STYLE 2013

მოდით, მოკლედ მიმოვიხილოთ 2013 წლის ძირითადი ტენდენციები.

მაშ ასე, ფერები: მომავალი წლის მთავარი ჰიტი  შავ-თეთრის მკაცრი მინიმალისტური შეხამება იქნება,  ასევე განსაკუთრებით აქტუალური იქნება შავი, ბორდო, ღვინისფერი, მწვანე ფერის ტონალობები, ქართველი მოდის მიმდევრებისთვის უკვე საყვარელი ნეონები (ლურჯი და ყვითელი) და  პასტელის ფერები.

2013-ში კვლავ მოდური იქნება დრაპირებები, წული, ასევე მკაცრი აზიური სტილის კიმანოები და ფართე სახელოებიანი  თითქმის მილითარი სტილში გადასული კოსტიუმები, ქსოვილზე პრინტები და უფორმო განიერი ზედატანები, ძალიან გრძელი შარვლები და არათანაბარი სიგრძის დრაპირებიანი ქვედაბოლოები.

FEN_0066.450x675 026fullscreen _ON_1089.450x675 _ON_0125.450x675 _MG_3916.450x675004fullscreen 005fullscreen 014fullscreen 016fullscreen

რაც შეეხება ვარცხნილობებს, მომავალ წელს კვლავ აქტუალური დარჩება შუაზე გადაყოფილი, ასევე უკან გადაწეული თმა და  პანკურად აჩეხილი მოკლე ვარცხნილობა. ძალიან მოდური იქნება გაშლილი და ბუნებრივად დავარცხნილი თმა – ეს არის ტენდენცია, რომელიც თითქმის ყველა წამყვანმა დიზაინერმა აიტაცა მომავალი წლის კოლექციების ჩვენებებში.

რაც შეეხება მაკიაჟს, ხაზგასმით აქტუალურია ბუნებრივთან მიახლოებული ვიზაჟ-ეფექტები, მინიმალური კონტური თვალზე – მხოლოდ შავი ფაქრით და პასტელის ჩრდილებით, ოდნავ შესამჩნევი რუჟი და მსუბუქად გამუქებული ტუჩის ბუნებრივი შეფერილობა.

_MIC0071.320x480 DSC_5212.320x480 DSC_5354.320x480

ამგვარად, თუ შევაჯამებთ 2013 წლის მოდური ქალის მთავარ დამახასიათებელ შტრიხებს, მივდივართ დასკვნამდე, რომ მომავალი წლის ქალბატონი  ძალიან ბუნებრივი და მინიმალისტურია,  მკვეთრად განსხვავებული დრაკონის წლისთვის  დამახასიათებელი  ავანგარდული, აგრესიული და ვულგარულობამდე სექსუალური ქალი-ვამპირისგან – მუქი ღვინისფერი ტუჩებითა და ტყავის ბიუსტჰალტერით.

დასასრულს მინდა დავამატო, რომ ნუ დაივიწყებთ, მოდის სამყაროს მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ აქტუალური თრენდების საკუთარ თავსა და სხეულზე სწორი ინტერპრეტაცია მოვახდინოთ, არ გავხდეთ copy-paste-ის მსხვერპლი 🙂 და არ გადავიქცეთ ერთფეროვანი მასის ერთ-ერთ ელემენტად. ასე რომ, ზემოხსენებული ტენდენციებიდან თქვენთვის სასურველის არჩევის და საკუთარი გემოვნებით მორგების იმედით  დროებით დაგემშვიდობებით 🙂

Advertisements
This entry was posted in მოდა და სილამაზე and tagged , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s