ქალაქი, რომელიც ღუღუნებს

არასდროს, მართლა არასდროს მინატრია და მომდომებია მასთან სტუმრობა, ის მას შემდეგ ჩაეწერა ჩემი სურვილების სიაში, როცა უკვე ასრულდა. ოცნება, რომელიც ერთდროულად ახდენილიცაა და კვლავ ელოდება ახდენას. ამ ქალაქს თავისებური, თვალების დახუჭვამდე ტკბილი გემო აქვს – ახლადგამომცხვარ თბილ ვაფლზე გადაღვრილი უგემრიელესი ცხელი შოკოლადის, თავისებური სურნელი აქვს – შანელის და გერლენის უძვირფასესი არომატების თავბრუდამხვევი ნაზავის, თავისებური უხილავი ვუალი აქვს, რომელსაც მუდმივად გრძნობ – ძალიან მოვლილი და დახვეწილი, არისტოკრატული შარმით და თავაზიანი ღიმილით გაჯერებული, და  განსაკუთრებული მელოდია დაჰყვება, რომელიც მხოლოდ შენ გესმის – მოღუღუნე ფრანგული შანსონი.   დიახ, ეს გახლავთ მადმუაზელ პაღი 🙂

eiffel-tower-paris

პარიზში ჩასულებმა,  პარი ნორდის მეტროსადგურიდან თავი პირდაპირ შატო დუ-ზე ამოვყავით,  დავბინავდით თუ არა, ქალაქში გამოვედით და გეზი ნოტრდამისკენ ავიღეთ. აი აქ დაიწყო ნამდვილი პარიზი.

DSC02897 DSC02896DSC02981

ალბათ, ვერასდროს ვერავინ გაიგებს ჩემი ამაღლებული განწყობის მასშტაბებს, თუ თვითონაც არ განუცდია იგივე ღვთისმშობლის ტაძარში წინამძღვრის მიერ წაყვანილი მესის განმავლობაში. არა იმიტომ, რომ თავგადაკლული მორწმუნე კათოლიკე ვარ და იქ ვეზიარე რწმენის აპოთეოზს, არა, უბრალოდ, ამ საოცარ ადგილს ახლავს სასწაული  მისტიკური აურა, რომლის გავლენის ქვეშ ტაძარში შესვლისთანავე ექცევი და მერე უკვე აღარ დადიხარ, უხილავ ბორბლებზე დასრიალებ და ქვეცნობიერად რაღაც არაამქვეყნიურ ნირვანაში დაცურავ.  წარმოიდგინეთ, ულამაზესი არქიტექტურის უზარმაზარი ქმნილება, ათასობით მოციმციმე სანთელი და დაახლოებით 50 მოღუღუნე მგალობელი, მოვინუსხე. ახლაც ასეთივე მონუსხული ვარ 🙂

DSC02883

შემდეგ გეზი ავიღეთ მონმარტრისკენ. ეს არის სრულიად სასწაული ადგილი,  იდუმალი ინტიმის და სულიერი კომფორტის სრული განცდით, სადაც ახლაგაზრდა მოპანკო არსებები ფღანგულად როკავდნენ გიტარასთან ერთად, იქვე მხატვრები მუშაობდნენ და ღიმილით გვთავაზობდნენ თავიანთ მომსახურებას, პატარა კაფედან ედიტ პიაფის ჩემი საყვარელი Non, Je ne regrette rien -ს მელოდია გამოდიოდა.

მახსოვს, მონმარტრიდან გაღიმებულებმა პირდაპირ მულენ რუჟთან ჩამოვიარეთ, წითელი ფანრების ქუჩაზე, სექს-შოპში შევედით და ძალიან მომხიბლავი სასტვენი-ძუძუები ვიყიდეთ  🙂 იქვე გადავაწყდით ფოტო-გადაღებას და ულამაზეს ფრანგ ფოტომოდელებს. მოკლედ, ასე ვთქვათ, თვალებს წყალი დავალევინეთ.

ცალკე თემაა ლუვრი, რომელზეც ვერაფერს ვიტყვი, ეს უბრალოდ საკუთარი თვალით უნდა ნახო და მორჩა…

ერთ-ერთი დასამახსოვრებელი დღე იყო ელისეს მინდვრებზე გარონინება, რომელიც ლუი ვიტონის  სახლში ჩემი შექანებით დაიწყო.

champsel lv Paris 11 View Down Champs-Élysées From Arc de Triomphe

მახსოვს, მაშინ გაგიჟებული ვიყავი იმ დროისთვის უახლეს LV-ის რეტრო კოლექციაზე, მართლა ულამაზესი იყო, ძველი სუპერ-მოდელები გამოიყვანა მაშინ მარკმა, ლეტიცია კასტაც კი გაახსენდა. ჰოდა, იმ კოლექციიდან  ფეხსაცმელზე გონდაკარგულად და სამუდამოდ ვიყავი შეყვარებული, რა თქმა უნდა ცალმხრივად. აი ამ სილამაზეზეა საუბარი: Louis Vuitton

მაგრამ მოგეხსენებათ სიყვარულის ძალა და უდიდესი იმედი, რომ საყვარელი ქმნილება ოდესმე რაღაც სასწაული საშუალებებით შენი გახდება, სწორედ ამ გრძნობებით აღვსილი მივუახლოვდი ამ ჩემს ოცნების ფეხსაცმელს, სასოებით ავიღე და ნელ-ნელა გადმოვაბრუნე… მანდ ფარდა უნდა დაშვებულიყო წესით, მაგრამ არ დაეშვა.  6000 ევრო !!!  ჩემი მეუღლის შეუვალი და დაჟინებული “თხოვნის” მიხედვით, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერდა – „გოგო, შენ ხომ არ გაგიჟებულხარ, დადე ახლავე ეგ ფეხსაცმელი უკან და წამოდი, დაილოცოს ზარა და ეიჩ ენდ ემიო“ , მივეფერე ჩემს საყვარელს და უკან დავაბრუნე თუ არა, ეცა ერთი უშნო ჩინელი, მოიზომა, იყიდა, მერე ჩემს თვალწინ გადმოაღებინა 25 000 ევროს ღირებულების LV ჩემოდანი, გაავსო ტანსაცმლით და იმ ჩემი ფეხაცმლით და წაეთრია ბედნიერი   😦 თუმცა იმ დღეს არანაკლები სიამოვნება მომიტანა სეფორაში შოფინგმა, დამიჯერეთ, პარიზში ნაყიდ დიორს სულ სხვა გემო (ანუ  ეფექტი) აქვს 🙂

sef

პარიზო, ვიცი რომ მელოდები, ვიცი რომ გინდა ვნახო ორსეი, რომლის დათვალიერებაც ვერ მოვასწარი, მელოდება ლუვრიც, რადგან ვერც მისი მონახულება შევძელი ამომწურავად და გემრიელად, ვიცი, რომ მელოდება მონმარტრზე დალის მუზეუმი, კიდევ ის ზანგის გოგოები შატო დუ-ზე, რომლებმაც ვერა და ვერ მაყიდინეს ის საშინელი გრძელი პლასტმასის ფრჩხილები და რომ ჩამოვალ, პირობას ვდებ, აუცილებლად ვიყიდი, კიდევ ანდრეს მაღაზიაც მელოდება, ახალი კოლექციით, ის გასკონური რესტორანი მონმარტრზე, უმი ტაღტიფლეთი და უზარმაზარი პორცია სალათით 🙂 პარიზო, ვიცი რომ მოგენატრე, იმიტომ რომ მე მენატრები საშინლად და ენითაუწერლად და გპირდები, რომ აუცილებლად ჩამოვალ შენთან ❤  ძალიან მალე…

4935642932_b7d4198612_z

Advertisements
This entry was posted in ყველაზე ყველაზე ლამაზები. Bookmark the permalink.

37 Responses to ქალაქი, რომელიც ღუღუნებს

  1. Nanka says:

    ო ლა ლაა, რა გემრიელი პოსტია

  2. ბოლო 2 კვირაა იკას ტვინი წავუღე პარიზზე შეკითხვებით
    ძალიან მინდა ივნისში ჩასვლა თუ ყველაფერი კარგად იქნება
    შენი ვოიაჟის შესახებაც მითხრა და ძალიან გამიხარდა, ველოდებით მაისს ერთად

    ფანტასტიური პოსტია, ყავაზე მისაყოლებელი

  3. takogvazava says:

    მადლობა გოგოებო 🙂 ყურებამდე შეყვარებული ვარ … 🙂

  4. tami says:

    რასიზმი მეხამუშა:(
    პარიზი ჯერჯერობით აუხდენელი ოცნებაა, კარგია მეორედ რომ გიწევს მოგზაურობა. მშვენიერი იყო პოსტი

    • takogvazava says:

      მეც ძალიან მიტყდება, რაღა დაგიმალო, ძალიან ტეხავს გაუცნობიერებელი ზიზღი რამის, მით უმეტეს როცა საქმე ადამიანებს ეხება, თან მე თავი მომაქვს რომ ჰუმანური ადამიანი ვარ. არა, რა სისულელეა, ზანგს რომ უჭირდეს, ან ჩინელს განა არ მივეხმარები? უბრალოდ…. ნუ რასისტი ვარ რა, და ძალიან ვწუხვარ… გამეხარდა რომ მესტუმრე 🙂

      • მაშინ მეც რასისტი ვყოფილვარ, მაგრამ არა არ ვარ რასისტი

        უბრალოდ მეც ძალიან მეწყინა დუბაიში ჩემს თვალწინ თავიდან ფეხებამდე თალხ ნაჭერში გახვეულმა ქალმა 5000$ –ის ღირებულების ჯიმი ჩუს ფეხსაცმელი რომ იყიდა. და ეგრევე ის ვიფიქრე აი ამას რა ჯანდაბად უნდა სად უნდა გამოჩინოს მეთქი 😦

  5. ELENE says:

    თაკო, რას მერჩოდიი?? მინდა პარიზში.. მიყვარსსს… ძალიან მაგარი პოსტია- ფრანგული. (მაგრამ ზოგადად არ ვიცი რომელ საოცრებაზე უფრო ვგიჟდები -პარიზზე თუ რომზე:)

  6. takogvazava says:

    კეთილი იყოს აქ შენი ფეხი, საყვარელო 🙂 მეც სიამოვნებით მოვინახულებდი ისე რომს და გავგიჟდებოდი, რამე რომ იყოს…. 🙂

  7. takogvazava says:

    თა, ჯიმი ჩუ 😦 როგორ ძალიანნნნ…. გახსოვს მილანის გალერეაში რომ მივესიყვარულეთ ? :)))

  8. ირაკლი says:

    თა, ვითომ მულენ რუჟზე შენს თვალებს უფრო სწყუროდა…? 😉

  9. ირაკლი says:

    ხო, რასიზმი ცოტა უხეში სიტყვაა… აი, უკეთესი იქნებოდა თუ ვიტყოდით: შატო–დუოზე ამოსულებს გვერჩივნა თეთრი ფრანგები დაგვენახა, ვიდრე შავები… 😉

  10. takogvazava says:

    :))) და შენ რაც თქვი ეგ რასიზმი არაა? დიპლომატიურ-კორექტული რასიზმი. ჰო კაი კაი, შენი და გიოს თვალებმა უფრო მეტი წყალი დალიეს მაშინ, ვაღიარებ. 🙂 მაგრამ ზოგადად მეც ძაან მომწონს ლამაზი ქალები, ეგეც ხომ იცი? 🙂

  11. ირაკლი says:

    ხო, ვუყუროთხოლმე. მეტი რა დაგვრჩენია? )))

  12. arvhi says:

    ShemoqmedebiTi krizisi…….. :))))))

  13. lia says:

    თაკო… ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მეც იქ ვიყავი….და კიდევ, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ზუსტად წარმოიდგენ, როგორია პარიზი…მაშინაც კი, როცა იქ არასოდეს ყოფილხარ. P.s. ძალიან კარგი გოგო ხარ…და მიხარია, რომ როგორც კი გაგიცანი, ამას მაშინვე მივხვდი 🙂

  14. takogvazava says:

    ქალბატონო ლია ❤ დამთბა 🙂 :*

  15. Lord Vader says:

    ვიცი ადგილი, სადაც 50 ლირა ღირს და თუ შეევაჭრე 30-ადაც მოგყიდიან. 🙂 და ნახევარი თბილისი მერე მაგით დამარიაჟობს. 🙂

  16. Lord Vader says:

    რაც შეეხება პარიზს, პირველივე ჩასვლაზე, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ უკვე ნამყოფი ვიყავი და უკან დავბრუნდი. 🙂
    შანს ელისეზე ვცხოვრობდი – იდეალური ადგილია ვინც პირველად ჩადის მისთვის.
    ლუვრი, მულენ რუჟი და ეიფელის კოშკი – ტურისტული სამებაა 🙂 თუმცა მე პირველივე ჩასვლაზე დავარეზერვე შაბათი და ევროდისნეიში გავქანდი 🙂

  17. takogvazava says:

    :)))) დისნეი? 🙂
    დაიცა ის ჩემი ოცნების ფამფები ღირს 50 ლირა?? :)))) ისე ჩემი ბავშვის ოფთალმოლოგს აცვია და სულ ვგიჟდებოდი საიდან აქვს ამ ქალს ამდენი ფული მეთქი… ზოგადად მაგრად იცმევს. იცი რას გეტყვი? ეგეთი ფეიქები ჩაიცვან ჩვენმა სტუმარმა აზერკებმა, 25-იანებზე სასრიალოდ რომ გამოეწყობიან, მე ან ნამდვილ და იდეალურ ლუის ამოვიცმევ ანდა კი მაცვია ახლა მშვენიერი გუიდო კონტის ჩექმა (რა თქმა უნდა ორიგინალი :)))) და მშვენივრად ვგრძნობ თავს 🙂

    • Lord Vader says:

      არ გადამრიო ახლა, არ მითხრა რომ ევროდისნეი გამაზე 🙂
      ჩათვალე, რომ ტყუილად ყოფილხარ რა 🙂

      ეგენი არ მინახავს, მაგრამ იქედან გამომდინარე, რაც LV ჩანთები ღირს სინამდვილეში რა რაც ღირდა ლალელიში – ეგეც ეგრე იქნება 🙂 მაგ ჩანთებზე ხომ დავწერე კიდეც 🙂

      ბოლოს მონეს მუზეუმთან ვცხოვრობდი. აი ბულონის ტყე სადაცაა იქაა მიახლოებით. 🙂 წყნარი რაიონია მშვიდი. პიერ რიშარი ცხოვრობს მანდ და ფრანგული ლივაისის პრეზიდენტი 🙂 და კიდევ ვიღაცეები 🙂

  18. takogvazava says:

    ზედ ელისეზე ცხოვრება შურის აღძვრის ჭეშმარიტად საფუძვლიანი მიზეზია… მდა

  19. takogvazava says:

    ჭეშმარიტად ლორდული ცხოვრება გაქვს რაა! 🙂 აბა მე გლეხუჭა კი ვცხოვრობდი ზანგების უბანში :)))) აუუ რა ძაან გაგვიტყდა თავიდან…. არადა ოპერასთან ცენტრში, რას წარმოვიდგენდით…

    • Lord Vader says:

      შავკანიანები რომ მუსიკალური ხალხია, ეგ არ გაგითვალისწინებიათ 🙂 ოპერასთან მოგროვდებია აბა სხვაგან სად წავლენ. 🙂
      მარა მანდ ყველგანაა ყველა ფერის, ჯურის და გაგების ხალხი მაგაზე არ იდარდო 🙂 შანს ელისეზე სულ რუსული ბაზარი ისმის მაგალითად 🙂

      არაჩვეულებრივ ადგილას გიცხოვრიათ – ოპერა, მონმარტრი, საკრეკერის ტაძარი და რამე. გალერი ლაფაეტიც მანდაა არ შეაირე?
      თან ჩემი აღქმით ერთი ცენტრი როგორც ეგეთი პარიზს არ აქვს. 🙂 ყველა უბანი ძაან მაგარია. კოკო შანელი საერთოდაც მე-14 რაიონში მოკვდა, რომელიც პირობითი ცენტრიდან საერთოდ ტრაკშია ლამის 🙂

      უბრალოდ პირველად რომ მივდიოდი ავტომატურად პირველი რაც გამახსენდა შანს ელისე და ტრიუმფალური თაღი იყო 🙂 თქვენ ოპერა გაგახსენდათ. ვიღაცას ეიფელი გაახსენდაბა ან ლუვრი.
      ვიღაცას კიდე პერ ლაშეზი გაახსენდება, წავა და დაიმარხება იქ.

  20. ბექა says:

    პარიზი კი არა ბოლოს მცხეთაში როდის ვიყავი ვერ ვიხსენებ. ზოგადად კი მანდ წასვლას არ ვაპირებ––რაღაიდა რომ დავბრუნდები ვიღაც მკითხავს, მოგეწონა ლუვრი და რომ ვეტყვი რომ არ მინახავს ეხლა იმას წაუშალე სახიდან გაკვირვებულ–დამცინავი გამოხედვა

  21. takogvazava says:

    კლიტე რაზე უნდა შეგვება მართლა? ვერ მივხვდი.
    ლაფაეტში არა, არ შეგვივლია და საერთოდაც ბევრი რამ ვერ მოვასწარით. ისე შანს ელისეზე რუსული სუსიც არ გაუღია არავის ))) არადა ყოველ დღე მივდიოდით, ხან რა მიზეზს გამოვიგონებდით და ხან რას, მარტო ღუღუნი მესმოდა 🙂 ახლა რომ ვლაპარაკობ, ასე მგონია ჩემს მშობლიურ ქალაქს ვიხსენებ, საშინელი ნოსტალგია მაქვს. ასე არასდროს არაფერზე მომსვლია.

    • Lord Vader says:

      თაკო გალერი ლაფაეტს აუვლიდი და ჩაუვლიდი და რა გულმა გაგიძლი რომ არ შეგივლია? 🙂 მართლა.

      სადაც შებმულია კლიტეები. მოოაჯირზე და რაც ქვია. შეყვარებულების ხიდზე არ დგახართ? ლათინური კვარტლისკენ რომ მიდის. ხედეის მიხედვით მანდ ხართ და…

      @ბექა
      1. ეიფელზე თუ ახვედი
      2. ჯოკონდა თუ ნახე
      3. მულენ-რუჟში თუ იყავი
      სამი პოპულარული კითხვა 🙂

  22. takogvazava says:

    ბექა :)))))) ძალიან გთხოვ აბეზარი ხალხის გამო ნუ გადაიფიქრებ რა, წადი, ისიამოვნე, ბოლო ბოლო მაგათ უთხარი, რა თქვენი საქმეა თქო ი ვსო. ისე მცხეთამ რაღა დაგიშავა? 🙂

    მაილორდ, ეტყობა არ ამივლ-ჩამივლია, თორემ რა გული გამიძლებდა რომ არ შევსულიყავი 🙂 კლიტეები გამახსენდა კი, ზუსტად ეგ ხიდია, სწორად შენიშნე. შენ გგონია კარგად მახსოვს? 2 წლის წინ ვიყავი, უბრალოდ ძალიან მომენატრა და ასე შემომეწერა ეს პოსტი.

  23. ბექა says:

    ხო თაკო, ბილეთი მეჭირა ხელში და აბეზარი ხალხის გამო დავხიე. პარიზი არა ლეღვი

    მცხეთა რა ვიცი მიყვარს ზოგადად, მაგრამ რაღაც ერთხელაც ვერ წავედით ხინკლის საჭმელად მანდ ეს პერიოდი (მცხეთაში დადიან ან ხინკლის ან ლობიოს გულისთვის, მე ლობიოს ფანი არ ვარ, )

    • Lord Vader says:

      ეჰ… პლასვამდომზე ერთი საკიშკაოა მუსიე ჟაკის – ისეთ გომბეშოს ჩაქაფულს ამზადებს, შენი მოწონებული. ლობიო და ხინკალი გადაგავიწყდება. ტყემალი საქართველოდან შეაქვს თან.
      კიდევ გურულ ბაყაყებს ყიდულობს და მაყალზე წვავს… ცოტა ბურგუნდიულ წითელ ან პროვანსულ ვარდისფერ ღვინოსაც მოასხამს და იფ-იფ…

      • ბექა says:

        არა მანდ ძალიან კონსერვატორი ვარ ბაყაყი არ მინდა. თან თუ ბაყაყიც გურულია და ტყემალიც ქართული. ბახვში წავალ 20 ლარად რაღა პარიზში ვირბინო

      • Lord Vader says:

        თუ გვერდით მდგომი არ გიყვარს, ბაყაყს გემოს ვერ ჩაატანო, – სტენდალი წერდა.

      • Lord Vader says:

        თუმცა, ბახვის ვარიანტიც წავა 🙂
        გურული ბაყაყი, მეგრული აჯიკა და კახური ღვინო. კეთილი გული და სუფთა სული.

  24. takogvazava says:

    ბექაააა :)))) არ დაუჯერო მაგას, ჩუმი პროვოკატორია 🙂 დარწმუნებული ვარ კარენოი პარიზელი ბაყაყები ეყოლება მუსიე ჟაკს, შენ გული არ გაიტეხო

  25. ბექა says:

    შევარცხვინე ბაყაყი განურჩვლად წარმომავლობისა, სქესისა და რელიგიური აღმსარებლობისა

  26. ირაკლი says:

    ის დღე დაიწვას ხინკალზე რომ ვიტყვი უარს ბაყაყის ჩაქაფულის გამო!!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s