service ჩვენებურად

 

Service ინგლისური სიტყვაა და ქართულად მაქსიმალურად დაგვიანებულ,  მხოლოდ ქართველი მევალეებისთვის დამახასიათებელ განსაკუთრებულ გამომეტყველება– პოზა მომარჯვებულ მომსახურებას  ნიშნავს.

აბა, გაბედეთ და რომელიმე „სერვანთს“ გაუმხილეთ თქვენი მოკრძალებული აზრი მისი აღმატებულების  მიერ გაწეული მომსახურებით თქვენი უკმაყოფილების შესახებ! უმალ  საიდანღაც სასწაულებრივად მოვარდნილი ტაიფუნი გადაივლის  უსამართლო ბრალდებებით უსინდისოდ გატენილ თქვენს თავხედ თავზე! ხოლო  თუ მას გადაურჩებით, მსწრაფლ საზარელი მეხი დაგეცემათ და გაგაქვავებთ! და თუკი მასაც უვნებელი გადაიტანთ, წყეევლის ქარიშხალი არ მოგასვენებთ თქვენ და თქვენს ოჯახს უკუნითი უკუნისამდე!!…

ამიტომ, დიდი ამბავი, თუ ოფიციანტმა დროზე ადრე წაიღო ნახევრად სავსე (სულ რაღაც 3 ლარიანი) ყავის ფინჯანი, თქვენი ბრალია, დაგელიათ, ბატონო,  დროზე!  დღეს დილით ნაყიდ კაბაზე თვალია წასულიი?… და აბა რა გეგონათ გოგონი, 50 ლარად სრულქმნილ პრადას  რომ ვერ იყიდით კონსულტანტმა გასწავლოოთ??..  კი მაგრამ, თუ არ გინდოდათ ეს თვალის ჩრდილი, რას გამოაცხადეთ – ალბათ  ამას ავიღებო, ჩეკი რომ უკვე ამორტყმულიაა?!!  არა რა,  საქართველოში ყველაზე ყველაზე ყველაზე საშინელი კლიენტები არიან მთელ მსოფლიოში!!

  – ანამ „კენარში“ ნაყიდ წუნიან სათვალეს შესაკეთებლად მიიტანთ, დაფიქრდით, იქნებ არ ღირს „სულ რაღაც“ 290 ლარის გამო მაღაზიის მენეჯერთან ზრდილობიანი „საქმის გარჩევა“, შემდეგ სხვა ფილიალში გადამისამართება, ხელოსნისგან უარის მიღების შემდეგ, იგივე ან სხვა ნებისმიერ ფასიან ნივთში, თანხის დამატებით, გადაცვლის „თავხედური“ თხოვნით მიმართვის შედეგად, არც მეტი არც ნაკლები, სრულიად „კენარის“ მარკეტინგის მენეჯერთან!! 2 საათანი შეხლა–შემოხლა, ნერვების წყვეტა, მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონის ირგვლივ ცხარე დისკუსია, ამ ყველაფრის შემდეგ  სამსახურში დაგვიანება და უფროსისგან საყვედურის მიღება, დაძაბული დღის გავლენით 2 დღიანი ხელების კანკალი და ამ ყოველივეს ფონზე დიდი ევროპის შემადგენლობაში მყოფი (ჰაჰა) თქვენი პატარა სამშობლოს მიმართ ჩუმი და აგრესიული ბოღმით გულის ხრა… დაფიქრდით, კარგად დაფიქრდით და … ჭირსაც წაუღია „სულ რაღაც“ 290 ლარი, არ ჯობია ახალი სათვალის ყიდვა?!

– რთხელაც, როცა „მაჭახელაში“ სამსახურიდან ლანჩზე გასულები , 15–20 წუთის უიმედო ლოდინის შემდეგ, მიმტანს მოიხმობთ და მეგობრულად სთხოვთ, ყურადღება მოგაქციოთ, არ შეშინდეთ, თუკი ზემოხსენებული მიმტანი თვალებს დააკვესებს და სისინით მოგიწოდებთ, მოუხმოთ ნებისყოფას და გაიზიაროთ სხვა დანარჩენი კლიენტების ბედი, რომლებიც ასევე ამაოდ ელიან შეკვეთის მიცემის ბედნიერების ღირსებას.

– ოცა პსპ–ში შეხვალთ, ნუ მიაქცევთ ყურადღებას ფარმაცევტის აბსოლუტურად უემოციო, გულგრილ და  გაქვავებულ გამომეტყველებას, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, მოთმინება და უბრალოდ გაბედნიერდით! თქვენ ხომ  ჩეკთან ერთად  სუპერ–ექსკლუზიურ საჩუქრად ყველაზე გამამხნევებელ და მეგობრულ სიტყვებს მიიღებთ მთელ მსოფლიოში: „პსპ გისურვებთ ჯანმრთელობას!“ J

– აი ჩვენ, ვისაც „ლიბერთი ბანკში“ ოდესმე რამე საქმე გვქონია…

 

– უნონაში“ თუ მოხვდებით, გილოცავთ! თქვენ  იმოგზაურებთ შორეულ ისტორიაში მხოლოდ „იუნონას“ მიერ შემოთვაზებული უახლესი 3D ტექნოლოგიით. კერძოდ, ეკიმის მისასვლელამდე, თქვენ და მხოლოდ თქვენ გეძლევათ საშუალება, გადალახოთ  თვით რუბიკონი! ადმინისტრატორი გოგონები უზრუნველყოვენ ყველა აუცილებელ პირობას, რათა თქვენ თავი ნამდვილ წინა– ისტორიულ გარემოში იგრძნოთ!

– ითბო, ზრდილობა და ტაქტი თუ მოგენატრებათ, დაზოგეთ თქვენი დრო, ენერგია და ნერვები და ნუ დაიწყებთ მათ მოძებნას „მალსი“–ში. ისედაც რაღაც კაპიკებში ყიდულობთ ყველაფერს და ახლა კიდევ ზრდილობა და ტაქტიც მოსთხოვეთ რა!

– ცით რა, არ ვართ ჩვენ ევროპელები და „ილაპარაკე, რამდენიც გინდა…“

Advertisements
This entry was posted in ჩვენ - ქართველები. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s