სილამაზე იტალიურად

 mmoამ ორი სიტყვის გააზრებისთანავე გონების ვექტორი ავტომატურად და მიზანმიმართულად მირბის  ულამაზესი იტალიელი ქალისკენ, რომელმაც მთელი სამყაროს ესთეტიკურ სიამოვნებაზე იზრუნა და მრავალ ქალს მისცა სილამაზის და სექსუალურობის უნიკალური მზა  ფორმულა. 

მონიკა ანა მარია ბელუჩი დაიბადა 1964 წლის 30 სექტემბერს იტალიის ერთ-ერთ პროვინციულ ქალაქ ჩიტა-დი-კასტელოში. 13 წლის ასაკიდან მუშაობდა მოდელად, პერუჯის იურისპრუდენციის ფაკულტეტზე სწავლას საბოლოოდ მაინც მოდელობა არჩია და მილანში გადაბარგებულმა Elite Model Management-თან გააფორმა კონტრაქტი. მაშინ 24 წლის იყო. 137817791

90-იანი წლებიდან იწყება მისი კინო კარიერა, 2000 წელს მონიკამ ითამაშა თავის კარიერაში გარდამტეხი მთავარი როლი ჯუზეპე ტორნატორეს გახმაურებულ დრამაში „მალენა“. ყოველთვის, როცა ამ ფილმს ვუყურებ მრჩება შთაბეჭდილება, რომ მალენა სკორდიას როლი სპეციალურად მონიკასთვის შეიქმნა.  უკიდურესად სექსუალური, საბედისწერო ქალის როლი, რომელიც აჯადოვებს და ამუნჯებს ყველა შემხვედრ კაცს ეროვნების, ასაკის, სოციალური სტატუსის მიუხედავად. 12

ამავე წლიდან მონიკას სურათები თითქმის ყველა პრესტიჟულმა ჟურნალმა დაბეჭდა. მონიკას შესრულებული როლებიდან განსაკუთრებით პოპულარულია ფილმები :“დრაკულა“, „ბინა“, დობერმანი“, „ასტერიქსი და ობელიქსი – მისია კლეოპატრა“ (ისე კლეოპატრას რომ მონიკა ენახა, ეჭვი მაქვს, ძალიან შეშურდებოდა).

მონიკას სიმაღლე 173სმ-ია, წონის გამოცნობა თქვენთვის მომინდვია. ქმარი ასევე ცნობილი ფრანგი მსახიობი და სექს-სიმბოლო ვენსან კასელია. ბელუჩის და კასელის წყვილი თქვენი არ ვიცი და ჩემთვის  ერთ-ერთი ყველაზე ყველაზე მომხიბლავია (ბრანჯელინასთან (პიტი და ჯოლი) ერთად),  ბელუჩი დომენიკო დოლჩეს და სტეფანო გაბანას შთაგონების მუდმივი წყაროა, ყავს ორი ქალიშვილი, არის აგნოსტიკოსი  და გამოუსწორებელი ოპტიმისტი, უყვარს კაპუჩინო და თვლის, რომ სილამაზე მეტი არაფერია, თუ არა ადამიანის ცხოვრებისეული გზის და გამოცდილების გარეგნობაზე ასახვა, აი ასე, უბრალოდ და მარტივად. ამიტომაც ცდილობს იცხოვროს ლაღად, მიირთვას გემრიელად და უყვარდეს ნამდვილად, იტალიურად.

174130-vincent-cassel-et-monica-bellucci-en-637x0-3Guillaume+Depardieu+Funeral+Services+toC0QxU_3utl

მონიკა  ყოველთვის ძალიან ამაღელვებელია, თავისი სრულყოფილი სხეულის ფორმებით, დახვეწილი მიხრა-მოხრით, იდეალური სახის ნაკვთებით, გულგრილი გრაციოზულობით, და ცხელი იტალიური ტემპერამენტით. სილამაზის და  ხაზგასმული შინაგანი ინტელექტის ჰარმონია განსაკუთრებულად სექსუალურს ხდის ამ გამორჩეულ ქალს, რომელიც მრავალი ადამიანის სილამაზის ეტალონია, მათ შორის  – ჩემიც.

monika-beluCi12monika-beluCi74_monica_bellucci-901074-large_imagehttp://www.youtube.com/watch?v=XUk2YLmVkhI    ისიამოვნეთ 🙂

Advertisements
This entry was posted in ყველაზე ყველაზე ლამაზები. Bookmark the permalink.

14 Responses to სილამაზე იტალიურად

  1. მაშინ 24 წლის იყო

    დღევანდელი 24 წლისები მგონი კარიერას ამთავრებენ უკვე 🙂
    და ამ ასაკშიც რომ სილამაზის ეტალონი ხარ – აი მაშინ ყოჩაღ

  2. arvhi says:

    ძალიან მაგარიაა 🙂
    მიუხედავად იმისა რომ მე ჯოლიპიტის წყვილს ვანიჭებ უპირატესობას არც ესენი არიან მე-2 ადგილას. (y)

  3. ბექა says:

    უმაგრესი ქალია. ისე ცოტა ბერდება უკვე 😦 სოფი ლორენთან შეიძლება მგონი პარალელის გავლება იმანაც ძალიან დიდხანს შეინარჩუნა სილამაზე

  4. takogvazava says:

    მე არ მომწონს სოფი ლორენი, არც არასდროს მომწონდა, უბრალოდ პატივს ვცემ, ელეგანტურობის და მოვლილობის გამო, ჰო ნუ ტანი ჰქონდა კარგი, მაგრამ მონიკას ვერც შევადარებ. ერთადერთი მონიკას მეტოქე ორნელა მუტია, და იმაზეც დავწერ აუციელბლად :))) ულამაზესია ორნელა, მონიკასავით თუ პირიქით 🙂

  5. ირაკლი says:

    თა, ასეთი სტატიები სერიოზული გამოცდაა… 😉

  6. zura says:

    როცა ასაკი სილამაზესთან უძლურია

  7. Lord Vader says:

    arvhi-ს ვეთანხმები. 🙂

  8. Lord Vader says:

    ისე, დღეს პეკინზე შენ რომ გეფავორიტება იმ მაღაზიის მიდამოებში ისეთი მაგარი შხვართი შავი გოგო დვიჟენიობდა, რომ ზედ დამრჩა თვალები :/

  9. takogvazava says:

    🙂 სხვათაშორის შიგნითაც მშვენიერი შხვართი გოგო ყავთ, ხუჭუჭთმიანი, ოღონდ პატარაა ასაკით აშკარად. რომ გაიზრდება ძალიან ლამაზი იქნება. (ნუ უნდა შეხვიდე და ნახავ ალბათ :)) უი. :))) ისე დღეს ჩემი დაქალოჩკა შავი შხვართი გოგო აპირებდა ეტამის დაპყრობას და ძაან ვიცინებ ის თუ აღმოჩნდა, ოღონდ მაგას რანაირად აღმოვაჩენ არ ვიცი :)))

    • Lord Vader says:

      მე შავი პირდაპირი მნიშვნელობით ვთქვი – ანუ არაპოლიტკორექტულად ზანგი 🙂

      • takogvazava says:

        უფს :))))))))))))) აფროამერიკელი გეთქვა შე კაცო :)))

      • Lord Vader says:

        ფიზიონიმისტი და ბიჰევიორისტი არ ვარ, მაგრამ სულაც არ ვარ დარწმუნებული, რომ ამერიკელი იყო 🙂

  10. qeti says:

    Rogor momwons es qali…magram ornela mainc sul sxvaa chemtvis…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s