ შენ ხომ ხვდები? :))) ჰო და კიდევ ველოდები მეორე ამბის გამართლებას, 2 თვეს გაძლევ ვადას, მეტს არა. :*

  12. Lord Vader says:

    ისე, ჩემოდნის ატანა არაა ცუდი იდეა 🙂 განსაკუტრებით თუ გადაჯდომით მიფრინავ და დიდი ტრანზიტული აეროპორტის გავლა გიწევს. იმის შანსი, რომ შენი ბარგი სადმე სხვაგან გაუშვან 10% მაინცაა. და შანსი რომ ვიღაც გადმომტვირთავმა უცებ გახსნას და ამოაყოლოს რამე ხელს – ასევე არაა მცირე.

    თუმცა 9/11 მერე ყველა აეროპორტის დაცვა სრულ პარანოიას შეუპყრია და დეზადორანტი თუ გაქვს ჩანთაში ან პატარა “კუსაჩკა” – დიდი შანსია არ აგატანინონ ჩანთა. 😦

    დანარჩენში გეთანხმები. თუმცა სხვის მაგივრად არასდროს მრცხვენია. ჩემი მიქარვებიც მეყოფა 🙂

  13. takogvazava says:

    კი, ლორდ, ატანა არაა ცუდი იდეა, თუ მომცრო ზომის ჩუმადანი გაქვს, მთავარია ზომა და რაოდენობა 🙂 თუმცა გეთანხმები, ერთხელ ისტამბულის აეროპორტში გამჭედა ერთმა გოგომ, ამომაქექინა ხელჩანთა, ზუსტად მახსოვს ჰუგო ბოსის დიფ რედი მქონდა და მაგისივე დეზოდორანტი, აიღო და ღიმილით ჩაიხუტა გულში, ეს მეოო :)) ააბა მეთქი ჩემი გოგო, ახლავე დადე ადგილზე ჩემი ბოსი, მარა არაო რა, მექნებაო, ის თურქულად მე ქართულად. დატოვეო. ძალს ის იყო, ძალს მე, სხვათაშორის ბოლოს გამომატანა. კიდევ კაი, თორემ მოვკვდებოდი ნერვიულობით.
    “სხვის მაგივრად არასდროს მრცხვენია. ჩემი მიქარვებიც მეყოფა ” :)))) ყოჩაღ შენ

  14. arvhi says:

    ასევე საინტერესო თემაა ქართველები „დუთი ფრიი“-ში, სმა თვითმფრინავის სალონში და მერე პრობლემები იქ მომსახურე პერსონალთან სასმელის ახალი პარტიის თაობაზე, და რაც ყველაზე უფრო გამაღიზიანებელია სავარძლებიდან წამოშლა და საბარგულების კარებების გაღება ჯერ კიდევ დაშვების მომენტში….(ამ დროს ბევრჯერ მინახია მფრინავი ხელბარგი და დაშავებული მგზავრები). 🙂

  15. takogvazava says:

    :)))) ნუ ეს ბარგის თემა არის აი ამოუწურავი :))) სმა-ჭამა როგორ გამომრჩა ისე… მოკლედ მაგარი “უცნაური” ტიპები ვართ რა, დასკვნა ეგეთია.

  16. Lord Vader says:

    კარგი, აბა ობიექტურობისთვისი ისიც ვთქვათ, რომ ყველა ავიაკომპანიის მომსახურება არაა ერთნაირად კარგი 😦
    აი, ამათთან გაგიტყდება რომ დათვრე, იშუხურო და დახეული ნასკები გეცვეს 🙂

  17. Lord Vader says:

    არასწორად დაილინკა. პარდონ. 😦
    აი ეს http://www.youtube.com/watch?v=F_bO1vxn-NE

  18. takogvazava says:

    hahaa :))) მაგარია. :)))) ჩემი გახალისება მაგრად გამოგდის, ყოჩაღ! აქამდე ფლეიბოის პოსტერი ლიდერობდა. უი არა! იმ გოგოს ვიდეო, ქმარმა რომ დედის სახლში … და ამბები :)))

  19. Lord Vader says:

    ამ თემის გაგრძელებებიც შეიძლება. მაგალითად – ქართველები რიგში.
    თუ რამდენიმე ოპერატორია ვთქვათ, ქართველები ყოველთვის ვდგებით პირველივესთან, მიუხედავდ იმისა რომ აქ ბევრი ხალხია და სხვა ოპერატორებთან აშკარად ნაკლებია. იმიტომ რომ ქართველს ჯერ რიგში დგომა გვიტყდება და თუ მაინც იძულებულები ვართ – ისევ პირველ რიგში დგომა სჯობს. ნაკლებად დამამცირებელია. მაინც პირველ რიგში ხარ და სხვა ბოთეებივით მეორე ან მესამეში კი არა.

    რუსთაველში სალაროები ხომაა რომ შედიხარ ეგრევე კართან მარჯვნივ და კიდევ ერთი სალარო უნდა მარცხნივ შეხვიდე სიღრმეში და იქაა. ამ მარჯვენა სალაროებთან ყოველთვის ორჯერ მეტი ხალხი დგას ხოლმე. პრესტიჟული სალაროა. საიმიჯო 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s