გილოცავთ ახალ (ახალ) 2013 წელს :)

default– ნათელა, გურამის გადაუღე ბარკლის ძირი, ხომ იცი როგორ უყვარს,

– აბა დაგლოცავთ, რაც მე ვერ დაგლოცეთ, მაღალმა ღმერთმა და ბუნების ძალამ დაგლოცოთ,

– ვაიმეე, რა დიდია უკვე შენი ბიჭი ლალიი, კოპიო მამა!

– ქალბატონო, გადაიწიეთ ცოტა წინ, ჩვენც გვინდა გავლა,

-რა ამბავია ქალო, 10 ლარი, ლეღვის ჩირია თუ ანტიკვარული ვაზა,

-ხურდა არ არი ქალბატონო, აი ფეთრუშქა ცაიღე, კამა ცაიღე…

– ლევანი, მიდი მამაშენთან და უთხარი ადგეს ახლა და წამოვიდეს, მე არ მომყვება და ჩაასკდა მუცელი ამდენი ღვინის სმით,

– როგორ, შენ ჩემი გაკეთებული გოზინაყი არ გაგისინჯავს????default123

– აქედან ყველანი მივდივართ ჩემ-თან !!

ჩემო ძვირფასებო, ყველას გილოცავთ ახალ წელს, ნაქეიფრებო, ნაბახუსევებო, ნასვამ-ნაწამებო, და მაინც უზომოდ კმაყოფილო ადამიანებო. 🙂

მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვცდილობ, დავადგინო ქართული ახალი წლის ჭეშმარიტი არსი, ანუ ჩვენებურად მუღამი: რატომ და რისთვის იკლავს ჩემი ხალხი თავს მთელი წლის გამავლობაში წვალებით ნაგროვები და დაზოგილი თანხის 1 დღეში უთვალავ ხორაგში მიხარჯვით, მერე იმ ხორაგის ზურგით და ხვნეშა-ოხვრით სახლში მოთრევით, 2 დღიანი გადაუდებელი სასწრაფო ფაციფუცით დაახლოებით 20-22 დასახელების კერძის მომზადებით და ახალ წლამდე მათზე ცივი ნიავის არ და ვერ მიკარების გარანტიების მკაცრი დაცვით, 31-ში ძლივს მოსწრებული 22-ე კერძის (ხშირ შემთხვევაში ხაჭაპურის) გამზადებისთანავე საახალწლო სუფრის გაწყობით, მორთვა-სერვირებით და ზუსტად 12 საათზე ფართხა-ფურთხით წინსაფრის მოსროლის შემდეგ, ამდენი შრომისგან ფეხებზე ვენებ გაგანიერებულ და ლამის გულშეღონებულ მდგომარეობაში ღვინიანი ჭიქის აწევით ოჯახის წევრებთან ერთად.

და ვინც ამ ყველაფერს არ ასრულებს!!! ის არის ოჯახის, ქვეყნის, ქართული სულისკვეთების და სანუკვარი ტრადიციების მოღალატე და მტერი, დიახ!

“თუ დაღლილობისგან დაოსებული არ შეხვდი ახალ წელს,

რაა მამული?!

წინაპართაგან ასე ქნა ყველამ, ხორხორი ისმის აქ,  ჟრიამული…

ესე არს შენი ვალი დიაცო, აცხვე, აკეთე, ხეხე და წმინდე,

ახალ წელს ყველას ასიამოვნე, სუფრა გაშალე და ხმა გაიწყვიტე!”

გოცჰიაქაც ჩვენს ტრადიციულ შეცდომას ვაწყდებით – ზომიერების შეგრძნების ტოტალური  ნაკლებობა. ნუთუ არ შეიძლება, რომ დავაკლოთ საახალწლო სუფრას მაგალითად ბაჟე, ე.წ ხორციანი „ბლინჩიკები“ და ვთქვათ, ვინიგრეტის სალათი, სამაგიეროდ ბევრად უფრო მოსვენებულები და გაღიმებულები შევხვდეთ ახალი წლის დღესასწაულს, მაგრამ არა და არა!! ნუთუ არ შეიძლება, რომ არ ვიყიდოთ  მაინცდამაინც  ეს სასწაულად გემრიელი, მაგრამ სასწაულადვე ძვირი გოჭი და შემდეგ თვეს ბავშვების ინგლისურის გადასახადი თამამად დავფაროთ, სესხების გარეშე. მაგრამ, საახალწლო სუფრა გოჭის გარეშე, ინდაურის გარეშე, აბა რა სუფრაა, მე თქვენ გელაპარაკებით?!

ერთხელ პარიზში სტუმრად ვიყავი ძალიან საყვარელ ფრანგულ ოჯახში. DSC02984

ოჯახის უფროსმა მუსიე ლუკამ, რომელიც ძალიან გავდა თმებშეკრეჭილ პიერ რიშარს და რომელსაც თურმე ჰქონდა ბედნიერება ერთი ახალი წელი საქართველოში გაეტარებინა, წამოჭრა ქართული სუფრის ინსტიტუტის თემა და ძალიან ფრთხილად შეგვეკითხა მე და ჩემს მეუღლეს, კი მაგრამ არ იღლებით მთელი 10 დღე ამდენი სულ ერთნაირი და თან ძალიან მძიმე კერძებით რომ იკვებებითო? თან გაგვიმხილა, საქართველოდან რომ წამოვედი, კაი ხანი ვმკურნალობდი კუჭსო. მე და ჩემმა მეუღლემ გაგებით ვუკანტურეთ თავები და თავაზიანი ღიმილით სასწრაფოდ გადავაჩოჩეთ სალაპარაკო თემა სრულქმნილი ნოტრ დამის ისტორიაზე. მერე რომ წარმოვიდგინე, ალბათ რა თავგამოდებით ცდილობდნენ ლუკას ქართველი მასპინძლები სტუმრის „პატივისცემას“, რამდენ ღვინოს (ჩვენ ხომ ვაზის და ღვინის ქვეყანა ვართ და რა მნიშვნელობა აქვს, საიდანაა ლუკა) ჩაასხამდენენ ძალისძალით,  რამდენ ბარკალს გადაუღებდნენ თავისი ხელით და რამდენ ნიგვზიან საცივს აჭმევდნენ, გულწრფელად შემეცოდა ამ უზომოდ კულტურული და ზომიერი, დახვეწილი ქვეყნის სტანდარტული შვილი, რომელმაც ძლივს მოირჩინა სათუთი ფრანგული კუჭი.DSC02986

მოკლედ ასეა, ეს არის ჩვენი რეალობა, თავისი პლუსებით და მინუსებით, თავისი ახალი ახალი და ძველი ახალი წლით, თავისი ქრისტე-შობა-ახალი წლის არეულ-დარეული თარიღებით, უზომო ღრეობებით და უზომო სიყვარულის უნარით. ეს ვართ ჩვენ – კარგებიც და ცუდებიც.. ყველას გილოცავთ ახალ წელს და მიყვარხართ, ოღონდ, მართლა 🙂

Advertisements
This entry was posted in ჩვენ - ქართველები. Bookmark the permalink.

24 Responses to გილოცავთ ახალ (ახალ) 2013 წელს :)

  1. ❤ ❤ ❤

    და ვინც ამ ყველაფერს არ ასრულებს!!! ის არის ოჯახის, ქვეყნის, ქართული სულისკვეთების და სანუკვარი ტრადიციების მოღალატე და მტერი, დიახ!

    მე ხომ მოღალატე ვარ, ვაღიარებ
    მაგრამ ამ ბოლო დროს დედაჩემსაც ვაიძულებ ხოლმე იყოს მოღალატე, ოღონდ დასვენებული და ნეტარი მოღალატე :დ :დ :დ

  2. Lord Vader says:

    ყოველი სუფრა ეგრე არაა? რამდენი ადამიანიცაა დაპატიჟებული ის გამრავლებული სამზე ხორაგი უნდა იყოს. მერე კიდე უნდა გადაიყაროს რომ გაფუჭდება. ნუ ტტუ ზაფხულია ხომ საერთოდ 🙂

    მარა მაგ ფრანგს არ დავეთანხმები. ეგ კი არა არც გაატრაკო-თქო ვეტყოდი. ძააან მაგარი სამზარეულო გვაქვს ქართველებს. ცოტა ზომა-წონა არ ვიცით, თორემ საჭმელები იმფეროვანი გვაქვს რომ ნაღდად არ მოგვწყინდება.
    კიდევ დავწერდი რაღაცეებს, მარა მაინც ვერ გაიგებს ჩემ ქართულს და რა აზრი აქვს. 🙂

  3. Lord Vader says:

    ეგ საფოსტო ყუთი ვინც დაკიდა, ჩემი რესპექტი იმას.
    ძაან მევასება ეგეთი ანტუტაჟი რამეები კედლებზე.

  4. qeti says:

    ai zalian karg gancyoabze daamyena,bevri vixalise ramdneime frazaze=)))))

  5. takogvazava says:

    :)))) მე რაღაც პონტში ვეთანხმები ლუკას. მეტისმეტი მოგვდის რაა, აღიარე ახლა !!! ხაროშევა პა ნემნოჟკუო – ბრძენს უთქვამს, თურმე. აი ზე-გადაჭარბებაა ჩვენ რაც გვჭირს, თორემ ვინ დავობს, ჩემთვისაც ქართული სამზარეულო (განსაკუთრებით მეგრული !) არის ნომერი პირველი.

    • Lord Vader says:

      ზომა-წონა არ ვიცით კი, მაგრამ მობეზრებაზე არ ვეთანხმები – ძალიან მრავალფეროვანი სამზარეულო გვაქვს, ჩეხეთში მაგალითად ვეგეტერიანელი თუ ხარ – მშიერი მოკვდები. საქართველოში კი გადასარევად დანაყრდები. 🙂

      მეგრელებმა მწვადის შეწვა არ იცით 🙂

      • Lord Vader says:

        და საცივიც არ იცით კიდე – რამდენი საცივს აკეთებს მეგრელი,იმდენჯერ ხარჩო გამოსდის 😉

      • ჩეხეთი უნდა გამოვრიცხო ანუ ჩემს მიერ მოსანახულებელი ადგილების სიიდან 😦
        ა ჟალ :დ :დ :დ

      • takogvazava says:

        მდა… გავჩუმდი…. ორივეზე ვგიჟდები :))

      • Lord Vader says:

        თათა, დამიჯერე, პრაღა ღირს იმად, რომ იქ თუნდაც შიმშილით მოკვდე 🙂 ასე რომ, ნუ შეშინდები. 🙂

    • Lord Vader says:

      მე არ ვგიჟდები საცივზე 🙂 ხარჩო მირჩევნია საქმე საქმეზე თუ მიდგა.
      ნიგვზითა და ბევრი წითელწიწკით 🙂 ელარჯთან ერთად მაგალითად.

      • takogvazava says:

        არც მე ვყოფილვარ პრაღაში, ისე შეიძლება თათ, ერთად დაგეგმვა, მაგისი მაინც 😉 თან არც ისე ძვირი სიამოვნებაა, როგორც ვიცი.
        ლორდ, საცივიც მიყვარს, ხარჩოც, ელარჯზე ხომ საერთოდ ვიტიშები, და საერთოდაც ჩემნაირი გურმანები არ უნდა იმატებდნენ წონაში რა! (ნუ ცოტა უხერხული კია სუსტი სქესის წარმომადგენლისგან ასეთი ლოთიან-სუფრული სურვილები, მარა თქვენთან რა მაქვს დასამალი ;))))

      • Lord Vader says:

        გასტრონომიული დღეები გვიდგას ახლა. 🙂 სეზონია ეგეთი. აი, დღესაც მიწევს. 🙂

        ახლა ის გამახსენდა ერთხელ ერთგან ერთ ბლოგერს რომ გადავეყარე და ასე მითხრა – უი, არ ყოფილხარ ისეთი მსუქანიო. 🙂

  6. ირაკლი says:

    “xoroshego doljno bit mnoooogo” es meore brdzenis natqvamia… 😉

  7. ირაკლი says:

    tan didi albatobit qartveli iko ))

    • takogvazava says:

      იკა, მიკვირს ჩემს მეგრული სამზარეულოსადმი ტრფობას კომენტარი რომ არ გაუკეთე :)))

  8. Lord Vader says:

    პოსტი მქონდა კაი ხნის წინ გურმანებზე, ვინც წონაში არ იმატებენ 🙂 ფრანგული დიეტა ერქვა პოსტს.
    ბატონ ლიუკას გაუხარდებოდა 🙂

  9. ბექა says:

    თაკო ეხლა აღმავაჩინე შენი ბლოგი. ნუ მრავალფეროვნებაში სითჰ ლორდს დავეთანხმები და რაც შეეხება დაძალებას––ღვინო კი ბატონო და ვინც კი მინახავს უცხოელი თბილისში, საჭმლის დაძალება ნაღდად არავის დაჭირვებია. ინდაურებივით ყლაპავდნენ. ეხლა რა ჩვენი ბრალია ცოტ–ცოტა თუ არ გამოვიტანეთ სუფრაზე. თუ მობეზრდა ბატონ სისათუთეს ნიგვზიან–ცხიმიანი- – გაევლო საღამოს მაღაზიაში და ეყიდა იოგურტი.

    ეგაა საქართველო — პროცესი საინტერესოა, შედეგი კატასტროფული.

  10. takogvazava says:

    ბექაა :)) როგორ გამეხარდა აქ შენი გამოჩენა. ვინ გაატარებდა მაგ სისათუთეს მარტოს, შენ წარმოგიდგენია ქართველი მასპინძელი, როემლიც თავსი ფრანგ სტუმარს მარკეტში იოგურტს აყიდინებს?? :)) უმალ თოფს დაიხლის თავში, ეგაა ქართული სტუმარ-მასპინძლობა?!

  11. ბექა says:

    თოკი თუ ჩააბა მასპინძელმა კისერზე არ ვიცი და გასულიყო თავისით––გვარიშვილობა ნაღდად არ დაეკარგებოდა არსად

    • Lord Vader says:

      იმეილი უნდა შეამოწმო ხოლმე 🙂
      ამ ბლოგის ლინკი უნდა მოგსვლოდა კომენტარებითურთ 🙂
      მეც არა ვთქვი, სადაა აქამდე-თქო 🙂

  12. ბექა says:

    მგონი არ ამქვს მაილზე არაფერი გამოწერილი. შენს ბლოგზე წავაწყდი მეზობელ ბლოგებში და შემოვიჭყიტე. შენც ხომ მეთანხმები რომ ევროპელები ფარისევლობენ როცა ქართულ სამზარეულოზე წუწუნებენ? :დ

    ისე ეს ზედმეტის შეკვეთა კი ნაღდად აუტანელი ვიცით. მაგრამ რა ვქნათ? გვინდა რომ ხალხმა ისე გადაიღოს არ ეშინოდესს მოყვასი მშიერი არ დავტოვოო

    • Lord Vader says:

      მე გამოგიგზავნე კაცო 🙂 მარა ალბათ ლინკი რახან იყო, სპამში ჩაგიგდო. 🙂

      რაოდენობებზე კიდევ ჰო… მაგრამ სამზარეულო რომ გვაქვს უმაგრესი ერთი და ძალიან მრავალფეროვანი – ორი, მე არ შემხვედრია პირშიგემოსმქონი უცხოელი, რომ არ ეღიარებინოს. 🙂

      • ბექა says:

        ხო სპამს ხანდახან გადავხედავ, მაგარმ უფრო ხშირად პირდაპირ ვშლი.

        ეგრეა. აქებენ და მერე წუწუნებენ გავსუქდიო. ქართველობა ძნელი რომაა უნდა იცოდნენ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s