ხელჩართული ბრძოლა აკნესთან


ყველამ, ვინც ჩემს ბლოგს კითხულობს, ალბათ იცის, რომ პრობლემური, კომბინირებული ტიპის, აკნესკენ მიდრეკილი კანი მაქვს, რომელიც საკმაოდ ბევრ თავსატეხს მიჩენს და ნერვების,  ფულადი რესურსებისა და დროის განსაკუთრებულ მობილიზებას მოითხოვს ჩემგან იმისათვის, რომ ის ნორმალურ მდგომარეობაში შევინარჩუნო. პრინციპში სხვა გზა არც მაქვს, რადგან ჩემი ღრმად პატივცემული კანის არაჯანმრთელი მდგომარეობა ყოველთვის პირდაპირ აისახება ჩემს ხასიათზე, განწყობასა და ზოგადად სიცოცხლის უნარიანობაზეც კი.

მაშ ასე, მე აკნეს – ამ საძაგელი, ყოვლად აუტანელი და ვერაგი დაავადების მსხვერპლი ვარ. აგერ უკვე რამდენიმე წელია ის მუდმივ რეჟიმში მიმწარებს ცხოვრებას, ხან სრული შეტევით, ხანაც მოყვრულად შემოპარული მტერივით – ნელ-ნელა, ფრთხილად, მაგრამ სტაბილურად და დამაჯერებლად. Continue reading

Posted in მოდა და სილამაზე | Tagged , , , , | 5 Comments

MOF მოდა


დღევანდელი პოსტი მინდა ჩემს სამსახურს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და აქ  მომუშავე ადამიანების ჩაცმის სტილს მივუძღვნა.

ქვემოთ თავადაც იხილავთ, რომ ჩემი თანამშრომლები ჭკვიანთან ერთად ლამაზი და გემოვნებიანებიც არიან, სწორედ ასეთი გამორჩეული გოგონები მინდა გაგაცნოთ დღეს, რომლებიც წარმოგიდგენენ ფინანსთა სამინისტროს მოდას – მათ ყოველდღიურ, სამუშაო  სტილს. იმისათვის, რომ ფოტო-სესია ნატურალური გამოსულიყო, ფოტოები ჩვენს სამუშაო მაგიდებთან, სამინისტროს შენობის დერეფნებში და კიბეებზე გადავიღეთ.

მაშ ასე,

Continue reading

Posted in მოდა და სილამაზე | Tagged , , , , | 10 Comments

რა დევს ჩემს კოსმეტიკის ჩანთაში


ქალები დამეთანხმებით, ჩვენს კოსმეტიკის ჩანთაში გატრუნული ნივთები ჩვენი სიძლიერეა. ისინი რომ არა, აბა სხვა რა მიმალავდა სახეზე დაუპატიჟებლად ამოწითლებულ  ნაწიბურს ან ვერაგ აკნეს, რა მიჩქმალავდა უძილობისგან ამოშავებულ უპეებს, სასიამოვნოდ, ჯანმრთელად, ახალგაზრდულად  აავარდისფრებდა ჩვენს ლოყებს და აპრეხდა წამწამებს, რომელიც ტუშის შეხების გარეშე სრულიად უპრეტენზიოდ იქნებოდა თავისთვის დახრილი და ვერც ვერავინ შეამჩნევდა. მაშ ასე, ამჯერად გავხსნი ჩემი კოსმეტიკის ჩანთას და გაგიმხელთ კონკრეტულად რომელი ნივთები მეხმარება ყოველ დღე სახის მოწესრიგებასა და მინიმალური მაკიაჟის გაკეთებაში.

Continue reading

Posted in მოდა და სილამაზე | Tagged , , , , , | Leave a comment

ტონალური კრემები ცხიმიანობისკენ მიდრეკილი და კომბინირებული კანისათვის


ამ პოსტში მინდა კვლავ ჩემი გამოცდილების შესაბამისად მოგცეთ რჩევები ტონალური კრემის შესარჩევად მათ, ვისაც ჩემი ტიპის, ცხიმიანობისკენ მიდრეკილი და კომბინირებული კანი გაქვთ.

ჩემს საყვარელ კოსმეტიკურ ნაკრებში ერთ-ერთი მთავარი და დამსახურებული ადგილი სწორედ ტონალურ კრემს უკავია, უნიკალურ პროდუქტს, რომელიც ჩვენს კანს  მთლიანობას, იდეალურობასა და სრულყოფილებას ანიჭებს. ჩემი აღქმით ქალის მოვლილობის ხარისხი და სილამაზე კანიდან იწყება, ამიტომ დიდი სიფრთხილით ვარჩევ ტონალურ კრემებს, რომელთაც მოვიხმარ და აქვე აღვნიშნავ, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია ვცდილობ, კოსმეტოლოგების  რჩევით, გადავეჩვიო მის მუდმივ ხმარებას,  არაფრით გამომდის ბოლომდე მოვიწონო კანი სრულიად ბუნებრივ მდგომარეობაში, თუ ის იდეალურ ფორმაში არაა. აღარაფერს ვამბობ საღამოს მაკიაჟის გაკეთებაზე ტონალური კრემის დაიგნორებით, უკეთ რომ აგიხსნათ, ჩემთვის ეს იგივეა, რაც შხაპის გადავლების გარეშე ლამაზი კაბის გადაცმა და წვეულებაზე ისე წასვლა. თუმცა, უნდა ვაღიარო, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, მეტ-ნაკლებად შევამცირე მისი მოხმარება. Continue reading

Posted in მოდა და სილამაზე | Tagged , , , , , , | 7 Comments

სახის კრემები ცხიმიანობისკენ მიდრეკილი და კომბინირებული კანისათვის


ყოველთვის ძალიან ვცდილობ მაქსიმალური ყურადღება დავუთმო სახის კანის მოვლას – რაც შეიძლება მოვეფერო, მოვლის ხარისხიანი საშუალებებით გავანებივრო და მოკლედ, ცივი ნიავი არ მივაკარო, ჯერჯერობით შესაბამისი შედეგით მპასუხობს ჩემი პატივცემული კანი, თუმცა, საბოლოო შედეგი, თუ რამდენად ადეკვატურად მიიღო ამდენი წლის მანძილზე ჩემი ძალისხმევა და მოვლა, სავარაუდოდ 10-20 წლის შემდეგ უფრო იქნება შესამჩნევი.

რამდენიმე აუცილებელ წესს შორის, რომელსაც ყოველთვის ვიცავ სახის მოვლის ჩემეულ დღის წესრიგში, ლიდერობს შემდეგი: არასოდეს დავიძინო კანიდან მაკიაჟის მოხსნის გარეშე და ყოველთვის, ყოველ დღე დავიტენიანო სახე – დილას და საღამოს. კიდევ ერთი აუცილებლად შესასრულებელი წესი, რომელსაც რატომღაც ქართველი ქალები ხშირად ვაიგნორებთ ხოლმე, თვალის ირგვლივ კანის დატენიანებაა. როგორც წესი, კრემს ვისვამთ მხოლოდ სახეზე და  გვავიწყდება, რომ რეალურად ყველაზე ფაქიზი არე სწორედ თვალის ირგვლივ, ყელისა და ხელების კანია. ამიტომ, ყველას გირჩევთ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოთ თვალების გარშემო კანის და დეკოლტეს (ნიკაპის ქვეშ, ყელი) მოვლას.

image-4bbb1933e601356574c904d096ba4a7c97e5a96ca1a57215524ac66fa40c1850-V

Continue reading

Posted in მოდა და სილამაზე | Tagged , , , , , , , , | 13 Comments

შხაპი, პატრიარქი და უზნეო მამულიშვილები


ჩემი დღევანდელი პოსტი წინას სანამ შეხვალ, დააკაკუნე ლოგიკური გაგრძელება იქნება, რადგან ჩემი საყვარელი ქართველების იმ უსიამოვნო თვისებების ჩამოსათვლელად, რომელიც  პირადად მე ძალიან მაღელვებს, სამწუხაროდ, ერთი პოსტი საკმარისი არ აღმოჩნდა.

ამ ბლოგ-პოსტის პირველი თემა, დარწმუნებული ვარ ყველას, აბსოლუტურად ყველას გაწუხებთ, ვისთვისაც სისუფთავე და ჰიგიენა მნიშვნელოვანია.

shower.jpg.662x0_q70_crop-scale

  •  დაუბანლობის  პრობლემა

Continue reading

Posted in ჩვენ - ქართველები | Tagged , , , , , | 9 Comments

სანამ შეხვალ, დააკაკუნე


stock-photo-two-pieces-of-white-paper-with-the-word-impolite-turned-into-polite-268729967

ამ პოსტში ქართველების იმ არაჯანსაღ თვისებებზე მინდა დავწერო, რაც ჩვენს სტერეოტიპულ სენად იქცა. ვერ შეგპირდებით, რომ კითხვით ისიამოვნებთ, თუმცა, მჯერა, რომ ბევრ საკითხში დავეთანხმებით ერთმანეთს.

დავიწყოთ.

  1. ერთმანეთის შემოსავლების და ხარჯების მიმართ გადაჭარბებული ყურადღება და ცნობისმოყვარეობა.

Continue reading

Posted in ჩვენ - ქართველები | 25 Comments

დიდი რეაბილიტაცია Pivot Point-ისგან


დღევანდელ პოსტში მოგიყვებით, თუ როგორ დამიბრუნა “ნატალიში” დაახლოებით 3 წლის წინ დაკარგული იმედი და რწმენა ერთ ძალიან კარგ სალონში მომუშავე პროფესიონალმა და ყურადღებიანმა ადამიანებმა.

ვისაც წაკითხული გაქვთ, ალბათ გახსოვთ ჩემი ძველი ისტორია, რომელიც ცრემლების ღვრით და სილამაზის სალონებზე ხელის ჩაქნევით დასრულდა. ამ ამბის შემდეგ 2 თვეში ერთხელ თმის  1-2 სმ-ით დასამოკლებლად თუ შევუვლიდი ხოლმე სალონს ჩემი სამსახურის წინ და სულ ამით მოიწურებოდა ჩემი და სილამაზის სალონების დისტანციური ურთიერთობა.

ამასობაში გავიდა 3 წელიწადი და ჩემი თმის  მოწყენილობამ და სისადავემ  ყველანაირ საზღვარს გადააჭარბა. ბოლოს და ბოლოს მეც ხომ დავიმსახურე ნორმალური ვარცხნილობა, რომელიც ტრადიციული ქართული ანტისერვისის წყალობით საკუთარი ქორწილის დღის შემდეგ არც მღირსებია (მაშინაც ალბათ სასწაულად გამიმართლა).

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 9 იანვარს დაიგეგმა ჩემი სამსახურის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს  კორპორატიული საღამო.  Continue reading

Posted in a little of me.., მოდა და სილამაზე | Tagged , , , , , | 10 Comments

შამპუნები ცხიმიანობისკენ მიდრეკილი თმისთვის


ამ პოსტში მინდა თმის მოვლის გამოცდილება გაგიზიაროთ ყველას, ვისაც ჩემი ტიპის თმა გაქვთ.

ლამაზი თმა – ჩვენი გარეგნობის ერთ-ერთი უმთავრესი დეტალი, სილამაზის  და მოვლის კრიტერიუმებში თავისი მნიშვნელობით ტოლს არ უდებს მოვლილ სხეულსა და კანს. მეტიც, თუ თქვენი თმა სუფთა, მბზინავი და ფაფუკია,  უკვე აბსოლუტურად ყველა გამჩნევთ და გიმახსოვრებთ. ამ ფაქტის მთავარი ბენეფიტი კი, რა თქმა უნდა, თავად თქვენს სიამოვნებასა და კმაყოფილებაშია. თუმცა, თავის მოვლის ეს ამოცანა, დამეთანხმებით, რომ არც თუ ისე მარტივი და იაფფასიანი შესასრულებელია, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ თქვენც ჩემი ტიპის თმა გაქვთ, ძირებში ცხიმიანობისკენ მიდრეკილი, ბოლოებში კი მშრალი. გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას, თუ რომელი შამპუნები აღმოჩნდა ჩემი თმისათვის მისაღები და სასარგებლო და რომელმა ბრენდებმა გამიცრუეს იმედები.

  1. დავიწყებ BIODERMA -ს შამპუნით, ჩემი ბოლო ბედნიერი აღმოჩენით, რომელსაც ამჟამადაც მოვიხმარ.

 

BIODERMA

Continue reading

Posted in a little of me.., მოდა და სილამაზე | Tagged , , , , | 21 Comments

მდიდრების წყალი, ანუ რაც შემდეგ მოხდა, გაგაოცებთ


ამ ბლოგ-პოსტში მინდა ერთ საჭირბოროტო თემას შევეხო, რომელიც, დარწმუნებული ვარ, არც თქვენთვისაა უცხო და  თითოეულ თქვენგანს ერთხელ მაინც შეხებია.

ყველამ ვიცით, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია – შევთანხმდით.

ყველაფერი გაძვირდა,  გაიზარდა ფასები, მათ შორის, კაფე-ბარების ანგარიშის ფურცლებზე მორთმეული მსუყე-მსუყე ციფრებიც.  ამაზეც შევთანხმდით.

არც იმაშია რაიმე ახალი და განსაკუთრებული, რომ კაფე-ვერანდები კარგი ხედით, კარგი პიარით და კარგი სამზარეულოთი  – ანუ კაფეები „კაი პონტით“, სტანდარტულზე კიდევ უფრო ძვირი სიამოვნებაა.

თუმცა, ახლა მინდა კაფეებში წარმოდგენილი რიგი უწყინარი პროდუქტების იმ არაადეკვატურ  ფასებს შევეხო, რომელიც გრძელვადიან შოკს იწვევს ხოლმე ჩემი და ჩემი მეგობრების  ყოველკვირეულ შეხვედრებზე და დიდ ხანს მოგვყვება „სახალისო მოგონებების“ სახით.

მოდით,  ქრონოლოგიურად გავიხსენებ. Continue reading

Posted in a little of me.., ჩვენ - ქართველები | Tagged , , , , , | 4 Comments