შენც დაგიჭერენ, მეც დამიჭერენ, ტრიფონისაც დაიჭერენ… ანუ გალიაში ბულბულები ზიან

ქვეყანაში წინა სააპოკალიფსოდ მოსალოდნელი სამდღიანი დაბნელების და პოლიტიკოსების მასიური დაჭერების ბუმია. ციხე  ნაციონალური სულისკვეთების ბულბულებით გადაივსო. გუშინღამ თავისუფალი მედიის დედაბოძის რუსთავი 2-ის მამამთავრის ბატონი ნიკოლოზ გვარამიას დაჭერაც არ გაბედეს ამ ღვთის პირიდან გადავარდნილებმა?! არადა, ეს კაცი მთელი თავისი დღე და მოსწრება თავისუფალი სიტყვის, დემოკრატიის და ქვეყნის განვითარების სადარაჯოზე დგას, ალესილი სიტყვით და სასროლად მომართული ჭეშმარიტებით. აფერუმ თქვენს ვაჟკაცობას, ახალო მთავრობა, რომ ესოდენ კეთილშობილი კაცი ციხის პარაშას დაამეგობრეთ…

ჟურნალისტები გრგვინავენ, პოლიტიკოსები იფურთხებიან და წიხლებს იქნევენ (იხილეთ აკაკი მინაშვილი), სხვა პოლიტიკოსები განიხილავენ კანონს პრეზერვატივის შესახებ, მოსახლეობა პრეზიდენტს რუპორში აგინებს, სანამ სხვები მისდევენ, რომ ჩანთა თავში სთხლიშონ (იხილეთ კდემამოსილი ქუთაისელი ქალბატონი იუთუბზე), გაზის და დენის ტარიფები ისევ კატასტროფულად ძვირია და თბილისში „Fashion Week“ ჩატარდა.,

ხომ არ იცით, ნეტავ, გუგულის ბუდეს იმ ვიღაცამ კიდევ ხომ არ გადაუფრინა ?.

მე, როგორც  საშუალოდ ჰუმანური რიგითი ადამიანი, მოვითხოვ, ააშენონ ელიტარული ციხე, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრით, ევრო-რემონტით, სასურველია ჯაკუზით, აუზით, დიდი აივნებითა და ჰოლანდიური ბაღით. აღნიშნული საკითხის განხორციელება უზრუნველყოფს ქვეყანაში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და პრეზიდენტის სასახლის განათებების მართლზომიერად გამოყენება-ჩაბნელებას. გარდა ამისა, დაბეჯითებით გთხოვთ, ელიტარულ პატიმრებთან ერთად დააპატიმროთ მათი ელიტარული ცოლებიც, რომელთაც გააჩნიათ განუსაზღვრელი სურვილი რომ „როგორც მათი ქმარი იტანჯება, ისინიც ისე დაიტანჯონ“, ასე მაგალითად, ბაჩო ახალაიას მრავალტანჯული ცოლი აპირებს რომ ახალი წლის ღამეს ციხის კედელთან მდგარი ქმართან სიახლოვეში შეხვდეს, შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ აქამდე საკმაოდ ნათბილარ ქალბატონს,  სუსხიან გარემო პირობებში ხანგრძლივად დგომისგან, განუვითარდეს როგორც მინიმუმ, საკვერცხეების ანთება, ამიტომ, გთხოვთ, ან ისიც გააბედნიეროთ და დააპატიმროთ მეუღლის გვერდით, ან გამოუყოთ  ცხელი წყლით სავსე „ტაშტი“ (ე.წ. ლახანკა) და ერთი წყვილი ხევსურული წინდა ტყაპუჭებითურთ. ბატონებო, ნუ აიღებთ საკუთარ თავზე სხვისი ცოლების ცოდვას… თორეეემ,

თქვენც დაგიჭერენ, მეც დამიჭერენ, ტრიფონისაც დაიჭერენ.

ვაიმე ტრიფონ…

Advertisements
This entry was posted in ჩვენ - ქართველები. Bookmark the permalink.

3 Responses to შენც დაგიჭერენ, მეც დამიჭერენ, ტრიფონისაც დაიჭერენ… ანუ გალიაში ბულბულები ზიან

  1. BUMBULI says:

    :):):):):):):):):):):):):):):):):):

  2. ირაკლი says:

    ნეტავ ეს ტრიფონი ვინაა…?? ;)))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s