მოდით, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ 🙂
თუმცა მანამდე აღვნიშნავ, რომ ჩემს მიერ ამ პოსტის დაწერის ნებსითი თუ უნებლიე ინსპირაცია ეკუთვნის ლორდ ვეიდერს და მისი პოსტის ერთ-ერთი კომენტარის ავტორს, თუ არ ვცდები ანას. (http://stylishblog.net/2013/01/21/banana-republic/#more-8891)
მაშ ასე: მეოთხე ადგილს იკავებს მოლში სულ ახლახანს გახსნილი “Banana Republic“. ეს არის კლასიკური, კლასიკურ-ქეჟუალი სტილის საკმაოდ ხარისხიანი ბრენდი, რომელშიც განსაკუთრებით აღსანიშნავია მამაკაცის ხაზი. მაღაზიაში მოგემსახურებიან საკმაოდ თავაზიანად, თბილად და დაუზარლად. საკმაოდ თბილი ატმოსფეროა შექმნილი სწორი განათების, თავაზიანი მომსახურე პერსონალის და ტანსაცმლის კომფორტული განლაგების გავლენით. ამჟამად მაღაზიაში ფასდაკლებაა და საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასში შეგიძლიათ შეიძინოთ ძალიან კომფორტული და მიმზიდველი პერანგები, ჰალსტუხები, კუბოკრული და ძალიან ორიგინალური ე.წ. „ბაბოჩკები“ (ნამდვილი, ხელით გამოსანასკვი ბაფთები და არა ის პლასტმასის მაგვარი მზა აქსესუარი, რომელიც უხვად იშოვება), ასევე, რამდენიმე ძალიან ლამაზი ფერის ძალიან ხარისხიანი უთხელესი შალის სვიტერები, რომლებმაც განსაკუთრებით აღმაფრთოვანა. ფასი თუ სწორად მახსოვს, 95-125 ლარში მერყეობს. ამგვარად, “Banana Republic“ დამსახურებულად იკავებს ჩემი სიის მეოთხე ადგილს.
მესამე ადგილს იკავებს ისევ თბილისი მოლის მაღაზია “CORTEFIEL” . ამ მაღაზიაში საკმაოდ თბილი და ლამაზი გოგონები მუშაობენ, რომლებიც განსაკუთრებულად კომფორტულს გახდიან თქვენთვის შოფინგის პროცესს. ამ ბრენდის მაღაზიაში შეხვდებით ისეთ ტანსაცმელსა და აქსესუარს, რომელიც ამოვარდნილია საერთო თბილისური საფირმო „შაოსანთა სისტემიდან“ (მაგალითად: დამამახსოვრდა ძალიან სიმპათიური ჟოლოსფერი ჰალსტუხი), ბრენდის ხარისხი არის საკმაოდ მაღალი და დარწმუნებული ვარ შენაძენის გარეშე ამ მაღაზიას უბრალოდ ვერ დატოვებთ. განსაკუთრებით მომხიბლა შალის ყავისფერმა და ნაცრისფერმა ძალიან ხარისხიანმა შარფებმა და მამაკაცის ქურთუკებმა. აქვე შეიძლება შეარჩიოთ კომფორტული რბილ ძირიანი ფეხსაცმელები. ზოგადად, ამ მაღაზიას რაღაცნაირი ხარისხის ვუალი ახვევია, თუ ვერ მივხვდით რაზე ვსაუბრობ, უბრალოდ ესტუმრეთ, გარანტიას გაძლევთ, მაღაზიას გაღიმებულები დატოვებთ. აი ასე 🙂
მეორე ადგილს სრულიად დამსახურებულად ვაძლევ არამხოლოდ მამაკაცებისთვის, არამედ ქალებისთვისაც ძალიან საყვარელ ბრენდს და შესაბამისად მაღაზიას – “Massimo Dutti”-ს. ამ მაღაზიაში სანამ ხარისხის ძებნას დაიწყებთ, ის თვითონ მოგძებნით და თავბრუს დაგახვევთ. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო ამ ბრენდის ტყავის აქსესუარები და ქურთუკები, რომლებიც მართლა შესაშური ხარისხისაა, ტანსაცმელი შეკერელია უზადოდ, არის ძირითადად კლასიკური და ქეჟუალი, ძალიან მომწონს მასიმოს პერანგები, ხაზს გავუსვამ კუბოკრულ ქავბოის სტილის პერანგებს, რომლებიც ძალიან ლამაზ ფერებში იყო შემოთავაზებული და ერთ-ერთმა ჩემი საყვარელი მეორე ნახევრის გარდერობშიც დაიკავა საპატიო ადგილი 🙂 ძალიან მომწონს ამ ბრენდის აქსესუარები. ერთადერთი რაზეც შემიძლია “დავიწუწუნო” არასაკმარისად ხარისხიანი სერვისია, მიუხედავად იმისა, რომ სთაფის ვიზუალი თავიდან ბოლომდე დამაკმაყოფილებელია, მაინც და მაინც “Massimo Dutti”-ს ბრენდისთვის შესაფერისი თავაზიანობით და გულმოდგინებით ვერ გამოირჩევიან. ამიტომაც დასჯერდნენ მეორე ადგილს 🙂
ჩემი ლისტის საპატიო პირველ ადგილს იკავებს ყველაზე ყველაზე ყველაზე “CELIO”! მაღაზია, სადაც უბრალოდ ისე მაგრძნობინებენ თავს, როგორც საკუთარ სახლში. ძალიან სიმპათიური, სუპერ-პროფესიონალი სთაფი, რომელიც მზადაა, გულითადი ღიმილით მოგემსახუროთ თქვენი ინტერესის, სურვილების და პრეტენზიების ბოლო წვეთამდე. აქ წარმოდგენილი პროდუქციის ხარისხი მინიმუმ 2-ჯერ აჭარბებს ფასს, სტილი ქეჟუალი, აკადემიური, ნახევრად სპორტული. თითქმის ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ თითქმის ყველა მამრობითი სქესის იუბილარისთვის საჩუქრის ასარჩევად პირდაპირ მივრბივარ “CELIO”-ში, რადგან ვიცი, რომ შოფინგის შედეგი გარანტირებულად საუკეთესოა. ეს მაღაზია და ბრენდი მრავალჯერ მყავს გამოცდილი ყველანაირი კუთხით, იყო ეს ჭირვეული და პრეტენზიული, ან არასაკმარის თანხა დარჩენილი კლიენტის მიმართ მოპყრობის მხრივ, თუ მათი პროდუქციის გამძლეობისა და ხარისხის გამოკვლევის მხრივ, ყველა შემთხვევაში „სელიო“ უკონკურენტოა, ამიტომ ერთმნიშვნელოვნად პირველ ადგილს ვაძლევ ჩემს ფავორიტ ბრენდს! 🙂
ბანანაზე უკვე დავწერე (ისე, არ მიყვარს ზოლებიანი კოსტიუმები :))
კორტეფიელს კარგი პიჯაკები აქვს.
მასიმო დუტი – ინდიტექსია და ამით ჩემთვის ყველაფერია ნათქვამი (ანუ ჩემი ფეხი არ იქნება მანდ) 🙂
ნუ სელიოც კარგია… თუმცა, იმჰო, იმაზე ძვირია, ვიდრე ველოდები ხოლმე, რომ უნდა იყოს. 🙂
ისე, ჩემი აზრით, მამაკაცმა თავისი გარდერობის შექმნა უნდა დაიწყოს ლივაის 501-ით. 🙂
მეორე კომენტარში ვერ დაგეთანხმები, მაგრამ ვინაიდან შენ ხარ მამაკაცი და მე დედაკაცი, შენ უკეთ უწყი 🙂
ინდიტექსმა რა დაგიშავა? ნუ ზარა ხო, ლამისაა მეც შემჯავრდეს უკვე, მაგრამ მასიმო დუტი საკაიფოა, მე ვყიდულობ ხოლმე რაღაცეებს და მიყვარს ეგ ბრენდი, ფეხსაცმელები კარგი აქვთ. მით უმეტეს მამაკაცის ხაზი ძალიან მომწონს.
მართალი გითხრა აქ მაგათ მაღაზიაში არ შევსულვარ. არც ვიცოდი თუ იყო მოლში 🙂 რატომღაც ვერ შევნიშნე. ნუ პრინციპში მოლში სულ 4-ჯერ ვარ ნამყოფი და აქედან 2-ჯერ ადრე თან.
ონლაინ ვნახე ადრე შალის თბილი პიჯაკები. ყიდვით არ მიყიდია,მაგრამ არ ჩანდა ცუდი.
კიდე ტედ ლაპიდუსის მაღაზიაა კარგი, ცოტა ზედმეტად ძვირია და პიერ კარდენს კიდევ ძაან კარგი სეილები აქვს.
მასიმოს შემთხვევაში მეც ტაკოს მხარეს დავიჭერ და გირჩევდი კარგად გაიარე
ძალიან მომწონს ხოლმე მასიმოს მამაკაცის ფეხსაცმელი 🙂
მე თვითომ სიამოვნებით ვათვალიერებ ხოლმე
თაკოს 🙂
http://bit.ly/XwfNl0
🙂
:))))))))))))))))) საყვარელი მკრტჩა
ტედ ლაპიდუსს და პიერ კარდინს რაც შეეხება შიგ ათიანში გაარტყი, ასე მგონია ჩემს აზრებს კითხულობდი. ლაპიდუსი კარგია, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა 50% სეილია. პიერ კარდინს რაც შეეხება, ბოლომდე ვერ გავერკვიე მაგ საკითხში რა ხდება, ოფიციალური ფილიალია თუ ჩხეიძის ქალი მაკვარანცხობს რაღაცას, ბოლოს ჩემმა ქმარმა რომ პერანგი იყიდა, ძაფები ჰქონდა უადგილო ადგილებში გამოშვერილი და ეგეთი წვრილმანი რამეები ჩემს განწყობაზე ძალიან მოქმედებს. ისე რომ მომწონს, მაგაში 2 აზრი არაა, აკადემიურ სტილს აუციელბლად შეარჩევს კაცი, იმხელა არჩევანი აქვთ და მუდმივად 75 % დისქაუნთი 🙂
ნუ ეგ თურქული კარდენია. ფრანგული კარდენი თურქეთში შეკერილი კი არა, ცვეტში თურქული კომპანია, რომელიც იყენებს ფრანგული ბრენდის სახელს, მაგრამ იურიდიულად იგივე არაა.
პლუს მაგისა, ეგ თურქული კომპანია აუთსორსინგ აკეთებს და ნაწილობრივ თურქეთსგარეთ ჭრის და კერავს. 🙂 აქ რა შემოაქვთ საინტერესოა.
მოკლედ კარდენი კია მარა მუსიე პიერი მლად პასუხს არ აგებს არც მოდელებზე და არც ხარისხზე 🙂
თუმცა, წესით ხარისხი უნდა იყოს კარგი. რაღაც წუნი იყო ალბათ. ყველაფერი ხდება. 🙂
თბილისური კაშარელიც რაღაც მაგის მსგავსია თუ არ ვცდები.
კარდენში არაფერი მიყოდია – პალტოს ყიდვა მინდოდა ერთხელ, მაგრამ მთლად ბოლომდე არ მევასა. უფრო გრძელი იყო და მე უფრო სხვა ფასონი მინდოდა და ბოლოს Jos A Bank-იდან გამოვიწერე და ფრიად კმაყოფილიც ვარ.
ლაპიდუსს რაც შეეხება – მე ეგ დიზაინერი ძაან მომწონს. სრულიად გენიალური ადამიანი იყო, უამრავი სიახლე შემოიტანა და… ნუ პოსტიც მქონდა და როგორცაა, მაგრამ დღეს ეგ ბრენდი სხვა სეგმენტში გადავიდა და ფასები კიდევ უჭირავთ ძალიან მაღალი, ჰოდა სეილზე აქვთ მხოლოდ ადეკვატური 🙂 გეთანხმები.
მაგრამ ზოგადად კაი ბრენდია ლოგოც მომწონს და მაღაზიაც კარგია.
რამდენი დავწერე 😦
აჰა, გასაგებია კარდენის ამბავი. ნუ მოკლედ ეს ბრენდული თავბრუსხვევები…მთავარია, არ ვიყოთ მეტისმეტად სნობები და პირველ რიგში ხარისხს ვუყუროთ და არა ლეიბლს, მე მაგალითად თუ გინდა კუკურის ან ლამზირას შეკერილი იყოს, თუ კარგი და ხარისხიანია, ჩემთვის სრულიად მსიაღებია.
კი…
თუმცა, ბრენდსაც აქვს თავისი მოკრძალებული ხიბლი. 🙂
და ფირმის მდიდარ ისტორიასაც აქვს თავისი აურა. 🙂
ეგ დისქაუნთი ძაფების ხათრით აქვთ 😉
ნემსი და ძაფიც უნდა მოაყოლონ ბონუსად 🙂
celio-ში აბსოლუტურად გეთანხმები…
პრინციპში იცი კიდეც… )
კი, ვიცი :*
მივაგენი კორტეფიელს და მართალი იყავი – კარგი პიჯაკები ვერ ვნახე. 🙂 ყოველ შემთხვევაში მერ რომ მომეწონებოდა ისეთი. აღქმა სუბიექტურია. სვიტერები კარგი ყო და ველვეტის შარვლები იყო ძალიან კარგი.
მასიმო დუტიში კი იყო კარგი პიჯაკები. ერთი განსაკუტრებით Dark Olive – ჩვენთან ჭაობისფერს რომ უძახიან ხოლმე ის ფერი. მოკლედ მაგარი ფერი იყო და პერფექტ ფაქტურა – რბილი კოტონი რომ წაუბარხატებსავით… მაგრამ ჩემი ზომა არ იყო და სადღაც გამისწორდა 🙂 იმიტომ რომ მაგ ფაქტურის მაქვს უკვე უბრალოდ სხვა ფერია და შემომეყიდებოდა ესეც რომ მმორგებოდა 🙂 თან მე ზამთრის პიჯაკი მინდა შალის. მოკლედ, მადლობა ყველას ვინც ჩემი ზომები იყიდა და არ დამიტოვა 🙂
ბანანაში კიდე ფაინალსეილი დაიწყო და პულოვერების ყიდვა თუ ვინმეს უნდა – კაი დროა 🙂
ო, ბანანას სეილი თან ფაინალი კარგია :)) აუ რატომ არ შევიარე შაბათს 😦 ახლა იმ სიშორეზე წასვლას ეხუმრები? არადა საჩუქარი მაქვს საყიდი. თან მნიშვნელოვანი საჩუქარი. ისე მინდა გითხრა, ამ შაბათის მოლში შოფინგის შედეგმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. პირველად ვნახე თბილისში ასე მასიურად მართლა 70% სეილი. იცი რა ბედნიერი ვიყავი? საოცარ ფასში ვიყიდე რაღაცეები. ძაან მაგარი იყო 🙂 შეგვიშვას ახლა ამ ნატომაც და ეგაა
რა იყიდე? და სად? თუ საიდუმლო არ არის
არაფერიც არ მიყიდია 🙂 ერთი არ მომერგო, როგორც ვთქვი და მეორე ვერ ვნახე.
კარფურში კი ვიყიდე როკფორი 🙂
ისე, ლაპიდუსშიც 75% უკვე 🙂
ცლიან დახლებს გაზაფხულისთვის.