საახალწლო shopping

მეგობრებო, წინ, წინ გასწით ! …

                                                                                                                     Time to SHOPPING !

 images

თითოეულ ადამიანს, რომელსაც დღესასწაულის განცდა და  მოლოდინი ერთხელ მაინც ჰქონია ცხოვრებაში, განსაკუთრებულად ამაღლებული დამოკიდებულება აქვს წელიწადის ყველაზე გრანდიოზული, მასშტაბური და ლამაზი დღესასწაულის – ახალი წლის მიმართ, რომლისთვის მზადებაც, თქვენი არ ვიცი და, ჩემთვის ზუსტად 1 თვით ადრე იწყება, ანუ სწორედ მაშინ, როცა თბილისში დიდი ხნის ნანატრი საახალწლო ფასდაკლებების  ფეიერვერკი იფეთქებს და სრულიად მოაჯადოვებს 21-ე საუკუნის სენით – „შოპინგომანიით“ შეპყრობილ თბილისელებს, ყველას – ასაკის, სქესის და ეროვნების განურჩევლად.  საახალწლო საყიდლების თანამედროვე ტრადიცია ხომ გამორჩეულად საზეიმო ელფერს ანიჭებს ამ ისედაც მომხიბლავ დღესასწაულს და, ნაძვის ხის მორთვასა და გოზინაყის გაკეთებასთან ერთად, საკმაოდ სოლიდურ ადგილს იკავებს  წინა საახალწლო რიტუალებს შორის.

default1მაშ ასე, დადგა დღე, როცა ჩემი სადღესასწაულო განწყობა აღმასვლის, ხოლო ამ მომენტისთვის წინასწარ საგულდაგულოდ გამყარებული ფინანსური მდგომარეობა კი დაღმასვლის გზაზე უნდა შემეყენებინა.  სახლიდან გამოსულმა ტაქსი გავაჩერე და ვკითხე, შესაბამის თანხად სავაჭრო ცენტრში თუ გამიყვანდა. ტაქსის მძღოლმა მაქსიმალურად გულითადი მიმიკა გამოისახა და ჰალალი კაცის ღიმილით მომმართა:

– აუ ლიარიც დამიმატე რა, დაიკო,

-კარგით, ეგრე იყოს… – ჩავჯექი,

– აუ დაიკო, მე არ ვიცი მაი რაცხა ცენტრი და გზას ხომ მასწავლი?!

უკვე მერამდენედ დავაპირე, მომეთხოვა იმ „ლიარის“ დამატების ლოგიკის ახსნა, თუკი გზის მასშტაბებზე წარმოდგენაც არ ჰქონდა, მაგრამ იქვე გადავიფიქრე და საკუთარი ნებისყოფით კმაყოფილმა, გულდასმით ავუხსენი, სად უნდა მივეყვანე. ადგილზე მისულ მძღოლს, თქვენ წარმოიდგინეთ, ხურდა არ აღმოაჩნდა, მე კი, ჩვენს უკან უცბათ ისტერიულად ამტყდარი მანქანების სიგნალებით შეძრულმა სასწრაფოდ დავთმე ჩემი კუთვნილი ხურდა და უკანმოუხედავად შევვარდი სავაჭრო ცენტში.

უამრავი ხალხი ირეოდა, კმაყოფილი და აღელვებული სახეებით. ტანში სასიამოვნო მოლოდინის  ჟრუანტელმა დამიარა, მე ხომ „შოპინგის“ ოსტატი ვარ! პირველ რიგში იმ  ფეხსაცმლის საყიდლად გავეშურე, რომელიც დაახლოებით სამი კვირის წინ იყო ჩაწერილი ჩემი ოცნებების სიაში და გულში მკაცრად მქონდა გადაწყვეტილი, რომ ფასდაკლების გამოცხადებისთანავე, ის ჩემი გახდებოდა.  ძლივს-ძლივობით გავარღვიე ხალხის ნაკადი და მივაღწიე დანიშნულების ადგილზე. წარმოიდგინეთ, რაოდენ დიდი იქნებოდა ჩემი იმედგაცრუება, როცა აღმოვაჩინე, რომ მითითებულ პროდუქტზე სულაც არ იყო ღირებულება დაკლებული, კონსულტანტი გოგონა მოვიხმე და ფასი გადავამოწმე.

-გოგონა ეს ფეხსაცმელიც „დასეილებულია“, ყველაფერი „სეილშია“,

-კი, მაგრამ როგორ არის ფასდაკლებული, როცა იგივე ფასი აწერია?

-არა, რას ამბობთ, გეშლებათ აშკარად ! თავიდან ეგ 100 ლარით ძვირი ღირდა – წარბი არ შეუხრია ისე გამომიცხადა და შეუვალი სახით დაელოდა ჩემს გადაწყვეტილებას. რაღას ვიზამდი, მადლობა გადავუხადე მომსახურებისთვის და  საკუთარ მეხსიერებაში ღრმად დაეჭვებული გამოვედი მაღაზიიდან.

ამის შემდეგ საკმაოდ მოდური ბრენდებით დაკომპლექტებულ ბუტიკში აღმოვჩნდი, ის-ის იყო გადავწყვიტე, რომ მაღაზიის პრეისკურანტისა და ჩემი ფინანსური შესაძლებლობების მნიშვნელოვანი შეუთავსებლობის გამო, დროის დაკარგვა არ ღირდა და გამოსვლა დავაპირე, რომ უცბათ მაღაზიაში მყოფმა კლიენტმა – საკმაოდ მომხიბლავმა გოგონამ მთხოვა შემეფასებინა კაბა, რომელიც ის-ის იყო მოერგო და სარკის წინ ტრიალებდა. მაღაზიის მესვეურები თავს დასტრიალებდნენ და ქება-დიდებას არ იშურებდნენ. ყველამ მე მომაპყრო ყურადღება.

– იცით, ძალიან სიმპათიური კაბაა, და თქვენც საკმაოდ ლამაზი ტანი გაქვთ, უბრალოდ, ჩემი აზრით, სწორი ფორმის კაბა უფრო მეტად მოგიხდებოდათ,  იქნებ სხვაც გეცადათ.. – რაც შემეძლო ტაქტიანად გავუზიარე საკუთარი აზრი და მეგობრულად გავუღიმე.  აი, სწორედ აქ  დავუშვი შეცდომა !  გოგონას მადლიერი სიტყვები სულ გადაფარა ჩემი სიტყვებით სულით ხორცამდე შურაცხყოფილმა  მაღაზიის ერთ-ერთმა მომსახურე პერსონამ, რომელმაც ფეხზე ამაყად წამომართულმა გაახმოვანა ვერდიქტი, რომ მე –  არაკომპეტენტურ პირს, რომელიც ვერ ცნობს  „ქლოეს“ იდეალურ სტილს და ბედავს მას სხვა ალტერნატივა მოუძებნოს, არ მაქვს უფლება, გადავწყვიტო, თუ ვის რა უხდება,  და საერთოდაც, მე მკითხა ვინმემ რამე?? შეცბუნებულმა გოგონამ შეახსენა, რომ მან თავად მომმართა კითხვით, მაგრამ აღშფოთებულ მანდილოსანს არაფრის გაგონება აღარ უნდოდა, ახლა უკვე ზოგად კონტექსტში შერისხა ყველა უვიცი, რომელიც ვერ ეღირსა მაღალი მოდის პარნასთან წვდომას და თავს სხვა ადამიანების გულის ტკენით იმშვიდებს… images1

მე, ბუტიკიდან ფაქტიურად ზრდილობიანად „გამოძევებულმა“ „არაკომპეტენტურმა უვიცმა“ გავიხსენე დღის მთავარი მიზანი დროის სასიამოვნოდ და პროდუქტიულად  გატარების შესახებ, შევეცადე იუმორში აღმექვა ეს უსიამოვნო ინცინდენტი, გავიღიმე და გზა განვაგრძე.

ამის შემდეგ   წარმატებით მოვიარე რამდენიმე მაღაზია, ბევრი საჭირო თუ არასაჭირო ნივთი შევიძინე და დადებითი ემოციებით დატვირთულმა გეზი აღმაშენებლის გამზირისკენ ავიღე. ერთ-ერთ ვიტრინაში საკმაოდ მომხიბლავი პალტოს კვალს მივყევი და მაღაზიაში შევაბიჯე. ტანსაცმლის თვალიერებისას ერთი საფუძვლიანი ეჭვი გამიჩნდა და იქვე მდგარ კონსულტანტ გოგონას (რომელიც შილიფად ჩაცმული საკმაოდ მოწიფული ასაკის ქალბატონი აღმოჩნდა) მივმართე :

– უკაცრავად, გოგონა, ერთი კითხვა მაქვს, ეს პროდუქცია შემთხვევით მეორადი ხომ არ არის? თუ…..?

– რაა???

(იქვე ვინანე)

-რეებს კადრულობ გოგონიი? აი გადახედეთ, ერთი, კარგად გადახედეთ, რაზე შეატყეთ, რომ მეორადია??? (ეგზალტირებული ჩაცინება, მე კი – არამკითხე მოამბეს, უკვე შიში მიპყრობს) გესმის კარინა? ჩივო ანა გავარიტ, შიას ს უმა საიდუ, ნუ !

ფრთხილად გავიხედე იქეთ, სადაც კარინა მეგულებოდა, მაღაზიის კარებთან გამომწვევი მოძრაობით სიგარეტს ეწეოდა და ვერ გადაეწყვიტა, ჩემზე ხმის ამოღება ღირდა თუ არა.

-უბრალოდ ვიკითხე გოგოებო, რა არის აქ გასაბრაზებელი, ვერ ვხვდები…

ვთქვი და  მხრებში გამართული გამოვედი სამშვიდობოს, შვებით ამოვისუნთქე..

დაძაბული და დამღლელი დღის ბოლოს, ცოტაოდენი ტკბილეულის და ოჯახის წევრებისთვის საახალწლო საჩუქრების ყიდვის შემდეგ, საკუთარ თავს  ერთ მარტივ ჭეშმარიტებაში გამოვუტყდი: თბილისური „შოპინგი“ ჩვენგან საკმაოდ დიდ ნებისყოფას, ენერგიასა და ადამიანური თვისებების მაქსიმალურ მობილიზებას მოითხოვს. უბრალო საქმე ხომ არაა, შესაძენი ნივთების არჩევა-მოზომების პარალელურად, ამდენი მომსახურე პერსონალის განსხვავებული მოთხოვნებისა და ხანდახან პრეტენზიების დაკმაყოფილება…

და მაინც, რა ტკბილია ეს შოფინგი 🙂

default

Advertisements
This entry was posted in მე და FOCUS. Bookmark the permalink.

7 Responses to საახალწლო shopping

  1. archi says:

    ეშველებააა რამეეე….. საქართველოში მომსახურებასა და ვაჭრობაში სირვისს??
    აუფფფ რაგაც არამგონია…
    თემა აქტუალურია და საჭირბოროტო… :)))))

  2. Lord Vader says:

    ვეღარ გცნობ 🙂 მაღაზიებს რატომ არ ასახელებ რომლებია, სადაა და რამე?

  3. Lord Vader says:

    ისე, მაღაზიაში შოფინგს. თავისი უდაო პლიუსები აქვს და კაიფი, მაგრამ ტუალეტის ქაღალდი რომ მიმთავრდება, ლამის ისიც ამაზონზე ვიყიდო 🙂 უბრალოდ 12 დღე მოდის და ამდენი ხანი ვერ მოვითმენ 🙂

  4. takogvazava says:

    ლორდ :))))))))))) მე არ მიყვარს ამაზონ-იბეები და ეგეთები, მთავარი ვიტამინი არის შოპინგისგან ქანცი რომ გაგძვრება, აი ყველაფერს რომ მოიზომავ, ყველგან რომ შეხვალ და თვალები რომ აგიჭრელდება და გულის წასვლამდე რომ მიხვალ (ერთხელ წამივიდა გული ანკარაში შოფინგის დროს და ჩემმა თანამშრომელმა ბიჭებმა მომასულიერეს ;)), აი ეგაა მართლა სუპერ-კაიფი. 🙂 ხო და ხელებში რომ ადგილი აღარ გაქვს მეტი შეკვრის დასაჭერად და ძალიან ბედნიერი რომ ხარ… სახელებს რაც შეეხება, ნუ გავიწყდება რომ ეს არის სტატია ჟურნალისთვის, და მოვერიდე(თ) სახელების თქმას, მაგრამ ვ ეტომ გოსტინიცე ია დირეკტორ, ასე რომ ეს იყო ქარვასლაში და აღამშენებელზე აღარც მახსოვს იმ საშინელ მაღაზიას რა ერქვა.. რამდენი ვწერე..

  5. Lord Vader says:

    ახლა დავწერდი ქარვასლა დიდია-თქო 🙂 მარა კაი. იყოს რაცაა. 🙂

    სამაგიეროდ ონლაინ რომ იყიდი და ელოდები ჩამოსვლას – ეგეც თავისებური კაიფია 🙂
    თან, მართალი გითხრა ნდობის მომენტიცაა. ქლოე საქართველოში შემოაქვს ვინმეს ოფიციალურად? თუ არა – მაშინ ქალი რომ ვიყო, ძალიან მაგრად დავფიქრდებოდი, სანამ ვიყიდდი თბილისში. 🙂 სულ რომ დამხატოს – მაინც.

  6. takogvazava says:

    მართალი ხარ, მე საერთოდ არ ვყიდულობ ძვირადღირებულ ბრენდებს, და საქართველოში ხომ საუბარიც არაა მაგაზე, არასდროს არავის ვენდობი, თან ყოველთვის არაადადეკვატური ფასები აქვთ, ან საეჭვდო იაფი ან სასწაულად ძვირი. ასე რომ 99% ფეიქია. ამიტომაც მირჩევნია წავიდე და ვიყიდო ორიგინალი ზარა და მანგო :)))) და გადავიხადო იაფი. ონლაინ გამომიწერია მეც, მაგრამ ზომა არასდროს მერგება, ამიტომ დავივიწყე ეს სფერო.

    • Lord Vader says:

      მითუფრო რომ, ვისაც იმის უკანალი აქვს, რომ ქლოეს კაბაში გადაიხადოს 1’500 ლარი, არც ის გაუჭირდება, რომ გადაფრინდეს თუ პარიზში არა, სტამბოლში, სადაც ბუტიკი ექნებათ ნაღადად,

      ისე, ჩვენთან გამყიდველები – სეილს-კონსულტანტები ახლებურად, ასევე ტყემალზე სხედან ხშირად და წარმოდგენა არ აქვთ რას ყიდიან და სრულიად დარწმუნებით შეუძლიათ განაცხადონ, რომ ლუი ვიტონის ჩანთა 100 ლარი იმიტომაა, რომ წინა წლის კოლექციაა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s